;
13 სექტემბერი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 1225-ჯერ
ნიუ იორკის მოდის კვირეულზე დიზაინერებმა Dao–Yi Chow და Maxwell Osborne წარმოადგინეს DKNY 2017 წლის ზაფხულის კოლექცია, რომელიც როგორც თვითონ ამბობენ თავად ფუტურისტული ნიუ იორკისთვის შექმნეს DKNY-ს ფესვებზე დაყრდნობით, ამ ახალ სამყაროს კი “Neo Soho” უწოდეს, აქ ყველაფერი კონტრასტულია - soft and hard, elegance and street, tech and tradition, construction and deconstruction. დიზაინერები სპორტული სამოსის მცირე დეტალებით გამოკვეთენ სხეულის ქალურობას, ურბანული სტილი არ კარგავს სექსუალურობას.

Tags:
13 სექტემბერი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 992-ჯერ
ქერათმიანი სექსუალური მოდელი კეიტ აპტონი ჟურნალ Glamour-ის ოქტომბრის გამოცემისთვის სტილისტ Jillian Davison-ის დახმარებით წარმოგვიდგენს გვიანი-შემოდგომის მთავარ ტრენდს - McQ Alexander McQueen, Maison Margiela, Max Mara და Burberry-ის თბილ ქურთუკებს. ინტერვიუში კი მოდელი beauty-სტანდარტებზე საუბრობს, მოდელი ამბობს, რომ ის დიდი სიამაყით ღებულობს მის ქალურ ფორმებზე და უარს ამბობს დიეტებზე.

KATE UPTON for GLAMOUR october
Photographed by Carter Smith


Tags:
9 სექტემბერი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 600-ჯერ
დიზაინერმა Christian Siriano ნიუ იორკის მოდის კვირეულზე მისი 2017 წლის ზაფხულის კოლექციის წარმოსადგენად სხვადასხვა ტიპის სხეულის და ეთნიკურობის მოდელი მოიწვია. დიზაინერს კოლექციის შექმნა კაპრის კუნძულებზე ვიზიტმა შთააგონა, რაც 50-მდე მოდელით წარმოადგინა. კომბინიზონები და გრძელი-პერანგის ტიპის კაბები 60 და 70' წლების ფოტოებს მოგვაგონებს.

Tags:
9 სექტემბერი 2016      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 5076-ჯერ
Yeezy Season 4 by Kanye West
კანიე უესტმა, როგორც უკვე წარმატებულმა დიზაინერმა ნიუ იორკის მოდის კვირეულზე ახალი კოლექცია წარადგინა.
კოლექციის ჩვენება ღია სივრცეში ნიუ იორკის პარკში შედგა. კოლექცია სრულად შესრულებულია ნეიტრალურ ფერებში: კრემისფერი, თეთრი, გამჭვირვალე პლასტიკი და ხაკი. ჩვენებას კანიეს მეუღლე კიმ კარდაშიანი და მისი დები: კაილი და კენდალ ჯენერებიც Yeezy-ს სამოსში გამოწყობილები დაესწრნენ. წარმოგიდგენთ Yeezy "მე-4 სეზონი" კოლექციის ლუქბუქს.

Tags:
8 სექტემბერი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 2780-ჯერ
NYFW, SPRING/SUMMER 2017
Kendall + Kylie

კენდალ და კაილი ჯენერები
არ ჩამორჩებიან "სიძეს" - კანიე უესტს, რომელმაც თავისი ბრენდის YEEZY "მე-4 სეზონის" კოლექცია გვიჩვენა ნიუ იორკის მოდის კვირეულზე. დებმაც წარმოგვიდგინეს 2017 წლის ზაფხულისთვის განკუთვნილი კოლექცია. რთულია ისაუბრო კოლექციაზე, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი და რამდენიმე სხვადასხვა სტილის ტრენდი-ნივთების ერთობით. აშკარაა, რომ გოგონებს-კარდაშიანების-ოჯახიდან კარგად ესმით მოდის ბიზნესის სფერო. ცხადია, ეს უნივერსალური კოლექციაც კომერციულად წარმატებული იქნება.

