;


Fréolic ახლად დაარსებული თეთრეულის მწარმოებელი ბრენდია ბრიტანეთიდან, რომელიც ყურადღებას ხარისხზე და ფრანგულ სტილზე ამახვილებს. ქალის თეთრეული მაქმანებიანი მატერიით და ინტიმური დეტალებით სექსუალურ და რომანტიულ განწყობას ქმნის. ბრენდის სადებიუტო კოლექცია 2016 წლის ზაფხულის სეზონისთვისაა განკუთვნილი.

Tags:

მოდელი ჯიჯი ჰადიდი კვლავ პოზირებს Sports Iillustrated-სთვის. 2016 წლის გამოცემისთვის მოდელი ჟურნალის გადამღებ ჯგუფთან და ფოტოგრაფ Yu Tsai-სთან ერთად ტაიტის ეგზოტიკურ კუნძულს ეწვია. მოდელმა ცნობილი დიზაინერების საცურაო კოსტუმები და სამკაულები მოირგო.

Tags:

Edge O’Beyond თეთრეულის კოლექცია 2016 წლის ზაფხულის სეზონისთვის მოიცავს აქსესუარებითა და სამკაულებით მორთულ ინტიმურ თეთრეულს, რაც ბრენდის სამარკო ნიშანია. ძვირფასი მატერიები და სექსუალური ჭრილები სექსუალურ განწყობას ქმნის. ბრენდი წარმოადგენს თეთრეულის სრულ კომპლექტაციას და გვირჩევს ინტიმური ლუქის აწყობისას არ გამოვტოვოთ თეთრეულის არცერთი მაცდუნებელი დეტალი.
Tags:

ჯენიფერ ლოურენსი, რომელიც უკვე მერამდენე სეზონია DIOR-ის სარეკლამო სახეს წარმოადგენს ამჟამად 2016 წლის ზაფხულის ჩანთების კოლექციას უწევს დემონსტრირებას. 25 წლის ქერათმიანი ლამაზმანი ფოტოგრაფმა Mario Sorrenti პარიზის ბინაში გადაიღო, სადაც მსახიობი ნაქსოვი სვიტერის ამარა პოზირებს და მთელ ყურადღებას ჩანთები იპყრობს.

Tags:

ჟურნალ Lui -ის 2016 წლის მარტის ნომერი
მოდელი:ლილი ოლდრიჯი,
ფოტოგრაფი:David Bellemere
Tags:

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე, 27 წლის ბარბადოსელი
მომღერალი - რიანა, ყოველთვის გამოირჩეოდა იმიჯის ცვლის სიხშირით, რაც აისახება
არა მხოლოდ სამოსის, არამედ ვარცხნილობათა მრავალფეროვნებით. ბოლო წლების განმავლობაში
რიანა აქტიურად თანამშრომლობს მოდის სახლებთან. 2015 წელს მომღერალი კრისტიან დიორის ახალ
სახედ მოგვევლინა და ამით ის ერთადერთი ფერადკანიანი ქალი გადა დიორის ისტორიაში. ამასთანავე, 2014 წელს
მომღერალმა მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელ გერმანულ
ბრენდთან Puma და მოდის სახლის კრეატიული დირექტორი გახდა. 2015 წელს რიანამ საკუთარი დიზაინით შექმნილი
სპორტული ფეხსაცმელი Puma by Rihanna დაანონსა და გაყიდვაში ჩაშვებიდან რამოდენიმე დღეში სრული კოლექცია გაიყიდა.
რაც შეეხება მის მუსიკალურ კარიერას, მომღერალმა ახალი ალბომი უკვე გამოუშვა სახელწოდებით - ANTI, რომელიც ჩარტებში
პირველობას არ თმობს. ახალი ალბომის დახმარებით რიანა მსოფლიოში პირველი და ერთადერთი მომღერლი გახდა, რომლის
ოქროსა და პლატინის დისკების მფლობელი სინგლების გაყიდვებმაც 100 მილიონს მიაღწია და RIAA-ს საპატიო ჯილდო გადაეცა.
რიანას ჩაცმის სტილი - 2015 წელი

კეტრინ მაკნილი ჟურნალ Numéro-სათვის

ჟურნალი ნუმეროს რიგით 170-ე გამოცემის გარეკანი მოდის აიკონმა,
კეტრინ მაკნილმა დაამშვენა, რომელიც ცნობილმა ფოტოგრამა გრეგ კადელმა
გადაიღო. კეტრინმა და გრეგმა ოთხი წლის უკან უკვე ითანამშრომლეს, კონკრეტულ
ჟურნალთან, თუმცა ამჯერად სრულიად განსხვავებული თემატიკის, სტუდიურ გარემოში
აღბეჭდილი ფოტოსესია დაიბეჭდა. კეტრინთან ერთად კადელის ობიექტივის წინაშე რუსი
ტოპ-მოდელი ნასწია კოდკინაც პოზირებდა, მოდელთა ტანდემმა და უნიკალურმა ლუქებმა
თითოეულ კადრს დინამიურობა შესძინა. ლატექსის კომბინიზონები, ლანვინის საღამოს
კაბები, ვერსაჩეს კოქტეილის მინი ქვედაბოლოები და სხვადასხვა აქსესუარები, აგრეთვე
ექსტრემალური ვარცხნილობები და მკვეთრი მაკიაჟი დასრულებულ სახეს ანიჭებს
ლეგენდარული ფოტოგრაფის ნამუშევრებს.

