;

11 July 2015      caterina galdi     Views 11003    
Category: Stars



როგორ უნდა იყოს ნამდვილი საოცნებო პრინცი?
ისეთი როგორიც ბავშვობის ზღაპრებიდან გვახსოვს? ცისფერთვალება, ხორბლისფერი კანით, ქერა თმებით, დახვეწილი მანერებით, განათლებული და რაც მთავარია სამეფო ოჯახიდან! სწორედ ეს არის მონაკოს პრინცი და მომავალ მეფე - ანდრეა ალბერტ კაზირაგი. ტახტის მემკვიდრე და ქალების გულთამპყრობელი, გართობისა და მოგზაურობის მოყვარული 31 წლის პრინცი.


ანდრეას საამაყო ნადვილად აქვს მისი იშვიათი მემკვიდრეობაა: ბებია ულამაზესი და ლეგენდარული გრეის კელი და ბაბუა რაინერ მე-3 მონაკოს მეფე, რომელმაც არანაკლებ ძვირფასი გენიალოგია - ცისფერი სისხლი გადასცა. დედა პრინცესა კაროლინაა, მამა - იტალიელი ინდუსტრის წარმომადგენელი სტეფანო კაზირაგი, რომელიც მაშინ დაიღუპა, როცა ანდრეა 6 წლის იყო. და _ შარლოტა კაზირაგი, რომელიც გუჩის სახეა, ცხენოსნობითაა გატაცებული და 22 წლის ასაკში ყველაზე დახვეწილ ქალბატონად დაასახელეს. უმცროსი ძმა _პიერი ასევე საკმაოდ სიმპატიური ახალგაზრდაა. თავად ანდრეა ჟურნალ "People" _მა 50 ლამაზ ადამიანთა სიაში შეიყვანა.



იგი ერთერთი ყველაზე მდიდარი პრინცია მთელს ევროპაში
და პოპულარობით თვით პრინც უილიამსაც კი ფარავს. ამის მიზეზი ისევ და ისევ მისი თვალისმომჭრელი გარეგნობაა. პრინცს ნახავთ ყველგან: იბიცაზე, საკუთარ იახტასა და კუნძულზე, წითელ ხალიჩაზე (ჰოლივუდის რამდენმე ვარსკვლავი მისი ძველი მეგობარია, ჯერ კიდევ იმ დროიდან როცა შტატებში იმაღლებდა სწავლის ხარსიხს.) სამეფო და საქველმოქმედო შეხვედრებზე, რომელშიც აქტიურად ერთვება, ცხენოსნობისას_ ეს მისი საყვარელი სპორტია და ქუჩაში ძაღლის სეირნობის დროსაც კი. პრინცი ხშირად სტუმრობდა ღამის კლუბებს, უყვარს ცურვა, მოგზაურობა, ფორმულა 1 ის შეჯიბრებებში მონაწილეობა და ხშირად ცნობილი ჟურნალებისთვის პოზიორობს. ანდრეა ფლობს იტალიურ, ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს. 2011 წელს მას მართვის მოწმობა ჩამოართვეს საფრანგეთის გზებზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისთვის, რაშიც მრავალჯერ შეუნიშნავთ.



ინტრავერტი ანდრეა 2013 წლიდან თავისუფლებას გამოემშვიდობება, მისი რჩეული სამხრეთ ამერიკელი მაგნატის ქალიშვილი ტატიანა სანტო დომინგო გახლავთ, რომელთანაც 7 წლიანი ლავ სთორი აკავშირებს. წყვილს ორი შვილი ყავს. თუმცა პირველი ვაჟი ალექსანდრ ანდრეა სტეფანო მათ ოფიციალურ ქორწინებამდე 2013 წელს დაიბადა, რის გამოც პატარა უკანონო მემკვიდრედ მიიჩნეოდა წესებისდა მიხედვით, დანიშნულმა წყვილმა მალევე იქორწინა და პატარა "საშა" მონაკოს ტახტის რიგით მე-5 პოზიციას იკავებს. 2015 წელს კი მათ გოგონა შეეძინათ, სახელად ინდია უწოდეს.

თავად ანდრეა კაზირაგი კი მონაკოს ტახტის რიგით მე-4 და ყველაზე რეალური მემკვიდრეა, მის წინ ამჟამინდელი მმართველის პრინც ალბერტ II-ის 1 წლის ტყუპი-ქალვაჟი, და შემდგომ კი დედამისი ჰანოვერის პრინცესა კეროლაინია.




მშობლების საოჯახო ალბომიდან













მეუღლე ტატიანა სანტო დომინგოსთან ერთად









Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top