;

3 December 2015      Caterina galdi     Views 7729    
Category: Photos, Stars



ენი ლეიბოვიცი - ფოტოგრაფიის დედოფალი
ის პლანეტის ყველაზე გაველენიანი ფოტოგრაფი ქალია, რომლის აპარატი ჯადოსნური კალეიდოსკოპია ან უმნიშვნელოვანესი მოვლენების მოწმე. მასთან თანაშრომლობა პატივია ხოლო ფოტო ხელოვნების ნიმუში, ის თანედროვე ფოტოგრაფიის ლეონარდო და ვინჩია - ეს ენი ლეიბოვიცია, გლამურული და პორტრეტული ფოტოგრაფიის დედოფალი.

მისი სფერო ვრცელია ისევე როგორც მისი ინტერესები: ჰოლივუდი, სამეფო კარი, როკ მომღერლები, საბრძოლო ეპიცენტრები,სპორტსმენები.,გავლენიანი სახეები და სახელები უცნობ და ემოციური რაკურსში. ეს მისი ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული ფოტოა -საიმიჯო ბარათი- ჯონ ლენონის სიკვდილამდე 5 სათით ადრე გადაღებული ფოტო ბობმი, რომელიც როკის და ფოტოს ისტორიაში შევიდა. ემოციური, სექსუალური და ლენონის მთელი შინაგანი სამყაროს ამსახველი ქოვერი. ანა- ძალის,აზროვნების და ბწყინვალების სინონიმია . პერსონები არა მხოლოდ გარეგნული ასევე შიმაგანი სამყაროს დემონტრირებით მათი ტკივილითა და განცდებით ეს უკვე მისი ხელწერაა. ყოველი ფოტო მომენტალურად ხდება მსოფლიოს ინტერესის სფეროში და იხვეჭს პოპულარობას..



განურჩევლად პრივილეგიებისა და გავლენისა მის წინაშე ყველა ცდილობს გაექცეს საზოგადოებრივ როლს და ცოტა ხნით მიწაზე დაეშვას. ასე იყო ჯერ ელისაბედ პირველის შემდეგ კი ბარაკ ობამას შემთხვევაში. ელისაბედ პირველის და ანას შეხვედრა კი უინძორების სასახლეს დიდხანს დარჩება მოსაგონრად. მიუხედავად იმისა რომ სამეფო კარს კერძო ფოტოგრაფი ჰყავდა, ენიმ მაინც მოახერხა დედოფლის დათანხმება მოხიბვლა და რამდენიმე დღიანი გადაღების დანიშვნა. გადაღების დღეს კი ბუკინგემის სასახლის კარი და დედოფლის უახლოესი წრე შოკირებული დარჩა ენის ლეგენდარული ფრაზით რომლითაც მან დედოფალს მიმართა: “მოიხსენით გეთაყვა გვირგვინი, მე მეჩვენება რომ უმაგისოდ უფრო კარგად გამოიყურებით“ დარბაზში უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. დედოფალი არც დაფიქრებულა ისე აუსრულა ანის თხოვნა, რადგან მისთვის ნათელი იყო ვის წინ იდგა ის ბუკინგემის დედოფალია ანი კი პორტრეტული ფოტოგრაფიის, და თუ ის ამბობს რომ რომ გვირგვინი ამ შემთხვევაში ზედმეტია მართლაც ასეა ,რადგან ანას ჭირდება არა სტატუსის დემონსტრირება არამედ შინაგანი სამყარო რომელიც გაცილებით უფრო მდიდრულია ვიდრე ნებისმიერი სამკაული. შედეგად გამოვიდა ფოტო რომელიც დედოფალ ელიზაბეტის ფავორიტად ითვლება და რის გამოც მას პერსონალური მადლობაც კი გადაუხადა.



