14 February 2015      slimshady     Views 1 930    
Category: Photos / Stars

გვინეტ პელტროუს,დემი მურსა და ნიკოლ რიჩის ჟურნალ Harper's Bazaar-ის მარტის ნომრის გარეკანზე გაზაფხულის სიხალისე გადმოაქვთ.მსახიობები ცნობილი ყვავილების დიზაინერის - ერიკ ბუტერბოუს შექმნილ თავსაბურავებს იხდენენ.ლეგენდარული ბუტერბროუ ახლა სუნამოების წარმოებას იწყებს,რომლებსაც,ბუნებრივია,სხვადასხვა ყვავილების სურნელი ექნებათ.სელებრითები საუბრუბენ,თუ როგორ გაიცნეს პირველად "ვარდების მეფე" ერიკი და თავის დამოკიდებულებას გვიმჟღავნებენ ყვავილებისადმი.

ჟურნალის ამავე ნომრის გარეკანი : RIHANNA FOR HARPER'S BAZAAR

ყვავილების თაღი,რომელიც ფოტოსესიისთვის გამოიყენეს შედგება მაგნოლიის ტოტებისგან,2500 წითელი ვარდისა და 30000 მიხაკისგან.ფლორისტი ერიკ ბუტერბოუმ ჟურნალის ინტერვიუში განაცხადა,რომ ის ბევრს მუშაობდა,რათა საუკეთესო გამხდარიყო და ამის დასამტკიცებლად შრამებიც აქვს ხელებზე.ერიკმა კარიერა 16 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ ლოს ანჯელესის სახელგანთქმული,მოთხოვნადი და სელებრითების მეგობარი ფლორისტი გახდა. მისი ქმნილებების ხილვა შეგვიძლია სხვადსხვა დაჯილდოებებსა თუ ივენთებზე:ოსკარის ცერემონიალსა და სელმა ჰაიეკის ქორწილზე.ერიკის მომსახურეობით სარგებლობენ ტაილანდის მეფე,ბრიტანეთის სამეფო ოჯახი,ასევე ისეთი ცნობილი ბრენდები,როგორებიცაა : Dior,Valentino,Ferragamo,Cartier.

გვინეტი,დემი და ნიკოლი Harper's Bazaar-ისთვის

42 წლის ამერიკელი მსახიობი,გვინეტ პელტროუ იხსნებს,თუ როგორ აჩუქეს მას ერიკ ბუტერბროუს მიერ შექმნილი ყვავილების თაიგული : "ეს იყო თეთრი ვარდები,დაწყობილი თეთრ ვარდებზე,რომლებიც ასევე დაწყობილი იყო თეთრ ვარდებზე.ეს ყველაფერი პატარა ვაზაზე იყო დაყრდნობილი,თითქოს ყველანაირ ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგებოდა მათი განთავსება.ასეთი რამ არასდროს მინახავს ცხოვრებაში-ეს ხელოვნება იყო!"

გვინეტი,დემი და ნიკოლი Harper's Bazaar-ისთვის

დემი მური და ერიკი კი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე შეხვდნენ ერთმანეთს 2002 წელს. "იმ დროს მუდამ რედბულითა და სიგარეტით ხელში დავდიოდი,ერთხელ,წვეულების შემდეგ,როდესაც მანქანას ველოდებოდი,ერიკი მომიახლოვდა,შემათვალიერა და მითხრა : "მომწონს რამდენად არასწორი ხარ",მე კი გამეღიმა და მას შემდეგ ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ"

გვინეტი,დემი და ნიკოლი Harper's Bazaar-ისთვის

"ერიკი აფასებს სილამაზეს - ვგულისხმობ არა ზედაპირულ სილამაზეს,არამედ ჭეშმარიტ მშვენიერებას"-ამბობს ნიკოლ რიჩი.ნიკოლის თქმით,ერიკის ყვავილებს აქვთ უნარი გაამხიარულონ არა მხოლოდ მაშინ,როცა სევდიანია,არამედ მაშინაც,როცა ბედნიერია.

გვინეტი,დემი და ნიკოლი Harper's Bazaar-ისთვის

გვინეტი,დემი და ნიკოლი Harper's Bazaar-ისთვისგვინეტი,დემი და ნიკოლი Harper's Bazaar-ისთვის
ერიკი დემი მურსა და ნიკოლ რიჩისთან ერთად



ერიკ ბუტერბოუს შემოქმედება

გვინეტი,დემი და ნიკოლი Harper's Bazaar-ისთვის
გვინეტი,დემი და ნიკოლი Harper's Bazaar-ისთვის
გვინეტი,დემი და ნიკოლი Harper's Bazaar-ისთვის
გვინეტი,დემი და ნიკოლი Harper's Bazaar-ისთვის
გვინეტი,დემი და ნიკოლი Harper's Bazaar-ისთვის
გვინეტი,დემი და ნიკოლი Harper's Bazaar-ისთვისგვინეტი,დემი და ნიკოლი Harper's Bazaar-ისთვისგვინეტი,დემი და ნიკოლი Harper's Bazaar-ისთვის

Category: Photos / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top