;

27 October 2014      Led Zeppelin     Views 5196    
Category: Stars



გამონათქვამები ცნობილი მოდელების შესახებ

"მას აქვს კლასიკური სილამზე, ის რაც ყველა ამერიკელი მამაკაცის ოცნებაა"
კარლ ლაგერფილდი სინდი კროუფორდზე.




"ჟიზელი პირველად 17 წლის ასაკში ვნახე და მაშინ ისეთი შეგრძნება მქონდა,
თითქოს მანამდე მასზე ლამაზი არავინ მენახა"
-მარიო ტესტინო.




"17 წლის იყო როდესაც აგენტმა ტაქსით ჩაუქროლა გვერდზე და შესძახა:
მოდელობა არ გინდა ?"
- ბრიტანული ვოგი ფრეია ბეას შესახებ.



"როდესაც ის კარიერას იწყებდა საყვარელი გოგო იყო, დღეს დოუცენი ნამდვილი ბომბშელია"
ბრიტანული ვოგი დოუცენ კრუსის შესახებ.



"ჩემთვის ქენდის სვეინპოლი არის ყველაზე ლამაზი ადამიანი დედამიწის ზურგზე"
- ჯიჯი ჰადიდი.






"ჟიზელი შემოქმედებითი პროცესის ნაწილია ის ყოველთვის გვიბიძგებდა, რომ ჩვენი კოლექცია ძლიერი და სექსუალური ყოფილიყო. ის სწორედ ასეთია ძლიერი და სექსუალური ქალის აიქონი, მან ბრენდი დიორი სულ სხვა დონეზე აიყვანა" - ჯონ გალიანო.





"ძალიან ცოტა ქალი თუ მოახერხებს იყოს ტოპ მოდელი, პოპ ვარსკვლავი და პირველი ლედი. კარლა ბრუნი, როგორც მოდელი ყოველთვის ასოცირდებოდა ელეგანტურ სილამაზესთან, მან წამყვანი დიზაინერების გული მოიგო და იყო ისეთი ბრენდის მთავარი სახე როგორიც ბულგარია. ის პარიზის ვოგის საყვარელი ქავერ მოდელია" - Models.com





"ის არის გიჟი, სრულიად გიჟი" - კარინ როიტფელდი, საშა პივოვაროვას შესახებ.




"პოდიუმზე ის ისე დადის, როგორც ქუჩაში" - კარლ ლაგერფილდი, კლაუდია შეფერის შესახებ.





"როგორც მოდელმა კრისტიმ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. ის ამერიკული ვოგიდან დაწყებული თაიმსით დამთავრებული გამოსახულ იქნა ყველა ჟურნალის გარეკანზე. ტარლინგტონი საოცარი სილამაზის პატრონია, მაგრამ ამას გარდა ის არის ჭკვიანი ქალბატონი, სწორედ ამიტომ, ის საერთაშორისო მასშტაბით მისაბაძი მაგალითია. როგორც რედაქტორი, როგორც ჰუმანიტარულ საკითხებში პროფესიონალი და როგორც მოდელი, ის ნამდვილად იმსახურებს ტიტულს ლეგენდარული" - Models.com




" სინდი არის ბუნებრივი სილამაზე, რომელმაც მოხიბლა როგორც პრინცი, რომელმაც მას სიმღერა მიუძღვნა, ისე მაღალი მოდის ბრენდები. სინდიმ შეცვალა ამერიკელი ქალების სილამაზისადმი დამოკიდებულება, ის ამერიკული სექსუალურობის ეტალონია, დაწყებული ვოგის ქავერებიდან დასრულებული ვერსაჩეს კამპანიამდე 90 - იანებში კროუფორდი იყო ყველგან" - Models.com


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top