;

12 February 2015      liliana     Views 2154    
Category: Photos

A talk with model Barbara Maldonado

მოდის ფოტოგრაფმა მარინა აბადჯიეფმა მოდელი ბარბარა მალდონადო საზაფხულო ფოტოსესიაში გადაიღო. ფოტოები საკმაოდ ხალისიანია და ვინტაჟის სტილის კატეგორიას მიეკუთვნება. ფოტოების გადაღებასთან ერთად მოდელმა საკმაოდ გულწრფელად ისაუბრა საკუთარი თავის შესახებ : "მე მჯერა სიყვარულის არსებობის. ყველას უფრო მეტად უნდა უყვარდეს და სიყვარულის შესაბამისად უნდა იმოქმედოს.მე ვფიქრობ რომ სწორედ ეს გადაარჩენს სამყაროს."

როგორია შენი ტიპიური დღე?

დილით სხვებთან შედარებით ყველაზე ადრე ვდგები.თუ დილაადრიან კასტინგები მაქვს უფრო ადრე ვდგები , თუ არა ვვარჯიშობ.მე დიდი ხანია სპორტს მივსდევ, ვაკეთებ გაჭიმვებს , მაგრამ ვცდილობ საკუთარი ემოციები ვაკონტროლო.წელიწადზე მეტია ჩემი ბოიფრენდის მშობლების სახლში ვცხოვრობ , ასე რომ დილაუთენია მათაც ვეხმარები საუზმის მომზადებაში, სულ ეხლახანს აღმოვაჩინე რომ ვგიჟდები ტანსაცმლის გაუთავებაზე.

რა არის შენი აზრით სილამაზე?

სილამაზე არის სიყვარული.ჩვენ შესანიშნავ მსოფლიოში ვცხოვრობთ და მაშფოთებს ფაქტი რომ ხალხმა შეწყვიტა სიყვარულის არსებობის დაჯერება.მე მჯერა სიყვარულის.

რა გხდის განსაკუთრებულს?

მე არ ვარ ტიპიური გოგონა და არც არასოდეს ვყოფილვარ.ჩემი ცხოვრების მიზანია სიყვარული, შეიძლება ვინმესთვის ეს სულელურად ჟღერდეს , მაგრამ ჩემთVის ეს უმნიშვნელოვანესია.სიყვარული ხალხს განსაკუთრებულს ხდის.

რა არის მოდელის პროფესიის ყველაზე ცუდი და კარგი მხარეები?

ყველაზე კარგი ისაა რომ მე მიყვარს ჩემი სამუშაო.მოდელობა სასიამოვნოა და გაქვს მოგზაურობის შანსი. ცუდი ისაა რომ შეიძლება სხვების ზეგავლენის ქვეშ მოექცე, სხვებზე დამოკიდებული გახდე და გულიც ხშირად გეტკინოს წარუმატებლობების გამო., თუმცა უნდა შეინარჩუნო სიძლიერე.ეს არ არის პროფესია ყველასათვის.

სად შეიძლება შენი ნახვა პარასკევს საღამოს?
პარასკევს საღამოს ჩემი ნახვა შეიძლება ჩემს ლოგინში , როცა ჩაის ჭიქით ხელში ვუყურებ ფილმებს და სერიალებს.
დიდი ხანია გართობის ხალისი დავკერგე, მგონი ბებია გავხდი.

სად ხედავ შენს თავს მომავალში?
მომავალში ჩემს თავს ვხედავ ბედნიერს , სიყვარულით ვაკეთებ იმას რაც მსურს , მინდა ოჯახი შევქმნა ჩემს ბოიფრენდთან ერთად.მინდა მხარი დავუჭირო მას კარიერაში და უბრალოდ გავავრცელო სიყვარულის მესიჯი.

შანსი რომ გქონდეს უკან დაბრუნების და შეცვლის რას შეცვლიდი?
არაფერს, უბედნიერესი ვარ იმ ცხოვრებით რაც მაქვს.


A talk with model Barbara Maldonado
A talk with model Barbara Maldonado
A talk with model Barbara Maldonado
A talk with model Barbara Maldonado
A talk with model Barbara Maldonado
A talk with model Barbara Maldonado
A talk with model Barbara Maldonado
A talk with model Barbara Maldonado
A talk with model Barbara Maldonado
A talk with model Barbara Maldonado
A talk with model Barbara Maldonado
A talk with model Barbara Maldonado
A talk with model Barbara Maldonado
A talk with model Barbara Maldonado
A talk with model Barbara Maldonado
A talk with model Barbara Maldonado
A talk with model Barbara Maldonado
A talk with model Barbara Maldonado






Category: Photos
Tags:

Related
Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top