1 December 2015      ANGEL     Views 4 484    
Category: Photos / Stars

Pirelli-ს კალენდარი მუდამ გადმოსცემდა ქალის ლამაზი სხეულის სექსუალურობას და ყოველწლიურად წარმოადგენდა გრაციოზულ და დახვეწილ, ოდნავ ველურ და ეგზოტიკურ ლოკაციებზე გადაღებულ ფოტოებს. ყოველ შემთხვევაში ასე იყო აქამდე, გავიხსენოთ გასული წლის სტივენ მეიზელის მიერ წარმოებული კამპანია: ჯოან სმოლსის, ჯიჯი ჰადიდის, იზაბელ ფონტანას, ნატალია ვოდიანოვა და ადრიანა ლიმას ტოპლეს-შიშველი ფოტოებით პინ-აპ სტილში. თუმცა სწორედ გასულ წელს მოხდა მცირედი გარდატეხა, როდესაც მოდელების სიას პლიუს-ზომის მოდელი, უმშვენიერესი Candice Huffine გადაიღეს შავ-ტყავის კორსეტში გამოწყობილი, ქენდისი თვალისმომჭრელად სექსუალურად გამოიყურებოდა.

თუმცა წელს ასეთ რადიკალურ ცვლილებებს არავინ ელოდა... 2016 წლის პირელის კალენდარი დაკომპლექტებულია კომედიანტ ემი შუმერის, იოკო ონოს, პატი სმიტის, სერენა უილიამსის და სხვა ცნობილი პიროვნებებისგან, რომლებიც შორს არიან ცნებისგან "მოდელი" და მათ ფოტოებს არც ენი ლეიბოვიცის ობიექტივი გამოაჩენს გულახდილად სექსუალური და პიკანტური კუთხით.




მოკლედ, პირელიმ ანდო ლეგენდარული კალენდრის წარმოება ენის, 66 წლის ფოტოგრაფი კი გვიმხელს, რომ წელს ფოტოებს მიღმა იქნება აზრი! მოწოდება, რომელიც ქალის სხეულის და ინდივიდის პატივისცემისკენ მოგვიწოდებს და დადებით გავლენას მოახდენს საზოგადოებაზე, განსაკუთრებით კი ქალებზე, რომლებიც დაიღალდნენ შეესაბამონ სარეკლამო კამპანიების მიერ დაწესებულ სილამაზის სტანდარტებს. მაგალითად სთენდ-აპ კომედიანტი ემი შუმერი ყავის ჭიქით და საყვარელი საცვლების ამარა მოთავსდა შემაღლებულ სკამზე ენის ფოტოსტუდიაში და.. სულ ეს არის, მსახიობს არც მუცლის შეწევა თუ მკერდის წინ წამოწევა უცდია ფოტოობიექტივისთვის; პატი სმიტი კი უბრალოდ ჭორაობდა ენისთან, შემდგომ კი ეწვიათ შთაგონება და პატის ბუნებრივი იერი ასახეს - შეჩერებული წამი. გასაკვირი იქნება თუ იტალიური საბურავების მწარმოებელი Pirelli-ს კალენდარი, რომელსაც მრავალი მამაკაცი ელოდა ყოველწლიურად, შეუნარჩუნებს კალენდრის გაყიდვების ჩვეულ მაღალ მაჩვენებელს. თავად Pirelli-ს წარმომადგენელი კი განმარტავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოდელების ამპლუაში შერჩეული ქალბატონების კანდიდატურას და ამბობს, რომ მათ აარჩიეს ქალები, რომლებმაც მოახდინეს საკუთარი თავის რეალიზება და მათი აზრით სწორედ ეს არის სილამაზე.

“Women who have done something outstanding in their lives, from every corner of the world. This represents what Pirelli thinks is beautiful”
Tronchetti Provera



კომედიანტი Amy Schumer

“I started to think about the roles that women play, women who have achieved something. I wanted to make a classic set of portraits. I thought that the women should look strong but natural, and I decided to keep it a very simple exercise of shooting in the studio. This calendar is so completely different. It is a departure.”
Annie Leibovitz



ჩოგბურთელი Serena Williams


68 წლის მუსიკოსი Patti Smith


აზიაში ცნობილი ბლოგერი Yao Chen


ფოტოები 2015 წლის კალენდრიდან:






Category: Photos / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top