;

24 January 2015      slimshady     Views 2269    
Category: Photos, Stars

ჯენიფერ ენისტონი The Hollywood Reporter

ჯენიფერ ენისტონი ბოლო დროს თავისი შეუდარებელი შესრულებით ფილმში "Cake" მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა.იმ ფაქტმა,რომ მსახიობი ოსკარისთვის ნომინირებული არ გახდა,დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მაყურებელში და ჯენიფერმა აკადემიის მიერ "ყველაზე დაჩაგრულთა" სიის სათავეც დაიკავა.ახლა კი ის "The Hollywood Reporter"-ის იანვრის ნომრის გარეკანზეც მოხვდა,ინტერვიუ ოსკარის ნომინანტთა დასახელებამდე ჩაიწერა,ამიტომაც მსახიობი ჟურნალში უმეტესწილად ისეთ პირადულ თემებზე საუბრობს,როგორებიცაა დისლექსია,რომლითაც წლების განმავლობაში იტანჯებოდა,შვლების ყოლის სურვილზე საქმროსთან - ჯასტინ ტერუსთან ერთად,ასევე მომავლის გეგმებზე და ოჯახზე.

ჯენიფერ ენისტონი The Hollywood Reporter

45 წლის ჯენიფერი დანიშნულია ასევე მსახიობ,43 წლის ჯასტინ ტერუზე და თავს ბედნიერად გრძნობს: "დრო ძალიან მალე გადის.რამდენჯერ უთქვამთ მშობლებს პატარაობაში "ნუ აჩქარებ ყველაფერს!",მართლაც ხან ზაფხული მინდოდა სწრაფად გასულიყო,ხან შობა,ხან წელიწადი,ხან ის,ხან ეს.ახლა კი ვაფასებ მშობლების რჩევას"

ჯენიფერს ბოლო თვეების განმავლობაში ქრონიკული ტკივილი აწუხებდა კისრის არეში,რის გამოც თერაპევტთან მისვლა მოუწია.მას ასევე გარდაეცვალა ახლო მეგობარი,რაც ტაბლოიდებს არ გამოპარვიათ.როგორც ჩანს ამ ამბის გადატანაში მას მედიტაცია დაეხმარა,რომელსაც დღეში 20 წუთი მიმართავდა,ჭიქა ყავის შემდეგ.

ჯენიფერ ენისტონი The Hollywood Reporter

კვლავ აქტუალურია მისი და ბრედ პიტის ურთიერთობა,მიუხედავად იმისა,რომ 10 წელი გავიდა მათი გაყრის შემდეგ.ჯენიფერმა ამაზე ასეთი კომენტარი გააკეთა : "ჩვენ ყოველდღე არ გვაქვს ურთიერთობა,მაგრამ ერთმანეთს საუკეთესოს ვუსურვებთ.არავის არაფერი ცუდი არ გაუკეთებია,უბრალოდ ხანდახან ასეთი რაღაცეები ხდება.უნდა შეწყდეს ამ ამბავის საპნის ოპერად წარმოჩენა.არაფერი არ მომხდარა!"

ერთი განქორწინებისდა მიუხედავად მსახიობი მზად არის კვლავ დაქორწინდეს და ამაყად ატარებს საქმროს მიერ ნაჩუქარ უზარმაზარ ბრილიანტის ბეჭედს.ჯასტინში მას მისი იუმორი მოეწონა,მასთან "თავს კომფორტულად ვგრძნობდი,სხვა რომანტიულ პარტნიორებთან თავი ასე არსდროს მიგრძვნია".რაც შეეხება ქორწილს "თარიღი ჯერ არ დაგვითქვამს,რომც დაგვეთქვა არ გეტყოდით!". რაც შეეხება შესაძლო შვილების ყოლას,ჯენიფერი თვლის,რომ ეს ""დატანჯული" თემაა,ყოველთვის ვნერვიულობ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას,რადგანაც ძალიან პირადულია.ვინ იცის რა მოხდება?ჩვენ სურვილი გვაქვს და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის"

ჯენიფერ ენისტონი The Hollywood Reporter
ჯენიფერ ენისტონი The Hollywood Reporter

როგორც თვითონ ამბობს,მხოლოდ ახლა ისწავლა სიბრაზის კონტროლი."ადრე მეგონა,რომ როცა ბრაზდებოდი ეს უნდა დაგემალა,საკუთარ თავში შეგენახა.ახლა კი ვხვდები,რომ ყველაფერი მხოლოდ თეთრი ან შავი არ არის.აუცილებლად ისტერიების ატეხვა არ არის საჭირო,მაგრამ არც თავი უნდა ჩაღუნო და ყველას არ უნდა დამორჩილდე."

ჯენიფერი ბევრს არ კითხულობს დისლექსიის გამო,რომელიც 20 წლამდე ვერ დაუდგინეს : "დისლექსიის შესახებ პირველად მაშინ შევიტყვე,როცა სათვალეების რეცეპტისთვის მივედი ექიმთან.ექიმმა სპეციალური სათვალე მომცა,რომლის ერთი მინა წითელი იყო,მეორე ლურჯი.ამ სათვალით ტექსტის კითხვა დამავალეს,რის შემდეგაც მასზე კითხვარი შემომიტანეს.10 კითხვიდან მხოლოდ 3-ს გავეცი პასუხი სწორად.თვალების კომპიუტერითაც შემიმოწმეს და ეს დაავადება აღმომიჩინეს.იქამდე კი უბრალოდ მეგონა ,რომ ჭკვიანი არ ვიყავი,სკოლაში ვერაფერს ვერ ვიმახსოვრებდი.ახლა კი თითქოს ყველა ჩემი ბავშვობის ტრამვა,ტრაგედია,დრამა აიხსნა!" ჯენიფერი სკოლაში კარგი მოსწავლე არ ყოფილა ისევ და ისევ დისლექსიის გამო,ამიტომაც თავდაჯერებულობისთვის იუმორი მოიშველია,თანაკლასელებს მოსწონდათ მისი იმორი,ჯენიფერის საყვარელი საგანი კი ხელოვნება გახლდათ.

ჯენიფერ ენისტონი The Hollywood Reporter
ჯენიფერ ენისტონი The Hollywood Reporter


Category: Photos, Stars
Tags:

Related
Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top