4 October 2014      liliana     Views 5 390    
Category: Stars

Luma Grothe Luma Grothe
Luma Grothe Luma Grothe

"ანჯელინა ჯოლისა და მირანდა ქერს ქალიშვილი შეეძინათ -მისი სახელია ლუმა გროსე"- ასე გამოეხმაურა პრესა ლუმას მოდის სამყაროში გამოჩენას.იგი ბრაზილიაში , სანტა კატარინაში 1994 წლის 12 დეკემბერს დაიბადა. ლუმა სულ რაღაც 16 წლის იყო როდესაც აგენტმა სან პაულოში აღმოაჩინა ,დღესდღეობით კი იგი 20 წლისაა და მილანში, ნიუ იორკსა და ლონდონში უწევს ცხოვრება ბოიფრენდთან და საყვარელ ძაღლთან ერთად,რომელსაც" ბარკ ობამა" ჰქვია.მისი გამორჩეული,ატიპიური და არაორდინალური ვიზუალი ლუმას გენეტიკის დამსახურებაა:მასში გერმანული,იაპონური და აფრიკული სისხლი ჩქეფს.2014 წელი ლუმას კარიერაში ყველაზე წარმატებულ წლად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგან მისი ხილვის საშუალება საზოგადოებას მილანის, ნიუ იორკის და პარიზის მოდის კვირეულზე ჰქონდათ, ისეთი ბრენდების ჩვენებებზე როგორებიცაა:Versace, DSquared2,Burberry Prorsum,Philipp Plein და Cushnie Et Ochs.ლუმა არაერთხელ გადაუღიათ Vogue, Glamour , Elle,Grey Magazine, Vs -ის ფოტოსესიებში: " სურათები გამოსახულებას ძლიერად აღბეჭდავს,ძალიან მიყვარს ფოტოსესიის შემდეგ მათი თვალიერება,მაგრამ პოდიუმი სულ სხვა თემაა, აქ ყველა თვალი მხოლოდ და მხოლოდ შენ გიყურებს"-განაცხადა მოდელმა.პუბლიკაციაში გაგაცნობთ მოდელ ლუმა გროსეს და წარმოგიდგენთ მის ინტერვიუს ,რომელიც ინტერნეტპორტალ WWD-მ გამოაქვეყნა.

სიმაღლე: 173 სმ
პარამეტრები:73-58-84
თმის ფერი:ყავისფერი
თვალის ფერი:მწვანე


წარმოგიდგენთ ლუმას ინტერვიუს ,რომელიც ინტერნეტპორტალ WWD-მ გამოაქვეყნა.


-როგორ ჩაერთე სამოდელო სფეროში?
-ჩემმა მეგობარმა მირჩია სამხრეთ ბრაზილიაში სამოდელო კონკურსში მიმეღო მონაწილეობა,რადგან ძალიან გამხდარი ვიყავი და მეუბნებოდა რომ აუცილებლად გავიმარჯვებდი. ამ პერიოდში 16 წლის გახლდით,ვსწავლობდი სკოლაში და სულაც არ ვფიქრობდი მოდელობაზე,თუმცა კონკურსში მაინც მივიღე მონაწილეობა.მართალია ვერ გავიმარჯვე, მაგრამ სააგენტოს წარმომადგენლებმა შემამჩნიეს და აქედან დაიწყო ყველაფერი.

-ამჟამად ნიუ იორკში ცხოვრობ,ეს დროებითია თუ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალე?
-ნიუ იორკში შევიძინე აპარტამენტი,სადაც რამდენიმე თვის წინ ჩემი ბოიფრენდიც გადმოვიდა საცხოვრებლად,აგრეთვე მყავს 7 თვის ფრანგული ბულდოგი.ნიუ იორკი ბრაზილიისაგან რადიკალურად განსხვავებული სივრცეა,მაგრამ მე ორივეგან მიწევს ცხოვრება.ხანდახან მზიან ბრაზილიაში მაქვს გადაღებები , მაგრამ ყოველთვის მენატრება ნიუ იორკი,ალბათ ხალხის გამო.ხალხი ხომ ყველგან საოცრად განსხვავებულია.მაგალითად ლონდონში ყველა მეგობრულია,ნიუ იორკში ყველა საკუთარ ოცნებების ახდენაზე ორიენტირებული,ხოლო ბრაზილიაში ყველა მზიარული .

-რას ნიშნავს დაიბადო და გაიზარდო ბრაზილიაში?
-მე მყავს პატარა და და ძმა. სამივენი საოცრად მხიარულად გავიზარდეთ.ჩემს ბავშვობაში არ გვქონდა ტელევიზორი ან კომპიუტერი სახლში და მთელ დღეებს ეზოში თამაშში და სირბილში ვატარებდით,რაც ძალიან სასარგებლოა განმრთელობისათვის.სადაც არ უნდა ვიყო ყოველთვის მენატრება ჩემი ოჯახი.

-16 წლის იყავი როცა ლონდონში გადადი საცხოვრებლად.მოგვიყევი ამის შესახებ.
-დიახ 16 წლის ასაკში საცხოვრებლად ლონდონში გადავედი,თუმცა ინგლისური საერთოდ არ ვიცოდი და გადაღებებზე არ ვლაპარაკობდი.ჩემმა ბუქერებმა მითხრეს თუ საცხოვრებლად ლონდონში დარჩენას ვაპირებდი ენა აუცილებლად უნდა მესწავლა.მომიწია უამრავი ინგლისურის შემსწავლელი სატელევიზიო გადაცემის ყურება.ჩემს მეგობრებს ყოველთვის ვეკითხებოდი თუ რომელი სიტყვა რას ნიშნავდა.ძალიან მიყვარს ლონდონი.იქ უამრავი მეგობარი შევიძინე რუსეთიდან,პოლონეთიდან და ბევრი სხვა ევროპის ქვეყნიდან,რომელთაგანაც აქცენტებს ვსწავლობდი.

