9 March 2015      slimshady     Views 2 550    
Category: Photos / Stars

კაილი ჯენერი ჟურნალ Fault-ის გარეკანზე

რეალითი შოუს ვარსკვლავი,17 წლის კაილი ჯენერი ჟურნალ Fault-ის მე-20 გამოცემის გარეკანზე მოხვდა.ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში კაილი საუბრობს პოპულარობის სიმძიმეზე,საკუთარი თავისადმი და მისი ოჯახისადმი კრიტიკაზე,მეორე ნახევრის ძიებასა და მატერიალიზმზე.ახალგაზრდა მოდელს მიაჩნია,რომ ყოველთვის სამაგალითო,მისაბაძი პიროვნება ვერ იქნება,ის იდეალური არ არის და შეცდომებსაც უშვებს.

ფოტოგრაფი : Lionel Deluy

-17 წლის ასაკში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნება ხარ მსოფლიოში და ყველაზე პოპულარული სოციალურ ქსელებში.რაიმე ზეწოლას თუ გრძნობ ამის გამო მედიის მხრიდან?

-არასდროს ვცდილობ ვიყო ვინმეს იდოლი,სამაგალითო პიროვნება.ვცდილობ ჩემი საქციელით ხალხი შთავაგონო და უკეთესობისკენ ვუბიძგო,მაგრამ ცხოვრებაში ბედნიერი ვერ ვიქნები,თუკი ყოველთვის მისაბაძ პიროვნებად ყოფნას შევეცდები.საკუთარ თავში საუკეთესოს წამოწევას ვცდილობ,თუმცა ხშირად ეს იმაზე რთულია,ვიდრე წარმოგვიდგენია.ჩვენ ხომ ყველანი ადამიანები ვართ.

ზეწოლას მედიის მხრიდან ყოველთვის ვგრძნობ.ყველა ელის ჩემგან გარკვეულ ქმედებებს,საქციელს.ამიტომაც ხშირად,თუნდაც საყიდლებზე სიარულისასაც კი,მთლიანად საკუთარ თავს არ ვეკუთვნი.ნამდვილ სახეს მხოლოდ სახლში,მეგობრებთან ერთად ვავლენ

კაილი ჯენერი ჟურნალ Fault-ის გარეკანზე

-არის თუ არა განსხვავება სოციალური ქსელის კაილისა და ნამდვილ კაილის შორის?

-ადამიანები განგსჯიან მიუხედავად ყველაფრისა.ამის გამო ჩემ ფანებთან სრულიად გახსნილი არ ვარ,ისე როგორც ვიყავი ადრე.მათ საშუალებას არ ვაძლევ უკეთ გამიცნონ.თითქოს უფრო ჩავიკეტე.ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს,მაგრამ ძნელია სხვასთან კონტაქტი,როდესაც ყველა შენს განსჯას ცდილობს.ადამიანი თავის შეცდომებზე სწავლობს.მე კი შცდომის უფლება არასდროს მქონია,რადგან მთელი მსოფლიო მე მიყურებდა.ინსტაგრამზე სულ სხვა ადამიანი ვარ:ადამიანებს იმას ვაჩვენებ,რაც მინდა რომ ნახონ.

-როგორი ხარ სინამდვილეში?

-ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა ძვირფას ადამიანთან კარგი ურთიერთობა მქონდეს.არ მიყვარს უთანხმოებები.მიხარია,როცა ჩემ გარშემო ყველა ბედნიერია.ასევე მიყვარს პირადი ცხოვრებისა და სამსახურის დაბალანსება,რომ ჭკუიდან არ შევიშალო.მგონია,რომ მეორე ნახევარი არ მჭირდება ბედნიერებისთვის.ამას მარტოც ვაღწევ,თუმცა კარგია,როცა შენს ბედნიერებას სხვას უზიარებ


-მედიის ყურადღებისგან თავს როგორ იცავ?

-ჩემი ოჯახისა და მუდმივი ყურადღების გამო ბევრ ჩემთვის ახლო ადამიანს ჩემთან ურთიერთობა უჭირს.მეგობრები ვერ უძლებენ სტრესსა და დატვირთვას,რომელიც ჩვენი ცხოვრების სტილს თან ახლავს.ყველაზე საუბედურო ისაა,რომ რაც უფრო მეტ ადამიანს ვუყვარვარ,მით მეტს ვძულვარ.ჩემ თავს მიზანში ადვილად ამოსაღებად ვთვლი.თუმცა ახლობლებისადმი დიდი ნდობა მაქვს და ერთმანეთს კრიტიკულ მომენტებში ყოველთვის ვეხმარებით.


-ჩენი აზრით,რა არის შენზე ისეთი,რისი გაგებაც ხალხს გაუკვირდება?

-სპირიტუალიზმი მიყვარს და ყველასთვის მართლა კარგი მინდა.მატერიალისტი არ ვარ.მიყვარს ტანსაცმელები და აქსესუარები,თუმცა ისინი არსებობისთვის არ მჭირდება.ჩემი აზრით,როცა ასეთ ადრეულ ასაკში ღებულობ ყველაფერ მატერიალურს,ორგვარად შეიძლება ჩამოყალიბდე:ან ცუდ გზას გაყვე და გაფუჭდე სიმდიდრით ან მიხვდე,რომ მატერიალური ყველაფერი სინამდვილეში ყველაფერი არაა.რეალით შოუში ყოფნის გამო ყველას გონია რომ გიცნობს,თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ცხოვრების 10%-ია.მე სრულიად სხვა,განსხვავებული მხარეც მაქვს,რომლის შესახებ ხალხმა არ იცის.

კაილი ჯენერი ჟურნალ Fault-ის გარეკანზე

ფოტოები გადასაღები მოედნიდან

კაილი ჯენერი ჟურნალ Fault-ის გარეკანზეკაილი ჯენერი ჟურნალ Fault-ის გარეკანზე

Category: Photos / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top