Tags:
8 სექტემბერი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 1691-ჯერ
ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ამერიკელმა დიზაინერმა TOM FORD ნიუ იორკის მოდის კვირეულზე წარადგინა მამაკაცისა და ქალის სამოსის შემოდგომა-ზამთარი 2016 კოლექცია, რომელიც შთაგონებას სრულად 70’ წლებიდან იღებდა. დიზაინერმა დააკმაყოფილა ხალხის მოთხოვნა და მიესალმება მოდის ბიზნესში ცვლილებებს პრინციპით ‘SEE NOW, BUY NOW. განვმარტავთ, რომ გასულ სეზონს ტომმა გამოტოვა ნიუ იორკის მოდის კვირეული, სადაც წარმოდგენილი იყო შემოდგომა-ზამთრის კოლექციები, ამის ნაცვლად დიზაინერმა აირჩია ტაქტიკა აჩვენოს სეზონური კოლექცია და ჩვენების შემდეგვე გაყიდვაში ჩაეშვას მზა პროდუქციის სახით.

Tags:
8 სექტემბერი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 1178-ჯერ
Vetements -მა შემოდგომა-ზამთარი 2016 წლის საიმიჯო ლუქბუქის გადაღება კორსიკელ ფოტოგრაფ Pierre-Ange Carlotti-ს მიანდო, რომელმაც ანდროგენული შესახედაობის მოდელების დახმარებით 52 ფოტო წარმოგვიდგინა. წარმოშობით ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას კოლექცია დაკომპლექტებულია ახალი და გასული სეზონის პოპულარული unisex ნივთებით, რომლებიც ნამდვილი ბესტსელერები აღმოჩნდა მოდის/ინტერნეტის სამყაროში და მათზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება.

Tags:
8 სექტემბერი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 4020-ჯერ
21 წლის მოდელი ჯიჯი ჰადიდი, რომელიც ყოფილი მოდელის და "ცნობილი დიასახლისი" იოლანდა ფოსტერის ქალიშვილია ყოველთვის ექცეოდა ყურადღების ქვეშ გავლენიანი ოჯახის ჭრილში. დღეს ის წარმატებული მოდელი, ნამდვილი style icon-ი და თავადაც მილიონერია მისი წარმატებული სამოდელო კარიერის წყალობით. ჟურნალმა ფორბსმა 2016 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს შორის მე-5 ადგილზე დაასახელა. რაშია მისი წარმატების საიდუმლოება? შესანიშნავი გარეგნობის გარდა, გოგონა საინტერესო ცხოვრების სტილს ეწევა, მეგობრობს ცნობილ ადამიანებთან და გამოარჩევს მისი ჩაცმულობა. ჯიჯის მართლაც გასაოცარი სტილი აქვს, დატვირთული დღის განმავლობაში მას შეუძლია რამდენჯერმე მოირგოს სრულიად განსხვავებული სტილის ლუქები.

წარმოგიდგენთ ჯიჯი ჰადიდის ბოლოდროინდელ street wear მოდურ ჩაცმულობებს

Tags:
8 სექტემბერი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 1618-ჯერ
მოდელი ჟასმინ სანდერსი მხურვალე ალისფერ და ცივი მეტალიკის ბიუთი ტრენდებს ირგებს ტაივანური VOGUE-ს გამოცემისთვის. ვიზაჟისტი Lottie Stannard და მანიკურის ოსტატი Marisa Carmichael შესაბამისობაში მუშაობდნენ და კარგად გადმოსცეს ეს მთავარი ტრენდი: Shine Bright! თქვენც ნუ მოგერიდებათ ჰაილაითერებით ღაწვების გამოკვეთა და ქუთუთოებზე მბზინავი ლაინერის მკვეთრი ხაზის გავლება შემოდგომის სეზონისთვის.

Tags:
7 სექტემბერი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 1821-ჯერ

FENTY PUMA BY RIHANNA
AW16 COLLECTION

ნიო იორკის მოდის კვირეულზე რიანას და სპორტულ ბრენდ Puma-ს სადებიუტო ჩვენების შემდგომ მოდის სამყარო ელოდა კოლექციის გაყიდვაში ჩაშვებას. 2016 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია პირველად 6 სექტემბერს ნიუ იორკის Bergdorf Goodman-ში პოპ-აპ მაღაზიის ფორმატით წარადგინეს, რომელსაც თავად დაესწრო რიანა. კოლექციის შექმნა რიანას იაპონურმა street კულტურამ შთააგონა, რომელიც შეერწყა პუმას სპორტულ სტილს. პროექტის წარმატებაზე კოლექციის გაყიდვაში ჩაშვების დღეს sold out სამოსი მოწმობს.

"I WANTED TO TAKE PUMA TO A NEW PLACE WITH SOMETHING UNPREDICTABLE AND UNEXPECTED."


