30 January 2015      slimshady     Views 5 951    
Category: Photos / Stars

დაკოტა ჯონსონი და ჯეიმი დორნენი Glamour-ის გარეკანზე

"Fifty Shades Of Grey"-ის ციებ-ცხელება უკვე მთელ მედიასა და ინტერნეტს მოედო.წიგნის ერთგული ფანები მოუთმენლად ელოდებიან ფილმის პრემიერას,რომლის მთავარი გმირების შემსრულებლები დაკოტა ჯონსონი და ჯეიმი დორნენი უკვე საზოგადოებისა და პაპარაცებიც ყურადღების ქვეშ მოხვდნენ.მსახიობები ჟურნალ Glamour-ის მარტის ნომრის გარეკანზე გამოჩნდებიან.ექსკლუზიურ ინტერვიუში ისინი თავიანთ დამოკიდებულებას გვიმჟღავნებენ წიგნის მიმართ და ყვებიან "წითელ ოთახში" პირველად შესვლის შსახებ.



ფილმის რეჟისორის - სემ ტეილორ-ჯონსონის თქმით,მსახიობებს ვერც კი წარმოუდგენიათ თუ რა ელით წინ,პრემიერის შემდეგ.ამისთვის მათ ვერავინ მოამზადებს,ისინი გახდებიან უამრავი კრიტიკის მსხვერპლნი,რადგანაც "Fifty Shades Of Grey" საკმაოდ დელიკატურ თემებს ეხება.

დაკოტა ჯონსოს,როგორც ჩანს,ი.ელ.ჯეიმსის ნაწარმოები წაკითხული აქვს და ანასტასიას პერსონაჟია ძალიანაც მოსწონს,რადგანაც ის "გულთბილი,გულახდილი და იდუმალია-ქრისტიანიც და ანაც კი გონიერი,თავის თავში დარწმუნებული ადამიანები არიან.ანას როლისთვის ორი თვის განმავლობაში გავდიოდი გასაუბრებას და სემს(რეჟისორს) მრავალჯერ შევხვდი.როცა შვიტყვე,რომ როლზე მე დამამტკიცეს,უზომოდ ბედნიერი ვიყავი და თითქოს დიდი ტვირთი მომეხსნა,ლოდინი პასუხისთვის ძნელი იყო"

დაკოტა ჯონსონი და ჯეიმი დორნენი Glamour-ის გარეკანზე

ჯეიმის განსხვავებული ისტორია აქვს : "თავიდან გასაუბრებაზე არ წავსულვარ და უბრალოდ ვიდეო ჩავწერე ლონდონში და ქასთინგის მენეჯერს გავუგზავნე.როლის შესახებ ამის შემდეგ არაფერი შემიტყვია,სანამ ჩარლი [ჰანმენი] არ დაამტკიცეს კრისტიანის როლზე.ვიფიქრე სასაცილო იყო ის ფაქტი,რომ კრისტიანის როლის მიღება ვცადე და საშინელი მარცხი განვიცადე.შემდეგ რაღაც მოხდა და ბედის კარები ისევ გამეღო"

ჯეიმი :"როლისთვის მზადებისას ფორმაში ჩადგომა მომიწია,რადგანაც კრისტიანი პერსონაჟი ძალიან მგრძნობიარეა ამ საკითხის მიმართ.მაგრამ ყოველ დღე 6 საათს ნამდვილად არ ვატარებდი სავარჯიშო დარბაზში.ჩემს ორსულ ცოლს ვერ ვეტყოდი : "იცი მე 6 საათით სავარჯიშოდ მივიდვარ,დამირეკე თუ იმშობიარებ" "

დაკოტა : "მე და ჯეიმის ერთი ინსტრუქტორი გვყავდა.ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო აქტიურ კოლეჯის სტუდენტს დავმსგავსებოდი.ბევრს ვვარჯიშობდი,რადგანაც შიშველი გამოჩენა მომიწევდა და იმაზე მეტი ცვილის პროცედურები ჩავიტარე,ვიდრე ნებისმიერი ქალი იტარებს ცხოვრების განმავლობაში"

