3 October 2012      ta_mo     Views 2 989    
Category: Stars

23 წლის ავსტრალიელი ტოპ მოდელი კეტრინ მაკნილი სრულფასოვნად უბრუნება მოდის
ინდუსტრიას, იგი ვიხილეთ Numero-ს გარეკანზე, კარინ როიტფელდის მოდურ წიგნიში, არაერთი
მოდის სახლის ჩვენებაზე, ამჯერად კი მან ჟურალ Vogues-ს ავსტრალიური გამოცემის ნოემბრის ნომრის
ყდა დაამშვენა, ფოტოსესიაზე კეტრინმა ფოტოგრაფ ბენი ჰონრთან ერთად იმუშავა. მოდელს სტილისტმა
ქრისტინე სენტენერმა თეთრი ფერის საცურაო კოსტიუმები და სპორტული სამოსი მოარგო. ჟურნალში ასევე
დაიბეჭდა ინტერვიუ მაკნილთან, სადაც გოგონამ ისაუბრა მის წარსულზე, კარიერაზე, პირად ურთიერთობებზე,
სტილზე, ტატუებზე და სხვა ზოგად თემებზე. ფოტოსესიის სახელწოდება: Cool Cat

" მე ორი წლის წინ შევწყვიტე მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობა, რადგან ვგრძნობდი,
რომ ჩემი პროფესიისგან სიამოვნებას საერთოდ ვეღარ ვიღებდი, 13 წლიდან ერთი მიმართულებით
მუშაობა საკმაოდ რთულია, დგება პერიოდი როდესაც უბრალოდ გინდა დაუთმო საკუთარ თავს დრო და
განიტვირთო. " [b]ეხლა ვაანალიზებ იმას, რომ წელიწადზე მეტი აბსოლიტურად არაფერი მიკეთებია,
უბრალოდ არ მაინტერესებდა რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ, ვცხოვრობდი სრულ სიბნელეში
"

კეტრინ მაკნილის ინტერვიუ და ფოტოსესია ჟურნალ ვოგისთვისკეტრინ მაკნილის ინტერვიუ და ფოტოსესია ჟურნალ ვოგისთვის

" მე ორი წლის წინ შევწყვიტე მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობა, რადგან ვგრძნობდი,
რომ ჩემი პროფესიისგან სიამოვნებას საერთოდ ვეღარ ვიღებდი, 13 წლიდან ერთი მიმართულებით
მუშაობა საკმაოდ რთულია, დგება პერიოდი როდესაც უბრალოდ გინდა დაუთმო საკუთარ თავს დრო და
განიტვირთო."
მაკნილმა "განტვირთვის" ორი წელი ძირითადად ლონდონში დაყო, შეიძინა მეგობრები, სტუმრობდა
მუსიკალურ ფესტივალებს. " ეხლა ვაანალიზებ იმას, რომ წელიწადზე მეტი აბსოლიტურად არაფერი
მიკეთებია, უბრალოდ არ მაინტერესებდა რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ, ვცხოვრობდი სრულ სიბნელეში
"

კეტრინ მაკნილის ინტერვიუ და ფოტოსესია ჟურნალ ვოგისთვის


შეგახსენებთ, რომ კეტრინმა მისი კარერის დასაწყისში ექსკლუზიური კონტრაქტი
გააფორმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ფოტოგრაფთან, მარიო ტესტინოსთან, სწორედ
მარიომ გადაიღო მოდელი კარინ როიტფელდის მოდური წიგნისთვის გასულ თვეში. ასევე ცნობილი გახდა, რომ
ტერი რიჩარდსონი მოდელს უახლოეს მომავალში ჰერმესის კამპანიისთვის გადაიღებს. " დიდი სიამოვნებაა
იმუშაო იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ გყავს ნანახი, მე საოცრად
მეტანრებოდნენ ის ფოტოგრაფები, რომლებთანაც ადრე ვთანამშრომლობდი, მენატრებოდა
ფოტოსესიის მსვლელობის პროცესი, ნიჭიერი სტილისტებისა და ვიზაჟისტების მეშვეობით
გარდასახვა, ძალიან მიხარია, რომ ამ ყველაფრის კეთების საშუალება
კიდევ ერთხელ მომეცა."


კეტრინ მაკნილის ინტერვიუ და ფოტოსესია ჟურნალ ვოგისთვის

ინტერვიუ აგვისტოს თვეში მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში იქნა ჩაწერილი, მოდელმა
გაიხსენა მისი პირველი ნაბიჯები მოდის ინდუსტრიაში, პირველად ნიუ-იორკს იგი ბებიასთან ერთად ესტუმრა
და საცხოვრებელი ოთახი რამოდენიმე მოდელთან ერთობლივად იქირავა. " როდესაც ამერიკაში ჩამოვედი
წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა და აბსოლიტურად არავის ვიცნობდი. მე ვიყავი 17 წლის
მოზარდი და არ შემეძლო სრულფასოვნად წარმომეთქვა სიტყვა ერმესი."