Tags:
7 სექტემბერი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 808-ჯერ
ედითორიალი Under Control ონლაინ ჟურნალ Fucking Young! -სთვის, რომლისთვისაც სტილისტმა Nista Permpoon დიზაინერების Comme des Garçons, Vetements, Alexander Wang, Nicopanda, Saint Laurent სამოსი მოარგო მოდელ მამაკაც Dane Bell-ს.


Tags:
7 სექტემბერი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 1456-ჯერ
რთულია თვალი მოწყვიტო Gucci-ს სუნამოს Guilty ახალ სარეკლამო რგოლს ჯარედ ლეტოს მონაწილეობით. მსახიობს კომპანიონობას უწევენ მოდელები Julia Hafstrom და Vera Van Erp. მანდარინის, წიწაკის, იასამნის და ატმის ქარვისფერი სურნელი რეჟისორმა Glen Luchford წარმოადგინა სექსუალური და მაცდური სახით. გადაღებები ვენეციაში შედგა. ქალაქი, სადაც თავისუფლება ენიჭებოდა ხალხის სურვილებსა და ვნებებს. რეჟისორი აღწერს სამი საყვარლის დამაინტრიგებელ, ჰარმონიულ და მგზნებარე ურთიერთობას #GuiltyNotGuilty

Tags:
7 სექტემბერი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 1240-ჯერ
GIGI HADID ’S TOMMY HILFIGER collab
ახალგაზრდა მოდელი ჯიჯი ჰადიდი, რომელმაც შტურმით დაიპყრო მოდის სამყარო ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო დიდ ზეგავლენას იხვეჭს მოდის სფეროში. ცნობილი ინსტა-გოგონა და IT girl საკულტო ბრენდის Tommy Hilfiger-ის შემოდგომა-ზამთარი 2016 წლის სარეკლამო სახეა. თავდაპირველად ვიხილეთ სუნამოს ‘THE GIRL’ სარეკლამო რგოლში, რომლის მთავარ მოტივს მეზღვაურის თემა წარმოადგენს. შემდგომ კი გაგვიმხილეს, რომ Tommy Hilfiger-ის მიმდინარე სეზონისთვის კოლექციის შექმნისას ცნობილმა ამერიკულმა ბრენდმა ჯიჯის პერსონალურ სტილს დაუკავშირა დიზაინი.


Tags:
7 სექტემბერი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 1445-ჯერ


Kenzo-ს ახალი სუნამოს პროვოკაციული და დინამიური სარეკლამო რგოლი ოსკაროსანი რეჟისორისგან Spike Jonze.
Kenzo World ახალი სუნამო თავისუფალი და სიახლის მოყვარული ახალგაზრდებისთვისაა, მსახიობი მარგარეტ ქუილი (Margaret Qualley; სერიალიდან The Leftovers) სარეკლამო რგოლში ზურმუხტისფერ კაბაში გამოწყობილი გვევლინება, ქორეოგრაფია ეკუთვნის Ryan Heffington-ს, რომელიც ასევე დამდგმელი ქორეოგრაფი გახლდათ Sia-ს ცნობილი კლიპისთვის “Chandelier”.


Tags:
7 სექტემბერი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 2353-ჯერ
ამერიკაში მოღვაწე ბრაზილიელი მოდელი ჟიზელ ოლივეირა ამომავალი ვარსვკლავია. გოგონა შოკოლადისფერი თმითა და გრძელი ფეხებით ჩვენს ყურადღებას ჩაცმის სტილით იპყრობს, შესანიშნავი გემოვნება და სუპერმოდელის სხეული თავგზას გვიბნევს კლასიფიცირება გავუკეთოთ მის სტილს chic და ჰიპსტერულს შორის.

მას ხშირად მოსავს Nasty Gal, American Apparel, RAT & BOA, For Love & Lemons, GCDS, KTZ, UNIF, არ ზოგავს თანხას ცნობილი ბრენდების Gucci, Louis Vuitton, YSL, CHLOE-ის ჩანთებზე. მისი საყვარელი აქსესუარია შავი ჩოკერი და matte-ტუჩსაცხი ბუნებრივ ტონალობაში, უბრალო oversized მაისურები ბრენდირებული წარწერებით ვინტაჟ სტილში.

Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • ...
  • 1035
  • »



  • მოგესალმებით angel.ge-ზე

    საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Instagram
    • ანუკი არეშიძის დღიური
      "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
    • თაკო ჩხეიძის დღიური
      რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
    • სოფი ვილის დღიური
      დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
    • გიორგი ცაგარელის დღიური
      რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
    Back to Top