;

23 April 2013      lady_tamo     Views 24016    
Category: Stars, for ANGEL.ge

ინტერვიუ ნინა სუბლატთან

"საქართველოს ვარსკვლავის' მეორე სეზონი დაიწყო და ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამოსვლა სწორედ ამ ახალგაზრდა გოგოსია, რომელმაც ორიგინალური სტილითა და საუცხოო ხმის ტემბრით ნამდვილი ფურორი მოახდინა და პროექტის ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. Lana del reyს ჰიტის Blue Jeansის შესრულებით ნინამ ბევრი ქართველი მაყურებლის გული მოიგო და რაც მთავარია ჟიურის თანხმობით მოიპოვა ოქროს ბილეთი. მისი სახელი გასცდა რუსთავი ორის შენობის ფარგლებს და სოციალური ქსელი დაიპყრო. ANGEL.GE-ს საშუალებით უფრო ახლოს გავიცნოთ ახალგაზრდა, საუცხოო ტემბრისა და გარეგნობის ნინა სუბლატი.
საქართველოს ვარსკვლავის აღმოჩენა: ნინა სუბლატი




როგორც ვიცით, 'სუბლატი' შენი ფსევდონიმია. რატომ აირჩიე მაინცდამაინც ეს ფსევდონიმი?და საერთოდ რატომ არჩიე გვარის დამალვა?

გვარის დამალვა არ მიფიქრია, უბრალოდ ბავშვობიდან ყველა სუბლატით მიცნობს, შესაბამისად უფრო გვარია ვიდრე ფსევდონიმი და პროექტშიც ჩემივე კომფორტისთვის სუბლატით გამოვედი.


რამე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს თუ უბრალოდ ჟღერადობის გამო მოგეწონა?

დატვირთვაც აქვს, უბრალოდ საიდუმლოა. ჟღერადობითაც ვფიქრობ ძალიან მიხდება



რას გვეტყოდი შენი პირადი ცხოვრების შესახებ, სულ რამდენიმე სიტყვით


პირად ცხოვრებაში ყველაფერი ისეა როგორც ყოველთვის მინდოდა რომ ყოფილიყო

საქართველოს ვარსკვლავის აღმოჩენა: ნინა სუბლატი

მუსიკის რომელ ჟანრს ანიჭებ უპირატესობას? საყვარელი მომღერალი?

უფრო ალტერნატივას, საყვარელი მომღერალია bjork


რომელი მომღერლის, ჯგუფის კონცერტზე წასვლაა შენი ოცნება?


bjork-ის კონცერტს სიამოვნებით დავესწრებოდი და green day-ს კონცერტზე ძაან გავერთობოდი!


საქართველოს ვარსკვლავის აღმოჩენა: ნინა სუბლატი

გაქვს ძალიან გამორჩეული ორიგინალური სტილი. ვინ არის შენი ინსპირაცია? რომელ ბრენდებს ანიჭებ უპირატესობას

ჩემი ინსპირაცია ჩემი ხასიათია. ბრენდებს დიდად არ ვაქცევ ყურადღებას, მთავარია მომწონდეს და ხარისხიანი იყოს


რას იტყოდი ქართულ შოუბიზნესზე? უსმენ თუ არა რომელიმე ქართველ მომღერალს ან ჯგუფს?

ზოგადად არ ვფიქრობ რომ საქართველოში შოუბიზნესი არსებობს. იმის მიუხედავად რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, ყველა შემსრულებელია და არა მომღერალი, ასე რომ..


საქართველოს ვარსკვლავის აღმოჩენა: ნინა სუბლატი

საქართველოს ვარსკვლავის გარდა თუ მიგიღია რომელიმე კონსკურსში მონაწილეობა?

არა არც ერთში. პირველი იყო და პირველივე ცდაზე გამიმართლა, ძირითად შემადგენლობაში მოვხვდი .


შენთვის მისაბაძი მაგალითი არის...

ის ვინც იცის საკუთარი თავის ფასი.ზოგადად საკუთარი თავის ფასის ცოდნა წარმატების ფორმულაა.

საქართველოს ვარსკვლავის აღმოჩენა: ნინა სუბლატი

ყველაზე მეტად რაზე ოცნებობ და რა გინდა რომ გამოგივიდეს?
ძალიან მინდა რომ საყვარელ საქმეში დიდ წარმატებას მივაღწიო და ამისთვის ძალიან ბევრსაც ვშრომობ. ვოცნებობ ეს ყველაფერი გამოვიდეს და ბევრი ქართველისთვის მისაბაძი მაგალითი გავხდე.


გაქვს თუ არა ტატუ?
კი 8 ტატუ მაქვს

საქართველოს ვარსკვლავის აღმოჩენა: ნინა სუბლატი

როგორი დამოკიდებულება გაქვს სამკაულებთან და მაკიაჟთან ?

დეტალებს ყველაფერში, განსაკუთრებულად კი ხელოვნებაში დიდ ყურადღებას ვაქცევ, აქსესუარებიც ერთგვარი დეტალებია, რომელიც თავის გამოხატვაში გვეხმარება, რა თქმა უნდა თუ სწორად ვიცით შერჩევა. მაკიაჟი კი გვეხმარება ისე გამოვიყურებოდეთ როგორც გვინდა და გარეგნობასაც უფრო მრავალფეროვანს ხდის - ასევე მაკიაჟის გაკეთებაც სწორად უნდა ვიცოდეთ

რას ელი საქართველოს ვარსკვლავიდან?

მმმ.. ყველაზე მეტად მინდა რომ რაიმე განსაკუთრებული გავაკეთო - ისეთი რაც ჯერ საქართველოში არ ყოფილა და ეს პროექტი ამის საშუალებას ნამდვილად მაძლევს. ველოდები რომ ყოველი ჩემი პერფორმანსი მაყურებელსთვის საინტერესო და სასიამოვნო იქნება და მოწონებასაც დაიმსახურებს.
საქართველოს ვარსკვლავის აღმოჩენა: ნინა სუბლატი



Category: Stars, for ANGEL.ge
Tags: ნინა სუბლატი

Share it
Comments

« 1 2 3 4 5 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top