-ოდესმე გიფიქრია რომ პროფესიად მოდელობას აირჩევდი?
-არასოდეს, თუმცა სკოლაში ყოველთვის განსხვავებული ვიყავი ჩემი ბრაზილიელი თანატოლებისაგან. მათ მუქი კანი და შავი თმა ჰქონდათ მე კი ძალიან თეთრი და გამხდარი ვიყავი .

Luma Grothe

-რამდენიმე წელია აქტიურად ხართ ჩაბმული სამოდელო სფეროში,ყოფილა მომენტი როცა გიფიქრიათ რომ რაღაც ძალიან კარგად გამოგივიდათ?
-მოდელობა არის პროფესია როცა არასოდეს იცი რისთვის უნდა იყო მზად.ვერასოდეს განსაზღვრავ და დაგეგმავ წინასწარ რაიმეს,შესაბამისად ვერ ვიტყვი რაიმე ძალიან კარგად გამომივიდა თუ არა.თუმცა მოდელობის გარდა მინდა ბევრ ვიდეოში გადამიღონ,ვიყო პროდიუსერი ,მსახიობი და კინორეჟისორიც.


-რას თვლი საუკეთესო გამოცდილებად რაც მოდელობისაგან უკვე მიიღე?
-ეს დაახლოებით კოლეჯის ცხოვრების სტილს გავს.სწავლობ რა როგორ გააკეთო ვინ ხარ და სწავლობ დამოუკიდებლობას. შენი მშობლები არ გყავს გვერდით და ყველაფრის გაკეთება მარტოს გიწევს.მახსოვს როცა პირველად მარტო წავედი საყიდლებზე ვიტირე,რადგან არ ვიცოდი რომელიც პროდუქტი მეყიდა.მე ხომ მანამდე არასოდეს დავდიოდი სუპერმარკეტში ,დედა ყოველთვის გემრიელ სადილებს გვიმზადებდა.

-რა ცვლილებები განიცადე კარიერის განმავლობაში?
-პირველი 2 წელი ძალიან მიჭირდა.აბსოლიტურად უფასოდ ვმუშაობდი ოღონდ ყურადღების ცენტრში ვყოფილიყავი და სააგენტოს მიერ მოცემულ 100 დოლარს ვკმაყოფილდებოდი, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა და ვაკეთებ იმას რაც მსიამოვნებს.

-რომელი ფოტოსესია დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
-ID Magazine-ს ფოტოსესია,რადგან საკმაოდ უცნაური მოთხოვნა ჰქონდა ფოტოგრაფს.მეკეთა უზარმაზარი ფერადი პარიკები და ხელში უნდა მჭეროდა ლოკოკინები.

-შენ უკვე იმუშავე ტესტინოსთან, მერტთან,ალასთან დავონ უნვერტთან...
-დიახ,არასოდეს დამავიწყდება მათთან მუშაობა.ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან თუმცა მე სტივენ მეისელთან მუშაობას ვისურვებდი.

-როგორი ჩაცმის სტილი გიზიდავს?
-გააჩნია რა ხასიათზე ვარ.ხან როკ სტილი მომწონს ,ხან სპორტული,ხან უბრალოდ ჯინსები,ჟაკეტი და ბალერინას ფეხსაცმელები-ტიპიური მოდელის სტილი.

-რომელი დიზაინერი მოგწონს ყველაზე მეტად?
-ალექსანდრ ჰერჩკოვიჩი , წელს ფანტასტიური კოლექცია აჩვენა სან პაულოს მოდის კვირეულზე.

-რა გეგმები გაქვს მომავალში?
-ძალიან მალე გადამიღებენ Exit და Tatler-თვის,აგრეთვე რიჩარდ ნიკოლთან ერთად ვიმუშავებ Agent Provocateur კამპანიაში.ძალიან მინდა ბევრი ვიმოგზაურო,ვისწავლო ბევრი ენა და დავხვეწო ჩემი ინგლისური,აგრეთვე ვიყიდო სახლი ლონგ აილენდზე ბუნებაში. ამჟამად ორი პასპორტი მაქვს სულ მარკებით სავსე და მალე მესამეს აღებას ვაპირებ.ადრე კი ბრაზილიის გარდა არცერთი ქვეყნის ნახვის საშუალება არ მქონდა.

-არის რაიმე ისეთი სამოდელო სფეროში რასაც დიდი სიამოვნებით შეცვლიდი?
-ლონდონში ვცხოვრობდი გოგონებთან ერთად რომლებიც პრაქტიკულად არასოდეს ჭამდნენ,რაც საზიანოა ჯანმრთელობსათვის.ჩემი აზრით პირველ რიგში ჯანმრთელი უნდა იყო რომ შენზე თქვან რომ ლამაზი ხარ.








Luma Grothe
Luma Grothe
Luma Grothe
Luma Grothe
Luma Grothe
Luma Grothe
Luma Grothe
Luma Grothe
Luma Grothe
Luma Grothe
Luma Grothe
Luma Grothe
Luma Grothe
Luma Grothe
Luma Grothe
Luma Grothe
Luma Grothe
Luma Grothe
Luma Grothe
Luma Grothe

Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top