;


ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ამერიკელმა დიზაინერმა TOM FORD ნიუ იორკის მოდის კვირეულზე წარადგინა მამაკაცისა და ქალის სამოსის შემოდგომა-ზამთარი 2016 კოლექცია, რომელიც შთაგონებას სრულად 70’ წლებიდან იღებდა. დიზაინერმა დააკმაყოფილა ხალხის მოთხოვნა და მიესალმება მოდის ბიზნესში ცვლილებებს პრინციპით ‘SEE NOW, BUY NOW. განვმარტავთ, რომ გასულ სეზონს ტომმა გამოტოვა ნიუ იორკის მოდის კვირეული, სადაც წარმოდგენილი იყო შემოდგომა-ზამთრის კოლექციები, ამის ნაცვლად დიზაინერმა აირჩია ტაქტიკა აჩვენოს სეზონური კოლექცია და ჩვენების შემდეგვე გაყიდვაში ჩაეშვას მზა პროდუქციის სახით.

Tags:

Vetements-მა შემოდგომა-ზამთარი 2016 წლის საიმიჯო ლუქბუქის გადაღება კორსიკელ ფოტოგრაფ Pierre-Ange Carlotti-ს მიანდო, რომელმაც ანდროგენული შესახედაობის მოდელების დახმარებით 52 ფოტო წარმოგვიდგინა. წარმოშობით ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას კოლექცია დაკომპლექტებულია ახალი და გასული სეზონის პოპულარული unisex ნივთებით, რომლებიც ნამდვილი ბესტსელერები აღმოჩნდა მოდის/ინტერნეტის სამყაროში და მათზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება.

Tags:

21 წლის მოდელი ჯიჯი ჰადიდი, რომელიც ყოფილი მოდელის და "ცნობილი დიასახლისი" იოლანდა ფოსტერის ქალიშვილია ყოველთვის ექცეოდა ყურადღების ქვეშ გავლენიანი ოჯახის ჭრილში. დღეს ის წარმატებული მოდელი, ნამდვილი style icon-ი და თავადაც მილიონერია მისი წარმატებული სამოდელო კარიერის წყალობით. ჟურნალმა ფორბსმა 2016 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს შორის მე-5 ადგილზე დაასახელა. რაშია მისი წარმატების საიდუმლოება? შესანიშნავი გარეგნობის გარდა, გოგონა საინტერესო ცხოვრების სტილს ეწევა, მეგობრობს ცნობილ ადამიანებთან და გამოარჩევს მისი ჩაცმულობა. ჯიჯის მართლაც გასაოცარი სტილი აქვს, დატვირთული დღის განმავლობაში მას შეუძლია რამდენჯერმე მოირგოს სრულიად განსხვავებული სტილის ლუქები.

წარმოგიდგენთ ჯიჯი ჰადიდის ბოლოდროინდელ street wear მოდურ ჩაცმულობებს

Tags:

მოდელი ჟასმინ სანდერსი მხურვალე ალისფერ და ცივი მეტალიკის ბიუთი ტრენდებს ირგებს ტაივანური VOGUE-ს გამოცემისთვის. ვიზაჟისტი Lottie Stannard და მანიკურის ოსტატი Marisa Carmichael შესაბამისობაში მუშაობდნენ და კარგად გადმოსცეს ეს მთავარი ტრენდი: Shine Bright! თქვენც ნუ მოგერიდებათ ჰაილაითერებით ღაწვების გამოკვეთა და ქუთუთოებზე მბზინავი ლაინერის მკვეთრი ხაზის გავლება შემოდგომის სეზონისთვის.

Tags:


FENTY PUMA BY RIHANNA
AW16 COLLECTION

ნიო იორკის მოდის კვირეულზე რიანას და სპორტულ ბრენდ Puma-ს სადებიუტო ჩვენების შემდგომ მოდის სამყარო ელოდა კოლექციის გაყიდვაში ჩაშვებას. 2016 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია პირველად 6 სექტემბერს ნიუ იორკის Bergdorf Goodman-ში პოპ-აპ მაღაზიის ფორმატით წარადგინეს, რომელსაც თავად დაესწრო რიანა. კოლექციის შექმნა რიანას იაპონურმა street კულტურამ შთააგონა, რომელიც შეერწყა პუმას სპორტულ სტილს. პროექტის წარმატებაზე კოლექციის გაყიდვაში ჩაშვების დღეს sold out სამოსი მოწმობს.

"I WANTED TO TAKE PUMA TO A NEW PLACE WITH SOMETHING UNPREDICTABLE AND UNEXPECTED."


Tags:

ედითორიალი Under Control ონლაინ ჟურნალ Fucking Young! -სთვის, რომლისთვისაც სტილისტმა Nista Permpoon დიზაინერების Comme des Garçons, Vetements, Alexander Wang, Nicopanda, Saint Laurent სამოსი მოარგო მოდელ მამაკაც Dane Bell-ს.


