;

1 October 2014      liliana     Views 3386    
Category: Stars

Frida Gustavsson

ფრიდა გუსტავსონი გახლავთ 21 წლის შვედი მოდელი,რომელიც დაიბადა 1993 წლის 6 ივნისს სტოკჰოლმში, შვედეთში.სამოდელო ბიზნესში ჩაერთო 2008 წელს ,2012 წელს მონაწილეობა მიიღო Victoria's Secret Fashion Show -ში, ხოლო 2013 წელს Valentino Haute Couture-ის შემოდგომის კოლექციის ჩვენება გახსნა .ფრიდა ჩართული გახლდათ შემდეგი ბრენდების კამპანიებში : Louis Vuitton, Chanel, Lanvin, Carolina Herrera, Fendi, Christian Dior, Jil Sander, Alexander McQueen, Anna Sui, Marc Jacobs, Michael Kors, Calvin Klein, Oscar de la Renta,Emilio Pucci, Celine, Hermès, Jean Paul Gaultier, Dolce & Gabbana, Givenchy, Yves Saint Laurent, Ralph Lauren და Blumarine და გადაუღიათ შემდეგი მოდური ჟურნალების ქავერებისათვის : Elle, W, Numéro, American, Italian, French, British, German, Japanese Vogue, L'Officiel,Crash. პუბლიკაციაში წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ფრიდა გუსტავსონის შესახებ.

Frida Gustavsson

ფრიდა სიმაღლეში 185 სმ-ია,ხოლო პარამეტრები 78-59-89.
მიუხედავად იმისა რომ მოდელობა 2008 წელს დაიწყო, 2010 წელს ყველაზე მოთხოვნად მოდელებს შორის მე-4 ადგილი დაიკავა კასია ტრუსის, ლიუ ვენის და კონსტანტინ იაბლონსკის შემდეგ.
ფრიდა Maybelline-ის სახეა და ჩნდება Nina Ricci.-ის სუნამოების რეკლამებში.
ფრიდა გადაიღეს შემდეგი ბრენდების ლუქბუქებისათვის : Marc Jacobs, Jill Stuart, Anna Sui, H&M, Max Mara, Tiger of Sweden და Prada.
2011 წელს ფრიდამ აიღო წლის მოდელის წოდება შვედეთში.
2011 წლის ივნისში ფრიდამ წარმატებით დაამთავრა St Martins Gymnasium.
ფრიდას საყვარელი ქალაქი პარიზია : „ძალიან მიყვარს პარიზში, მარაის ქუჩაზე შოპინგი.ხალხი,სახლები, ატმოსფერო ყველაფერი საოცარია პარიზში.“
ბავშვობაში ფრიდა პილოტობაზე ოცნობობდა,თუმცა მისი პროფესიიდან გამომდინარე წელიწადში საშუალოდ 250 -ჯერ უწევს თვითმფრინავით მგზავრობა.
ნიო იორკში სამუშაოდ ჩასული ფრიდა ყოველთვის მიდის Maritime Hotel-ში ,რადგან სასტუმრო მოხატულია შვედი დიზაინერ ჯოზეფ ფრანკის მიერ.ფრიდას განცხადებით სასტუმროს კედლები მას საყვარელი ბებიას საძინებელ ოთახს აგონებს.
ფრიდა აგენტმა H&M-ის მაღაზიაში შოპინგისას აღმოაჩინა,რამდენიმე დღით ადრე სანამ მას 15 წელი შეუსრულდებოდა.

