9 March 2013      Nanuka.     Views 7 653    
Category: Stars / Fun, Interesting

საუკეთესო სპორტსმენების დასამახსოვრებელი გამონათქვამები

მაშინ, როდესაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანია სპორტით დაკავებული, ძალიან რთულია ნებისმიერ სპორტის სახეობაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება და საკუთარი თავის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, რომლებმაც სახელი გაითქვეს თავიანთი განსაკუთრებული ნიჭით. მოდით გადავხედოთ რამდენიმე გამორჩეული სპორტსმენის გამონათქვამებს.

ლიონელ მესი

საუკეთესო სპორტსმენების დასამახსოვრებელი გამონათქვამები
"მირჩევნია ავიღო ჯილდო გუნდთან ერთად, ვიდრე ინდივიდუალურად ყველაზე მეტი გოლის გატანის გამო. ჩემთვის მეტად საფიქრალია, რომ ვიყო უკეთესი ადამიანი ვიდრე საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში. როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, რა დაგრჩება თან? როდესაც აღარ ვითამაშებ ფეხბურთს, ვიმედოვნებ, რომ ხალხს წესიერ კაცად დავამახსოვრდები".

"მე არასდროს მითქვამს უარი არგენტინელობაზე და არც არასდროს მომნდომებია. ძალიან ამაყად ვგრძნობ თავს, რომ ვარ არგენტინელი, მიუხედავად იმისა, რომ იქიდან წამოვედი. ეს გარკვეული მქონდა ღრმა ბავშვობიდანვე და არასდროს მინდოდა შევცვლილიყავი. ბარსელონა ჩემი სახლია, რადგან კლუბმაც და აქაურმა ხალხმაც მომცა ყველაფერი. თუმცა, მაინც, მე ყოველთვის დავრჩები არგენტინელად".

"ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მსურდა პროფესიონალურად მეთამაშა და ყოველთვის ვიცოდი, რომ მომიწევდა ბევრი მსხვერპლის გაღება. მე გავიღე მსხვერპლი არგენტინის დატოვებით, ჩემი ოჯახის დატოვებით, რომ დამეწყო ახალი ცხოვრება. შევიცვალე მეგობრები, ჩემი ხალხი. ყველაფერი. მაგრამ ყველაფერი, რაც გავაკეთე, გავაკეთე ფეხბურთისათვის, იმისთვის, რომ მიმეღწია ჩემი ოცნებისათვის".

"ბარსელონა ჩემი ცხოვრებაა. მათ მომიყვანეს იქ, სადაც ვარ დღეს. მე არ შემიძლია და არ მინდა აქაურობის დატოვება. ვიცი, რომ პრემიერ ლიგა ძალიან კარგია, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვხედავ ინგლისში, რადგან ჩემი გული ყოველთვის ბარსელონასთანაა".

"ფული არ არის მოტივაციის ფაქტორი. ფული არ მათამაშებს უკეთესად მხოლოდ იმიტომ, რომ სიმდიდრეს თავისი უპირატესობები აქვს. უბრალოდ ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემს ფეხებთან ვგრძნობ ბურთს. ჩემი მოტივაცია მოდის იმ საქმის კეთებიდან, რომელიც მიყვარს. რომ არ მიხდიდნენ პროფესიონალ ფეხბურთელად ყოფნის გამო, მაინც მონდომებით ვითამაშებდი".


კრიშტიანუ რონალდუ
საუკეთესო სპორტსმენების დასამახსოვრებელი გამონათქვამები
"არანაირი მიზეზი არ მაქვს, რომ ლიონელის მშურდეს... მე არ ვადარებ საკუთარ თავს სხვებს. მე ვარ კრიშტიანუ რონალდუ და შემიძლია მოვიპოვო მეტი მედალი, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ. მე არ მიყვარს დასვენება. ფანები ელიან, რომ იხილონ არაჩვეულებრივი კრიშტიანუ რონალდუ და ვცდილობ, რომ არასდროს გავუცრუო მათ იმედები".

