;

3 October 2014      ta_mo     Views 2476    
Category: Stars

ბლიც-ინტერვიუ ტოპ-მოდელ სასკია დე ბრაუსთან

"ჩემი ყოველი დილა ჭიქა წყლით იწყება"

საკმაოდ არაორდინალური, ანდროგენული ვიზუალის მეშვეობით,
ჰოლანდიელი ტოპ-მოდელი სასკია დე ბრაუ მალევე გახდა დიზაინერების
შთაგონების წყარო და მოდის ინდუსტრიაში ჩაბმისთანავე იქცა კარლ ლაგერფელდის
მუზადაც. აგრრეთვე იგი მსოფლიოს 50 საუკეთესო მოდელთა ნუსხაშიც აღმოჩნდა, რამაც
მას არაერთი წარმატებისკენ მიმავალი კარგი გაუღო. სიახლეში გთავაზობთ დე ბრაუს
ბლიც ინტერვიუს, რომელიც ჟურნალ ვოგში დაიბეჭდა.

ბლიც-ინტერვიუ ტოპ-მოდელ სასკია დე ბრაუსთან

-როგორ იწყება თქვენი დილა?

- პირველ რიგში, გაღვიძებისთანავე ვსვამ 1 ჭიქა წყალს.

-საუზმედ რას ამჯობინებთ?

- ხილის იოგურტს მივირთმევ ხშირ შემთხვევაში.

-როგორ ინარჩუნებთ ასეთ საუცხოო ფორმას?

- დაკავებული ვარ იოგით და პარიზში ველოსიპედით ვსეირნობ.

ბლიც-ინტერვიუ ტოპ-მოდელ სასკია დე ბრაუსთან

ყველაზე ხშირად კანის მოვლის რა საშუალებებს იყენებ?

- ვარდის წყალი და ორგანული კარაქი, რომელსაც არომატიზირებული
წყლის შემდეგ ვისვამ სახეზე.


-საინტერესოა სპორტით თუ ხარ დაკავებული?

-ვცდილობ დღეში ორჯერ ვივარჯიშო, რადგან ყოველივე ეს
ძილის მოწესრიგებაშიც მეხმარება.


ბლიც-ინტერვიუ ტოპ-მოდელ სასკია დე ბრაუსთან

- რა ნივთი მოიძებდნება მუდმივად თქვენს ჩანთაში?

- ტუჩის ბალზამი.

-რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდებს, რომელიც მათ სილამაზის
შენარჩუნებაში დაეხმარებათ?


- საუკეთესო რჩევა დედამ მომცა, როდესაც მითხრა: "თუ გაქვს მშრალი კანი,
აუცილებლად გამოიყენე დამატენიანებელი ლოსიონი".


ბლიც-ინტერვიუ ტოპ-მოდელ სასკია დე ბრაუსთან


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top