Tags:

რთულია თვალი მოწყვიტო Gucci-ს სუნამოს Guilty ახალ სარეკლამო რგოლს ჯარედ ლეტოს მონაწილეობით. მსახიობს კომპანიონობას უწევენ მოდელები Julia Hafstrom და Vera Van Erp. მანდარინის, წიწაკის, იასამნის და ატმის ქარვისფერი სურნელი რეჟისორმა Glen Luchford წარმოადგინა სექსუალური და მაცდური სახით. გადაღებები ვენეციაში შედგა. ქალაქი, სადაც თავისუფლება ენიჭებოდა ხალხის სურვილებსა და ვნებებს. რეჟისორი აღწერს სამი საყვარლის დამაინტრიგებელ, ჰარმონიულ და მგზნებარე ურთიერთობას #GuiltyNotGuilty

Tags:

GIGI HADID’S TOMMY HILFIGER collab
ახალგაზრდა მოდელი ჯიჯი ჰადიდი, რომელმაც შტურმით დაიპყრო მოდის სამყარო ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო დიდ ზეგავლენას იხვეჭს მოდის სფეროში. ცნობილი ინსტა-გოგონა და IT girl საკულტო ბრენდის Tommy Hilfiger-ის შემოდგომა-ზამთარი 2016 წლის სარეკლამო სახეა. თავდაპირველად ვიხილეთ სუნამოს ‘THE GIRL’ სარეკლამო რგოლში, რომლის მთავარ მოტივს მეზღვაურის თემა წარმოადგენს. შემდგომ კი გაგვიმხილეს, რომ Tommy Hilfiger-ის მიმდინარე სეზონისთვის კოლექციის შექმნისას ცნობილმა ამერიკულმა ბრენდმა ჯიჯის პერსონალურ სტილს დაუკავშირა დიზაინი.


Tags:



Kenzo-ს ახალი სუნამოს პროვოკაციული და დინამიური სარეკლამო რგოლი ოსკაროსანი რეჟისორისგან Spike Jonze.
Kenzo World ახალი სუნამო თავისუფალი და სიახლის მოყვარული ახალგაზრდებისთვისაა, მსახიობი მარგარეტ ქუილი (Margaret Qualley; სერიალიდან The Leftovers) სარეკლამო რგოლში ზურმუხტისფერ კაბაში გამოწყობილი გვევლინება, ქორეოგრაფია ეკუთვნის Ryan Heffington-ს, რომელიც ასევე დამდგმელი ქორეოგრაფი გახლდათ Sia-ს ცნობილი კლიპისთვის “Chandelier”.


Tags:

ამერიკაში მოღვაწე ბრაზილიელი მოდელი ჟიზელ ოლივეირა ამომავალი ვარსვკლავია. გოგონა შოკოლადისფერი თმითა და გრძელი ფეხებით ჩვენს ყურადღებას ჩაცმის სტილით იპყრობს, შესანიშნავი გემოვნება და სუპერმოდელის სხეული თავგზას გვიბნევს კლასიფიცირება გავუკეთოთ მის სტილს chic და ჰიპსტერულს შორის.

მას ხშირად მოსავს Nasty Gal, American Apparel, RAT & BOA, For Love & Lemons, GCDS, KTZ, UNIF, არ ზოგავს თანხას ცნობილი ბრენდების Gucci, Louis Vuitton, YSL, CHLOE-ის ჩანთებზე. მისი საყვარელი აქსესუარია შავი ჩოკერი და matte-ტუჩსაცხი ბუნებრივ ტონალობაში, უბრალო oversized მაისურები ბრენდირებული წარწერებით ვინტაჟ სტილში.

Tags:

უნიკალური კინომოვლენა დიდ ეკრანებზე მხოლოდ ერთი დღით - 8 სექტემბერს!
Nick Cave & The Bad Seeds დოკუმენტური ფილმი/კონცერტი

რეჟისორმა ენდრიუ დომინიკმა ნიკ კეივი და ბენდი the Bad Seeds ახალ მუსიკალურ ალბომზე მუშაობის ურთულეს პროცესში გადაიღო, ფილმში გაჟღერებულია თითოეული სიმღერა ახალი ალბომიდან. დოკუმენტურ კადრებს, ინტერვიუებსა და ფლეშბექებს თან ერთვის ნარატივი თავად ნიკისგან, მუსიკოსი გვესაუბრება მის შემოქმედებით შთაგონებებზე, ემოციებსა და დაბრკოლებებზე. ჩაწერა და გადაღებები 2014 წელს დაიწყო, რეჟისორი ამ კადრებს შავ-თეთრ ფირზე წარმოგვიდგენს 3D ფორმატში. 8 სექტემბერს დოკუმენტური ფილმი-ალბომი მსოფლიოს მასშტაბით 650 კინოთეატრში იქნება ნაჩვენები, მხოლოდ 1 დღით! მომდევნო დღიდან კი ალბომი გაყიდვაში ჩაეშვება. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება შეაფასოს ნიკ ქეივის ახალი ალბომი "Skeleton Tree" მის ოფიციალურ გამოსვლამდე!

