;


The British edition LOVE Magazine once again invites Kendall Jenner for Edoriller, where the model continues to be positioned in Calvin Klein. The summer collection of 2016 is a customary and kind of embodiment.



Tags:

მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეული Vogue.com-ზე!
წარმოგიდგენთ ამერიკული "ვოგის" არჩეულ ქართველ დიზაინერებს, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურეს საერთაშორისო პრესისა და მოწვეული სტუმრებისგან. მათთვის, ვისაც აინტერესებთ ქართველი დიზაინერების 2016 წლის სრული შემოდგომა/ზამთრის კოლექციები, წარმოგიდგენთ ჩვენებების მეორე ნაწილს:
Tamuna Ingorokva; Matériel by Tiko Paksashvili; Atelier Kikala
Tags:

ტოპ გოგო: ანი სულაბერიძე
ქართული მოდა რომ წინ მიიწევს და საკმაოდ პოპულარული ხდება ეს უდავოა. ამას ცხადყოფს სხვადასხვა მოდის კვირეულები, უცხოური გავლენიანი გამოცემები და მოთხოვნა ქართველ მოდელებზე. სამოდელო სფეროს ერთ-ერთი ახალი სახე, იმიჯ ცენტრის მოდელი ანი სულაბერიძეა. ის მხოლოდ 16 წლისაა და უკვე მოასწრო გამხდარიყო ჯილ სენდერის ექსკლუზივი. ის პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც ექკლუზიურად გაიარა ტოპ ბრენდის ჩვენებაზე. გამოკვეთილი ნაკვთებით, ცივი სახითა და გასაოცარი ქეთვოქით ანი ნამდვილად გამორჩეული მოდელია.

Tags:

მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ქართული მოდის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია წარმატებისკენ. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ქართველი დიზაინერები, მოდელები, It გოგონები და რაც, მთავარია საქართველოში შექმნილი კოლექციები მოხვდნენ. ამერიკული "ვოგის" გვერდებზე თბილისს არაერთხელ შეხვდებით სხვადასხვა ასპექტით. ამჯერად კი "ვოგის" მიერი არჩეულ ქართველ დიზაინერებს წარმოგიდგენთ, რომელთა სრული კოლექციები მოდის სფეროს ყველაზე გავლენიან ონლაინ გამოცემაში მოხვდა და მისი ხილვის საშუალება მთელ მსოფლიოს აქვს. აღსანიშნავია, რომ მოდის კვირეულის კომპეტენტურ სტუმრებს ქართველი დიზაინერების ნამუშევრები ძალიან მოეწონათ და დღევანდელი ქართული მოდის ეტაპი დადებითად შეაფასეს. მათთვის, ვინც ვერ შეძლო დასწრებოდა 2016 წლის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულს, წარმოგიდგენთ ქართველი დიზაინერების კოლექციებს. პირველ ნაწილში იხილეთ : AVTANDIL; Eloshi; George Pantsulaia
Tags:


დასრულდა მერსედეს-ბენც თბილისის მოდის კვირეული
სადაც ქართველმა დიზაინერებმა 2016-17 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციები წარმოადგინეს. კვირეულის ფარგლებში, რომელიც 5-9 მაისის ჩათვლით გაიმართა ვიხილეთ ავთანდილის, ატელიე კიკალა, აკა ნანიტაშვილი, თამუნა ინგოროყვა, დათუნა სულიკაშვილი, ატელიე 10'ა, GOLA DAMIAN, ELOSHI, დიანა ქვარიანი, გიორგი ქებურია, MATERIEL, LALO და 711-ს დამოუკიდებელი კოლექციები, რუსეთში მოღვაწე დიზაინერის ალექსანდრ არუტუნოვის და ბესარიონის ჩვენებები, ქეთევან მაისაიას ფეხსაცმელების კოლექცია, სოფია გონგლიაშვილი და ვასკას შოუ-გამოფენები. კვირეული აქტიურად გააშუქეს უცხოურ მედიაში. ყურადღების ქვეშ მოექცნენ ქართველი მოდელები და IT girl-ები, განსაკუთრებით გამოირჩეოდა VOGUE-ს საიტის მიმოხილვები. ენჯელ.ჯი- კი წარმოგიდგენთ სტუმრების ჩაცმულობას.

