;

29 January 2015      slimshady     Views 3156    
Category: Photos

ალესანდრა ამბროსიოს ინტერვიუ Ocean Drive-სთვის

33 წლის ბრაზილიელი მოდელი - ალესანდრა ამბროსიო ჟურნალ Ocean Drive-ის თებერვლის ნომრის გარეკანზე მოხვდა. ფორბსის მიერ მსოფლიოს მეექვსე ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად დასახელებული ალესანდრა ჟურნალთან ინტერვიუში საუბრობს თავისი საცურაო კოსტუმებისა და აქსესუარების ხაზზე, რომელიც ბრაზილიურ-ბოჰემიური სტილით არის შთაგონებული. მოდელი სამომავლო გეგმებსაც გვიმხელს და ვიქტორიას სიქრეთის სხვა სუპერმოდელებთან ურთიერთობებზეც აკეთებს კომენტარებს.




2014 წელს ალესანდრამ თავისი რეზიუმე განაახლა და დიზაინერის როლიც შეითავსა.მისი ახალი ტანსაცმლის,აქსესუარების და ძირითადად საცურაო კოსტუმების კოლექცია "Ále by Alessandra" საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. "Ále by Alessandra თითქოს ჩემი მესამე შვილია,დიდი ხანია მასზე ვმუშაობ.კოლექციაში ლუქთა უმრავლესობა შთაგონებულია ჩემი ბრაზილიელი ბოჰემიურობისა და მალიბუს შარმის შერევით.კოლექცია ქალური,ფერადი და ნაზია.ძალიან მიყვარს ნაზი კაბები,მრავალ ფენიანი ტანისამოსი და რაღათქმაუნდა შეუცვლელი მჭიდრო ჯინსები"

"რადგანაც დროის უმეტეს ნაწილს სანაპიროზე ვატარებ,ლოგიკური იყო საცურაო კოსტუმების კოლექცია შემექმნა.ვიცი,თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კომფორტული,მოდური და მხიარული ფერების საცურაო კოსტუმის პოვნა,ამიტომაც მე შევქმენი 70-მდე სხვადასხვა სტილის ბიკინი და მონოკინი"

ალესანდრა ამბროსიოს ინტერვიუ Ocean Drive-სთვის
ალესანდრა ამბროსიოს ინტერვიუ Ocean Drive-სთვის

ალესანდრა ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო,როდესაც ვიქტორია სიქრეთისთვის დაიწყო მუშაობა,რამაც შემდგომში სახელი გაუთქვა და ის VS Pink-ის პირველი წარმომადგენელი გახდა,ასევე ორჯერ-2012 და 2014 წლებში მოიხდინა VS-ის ძვირადღირებული თვლებით მორთული Fantasy Bra."ყოველთვის ველოდი,როდის მოვიდოდა ჩემი რიგი და ძალიან ბედნიერი ვიყავი,როდესაც ეს პატივი მერგო 2012 წელს.ვერც კი ვიფიქრებდი,რომ ამის გაკეთებას ჩემს ცხოვრებაში კიდევ შევძლებდი.პირველად მოხდა,რომ "ფენტეზი ბრა" ორმა მოდელმა მოიხდინა,მე და ადრიანამ [ლიმამ] მშვენიერი დრო გავატარეთ.ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ,ერთად დავიწყეთ კარიერა ბრაზილიაში და VS-ისთვის უამრავი ფოტოსესია გვაქვს ერთად გადაღებული,ორივენი მოხარულნი ვიყავით,რომ ეს პატივი ჩვენ გვერგო"

რაც შეეხება სხვა მოდელებს ვიქტორია სიქრეთიდან,ალესანდრა მათზე შემდეგ კომენტარს აკეთებს : "სცენას მიღმა მოდელებს შორის მეგობრობაა და არა კონკურენცია.ყველა ყურადღების ცენტრშია,ჩემი თანამშრომლები არაჩვეულებრივი,ულამაზესი ადამიანები არიან.წელს მე შემხვდა წილად Fantasy Bra-ს ტარება,სხვა დროს კი სხვას ერგება ეს პატივი.როცა სახლში ორი შვილი გყავს,უფრო მნიშვნელივან რაღაცეებზე ნერვიულობ"

ალესანდრა ამბროსიოს ინტერვიუ Ocean Drive-სთვის

ალესანდრა,როგორც ფილანტროპი,ნაციონალური გაფანტული სკლეროზის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართული ორგანიზაციის წარმომადგენელია. "ათასობით ადამიანი,მამაჩემის ჩათვლით,იტანჯებიან ამ დაავადებით,ამიტომაც მსურს გავაკეთო ყველაფერი რაც შემიძლია ცნობიერების ამაღლებისა და მკურნალობის გზების ძიებისთვის."

ალესანდრამ თავის ბავშვებზეც ისაუბრა.უფროსი გოგონა- ექვსი წლის ანია,როგორც ჩანს,დედას დაემსგავსა."ჩემს გოგონას ძალიან ძლიერი ხასიათის თვისებები აქვს.ამბობენ,რომ ძალიან მგავს,მისი ოთახი,ისე გამოიყურება,როგორც ჩემი სახლი.ძალიან ქალურია,როგორც მე და ულევი ენერგია აქვს,არასდროს ჩერდება და არ იღლება.ნოა კი ძალიან საყვარელია,სულ მისი კოცნა და ჩახუტება მინდა.ანია ჩემი საუკეთესო მეგობარია,ნოა კი ჩემი ცხოვრების სიყვარული."

ალესანდრა ამბროსიოს ინტერვიუ Ocean Drive-სთვის

სოციალურ ქსელებთან ალესანდრას კარგი დამოკიდებულება აქვს : "მე ერთ-ერთი პირველი მოდელი ვიყავი,ვისაც საკუთარი საიტი ჰქონდა და მუდამ ფოტოაპარატს ვატარებდი თან,რათა ფანებისთვის გადამეღო ყველაფერი.ეს მნიშვნელოვანია,მაგრამ სავალდებულო არაა - მე უბრალოდ ვერთობი ამით.ვალდებული რომ ვიყო სოციალურ ქსელებში პირადი ცხოვრება გამომემზიურებინა,რათქმაუნდა ამას შევიძულებდი"

როგორც თავად ამბობს,ალესანდრა დაკავებულია შოპინგითა და ჩალაგებით,რადგანაც ის თავის საქმრო-ჯეიმი მაზურთან და მათ ორ შვილთან - ექვსი წლის ანიასა და 2 წლის ნოასთან ერთად ბრაზილიაში ბრუნდება. "ერთადერთი რასაც ვგეგმავ არის შვებულება" ამბობს ალესანდრა. "ვცდილობ დღევანდელი დღით ვიცხოვრო.ეს არ არის ისეთი კარიერა,სადაც შეგიძლია მომავალი დაგეგმო.ვცდილობ ყოველთვის მზად ვიყო ახალი შემოთავაზებებისთვის,მაგრამ წინასწარ მიზნად არაფერს ვისახავ,რათა შემდეგ მიზნის მიუღწევლობის გამო იმედები არ გამიცრუვდეს"


ალესანდრა ამბროსიოს ინტერვიუ Ocean Drive-სთვის


Category: Photos
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top