ONE MORE TIME WITH FEELING
კინოჩვენებას საქართველოში კავეა თბილისი მოლი უმასპინძლებს 3D ფორმატში
8 სექტემბერი 21:00 ფასი: 21 ლარი ENG 3D


Tags:

FALL’S HOTTEST TREND: VELVET
შემოდგომის მთავარი ტრენდი - ხავერდი

მოუთმენლად ველოდებით შემოდგომის სიგრილეს, რათა შევძლოთ Marc Jacobs, Ralph Lauren, Valentino, Alberta Ferretti და სხვა მრავალი ცნობილი დიზაინერების პოდიუმზე ნანახი ულამაზესი ხავერდის (бархат, velvet) ტრენდის გამეორება. აქტუალური იქნება ხავერდის მატერიის აქსესუარებიც: ყელსაბამი-ჩოკერების თუ ფეხსაცმლის სახით. ამ მატერიის მდიდრული იერი განსაკუთრებით ლურჯ და მწვანე ტონალობებში აღიქმევა, ახალგაზრდული იქნება ბაცი ვარდისფერის ტონალობაში. შეეცადეთ ამ ძვირფას მატერიას კომბინირება გაუკეთოთ და შეუთავსოთ უბრალო მაისურსა თუ ჯინსებს, რათა დანერგოთ ყოველდღიურ street wear გარდერობში.

Tags:

გამოქვეყნდა Forbes-ის 2016 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების მორიგი სია და უკვე მე-14 წელია #1 პოზიციას არ თმობს ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი, რომელმაც უკვე დატოვა პოდიუმი, თუმცა კვლავ აქტიურად იღებს მონაწილეობას სარეკლამო კამპანიებში. მას მოსდევს ასევე ბრაზილიელი ბომბშელი ადრიანა ლიმა, თუმცა ვერავის ძალუძს ფინანსური წარმატების მხრივ ღირსეული კონკურენტობა გაუწიოს ჟიზელს. 2016 წელს მის ანგარიშზე $30.5 მილიონია, მეორე ადგილზე მყოფმა ადრიანამ კი მხოლოდ $10.5 მილიონი გამოიმუშავა ბოლო წლის განმავლობაში. მას ფეხდაფეხ მისდევენ ახალგაზრდა მოდელები კარლი კლოსი და კენდალ ჯენერი ასევე $10 მილიონით. სიაში პირველად მოხვდა ჯიჯი ჰადიდი $9 მილიონიანი კონტრაქტებით, რითიც როზი-ჰანტინგტონს გაუთანაბრდა.

Tags:

პლატინიუმ-ქერათმიანი მოდელი ელზა ჰოსკი კვლავ MAVI'ს ჯინსების სარეკლამო სახეა. 2016 წლის შემოდგომა-ზამთრის დინამიურ ფოტოსესიაში მას შეუერთდნენ მოდელები Jordan Barrett და Francisco Lachowski. მათ მოსავთ ბრენდ MAVI და Adriano Goldschmeid-ს პარტნიორობით შექმნილი ნაწარმი. MAVI-ს ჯინსებმა განაახლა დიზაინი და შეინარჩუნა მათი სამარკო Indigo Move დენიმის უნიკალურობა, ჯინსები - რომლებიც თავიანთი მოქნილი მატერიით სპორტულ სამოსს ედრება. შვედმა მოდელმა სწორედ ჯინსების მოხერხებულობას გაუსვა ხაზი სარეკლამო კამპანიის ფოტოსესიაში.

Tags:

DIOR-ის ამბასადორი, 26 წლის მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი წარმოგვიდგენს ბრენდის შემოდგომა-ზამთარი 2016 წლის ჩანთების კოლექციას. მსახიობი ლეგენდარულ ბრენდთან 2013 წლიდან მოყოლებული თანამშრომლობს, უახლეს კამპანიას Patrick Demarchelier გაუძღვა, საოცრად დახვეწილ და ელეგანტურ ჯენიფერს დიორის Diorama და Diorever -ის მოდელის ჩანთები ამშვენებს განახლებული პრინტითა და შარფებით.

Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • ...
  • 1034
  • »


  • Welcome to ANGEL.GE

    at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

    some articles are translated to English via google.com

    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Back to Top