"არასდროს დამიმალავს ის ფაქტი, რომ ჩემი განზრახვაა ვიყო საუკეთესო".

"გოლის გატანა ყველაზე ბედნიერ გრძნობას მგვრის მსოფლიოში. მე მიყვარს გუნდისთვის ქულის მოტანა და არ აქვს მნიშვნელობა ეს ჩვეულებრივი გოლია ახლო მანძილიდან, შორეული დარტყმა თუ რამდენიმე მოთამაშის მოტყუება, მე უბრალოდ მიყვარს ნებისმიერი სახის გოლის გატანა".

"მე ვგრძნობ დაუსრულებელ საჭიროებას სწავლისა, განვითარებისა. არამარტო იმისთვის რომ ვასიამოვნო მწვრთნელსა და ფანებს, არამედ დავრჩე კმაყოფილი საკუთარი თავით. მწამს, რომ სწავლას არ აქვს საზღვრები და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ, მაინც არასდროს უნდა გაჩერდე".

"ჩემი ჯარიმების საიდუმლო? მე უბრალოდ ვუყურებ კარს და ვამბობ: "გამოიყენე დარტყმა, კრიშტიანუ"".

"მამაჩემს ყოველთვის ჰქონდა სიცოცხლის ხალისი, მას უყვარდა ფეხბურთი. თავს ცოტა ცუდად ვგრძნობ, რადგან მას რომ შეძლებოდა ჩემი ყურება, თუ რას მივაღწიე, ნამდვილად დიდი რამ იქნებოდა მის ცხოვრებაში. მაგრამ, მე დარწმუნებული ვარ რომ ის ზემოდან ყოველთვის მიყურებს".

"სერ ალექსი მამაჩემი იყო ფეხბურთში. იგი იყო გადამწყვეტი ჩემს კარიერაში და ფეხბურთს გარეთ არაჩვეულებრივი ადამიანი ჩემთან მიმართებაში. ნიჭი არ არის ყველაფერი. შეიძლება ის მოგყვებოდეს ბავშვობიდან, მაგრამ აუცილებელია, რომ ისწავლო და იღწვოდე რომ გახდე საუკეთესო".


რაფაელ ნადალი
საუკეთესო სპორტსმენების დასამახსოვრებელი გამონათქვამები

"ჩემი ამბიციაა ვიყო ძალიან, ძალიან ნორმალური ადამიანი. ძალიან უშუალო ადამიანი. ვითამაშო ჩოგბურთი, რომელიც მიყვარს და ვიყო საუკეთესო. და როდესაც დავასრულებ კარიერას, უბრალოდ მინდა ვიყო სახლში მეგობრებთან ერთად".

"ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი პატიოსანი საკუთარ თავთან და მათთან, ვისაც სჯეროდა ჩემი"

"არა წაგება, არამედ წაგების შიშია ჩემი მტერი"

"როჯერ ფედერერი საუკეთესო მოთამაშეა მსოფლიოში. იგი იგებს ყველაფერს".

"ეს სპორტია და ხან წააგებ, ხან მოიგებ. თუმცა, როდესაც გადიხარ გრძელ გზას, ხალხს შენი გამარჯვებები უფრო ამახსოვრდება, ვიდრე დამარცხებები".

"ზოგჯერ ხალხს გონია, რომ როდესაც ვიგებ, ეს ხდება იმიტომ, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ. არა, ეს ხდება იმიტომ, რომ კარგად ვთამაშობ".


როჯერ ფედერერი

საუკეთესო სპორტსმენების დასამახსოვრებელი გამონათქვამები
"ყოველთვის მომწონდა ჩოგბურთის მოთამაშის პოზიციაში ყოფნა. საკუთარი თავისთვის უნდა დამებრალებინა, როდესაც ვაგებდი. საკუთარი თავისთვის უნდა დამებრალებინა, როდესაც ვიგებდი. და მე ეს ძალიან მომწონს, რადგან ფეხბურთსაც ხშირად ვთამაშობდი და ვერ ვიტანდი, როდესაც რაღაცის მეკარისთვის დაბრალება მიწევდა".