დაკოტა ჯონსონი და ჯეიმი დორნენი Glamour-ის გარეკანზე

ჯეიმი : "გადაღებების დროს ჩემმა ცოლმა იმშობიარა,ეს რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში.ერთხელ,მახსოვს,ჩემ ცოლსა და შვილს ვაკოცე,დავემშვიდობე და წავედი და BDSM ვიდეოების დათვალიერება დავიწყე."წითელ ოთახში" სცენების გადაღებისას დომინანტი მრჩეველი გვყავდა,რომელიც მაშინვე გვაძლევდა მითითებას,თუკი რაიმეს არასწორად გავაკეთებდით.მე სულ სხვანაირად წარმომედგინა კრისტიანი წითელ ოთახში.როგორც ჩანს ის ამას უფრო სერიოზულად აღიქვამდა"

დაკოტა : "მე არანაირ ვიდეოებს არ ვუყურებდი და BDSM-ისგან შორს მეჭირა თავი,რადგან მსურდა ანას გულწრფელი რეაქცია გამომესახა ამ ყველაფრის პირველად შეცნობისას.ორი თვის განმავლობაში "წითელ ოთახს" მიმალავდნენ.ვფიქრობ ძალიან საინტერესოა,რომ ადამიანებს სურთ კონტროლი მთლიანად მიანდონ სხვა ადამიანებს"

დაკოტა ჯონსონი და ჯეიმი დორნენი Glamour-ის გარეკანზე

ჯეიმი : "ეს არ არის უბრალოდ კაცების სურვილი დააბან გოგოები,ხშირად პირიქით ხდება ხოლმე.კრისტიან გრეისნაირი ძალაუფლების მქონე ადამიანები მთელი დღე მათდამი მორჩილი ადამიანების გარემოცვაში არიან და უგროვდებათ სურვილი დაემორჩილონ სხვას.გადაღებების პირველი დღე შოკისმომგვრელი იყო.როდესაც იყვირეს "Action",დავიბენი,ვფიქრობდი : "რა ხდება?მე ხომ მამა ვარ?რა?"

დაკოტა : "მე უფრო მეტი დრო მქონდა მოსამზადებლად,ამიტომაც ხშირად ჯეიმის რჩევებს ვაძლევდი"

ჯეიმი : "ქალებისადმი უდიდესი პატივისცემით ვარ განმსჭვალული. ორი და მყავს, მამაჩემი გინეკოლოგია და მთელი ცხოვრება ქალებზე ზრუნავს. ამიტომაც კრისტიანი ჩემთვის ამოუცნობი პერსონაჟი დარჩა.რეალურ ცხოვრებაში რომ შემხვედროდა სავარაუდოდ არ მომეწონებოდა მისი პიროვნება"

როგორც ჩანს,დაკოტასა და ჯემისთვის ინტიმური სცენების გადაღება ძალიან უხერხული იყო.დაკოტამ მოითხოვა,რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ყოფილიყო გადასაღებ მოედანზე ასეთი სცენებისას.როდესაც ის შიშველი და დაბმული იყო საწოლზე,სცენის დამთავრების შემდეგ პირველი ჯეიმი აფარებდა გადასაფარებელს,რადგან ხვდებოდა,რაოდენ ძნელი და არაკომფორტული იყო ეს მისთვის.ინტიმური სცენები სულ ბოლოს გადაიღეს,როდესაც მსახიობები უკვე კარგად იცნობდნენ ერთმანეთს და ნდობით იყვენენ ერთმანეთისადმი განმსჭვალულნი.

დაკოტა ჯონსონი და ჯეიმი დორნენი Glamour-ის გარეკანზე

Category: Photos / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top