Catherine McNeil For Numéro #170
Tags:

მსოფლიო მოდური გამოცემების უახლესი ქავერები
და ედითორიალები ცნობილი მოდელების მონაწილეობით.

Tags:

პარიზის ქუჩის სტილი

ორი დღეა პარიზი მოდის ინდუსტრიისა და უბრალოდ მოყვარულების ყურადღების ცენტრშია მოქცეული.ამის მიზეზი კი ის არის ,რომ საფრანგეთის დედაქალაქში მაღალი მოდის კვირეული გაიხსნა. ჩვენებებისა და პრეზენტაციების გარდა როგორც ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს დამსწრე საზოგადოების ჩაცმის სტილიც. შესაბამისად წარმოგიდგენთ მაღალი მოდის კვირეულის პირველი დღის ქუჩის სტილს

პარიზის ქუჩის  სტილი
Tags:

ალესანდრა ამბროსიომ და კრისტიანო რონალდუმ GQ Magazine -ს 2016 წლის იანვრის ქავერი დაამშვენეს და ნამდვილად მისცეს სალაპარაკო თემა ყვითელ პრესას. ფოტოსესია საორად თამამი და სექსუალურია, ორივე სელებრითი ნახევრად შიშველი პოზირებს ფერად საცურაო კოსტიუმებში. ზოგიერთი გამომცემლობა ამტკიცებს რომ მათ შორის ცხელი რომანია გაჩაღებული, ზოგიერთის მიხედვით კი აღნიშნული იმიჯი მხოლოდ ფოტოსესიისთვის შეიქმნა.

Alessandra Ambrosio and Cristiano Ronaldo for GQ
Tags:

იტალიურმა მოდის სახლმა Missoni-მ 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის სახედ დანიელი სუპერმოდელი ფრაია ბეა ერიქსენი აირჩია. მოდის ცნობილმა ფოტოგრაფმა ჰარლი ვეირმა ფრაია აბსოლიტურად უმაკიაჟოდ გადაიღო სარეკლამო კამპანიაში .რაც შეეხება კოლექციას , იგი Missoni-ს სტილს ფეხდაფეხ მიჰყვება, ნაქსოვი ზოლიანი კაბები და მაისურები, შავ-თეთრი და ჭრელი მოსასხამები და მოდური სათვალე ნებისმიერი გემოვნების ქალბატონს დაამშვენებს თბილ სეზონზე.

Freja Beha Erichsen for Missoni Spring Summer 2016
Tags:

ბრაზილიელმა სუპერმოდელმა ალესანდრა ამბროსიომ და პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდომ ჟურნალ ''GQ US'' -ს თებერვლის გარეკანი დაამშვენეს. ფოტოსესია საკმაოდ სექსუალური და შთამბეჭდავი გამოდგა.ფოტოებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მათი სხეულის შესაშურ ფორმებს.
საიდუმლო ფოტოსესიის შესახებ ცნობილი მხოლოდ რამოდენიმე დღის წინ გახდა,როდესაც კრიშტიანომ ვიდეო გამოაქვეყნა,სადაც ამბობდა,რომ მან უკვე დაასრულა გადაღებები.''ჩვენ დავასრულეთ გადაღება ,ეს იყო საოცარი გადაღება ალესანდრასთან ერთად,ის არის ფანტასტიური.ჩვენ არ ვაპირებთ გითხრათ თუ რა გავაკეთეთ,რადგან ეს საიდუმლოა და ვიმედოვნებთ,რომ მოგეწონებათ.'' არც ალესანდრა ჩამორჩა კრისტიანუს და არღნიშნა,რომ ის გასაოცარი პიროვნება და სუპერ ლამაზი ბიჭია.

შეგახსენებთ,რომ ეს ფეხბურთელის მოდელთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ არის.კრიშტიანუ 2014 წელს ირინა შეიკთან ერთად,მარიო ტესტინოს ობიექტივში მოხვდა.ფოტოებმა ვოგის გარეკანი დაამშვენა.

Alessandra Ambrosio & Cristiano Ronaldo for GQ US Magazine.!
Tags:

THINGS WE FANCY...[PART 33]THINGS WE FANCY...[PART 33]
NEW YEAR IS COMING...

THINGS WE FANCY...[PART 33]
Tags:

Agent Provocateur lingerie lookbooks
სუპერმოდელი ბარ რაფაელი Agent Provocateur-ის თეთრეულში გამოწყობილი პოზირებს, კოლექცია 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვისაა განკუთვნილი, ფოტოსესიას Sebastian Faena წარუძღვა, რომელმაც მოდელი ფრანგული პროვანსის ფონზე გადაიღო. ხოლო მოდელი ები კლენსი 2015 წლის ზამთრის HOLIDAY კოლექციას წარმოადგენს, რომლისთვისაც ფოტოგრაფმა Liz Collins ხელოვნური ზამთრის საფარი შეარჩია. წარმოგიდგენთ Agent Provocateur-ის სექსუალურ ქალბატონს ზამთრიდან ზაფხულის სეზონამდე...

Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • ...
  • 275
  • »


  • Welcome to ANGEL.GE

    at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

    some articles are translated to English via google.com

    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Back to Top