Frida Gustavsson

ფრიდა ძალიან სწრაფად დარბის.იგი 7 წლიდან მოყოლებული აქტიურად იყო დაკავებული სპორტით.მას 200- მდე ჯილდო აქვს მოპოვებული სპორტის სხვადასხვა სახეობაში და ბევრჯერ აქვს მიღებული მოტეხილობა და მძიმე ტრამვები.
ფრიდას პირველი გადაღებები ჰქონდა შედურ ჟურნალ “Frida”-სთვის. „ეს შობის ძალიან სახალისო ფოტოსესია იყო.ირგვლივ ყველაფერი ბრწყინავდა და ამიტომაც ჩემი პირველი ფოტოსესია კეთილად დამამახსოვრდა.“
ფრიდას აქვს დღიური სადაც ხატავს , წერს საინტერესო ისტორიებს და გემრიელ რეცეპტებს .ასევე აქვს უამრავი ფოტო,რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ლანდშაფტებს და ბუნებას უღებს და შემდეგ ყუთში ინახავს.მისი განცხადებით ერთ დღეს დაგროვებული ფოტოებიდან წიგნს გააკეთებს.
ფრიდა გიჟდება მულტიპლიკაციურ სტიკერებზე.მისი ბლექბერი და ნოუთბუქი სავსეა მსგავსი შინაარსის სტიკერებით.

Frida Gustavsson

ფრიდა გიჟდება ზეთებზე.მას აქვს სახის , თმის და ტანის უამრავი ზეთი. „ყოველთვის ვიტოვებ დიდი რაოდენობით ზეთს თმევბზე ღამე და დილით ვიბან ხოლმე.თმის მოვლის აღნიშნული მეთოდი დედამ მასწავლა,რომელსაც ფანტასტიური თმა აქვს.“
მეიქაფის გაკეთების დროს ფრიდა ყოველთვის Laura Mercier-ის კორექტორს და Dior 452.-ის წითელ ტუჩსაცხს იყენებს.
ფრიდა გიჟდება 70-იანი წლების მუსიკაზე: „მამაჩემი ყოველთვის უსმენდა 70-იანი წლების მუსიკას მანქანაში და მუსიკის სიყვარული მეც გადამედო.“
მისი საყვარელი მუსიკოსებია : Joy Division, Velvet Underground, Kent, Moby, Bob Dylan და Lou Reed.
ფრიდას ბოიფრენდი 23 წლის მსახიობი ემილ მირბაკია.

Frida Gustavsson

წარმოგიდგენთ ფრიდას რამდენიმე საინტერესო გამონათქვამს:


„ცოდნა არის ძალა, განათლება არის უმნიშვნელოვანესი, სიბრალულს განვიცდი ადამიანების მიმართ ვისაც განათლების მიღების საშუალება არ აქვთ.“
„ძალიან მიყვარს იაპონელებთან მუშაობა,ისინი ძალიან მკაცრი ხალხია და ყოველთვის იციან რა სურთ.“
„ვისურვებდი ვყოფილიყავი ანა ვინტური. იგი ჩემი შთაგონების წყაროა.მგონია რომ ბევრმა არ იცის თუ რა ჭკვიანი ქალია ანა და რა ნაყოფიერად შეუძლია მას მუშაობა.“
„არასოდეს ვხარჯავ ფულს ,სანამ მას არ დავაბანდებ.ძალიან მინდა სტოკჰოლმის არქიპელაგში კუნძულის ყიდვა,სადაც ავაშენებ სახლს და ვიცხოვრებ როცა დავბერდები.“
„ჩემი საყვარელი ფოტოსესიების უმეტესობა სტივენ მეისელის მიერაა გადაღებული .მას აქვს საოცარი იუმორი და განსხვავებული ხედვა მოდის სფეროში.“
„ვიჟდები იოგაზე და პილატესზე.ყოველთვის მივირთმევ თევზს,ვეგეტარიანულ საკვებს და ყვავილოვან კომბოსტოს.“
„ჩემთვის უმნიშვნელოვანესი დეტალია სუნამო.იგი ძალიან პირადულია და საუკეთესოდ წარმოგაჩენს შენ.“

Frida Gustavsson
Frida Gustavsson
Frida Gustavsson
Frida Gustavsson
Frida Gustavsson
Frida Gustavsson
Frida Gustavsson
Frida Gustavsson
Frida Gustavsson
Frida Gustavsson
Frida Gustavsson
Frida Gustavsson
Frida Gustavsson
Frida Gustavsson
Frida Gustavsson
Frida Gustavsson
Frida Gustavsson
Frida Gustavsson
Frida Gustavsson
Frida Gustavsson
Frida Gustavsson
Frida Gustavsson
Frida Gustavsson Frida Gustavsson
Frida Gustavsson
Frida Gustavsson
Frida Gustavsson


























Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top