8 October 2014      fashionista     Views 4 021    
Category: Stars



კრისტენ სტიუარტი აქტიურად არის დაკავებული მისი ფილმების პიარით და პრემიერებით. ასევე აქტიურად განიხილება მსახიობი ოსკარის ნომინანტთა პრეტენდენტთა ჩამონათვალშიც. წლის ბოლომდე მსახიობის 4 ფილმის პრემიერა იგეგმება. იგი ამჟამად ნიუ იორკში იმყოფება და ფილმის "Camp X-Ray" წარდგენით არის დაკავებული.

კრისტენი რამდენიმე დღეა რაც დაბრუნდა ამერიკაში, მას შემდეგ რაც დასრულდა ფილმის "თანასწორების" გადაღება, რომელსაც 2 თვის განმავლობაში იღებდნენ იაპონიასა და სინგაპურში; ფილმში მას პარტნიორობას უწევდა ნიკოლას ჰოლტი და ისინი ერთადაც რამდენჯერმე დაუფიქსირებიათ პაპარაცებს გადასაღებ მოედანს მიღმა.



ამჟამად მსახიობის 3 ფილმის: "ბანაკი X-რეის", "სილს მარიას" და "Still Alice"-ის პრემიერები იგეგმება. მსახიობმა დადებითი შეფასებები მიიღო აღნიშნულ ფილმებში შესრულებული როლებით, და ბოლო პერიოდში უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მსახიობი წარდგენილი იქნება ოსკარის ნომინაციაზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი ფილმისთვის "Still Alice", სადაც პარტნიორობას უწევს ჯულიან მურს, რომელიც ასევე მთავარი პრედენტია ოსკარის მოგების აღნიშნულ ფილმში შესრულებული როლით.

ამჟმად კრისტენი ფილმი Camp X-Ray-ის პიარით არის დაკავებული.
გაიმართა ფილმის პრეს ჩვენება, პრემიერა, ასევე კრისტენი სტუმრად იყო ჯიმი ფელონთან ღამის შოუში და ფილმის პროდუსერთან ერთად ინტერვიუზე იყო apple store-ში სოჰოში, ნიუ იორკში.
გთავაზობთ მსახიობის ბოლოდროინდელი აქტიურობის ამსახველ ფოტოებს.





მსახიობი Camp X-Ray-ის ჩვენებაზე მიმავალი 6 ოქტომბერს, ნიუ იორკში.














მსახიობი თავის პუბლიცისტთან ერთად
ნიუ იორკის ქუჩებში დააფიქსირეს 7 ოქტომბერს დილით.






კრისტენი სტუმრად ჯიმი ფელონთან ღამის შოუში 7 ოქტომბერს, ნიუ იორკში













მსახიობის სასტუმროს დატოვებისას ნიუ იორკში 7 ოქტომბერს




კრისტენი Forum Film Festival-ზე ნიუ იორკში 7 ოქტომბერს



კრისტენი და დაკოტა ფენინგი ტოვებენ თეატრს ფილმის ჩვენების შემდეგ


კრისტენი ესტუმრა Apple Store-ს ფილმთან დაკავშირებით
ინტერვიუს ჩაწერაზე, ემოსა შანელის კაბა





Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top