მისი ფანტაზია უნიკალურია, ის არ მუშაობს როგორც ფოტოგრაფი რომელიც ღილაკზე აჭერს ხელს და ასახავს ნანახს, ის ცდილობს შექმნას ემოციონალურად დატვირთული სურათი, მგრძნობიარე აურით რაც საშუალებას მოგცემს შიგნიდან დაინახო თითოეული პერსონა.ის თანამედროვე პოპ კულტურის მეტრია, ნაკლებად იყენებს თანამედროვე ფოტო დამუშავების ტექნაკას (თუკი ამას პროექტი არ მოითოვს თემატურად) და ცდილობს ეფექტებს განათების საშაულებით მიაღწიოს.“მახსოვს პირველად რომ აღმოვაჩინე და გავაცნობიერე რომ კამერით შესაძლებელია იმოგზაურო ნებისმიერ ადგილას, რომ კამერა გაძლევს შანსს. იყო ყველგან და ყველაფერში და ამავე დროს დარჩე შენად“ამბობს ის და ესაა მთელი მისი ფოტოგრაფისადმი დამოკიდებულების საიდუმლო.



ფოტოგრაფიის ნიჭი მან ისრაელის მიწაზე გააცნობიერა. და უკვე 45 წელია პოპულარობის ზენიტშია, დაიბადა 1949 2 ოქტომბერს უოტერბერში კონექტიკუტის შტატში რუმინელი ებრაელების ოჯახში, ბავშვობის უმეტესი ნაწილი მანქანებში გაატარა. ერთერთი საომარი ბაზიდან მეორე საომარ ბაზაში გარდამავალად. „ადვილია გახდე მხატვარი როცა სამყაროს დიდხანს უყურებ ავტომობილის ჩარჩოდან“ - ასე იხენებს ამ პერიოდის ანა. მუდმივი მოგზაურობა ანას მამის „ბრალი“ იყო რადგან მამა ოფიცერი გახლდათ. დედა რუსი ებრაელი, მხატვარი და ჰიპური ცხოვრების მოყარული. ასე რომ ანა ბავშვობიდანვე მოწამლული იყო ხელოვნებისა და მოგზაურობის სიყვარულით.