"მამაჩემმა მითხრა, რომ თუ მივუდგებოდი ჩოგბურთს პროფესინალურად, უნდა შევსულიყავი საუკეთესო ასეულში, რომ გამეკეთებინა ცოტაოდენი ფული. უნდა მქონოდა ხელფასი, რათა გადამეხადა მწვრთნელისთვის და აქეთ-იქით მოგზაურობისთვის".

"როდესაც რაიმეს საუკეთესოდ აკეთებ ცხოვრებაში, შენ ნამდვილად არ გინდა რომ თავი დაანებო და ეს ჩემთვის ჩოგბურთია".

"როდესაც 2003 წელს გავიმარჯვე, ჩემს ყველაზე გიჟურ ოცნებაშიც კი ვერ წარმომედგინა, რომ "უიმბლდონის" მოგება შემეძლო და ჩემი შვილებისათვის იმის ჩვენება, თუ როგორ ვწევ ამ ჯილდოს, ამიტომაც ეს ძალიან ირეალურია. და დიახ, მე კინაღამ შოკი მივიღე, როდესაც ყველაფერი ასე კარგად დასრულდა".

"ვიყო კარგი მეუღლე ისეთი დიდი პრიორიტეტია ჩემთვის, როგორიც ვიყო კარგი მამა".

"ძალიან ბევრი სწორი რამ გავაკეთე ბევრ შეჯიბრში. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი ზოგჯერ სპორტში ყველაფერი სხვაგვარად ხდება. ალბათ, იმდენჯერ გაიმარჯვებ, რომ შემდეგ უნდა წააგო. არ ვიცი".

"ძალიან ვნერვიულობდი, როდესაც მშობლები ჩემ საყურებლად მოდიოდნენ. შემდეგ ვნერვიულობდი, როდესაც მეგობრები მოდიოდნენ. დღეს, ეს პრობლემა აღარ მაქვს, რადგან უკვე მსიამოვნებს მათი მოსვლა. მე ვხედავ, რომ ისინი პატივს მცემენ და სწორედ ამიტომ ვცდილობ დავუმტკიცო მათ, რომ კვლავ კარგი ჩოგბურთის თამაში შემიძლია".


ლებრონ ჯეიმსი
საუკეთესო სპორტსმენების დასამახსოვრებელი გამონათქვამები

"მამაჩემი არ იყო ჩემთან ბავშვობაში და ყოველთვის ვამბობდი: "რატომ მაინც და მაინც მე? რატომ არ მყავს მამა? რატომ არ არის ის აქ? რატომ დატოვა მან დედაჩემი?" მაგრამ, როდესაც გავიზარდე და ჩავუღრმავდი ამ საკითხს, ვიფიქრე: "არ ვიცი, რისი გადალახვა უწევდა მამაჩემს, მაგრამ თუ იგი იქნებოდა ყოველთვის ჩემ გვერდში, ვიქნებოდი კი ის, ვინც ვარ დღეს?""

"ახლა, როდესაც ვარ მშობელი, მივდივარ სახლში და ვხედავ ჩემს ვაჟს, მავიწყდება ყველა შეცდომა, რაც კი დავუშვი და მიზეზი, თუ რატომ ვარ გაბრაზებული. მე მივდივარ სახლში და ვხედავ თუ როგორ იცინის ჩემი შვილი ან როგორ მორბის ჩემკენ. ამან გამზარდა მე როგორც ინდივიდუალი და გამზარდა, როგორც კაცი".

"ვერ ვიტან, როდესაც თანაგუნდელებს იმედს ვუცრუვებ. ვიცი, რომ არ გამომივა ყველა სროლა. ზოგჯერ, ვცდილობ რომ სწორად ვითამაშო, მაგრამ თუ წავაგებთ, თავს საშინლად ვგრძნობ და არა იმიტომ, რომ ამაზე პასუხების გაცემა მომიწევს. თავს საშინლად ვგრძნობ თამაშის შემდეგ გასახდელში, რადგან ვფიქრობ, რომ უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, რათა თანაგუნდელებს მოგებაში დავხმარებოდი".

