14 February 2015      slimshady     Views 1 082    
Category: Photos / Stars

რიტა ორა ჟურნალ NYLON-ის გარეკანზე

24 წლის პოპ მომღერალი და ახლა უკვე მსახიობი,რიტა ორა ჟურნალ Nylon-ის მარტის ნომრის გარეკანზე გამოჩნდა თავისი ვარდისფერი თმითა და სექსუალური გამოხედვით.რიტა,რომლელიც კრისტიან გრეის დის-მიას როლს ასრულებს ახალ ფილმში "Fifty Shades Of Grey",სამი წელია რაც მუსიკის სამყაროში გამოჩნდა.ჟურნალის ინტერვიუში ის თავის მეგობრებზე,ახალ ალბომზე და მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარ როლზე საუბრობს.

"სამი წლის წინ,როდესაზ ჯეი ზისთან ხელშეკრულება დავდე,საკუთარ თავს ვერ ვუჯერებდი,ყველაფერი არარეალურად მეჩვენებოდა.ახლა,წლების შემდეგ,უკვე ვხვდები,რომ ხალხს აინტერესებს რას ვაკეთებ,როგორ ვიქცები,რა მაცვია,რაზე ვმუშაობ"

რიტა ორა ჟურნალ NYLON-ის გარეკანზე

"ჰოლივუდში არიან ისეთი არაჩვეულებრივი გოგონები,როგორიცაა,მაგალითად, ემა ვოტსონი - გლამურული,მშვენიერი,დახვეწილი.მაგრამ სადაა ის ენერგია,ხალისი,სიგიჟე?ეს ყველაფერი ჩემნაირ ადამიანებს გააჩნიათ შოუბიზნესში"

"ჩემი ახალი ალბომი მინდოდა სექსუალური და შავბნელი ყოფილიყო,თუმცა ამავდროულად გასაგები,რადგანაც იდუმალი ადამიანი არ ვარ"

"თავს უფრო ქალურად ვგრძნობ ახლა,როდესაც ვიზრდებოდი ყველაზე შესამჩნევად ჩემი უკანალი შეიცვალა.ახლა უფრო სექსუალური ვარ"

რიტა ორა ჟურნალ NYLON-ის გარეკანზე

"ყოველთვის მიმაჩნდა,რომ ქალები ჩვენს ბიზნესში დაჩაგრულნი იყვნენ,ამიტომაც მუდამ ვცდილობ წავახალისო ისინი და შევაქო,რასაც,სამწუხაროდ,ბევრი არ აკეთებს"

"ჩემი მეგობრები ჩემთვის ყველაზე ძვირფასებ არიან.კარა დელავინი,ჩარლი,იგი აზელია,ქეითი პერი-ნიჭიერი და ყველაზე დიდი ვარსკვლავი მსოფლიოში!ჩემი მეგობრები ხმაურიანები და ხალისიანები არიან,ყოველთვის ვფიქრობ "მეც მინდა მათსავით ვიყო".მაგრამ ამ ურთიერთობებს გაფრთხილება სჭირდება,რადგანაც ბევრი ავის მსურველი მყავს"

რიტა ორა ჟურნალ NYLON-ის გარეკანზე
რიტა ორა ჟურნალ NYLON-ის გარეკანზე

Category: Photos / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top