;

5 October 2014      liliana     Views 3167    
Category: Stars



ფეი ფეი სუნი გახლავთ 25 წლის წარმატებული მოდელი , რომელიც დაიბადა 1989 წლის 20 მარტს შანდონგში ,ჩინეთში. ფეის ბავშვობიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა მისი პროფსია სამოდელო სფეროსთვის დაეკავშირებინა,ამიტომ სკოლის დამთავრების შემდეგ Suzhou University-ში მოდის დიზაინერის ფაკულტეტზე ჩააბარა. 2008 წელს მან მონაწილეობა მიიღო ჩინურ სამოდელო კონკურსში Elite Model Look,სადაც ერთ-ერთ აგენტს შეხვდა და მალევე დაიწყო მისი თავბრუდამხვევი კარიერა.იმავე წელს სუიმ ჩინური Marie Claire -ს ყდა დაამშვენა,2009 წელს კი ლონდონის, ნიუ იორკის და მილანის მოდის კვირეულებზე ისეთი ცნობილი ბრენდების ჩვენებებზე გამოდიოდა როგორებიცაა: Mulberry, Chanel, Jil Sander, Dries Van Noten, Céline, Prada, Valentino, Christian Dior ,Prada, Louis Vuitton, Lane Crawford, Calvin Klein, Marc by Marc Jacobs, Marc Jacobs, Marni, Max Mara, Missoni, Miu Miu, Narciso Rodriguez, Nina Ricci, Ohne Titel, Oscar de la Renta,Alberta Ferretti, Alexander McQueen, Alexander Wang, Dolce & Gabbana, Dries Van Noten, DSquared² და აშ.

კარლ ლაგერფილდმა ფეის მიანიჭა უპირატესობა რამდენიმე ათასი მოდელიდან და ფეიმ 2010 წელს შანხაიში Chanel-ის შოუ გახსნა.რამდნიმე წლიანი კარიერის კარიერის განმავლობაში ფეიმ ათეულობით მოდური ჟურნალის ყდა დაამშვენა ,ისეთების როგორებიცაა: Vogue US, V, W ,Marie Claire China, Vogue China ,Elle China , Vogue USA ,DANSK Magazine ,AnOther , Magazine, L'Officiel China, Harper's Bazaar Singapore ,Bergdorf Goodman Magazine ,Harper's Bazaar Hong Kong და აშ.



როცა მას ჰკითხეს თუ რა იმალება უკან მისი წარმატებული კარიერის უკან მოდელმა უპასუხა: "მოდელობას ისეთი შრომისმოყვარეობით და დისციპლინით მივუდექი როგორც სწავლას უნივერსიტეტში.მე მჭირდებოდა გაზრდა როგორც მოდელს და ბიზნესქალს.ჩამს თავს ვუთხარი ეს ახალი სკოლაა და უნდა ისწავლო ქცევის წესები."

ფეი პირველი აზიელი მოდელია რომელმაც Vogue Italia-ს გარეკანი დაამშვენა სტივენ მეისელის ფოტოსესიაში და აგრეთვე Valentino-ს ოფიციალური სახე გახდა. პუბლიკაციაში წარმოგიდგენთ ჩინელ მოდელს ფეი ფეი სუნს და მის მცირე ინტერვიუს.


სიმაღლე: 179 სმ
წონა: 50 კგ
პარამეტრები: 81-62-90
თმის ფერი-შავი
თვალის ფერი-ყავისფერი




-რა მოგწონს ყველაზე მეტად მოდელობაში?
-ვფიქრობ რომ ძალიან გამიმართლა, რომ მაქვს პროფესია რომელიც ჩემი ინსპირაციის წყაროა.ყოველ დღე მიწევს უამრავ ნიჭიერ ადამიანთან მუშაობა მსოფლიოს ყველა კუთხიდან და ყოველთვის ძვირფას სამოსს და სამკაულებს ვატარებ.

-მოგვიყევი შენი ურთიერთობის შესახებ ცნობილ სტილისტ ლორი გოლდსტეინთან.
-ლორისთან მუშაობა ყოველთვის ამაღელვებელია. იგი ყოველთვის ორიენტირებულია სამუშაოზე და აქვს მოდის ისტორიის საოცარი შეგრძნების უნარი.

-სტივენ მეისელის გარდა რომელ ფოტოგრაფთან მუშაობა გიზიდავს?
-დეივიდ სიმსთან,რომელიც ცდილობს ყოველთვის ძლიერად წარმომაჩინოს ფოტოებში სუფთა კადრების საშუალებით.ძალიან მენატრება დებორა ტურბევილი , მასთან უამრავი ტკბილი მოგონება მაკავშირებს.

-სამოდელო კარიერამდე დიზაინერობა გკონდა გადაწყვეტილი.აპირებ მომავალში საკუთარი ბრენდის გახსნას?
-დიახ ძალიან მინდოდა დიზაინერობა.მოდელობამდე შანხაიში მოდის დიზაინერის ფაკულტეტზე ვსწავლობდი რაც დამეხმარა მოდის ბიზნესის უკეთ შეცნობაში ,თუმცა ახლა მხოლოდ მოდელობაზე ვარ ფოკუსირებული.


-როგორ მოგწონს პოპულარობა?
-ჩემთვის პატივია ხალხი თვალყურს ადევნებდეს ჩემს ცხოვრებისეულ მოგზაურობას.

-როგორ ინარჩუნებ ფორმას?
-ძალიან მიყვარს ჭამა ამიტომ მიჭირს ფორმაში ყოფნა.ყოველ დილით ვსვამ მანუკას ჩაის ნაყენს ,რათა გაიწმინდოს ორგანიზმი,ყოველთვის მივირთმევ ორგანულ საკვებს და დაკავებული ვარ იოგით.

-აგვიღწერე შენი ყოველდღიური ჩაცმის სტილი
-მარტივი და კომფორტული, სნიკერები, მაისური და ჯინსები.

-რას უნდა ველოდოთ ფეი ფეი სუნისაგან მომავალში?
-ნამდვილად არ შემიძლია მომავლის წინასწარმეტყველება, მაგრამ ამეტაპზე მინდა მსახიობობაც ვცადო.ჩინური გამოთქმის მიხედვით ადამიანი მაშინ ირჩევს სწორ გზას როცა გზაჯვარედინს მიადგება . მე აწმყოთი ვცხოვრობ და ჩემი პროფესია მომავლის დაგეგვმვის საშუალებას არ მაძლევს რადგან სულ ვმოგზაურობ.






























Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top