კეტრინ მაკნილის ინტერვიუ და ფოტოსესია ჟურნალ ვოგისთვის

კეტრინის სტილი საკმაოდ განვითარდა " მე ეხლა ორმაგად ვაფასეფ სამოსს, ჩემს გარდერობში
ძირითადად ჭარბობს შავი ფერი და ტყავის სამოსი, თუმცა ბოლო დროს კაბების ტარებაც დავიწყე.
ვცდილობ სხვა და სხვა ტიპის ქსოვილები და ფერები შევუხამო ერთმანეთს"
როდესაც კორესპონდენტმა
მას კითხა ტატუების რაოდენობა, მოდელმა კონკრეტული რიცხვი არ დაასახელა. (რადგან შესაძლოა თვითონვე
აერია სათვალავი). ყოველთვის ჭორებისა და ყურადღების ქარცეცხლში ეხვეოდა მაკნილის პირადი ცხოვრება,
ფრაია ბეასთან და რუბი როუზთან სერიოზული ურთიერთობის შემდეგ, გოგონამ შეხვედრა დაიწყო ბრიტანელ
მაილს ლანგფორდთან. როგორც ყოველთვის ამჯერადაც თავი შეიკავა პირად ცხოვრებაზე
საუბრისგან, თუმცა უკვე ყველასთვის ცნობილია მისი ორიენტაცია.

კეტრინ მაკნილის ინტერვიუ და ფოტოსესია ჟურნალ ვოგისთვის

მოდელმა განაცხადა, რომ ამჟამად იგი სრულიად ბედნიერად გრძნობს თავს."მე მყავს ორი ,
ძაღლი სახლში, მისვლა და მათთან ერთად დროის გატარება დიდი სიამოვნებაა, ისინი საუკეთესო
მეგობრები არიან, როდესაც ჩემი პარტნიორი მიდის სახლიდან, ისინი ჩემს საწოლში ხტებიან და ძალიან
თბილად ვეხუტებით ერთმანეთს, მე ძალიან მშვიდი ვარ"
თქვა კეტრინმა, ეს მართლაც ასეა, რადგან
მას ვერასდროს ნახავთ კლუბებში მაგიდაზე ცეკვის დროს, იგი არასდროს აგზავნის ჰაეროვან კოცნებს და
პრაქტიკულად შეუძლებელია მისი ამოცნობა მეგაპოლისის ხმაურიან წვეულებებზე.

კეტრინ მაკნილის ინტერვიუ და ფოტოსესია ჟურნალ ვოგისთვის

სამაგიეროდ კეტრინი აღმერთებს მუსიკალურ ფესტივალებს, უკანასკნელად იგი რამოდენიმე
თვის წინ დააფიქსირეს ნიუ-იორკში სცენის მიღმა, სადაც მაილსთან ერთად იმყოფებოდა. " აუცილებელია
კარგად დასვენება და სიამოვნების მიღება თავისუფალ დროს, რადგან სხვაგვარად მუდმივად ვერ
გაუძლებ სამუშაო გრაფიკს, ვცდილობ მაქსიმალური სიამოვნება მივიღო ცხოვრებისგან, თუმცა
ყველაფერის დაბალანსებაა აუცილებელი, ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველაზე მთავარია."


კეტრინ მაკნილის ინტერვიუ და ფოტოსესია ჟურნალ ვოგისთვის

" დღეს მე თავს აბსოლიტურად სხვა ადამიანად ვგრძნობ, წარსულში მე სიღრმეში
ვიყავი ჩათრეული და ვცდილობდი ცურვას ყოველგვარი ხელჩასაჭიდის გარეშე, ეხლა მე კარგად
ვგრძნობ თავს. ჩემი სამსახური ჩემი ცხოვრება, ჩემი ძაღლები.. ეს ყოველივე მე
მაბედნიერებს. შესაძლოა ასაკს მოაქვს თავისი.


კეტრინ მაკნილის ინტერვიუ და ფოტოსესია ჟურნალ ვოგისთვის
კეტრინ მაკნილის ინტერვიუ და ფოტოსესია ჟურნალ ვოგისთვის
კეტრინ მაკნილის ინტერვიუ და ფოტოსესია ჟურნალ ვოგისთვის
კეტრინ მაკნილის ინტერვიუ და ფოტოსესია ჟურნალ ვოგისთვის
კეტრინ მაკნილის ინტერვიუ და ფოტოსესია ჟურნალ ვოგისთვის

ლინკზე გადასვლით შეძლებთ ფოტოსესიის მსვლელობის პროცესის ყურებას

Category: Stars
Tags:

Share it
Comments
« 1 2 »
Back to Top