;

18 October 2014      liliana     Views 2245    
Category: Stars

Sui He

სუი ჰე გახლავთ წარმატებული მოდელი ჩინეთიდან ,რომელიც დაიბადა 1989 წლის 23 სექტემბერს ვენშოუში, ჩინეთში.იგი ბავშვობიდანვე ოცნებობდა მოდელი გამოსულიყო და მის კუმირს ქეით მოსს შეხვედროდა.მიუხედავად იმისა რომ სუი სკოლაში საუკეთესო მოსწავლე გახლდათ და 7 წელი ქალაქის ცურვის ნაკრებში ცურავდა და უამრავ შეჯიბრებებში იღებდა მონაწილეობას , მაინც გადაწყვიტა ჩინურ სამოდელო კონკურსში მიეღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც. 2010 წლამდე სუი მხოლოდ და მხოლოდ ჩინეთში მოღვაწეობდა, რადგან მას არ სურდა სკოლაში სწავლა მიეტოვებინა.სკოლის დამთავრების შემდეგ სუიმ პროფესიად მოდელობა აირჩია და 2013 წელს ტოპ 50 საუკეთესო მოდელს შორის მე-13-ე ადგილზე და Models.com-ის სიაშიც მოხვდა.
პირველად პოდიუმზე Love, Sex, and Money-ის გაზაფხული/ზაფხულის 2011 წლის შოუზე გაირა .იმავე წელს Ralph Lauren-ის შოუს გახსნა და Vivienne Tam-ის შოუ დახურა ნიუ იორკში, Dolce & Gabbana -ს ჩვენებაზე გამოვიდა მილანში და Shiatzy Chen და Dries van Noten-ს შოუებში მიიღო მონაწილეობა პარიზში.ჩინეთში.სუი გახლავთ პირველი ჩინელი მოდელი, რომელიც გახდა ბრენდ Shiseido-ს სახე და აგრეთვე გახსნა Ralph Lauren-ის ჩვენება და რიგით მეორე ჩინელი მოდელი ლიუ ვენის შემდეგ , რომელმაც მონაწილეობა მიიღო Victoria's Secret Fashion Show-ში 2011, 2012 და 2013 წლებში .სუი პირველი მოდელია რომელმაც W magazine-ს ქავერი ისე დაამშვენა ,რომ მისი სახელი და გვარი არავინ იცოდა სამოდელო ბიზნესში.კარიერის განმავლობაში მონაწილეობა მიუღია ისეთი ბრენდების ჩვენებებში როგორებიცაა : Chanel, Dior, Helmut Lang, Hermes, Hervé Léger, Jean Paul Gaultier, Missoni, Mugler, Oscar de la Renta, Ralph Lauren, და Y-3.
სუის საშუალება ჰქონდა ემუშავა მარიო ტესტონოსთან, კარლ ლაგერფილდთან და კაროლინ მერფისთან .მისი უახლოესი მეგობრები არიან ნადია ბენდერი და და შუ ფეი. სუის საყვარელი ფილმია The Pursuit of Happyness, უსმენს კლასიკურ მუსიკას, გიჟდება გემრიელ საჭმელებზე, მოგზაურობაზე, კითხვაზე ,ცურვაზე და კარაოკე წვეულებებზე, აინტერესებს ბიზნესი და მოდელობის პარალელურად აპირებს საკუთარი რესტორნის გახნას.2013 წლიდან იგი China's Next Top Model-ის ჟიურის საპატიო წევრი გახლავთ

სიმაღლე :179 სმ
წონა:53 კგ
თმის ფერი:შავი
თვალის ფერი : შავი
პარამეტრები : 78-59-88



Sui He

წარმოგიდგენთ მცირე ინტერვიუს სუი ჰესთან:


-პირველი აზიელი მოდელი ხართ რომელმაც Ralph Lauren-ის ჩვენებაში მიიღეთ მონაწილეობა,რა იცოდით მანამდე ამ ბრენდის შესახებ?
-სამწუხაროდ ბევრი არაფერი.მხოლოდ ის რომ Ralph Lauren გახლდათ წარმატებული ბრენდი ამერიკიდან, თუმცა მეც, ჩემი მეგობრებიც და ოჯახის წევრებიც ძალიან ვამაყობდით ამ ფაქტით.

-ვხედავთ რომ აზიელ მოდელებზე საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა, იცოდით რომ წარმატებული გახდებოდით?
-არა, არასოდეს მიფიქრია ამაზე. მე მოდელობა ჩინეთში დავიწყე და ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ამერიკაში გავაგრძელებდი კარიერას.ისეთი რთულია იყო მოდელი ნიუ იორკში , ყოველ დღე დაუსრულებელი ქასთინგები და შეჯიბრებები.

-გიყვარდა სკოლაში სიარული?
-სკოლაში ყოველთვის კარგად ვსწავლობდი,თუმცა საშინელი ზარმაცი ვარ.ყველაზე კარგად მაღალ კლასებში სწავლის პერიოდი დამამახსოვრდა,რადგან კლასის პრეზიდენტი ვიყავი .
-არის ადგილი , რომელიც განსაკუთრებულად გიყვარს?
-დიახ , ბორაკაის სანაპიროები, ფილიპინების კუნძულებზე.

Sui He Sui He

-რა გენატრება ყველაზე მატად როცა მოგზაურობ?
-დედა და მამა, ყოველთვის მენატრებიან სადაც არ უნდა ვიყო.

-რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად მოდის შოუებიდან?
- Fendi-ს შოუ პეკინში, რომელიც ჩინეთის დიდი კედელზე გაიმართა.საშინლად მიჭირდა ქვაფენილზე მაღალი ქუსლებით სიარული.

-რა არის შენი უკანასკნელი აღმოჩენა?
- Shabu-shabu-ს რესტორანი ნიუ იორკში,სადაც უგემრიელესი კერძები მზადდება და საიდანაც მიყვარს პიერის მე-17-ე ქუჩაზე მდებარე ცათამბრჯენის ცქერა.

-რომელია შენი საყვარელი დიზაინერი?
-Marc Jacobs და Tom Ford.

-რა მოგეწონს საკუთარ თავში ყველაზე მეტად?
-ნაჩვრეტი ლოყაზე.

-რას აკეთებ იმისათვის რომ ფორმაში იყო?
-ვვარჯიშობ, მივირთმევ იმას რაც მსურს,განსაკუთრებით კი ხილს და ბოსტნეულს ,მაგრამ ვსვამ დიდი რაოდენობით წყალს. ვგიჟდები La Mer-ის თავის მოვლის საშუალებებზე.



Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He
Sui He


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top