მუხედავად არასტაბულური საცხოვრებელი ადგილისა და გადადგილებისა ოჯახი ძალიან მეგობრული და შეკრული იყო, ენი 6 ბავშვიდან მესამე, გახლდათ და მთელი ოჯახი ანას ნიჭის აღმოჩენისთანავე ჩართული იყო მისი განვითარების პროცესში.ბავშვობაში ოჯახური გადაღებებით დაწყებული ფოტოგრაფის სიყვარული ანას პროფესიული გზის მკვლევარი გახდა. 60აინი წლების ბოლოს ენის მამა მისიით ფილიპინებზე გაუშვეს ოჯახიც თან წაყვა და სწორედ აქ დაიწყო ენიმ თვისი პირველი დამოუკიდებელი გადაღება პირადი ფოტოაპარატით, იქვე იღებდა, თავადვე ბეჭდავდა საომარ ბაზაზე არსებულ ლაბორატორიაში. მოგვიანებით. ანამ გაითვალისწინა მშობლების სურვილი დაბრუნდა ამერიკაში სან ფრანცისკოში და ჩააბარა ინსტიტუტში გამომსახველობითი ხელოვნების ფაკულტეტზე და პარალელურად ჩაეწერა ფოტოგრაფიის კურსებზე, საღამოობით ფოტოგრაფიის კურსებზე რჩებოდა და სწორედ ამ მუშაობის დროს მიხვდა რომ ფოტოგრაფია იყო მისი მთავარი გატაცება, მას ფოტოები უფრო უკეთესად გამოდიოდა ვიდრე სხვას და სწორეს ეს იყო მისი ოცნება რომ მსგავსი რამ დიდხანს გაგრძელებულიყო. სწავლის პარარელურად ანი მუშაობდა როგორც მხატვარ ასისტენტი და ასევე თავისუფალ დროს მის ბენდთან ერთად გამოდიოდა ბარებში საკუთარი სიმღერების შესასრულებლად. ბევრს შრომობდა, ატარებდა ექსპერიმეტებს, მაგრამ არასდროს არ ჯდებოდა კლასიკური ფოტორფიის სწავლების ჩარჩოებში, სწორედ ამის გამო მიატოვა სწავლა, დაიმგზავრა ფოტოაპარატი და ისრაელში ქალაქ კიბუცში არსებულ არქეოლოგიურ გათხრებს მიაშურა სადაც რამდენიმე თვე დაყო. სწორედ ისრაელში,“ როლინგ სტოუნსის“ თვალიერებისას რომელიც მის ბოიფრენდ მოჰქონდა ენისთვის რეგულარულად, აღმოაჩინა რომ ფოტოგრაფია ერთდარეთი რამეა რასაც მთელი მისი ცხოვრება უნდა მიუძღვნას. ეს საბედიწერო შეხვედრა იყო- შტატებში დაბრუნების შემდეგ ენიმ მოახერხა ჟურნალ როლინ სტოუნზის მთავარ რედაქტორთან შეხვედრა აჩვენა მისი ნამუშევრები და იქვე შესთავაზა თავისი კანდიდატურა რაზეც თანხმობა მიიღო ასე გახდა ენი როლინგ სტოუნზის უშტატო ფოტოგრაფი კვირაში 47 დოლარის ანაზღაურებით. ენი ლეიბოვიტცი - ფოტოგრაფიის დედოფალი რამდენიმე თვის შემდეგ კი 23 წლის ენი ჟურნალის მთავარ ფოტოგრაფად გამოცხადდა და 10 წელი ამ პოსტს ინარჩუნებდა. ის და ჟურნალი ერთად გაიზარდნენ და მისი წარმატების თილისმაც გახდა და ყველა საინტერესო ფოტო პროექტის იდეინი. 142 მდე წარმატებული ჟურნალის ყდა 200 მდე სამყაროს გავლენიანი და უცნობილესი პირები, ფოტო საგანძურები და დაუვიწყარი თავგადასავლები. ის ყველა პერსონაჟს იცნობს, მისი მეგობარი ხდება რაც ხელს უწყობს შინაგანი სამყაროს უკეთ დანახვაში თუკი შესაძლებლობა აქვს კიდევაც უცხოვრია რამდენიმე დღე იმ პერსონასთან ვისთანაც გადაღებებს აწარმოებდა, ასე მოხდა ჯგუფ „ როლინგ სტოუნის„ შემთხვევაში, რომელსაც თან ახლდა გასტოლებზე მთელი 5 წლის განმავლობაში. ჟურნალის ფარგლებში ენის აპარატის წინ პოზირებდნენ, ერიკ კლეპტონი, იოკო ონო,ვან მორისონი, ჰიო ნევტონი,ელტონ ჯონი ჯეფ ბრიჯესი, მერილ სტრიპი ,ბობო დილანი, ბობ მარლი და სხვანი.

ხელოვან ხალხთან ხშირმა ურთიერთობამ ენის ფოტოებს მეტი სილაღე მისცა, ყველა მისი სურათი გახსნილი და გულწრფელია, ნაკლებადაა დადგმული სცენები, ის პერონაჟის ყველაზე დიდი მხარდამჭერია: “ყველა პერსონაჟი ჩემი სულიერი ახლობელია და გადაღების დროს ვცდილობ სხვებსაც დავანახო ის ღირსება რაც მე მასში მომეწონა. „ ამბობს ენი. ყოველი ფოტო ისტორიას გიყვება, ყველა მოქმედება აზრიანია და ამას მკაცრად ითხოვს გადაღების დროს, თუმცა აქვე აღნიშნავს რომ სრულ თავისუფლებას აძლევს გადასაღებ მოედანზე.მსოფლიოში ცნობილი და გავალენიანი პირები უსიტყვოდ თანხმდებიან და არა მხოლოდ თანხმდებიან იციან რომ ეს ძალიან დიდი პატივია მათთვის. ენის გადასაღებ მოედანზე ყოფნა ნიშნავს ექსპერიმენტების კასკადს, არაორდინალურ რაკურსებს და პირდაპირ გზას ისტორიაში. კრიტიკოსები აღიარებენ რომ ინტენსიური განათებით,უნიკალური და მოულოდნელი პოზებით ენის ფოტოები თავს გამახსოვრებს და თითქოს მხოლოდ მასთან იძენს ფერი ნამდვილ მნიშვნელობას. ბევრი კრიტიკალად უყურებს ენის შემოქმედებას და ამბობს, რომ ის იყენებს უჩვეულო პოზებს, მკვეთრ განათებას, და ცდილობთ ემპათიური იყოს მისი პერსონაჟების მიმართ თუმცა მეორე მხრივ ეს სწორედ დიდი მიღწევაა ფოტოგრაფიის ოსტატობის. „მისი ფოტოები თავხედურად ხარისხიანები არიან“ - ერთხმად აღიარებენ კრიტიკოსები.

