10 February 2015      slimshady     Views 3 104    
Category: Photos / Stars



პოპ მომღერალი, 26 წლის ბარბადოსელი რიანა ამერიკული Harper's Bazaar-ის მარტის გარეკანზე მოხვდა შოკისმომგვრელი ფოტოსესიით - რიანა ზვიგენებთან ერთად ფილმ "Jaws"-ის 40 წლისთავის აღსანიშნავად! ჟურნალის რედაქტორის თქმით, ზვიგენები ფოტოებზე სავსებით რეალურები არიან და ფოტოშოპი მინიმალურადაა გამოყენებული.

ზვიგენებთან ცურვა რასაკვირველია შემაშინებელია,მაგრამ ამავე დროს მეტაფორულადაც შეიძლება გავიგოთ.ცხოვრებაში ბევრი "ზვიგენი" გვხვდება,რომლებსაც ჩვენი "გადაყლაპვა",დაჩრდილვა სურთ. რიანა ცდილობს: "ასეთი ადამიანები თავიდან ავიცილო, მაგრამ არა ერთი გამოცდილება მაქვს მათთან.ასეთ შემთხვევებში შენც მათნაირი უნდა გახდე,ზვიგენები ხომ მხოლოდ ზვიგენებთან დაცურავენ"



ფილმი "Jaws" პატარაობაში ძალიან უყვარდა."ორივე ნაწილი ნანხი მაქვს და ნახვის შემდეგ თვეობით ვეღარ ჩავდიოდი წყალში,თანაც მე ხომ სანაპიროსთან ვცხოვრობდი.ახალი ნაწილის გამოსვლის შემდეგ წყალში შესვლას ვეღარ ვბედავდი ხოლმე და ქვიშაში ვიჯექი.თუკი ჩავიდოდი მამაჩემი მაშინვე ფილმის საუნდტრეკის ღიღინს იწყებდა და მეც გამოვრბოდი ხმელეთისკენ.ამ ფილმით გაგიჟებული ვიყავი.სტივენ სპილბერგი(ფილმის რეჟისორი) კი ჩემი ბავშვობის გმირი იყო"

კითხვაზე თუ რა არის მისი ყველაზე დაუვიწყარი თავგადასავალი,მომღერალმა ჟურნალისტს მიუგო,რომ ახლახანს ზვიგენებთან ერთად იცურავა და ასეთ თავგადასავალზე უკეთესის მოძებნა გაუჭირდებოდა.



რიანა თავის უდიდეს შიშებზეც ალაპარაკდა: "ვფიქრობ,როგორც ყველა ადამიანს,ამუცნობისა და მოულოდნელი მომავლის მეშინია,რისიც სინამდვილეში არ უნდა გეშინოდეს."

თავისი ახალი ალბომის შესახებ რიანას კარგი მოლოდინები აქვს: "ძალიან ამბიციური ვარ.საკვირველია,რამდენი რამის გადმოღება მინდა თეფშზე,რომელიც უკვე სავსეა.მე და ჩემ გუნდს ძალიან გვიყვარს,რასაც ვაკეთებთ.ამიტომაც მგონია,კარგი ალბომი გამოვა"

რიანას საყვარელი ლუქები წითელი ხალიჩიდან ძირითადად ისინია,რომლებიც პროფესიონალებმა,დიზაინერებმა შეუქმნეს. ესენია: CFDA-ის ივენთზე ადამ სელმენის სვაროვსკის კაბა,Met Gala-ზე მოხდენილი სტელა მაკარტნის თეთრი კაბა,აზედინ ელაიას კაბა გრემის დაჯილდოებაზე.

Rihanna for Harper's BazaarRihanna for Harper's BazaarRihanna for Harper's Bazaar

რიანა ისე იცვამს,როგორც გრძნობს თავს.არ არსებობს ისეთი რამ,რის ჩაცმაზეც უარს იტყვის.თავის მოვლაში დიდი დრო ეხარჯება,რადგანაც ამას მისი პროფესია მოითხოვს.მომღერლის იმიჯზე პროფესიონალები ზრუნავენ,მაგრამ როდესაც შვებულებაშია ან სვენებს,ფრჩხილებსა თუ თმის განსაკუთრებულ მოვლაზე ბევრს არ ფიქრობს.

რატომ დაბრუნდი ინსტაგრამზე ?
უბრალოდ ფოტოები მიყვარს

წელს რისი მიღწევა გინდა?
იმის,რისაც ყოველ წელს - მსურს ბედნიერი ვიყო

მეგობრებს ადვილად იძენ ?
- არა

Rihanna for Harper's Bazaar

როგორია იდეალური დღე შენთვის?
დღე, როდესაც ცელულიტების გარეშე ვიღვიძებ.

რა არის ისეთი, რისი კეთებაც გიყვარს, თუმცა არ უნდა გიყვარდეს ?
რეალით შოუებზე თვალის დევნება. მიჯაჟვული ვარ, ვერ ვწყდები.

როგორ ჭამ ყოველდღე ბევრს და ინარჩუნებ ასეთ კარგ ფორმას?
თქვენ გულისხმობთ, როგორ მიჩნდება ცელულიტი?

Rihanna for Harper's Bazaar

ალტერნატიული ფოტოსესია




Rihanna for Harper's Bazaar
Rihanna for Harper's Bazaar

Category: Photos / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top