;

11 February 2015      slimshady     Views 1761    
Category: Photos, Stars

მეგან ტრეინორი ჟურნალ Seventeen-ის გარეკანზე

21 წლის პოპულარული პოპ ვარსკვლავი,მეგან ტრეინნორი,რომელმაც ერთი წლის მანძილზე დიდ წარმატებას მიაღწია,ყველაზე გაყიდვადი მომღერალი გახდა და ახალგაზრდა გოგონებს საკუთარი სხეულის სიყვარული შთააგონა,ჟურნალ Seventeen-ის მარტის ნომრის გარეკანზე მოხვდა.ინტერვიუში მეგანი კომპლექსების დაძლევაზე,პაემნებსა და იმ მიზეზებზე საუბრობს,რის გამოც არადროს არ უნდა დათმო საკუთარი ოცნებები.

მეგანი კარიერის დასაწყისში საკმაოდ კრიტიკულად იყო განწყობილი საკუთარი სხეულისადმი : "ჩემს ფოტოებს რომ ვხედავდი,ვფიქრობდი,რომ საშინლად გამოვიყურებოდი.განსაკუთრებით ღაბაბი მაღიზიანებდა!არასდროს მეგონა,რომ ოდესმე პოპ ვარსკვლავი გავხდებოდი.მე ხომ ისე არ გამოვიყურებოდი,როგორც რიანა.შემდეგ,როდესაც All About That Bass-ის ვიდეო კლიპი გამოვიდა და ავტოგრაფებს ვაძლევდი ხალხს,ერთი პატარა გოგონა მოვიდა ჩემთან და მითხრა : "დიდი მადლობა,თავს ისევ ლამაზად მაგრძნობინებ".ძალიან გამიკვირდა,ეს გოგონა ხომ ასეთი ლამაზი იყო,ის კი ვერც ხვდებოდა ამას.ეს გონებაში ჰქონდა ჩამჯდარი."


"ახლახანს ვფიქრობდი : "მე საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და კარგადაც გამოვიყურები",ასე ფიქრი კი მას შემდეგ დავიწყე,რაც ამ სიტყვების ხმამაღლა გამეორება გადავწყვიტე საკუთარი თავისათვის.ახლა კი,როდესაც ძველ სურათებს ვათვალიერებ მიკვირს,რატომ ვერ ვიტანდი საკუთარ თავს,მე ხომ არაჩვეულებრივად გამოვიყურები ძველ სურათებში"

მეგან ტრეინორი ჟურნალ Seventeen-ის გარეკანზე

"ვიცოდი,რომ ჩემი ცხოვრება ჩაიხლართებოდა,თუკი ჩემი ოცნება,გავმხდარიყავი წარმატებული შოუბიზნესში,ახდებოდა.ვიცოდი,რომ ამისთვის უნდა მეშრომა და კარიერა ყოველთვის წინა პლანზე დამეყენებინა.მიუხედავად იმისა,რომ სკოლის პერიოდში გაგიჟებული ვიყავი ბიჭებზე,ახლა საუკუნეა არც კი მიკოცნია არავისთვის.ჩემ თავს სულ ვეუბნები,რომ იმ ერთადერთი ბიჭისთვის მოცდა ღირს.როდესაც მას ვიპოვი ვეტყვი : "აი თურმე რატომ დაგჭირდა ამდენი ხანი მოსასვლელად,ძალიან მაგარი ხარ!"

"ყველაზე დიდი რამ,რაც ვისწავლე ჩემი ცხოვრების მანძილზე არის ალბათ ის,რომ საკუთარ ოცნებებზე ხელი არასდროს უნდა ჩაიქნიო.არ აქ მნიშვნელობა,რამდენად გრანდიოზული ან არაადეკვატური იქნება ეს სხვისთვის.ეჭვი არასდროს უნდა შეგეპაროს - უნდა გჯეროდეს ოცნებების ასრულების,რადგანაც ოცნებები მართლაც ხდება"

მეგან ტრეინორი ჟურნალ Seventeen-ის გარეკანზე


Category: Photos, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top