ენი ლეიბოვიტცი - ფოტოგრაფიის დედოფალი
როლინგ სტოუნსთან ერთად ენის ცხოვრებაში წარმატების კასკადი დაიწყო, მაგრამ წარმატებას აქვს ბნელი მხარეები და ასეც იყო ენის შემთხვევაშიც ძლიერი ნარკოდამოკიდებულების გამო ენი ვერ ახერხებდა ყოფილიყო პროდუქტიული, რის გამოც ცოტა ხნით მუშაობის შეწყვეტა მოუწია. სარეაბილიტაციო კლინიკაში მკურნალობის შემდეგ ენი ისევ გამოჩნდა ასპარეზზე. “მე ვგრძნობდი როგორ ვეშვებოდი გაურკვეველ სიღრმეში, ეს იყო წარმოუდგენელი საშინელება. მე უნდა გამოვსულიყავი რომ გამეგო ვინ ვარ მე და რისი გაკეთება შემიძლია უკან დასაბრუნებლად„

რეაბილიტაციის შემდეგ ენის კიდევ ერთი წარმატებული პროექტია Vanity Fair,და მოკლე ხანში ჟურნალი როლინგ სტოუნს სერიოზულ კონკურენციას უწევს და ხდება მოდის და გემოვნების მენტორი მოდის ტენდენციების მთავარი გზამკვლვი ვოგის შემდეგ. სწორედ აქ გამოქვეყნდა ორსული დემი მურის სკანდალური, მაგრამ ძალიან ლამაზი და ლეგენდად ქცეული ფოტო, რომელმაც მსოფლიოში მეორე ადგილი დაიჭირა როგორც საუკეთესო ჟურნალის ყდამ.ასევე ვუპი გოლდბერგი რძის აბაზანაში საოცრად კონტრასტული და რიტმული ფოტო, მარკ ჯეიკობსი, დონა კარანი, და სხვა მბრწყინავი ვარსკვლავები.



შემოქმედების პარალელურად მისი პირადი ცხოვრებაც საკმაოდ საინტერესო და სკანდალური იყო: ენიზე ყველაზე დიდი გავლენა მაინც ამერიკელ მწერალ-ქალბატონ სიუზენ ზონთაგთან ურთიერთობამ მოახდინა, სიუზენმა სწორი რჩევებით ანის შემოქმედებას აუფრო საინტერესო კალაპოტი მისცა. უეცარი შეხვედრა ჯერ მეგობრობაში შემდეგ კი სიყვარულში გადაიზარდა, სიუზენი იყო 55 წლის ენი კი 39, მათ შორის იყო საერთო გრძნობები, ემოციური და ინტელექტუალური კავშირი, ერთმანეთის განუყოფელი ნაწილი გახდნენ და არც ამ ურთიერთობის აფიშირებას არ ერიდებოდნენ. ამერიკული სამყაროსთვის ეს ნამდვილად არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა მაგრამ ენის შემთხვევაში თვალი დახუჭეს.

„ის ჩემს ცხოვრებაში სწორედ მაშინ გამჩნდა როცა ვეძებდი ვინმეს ვინც ცხოვრების სწორი გზის მიმამრთულებას მომცემდა, რადგან იშვითად ვიყავი საკუთარ ნამუშევრებსა და შრომაში დარწმუნებული და იშვიათად ვთვლიდი რომ ჩემი ნამუშევრები და სტილი სწორი გზით ვითარდებოდა."


