;

14 February 2015      slimshady     Views 2036    
Category: Photos, Stars

ტეილორ სვიფტი და კარლი კლოსი Vogue-ის გარეკანზე

25 წლის პოპ მომღერალი - ტეილორ სვიფტი და 22 წლის ამერიკელი მოდელი - კარლი კლოსი ჟრუნალ ვოგის მარტის ნომრის გარეკანზე გამოჩნდნენ.მათ მეგობრობა საიდუმლო არავისთვისაა,ტეილორი და კარლი ივენთებსა თუ პაპარაცების ფოტოებში მუდამ ერთად ჩანან.ახლა კი საუკეთესო მეგობრებს საშუალება მიეცათ ერთად ეპოზიორათ უცნაურ ადგილებსა და დიზაინერთა ტანისამოსში.ინტერვიუში ისინი ერთმანეთზე საუბრობენ და გვიყვებიან,თუ როგორ ატარებს ორი ქერათმიანი ნიუ იორკელი გოგონა თავისუფალ დროს.

გოგონებმა ვოგის მიერ მოწყობილ სახალისო ტესტშიც მიიღეს მონაწილეობა
რომელსაც ვითომცდა უნდა გამოევლინა, თუ რომელი იყო მათ შორის
საუკეთესო საუკეთესო მეგობარი






ტეილორ სვიფტმა ნიუ იორკის ახალ ბინაში გადასვლილას გადაწყვიტა ოთახის ერთი კედელი იმ ადამიანების ფოტოებით მოერთო,რომელთაც მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ.კედელზე მოხვდნენ მისი უმცროსი ძმა,კარა დელავინი,ლენა დანჰემი და რაღა თქმა უნდა - კარლი კლოსი.ტეილორსი თავისი და კარლის ის ფოტო აურჩევია,რომელზეც ისინი 2013 წლის ვიქტორია სიქრეთის ჩვენებაზე ეხუტებიან ერთმანეთს. ტეილორი თავის მეგობარ გოგონებთან ურთიერთობაზე მას შემდეგ გახდა უფრო კონცენტრირებული,რაც მედიამ მის ცხოვრებაში არსებულ მამაკაცთა რაოდენობაზე დაიწყო საუბარი.

"გადავწყვიტე,რომ მათთვის გასართობი აღარ მიმეცა.აღარ ვაპირებდი პაემნებზე სიარულს,რომ ფოტოები არ გადაეღოთ ჩვენთის.ყველას,ვისაც კი ხუთი წუთი მაინც გაუტარებია ჩემთან,ჩემს შეყვარებულად მოიხსენიებდნენ.სამწუხაროა,რომ სიყვარული ჩემი კარიერისთვის საზიანო გახდა"

"ეს წელი ყველა სხვა წლისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.თითქოს საკუთარ თავს მეტად ვფლობ და სხვისი აზრი ნაკლებად მაწუხებს.ეს ალბათ ასაკის მატების შედეგია"

ტეილორ სვიფტი და კარლი კლოსი Vogue-ის გარეკანზე
ტეილორ სვიფტი და კარლი კლოსი Vogue-ის გარეკანზე
ტეილორ სვიფტი და კარლი კლოსი Vogue-ის გარეკანზე
ტეილორ სვიფტი და კარლი კლოსი Vogue-ის გარეკანზე

ახლა,როდესაც კარლი კლოსს ქერა თმები აქვს,საუკეთესო მეგობრები სულ უფრო განურჩევლები და განუყრელები არიან,მიუხედავად იმისა,რომ ერთმანეთს სულ რაღაც ერთი წელია რაც იცნობენ.კარლი და ტეილორი,როგორც ჩანს,ხშირად ერთნაირად იცვამენ-შემთხვევით . "ერთხელ კარლი ჩემთან მოვიდა,ორივენი ერთ ადგილას მივდიოდით,ორივეს მოკლე შავი ტოპი,მაღალწელიანი ქვედაბოლო,შავი გეტრები გვეცვა და თმა მაღლა აწეული გვქონდა.ეს უკვე უცნაური ხდება" - ამბობს კარლი.

"ბევრი მეუბნებოდა,რომ მე და კარლის ერთმანეთი აუცილებლად უნდა გაგვეცნო.ყველა ამბობდა "კარლის არ გაგონებს?ისინი საუკეთესო მეგობრები იქნებოდნენ,რომ იცნობდნენ ერთმანეთს".შემდეგ ლილი ოლდრიჯმა გაგვაცნო და წამიერად დავმეგობრდით"

ტეილორ სვიფტი და კარლი კლოსი Vogue-ის გარეკანზე
ტეილორ სვიფტი და კარლი კლოსი Vogue-ის გარეკანზე
ტეილორ სვიფტი და კარლი კლოსი Vogue-ის გარეკანზე

"ტეილორის საშუალებით ბევრი კარგი გოგონა გავიცანი.მას არაჩვეულებრივი ნიჭი აქვს სხვების დამეგობრების,სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავეებს,რომლებიც ვერასდროს შეხვდებოდნენ,აცნობს ერთმანეთს.ნამდვილი მეგობრების პოვნა ძნელია-ტეილორს კი ჩემ ნამდვილ მეგობრად ვთვლი" ამბობს კარლი.

ახლა,როცა ორივე დაკავებულია მოდის ჩვენებებითა თუ კონცერტებით,თავისუფალი დროის გამონახვა უჭირთ.თუმცა მაინც ახერხებენ ერთად ყოფნას და გართობას.

ტეილორ სვიფტი და კარლი კლოსი Vogue-ის გარეკანზე
ტეილორ სვიფტი და კარლი კლოსი Vogue-ის გარეკანზე


Category: Photos, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top