"არასდროს ვყოფილვარ ეგოისტი და ეს ერთადერთი გზაა ჩემი თამაშისა. ვცდილობ, რომ მაქსიმუმი გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობებისა არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი გუნდელებისთვისაც".

"როდესაც სათამაშო მოედანზე გადიხარ, ეს არ არის იმაზე მოეწონები თუ არა ვინმეს. ის რაც მნიშვნელოვანია არის მაღალ დონეზე თამაში და ყველაფრის გაკეთება შენი გუნდის მოგებისათვის".

"ვთვლი, რომ გუნდი უპირველესია".

"არ გეშინოდეთ დამარცხების - ეს წარმატების გზაა".

"მთხოვეთ, რომ ვითამაშო - ვითამაშებ. მთხოვეთ, რომ ვისროლო - ვისვრი. მთხოვეთ, რომ გავაკეთო პასი - გავაკეთებ. მთხოვეთ, რომ მოვპარო, დავბლოკო, ვილიდერო - ნებისმიერი. მაგრამ ეს არ არის ის, რასაც მთხოვთ თქვენ. ეს ისაა, რასაც მე საკუთარ თავს ვთხოვ".

"კალათბურთი ჩემი გატაცებაა და მე მიყვარს ის. მაგრამ ჩემი ოჯახი და მეგობრები ყველაფერია ჩემთვის. ესაა ის, რაც მნიშვნელოვანია".


კობი ბრაიანტი

საუკეთესო სპორტსმენების დასამახსოვრებელი გამონათქვამები

"მე გავაკეთებ ნებისმიერ რაღაცას თამაშის მოსაგებად. არის ეს სკამზე ჯდომა და პირსახოცით გამშრალება, წყლის ჭიქის მიწოდება თანაგუნდელისათვის თუ გადამწყვეტი ბურთის ჩაგდება".

"მე არ მინდა ვიყო შემდეგი მაიკლ ჯორდანი. მე მინდა ვიყო კობი ბრაიანტი".

"ბევრს ლაპარაკობენ ჩემზე, რომ ვარ ინდივიდუალური შოუების მოყვარული, თუმცა ეს ასე არაა. ჩვენ ვიგებთ თამაშებს, როდესაც ვაგროვებ 40 ქულას და მოგვიგია მაშინაც, როდესაც მომიგროვებია 10".

"მე მინდა ვიყო საუკეთესო. ეს მარტივია. ვთამაშობ იმისთვის, რომ ვიყო საუკეთესო".

"ყველაფერი ნეგატიური - ზემოქმედება, გამოწვევები - ჩემი შესაძლებლობაა, რომ გავიზარდო".

"მთლიანად მაიკლის თემა ხანდახან მაგიჟებს, რადან ხალხი სულ ამაზე ლაპარაკობს. ის ხოტორაა, მე მაქვს თმა. ის თითქმის ორმოცისაა, მე ოცდაორის. სერიოზულად, ვისურვებდი რომ ხალხს უფლება მოეცა ჩემთვის უბრალოდ ვიყო კობი" (2001)

"ჩემი მშობლები ჩემი დასაყრდენია. მხოლოდ ისინი მიგულშიმატკივრებენ მაშინ, როდესაც დავაგროვებ 0 ქულას და მაშინაც, როდესაც დავაგროვებ 40-ს".


P.S რა თქმა უნდა, ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია იმ სპორტსმენებისა, რომლებიც გამორჩეულები არიან თავიანთი ნიჭით, თუმცა შევეცადე ისინი შემერჩია, რომლებიც აღმოჩენითაც მსოფლიო განსაკუთრებულად აღფრთოვანებული დარჩა და ისინი, ვინც ყველაზე მეტი ფანის გულის მოგება მოახერხეს.


Category: Stars / Fun, Interesting
Tags:

Related
Share it
Comments
« 1 2 3 »
Back to Top