სწორედ სიუზენის გავლენისა და რჩევის გამო, რომ მხოლოდ გლამურულ ფოტოგრაფად არ დარჩენილიყო და ფოტო პორტრეტების გამოცდილებაც ქონოდა, მის ფოტოებს ადამიანური გრძნობების სიღრმე ეჩვენებინა. ენი ყველაზე საშიშ და საინტერესო ადგილას გაემგზავრა - სარაევოში, ომის შუაცენტრში, ქუჩაში ნამდვილი ღია მორგი იყო, ჰაერში ტყვიები დაზუოდნენ, და სიკვდილის სუნი იდგა, ეს ომი იყო სადაც ფოტოგრაფის კამერის წინ საპოზიოროდ არავის ცხელოდა. ენის უწევდა თითოეული კადრს ჩასაფრებოდა, მისთვის სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო მაგრამ შეექმნა შედევრები და ეს მისი ცხოვრების ყველაზე განსაცვიფრებელი გამოცდილება იყო,შეუმჩნევია.სარაევოს ენისეულმა ფოტოებმა უფრო მეტად დაზაფრა მსოფლიო ვიდრე იქ მიმდინარე საბრძოლო პროცესებმა, მისი ცნობილი ფოტო ბიჭის ველოსიპეტი რეომელიც სნაპერმა მოკლა. საშინლად ღიად და მწარედ ასახავდა ომის ტკივილს და აუნაზრაურებელ ზარალს, სარაევოს შემდეგ ის ისევ დაუბრუნდა ნიუ იორკს გამოცდილებითა და ადრენალინით სავსე და სტუდიურ გადაღები დაიწყო. პალიტრა გახდა ფერადი და თემატური.



ბარბარა სტრეიზანდი, მადონა, ელენ დეჯენერისი, ჯონი დეპის და კეით მოსის ცნობილი ფოტო, კირსტენ დანსტი, ფოტო თემატური პროექტები, ცნობილი ბრენდების ქოვერები, ფოტო სტატიები. სიუზენის გარდაცვალების შემდეგ ანა დეპრესიაში ჩავარდა და ეს მძიმე დანაკარგი ისევ ფოტოგარფიამ და მუშაობამ გადაატანინა, ამიტომაც ამბობს რომ „ მე პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემს პროფესიის წინაშე, ეს ჩემი ცხოვრებაა, მე არ მაქვს სხვა ცხოვრება, ეს ერთადერთი რამეა რაც არის მთავარი იქამდე სანამ გადაღებას არ დავამთავრებ და ეს არასდროს არ მთავრდება რადგან სურვილი გადავიღო ფოტო უსასრულოა“.


ავტოპორტრეტი: ანა თავის ქალიშვილებთან ერთად
Susan and Samuelle, Rhinebeck, New York, 2015


52 წლის ასაკში სუროგატი დედისგან შეეძინა გოგონა სარა-კამერონი, მოგვიანებით კი ტყუპი გოგონები: სუზანი და სამუელი. „ოჯახის და ახლო ადამიანების გადაღება მაძლევს განუზომელ ენერგიას, მე ვგიჟდები ჩემი შვილების გაზრდაზე, სანამ ისინი გამოჩნდებოდნენ სამყარო ბრტყელი იყო ახლა მრგვალია როგორც საჰაერო ბუშტი"

ენის გარეგნობა არ მოგცემს საშუალებას ის განსაკუთრებულ პიროვნებად მიიღო, ცხოვრობს მოკრძალებულად, ნიუ ორკსა და ლონგ აილენდში და თავისუფალ დროს მოზგაურობაში ატარებს. დღეს ის თავისუფალი ფოტოგრაფია მუშობს მოწვევით სხვადასხვა პროექტებზე ეს იქნება როგორს სამოდელო ასევე სპორტული ბრენდები. ტკბება ცხოვრებით და ინოვაციურ იდეებზე მუშაობს.














Category: Photos, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top