Mercedes-Benz Fashion Week TBILISI
Guest Style for www.angel.ge

photographer: Anna Batsikadze

Tags:



ქართველი დიზაინერების ნამუშევრები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვდა. ანუკი არეშიძის, ანუკა ქებურიას, თამუნა ინგოროყვას, ლელა ელოშვილისა და ქეთევან მაისაიას ნამუშევრები Vogue-მა ერთ სტატიაში გააერთიანა და მათზე თამამად და თავდაჯერებულად ისაუბრა. თქვენთვის ნაცნობი დიზაინერების გვერდით ქეთევან მაისაიაც მოხვდა, რომლის შესახებ საქართველომ უფრო მეტი უნდა იცოდეს. მისი ტყავის, ელვით გაწყობილი ფეხსაცმელები უკვე ძალიან პოპულარული და აქტუალურია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყიდება. 2016 წლის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის შემდეგ მან კიდევ ერთხელ მიიპყრო ყურადღება, გაიგეთ მეტი ქართველი დიზაინერის შესახებ, რომლის წარმატებაც გასცდა საქართველოს ფარგლებს.

Tags:


11 მაისს რიგით 69-ე კანის კინო ფესტივალი გაიხსნა, რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდება. ავსტრალიელი რეჟისორი ჯორჯ მილერი წლის კონკურსის ჟიურის პრეზიდენტი იქნება. ფრანგი მსახიობი Laurent Lafitte ცერემონიალის ყველა საღამოს გაუძღვება. ფესტივალი 11 მაისს ვუდი ალენის ფილმის პრემიერით Café Society გაიხსნა, იხილეთ ფილმის პრემიერის გლამურული წითელი ხალიჩა და გამორჩეული ფილმები, რომლებიც ნაჩვენები იქნება ფესტივალის ფარგლებში.
Tags:

მეგან ფოქსი შოპინგისას დააფიქსირეს ბრენტვუდის ქუჩებში.
მირანდა ქერი შოპინგისას დააფიქსირეს კალიფორნიის ქუჩებში.
კიმ კარდაშიანი ოჯახთან ერთად ჰავანას ქუჩებში დააფიქსირეს.
დემი ლოვატო ‘AOL NewFront 2016’–ზე დაწრებისას, ნიუ–იორკში.
ალესანდრა ამბროსიო ფოტოსესიის გადასაღებ მოედანზე, მალიბუში.
სოფი ტერნერი ‘ბბს’ რადიოს სტუდიასთან დააფიქსირეს, ლონდონში.
სოფია ვერგარა ‘ATAS Emmy Event’–ზე დასწრებისას, ლოს ანჟელესში.
ბლეიკ ლაივლი საფრანგეთში, ნიცის აეროპორტის დატოვებისას შენიშნეს.
რიანა ჯორჯო ბალდის რესტორნის დატოვებისას შენიშნეს, სანტა მონიკაში.
ჯიჯი ჰადიდი სასტუმროს დატოვებისას დააფიქსირეს ნიუ–იორკის ქუჩებში.
დაკოტა ჯონსონი ბიოფრენდთან ერთად ნიუ–იორკის ქუჩებში სეირნობისას.
ბეატი პრინსლო და ადამ ლევინი ლანჩზე მიმავალნი, დასავლეთ ჰოლივუდში.
რეიჩელ მაკადამსი ფილმ ‘Sonic Sea’–ის ჩვენებაზე დასწრებისას, ნიუ–იორკში.
ლედი გაგა ელტონ ჯონის მეუღლესთან ერთად მომღერლის კოლექციის ლანჩზე.
მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი ლანჩზე მიმავალნი დააფიქსირეს, კალიფორნიაში.
ელიზაბეტ ოლსენი და სებასტიან სტანი ‘Captain America: Civil War’–ის ჩვენებაზე.
ჯუდი ფოსტერი და კრისტენ სტუარტი ჯუდის ვარსკვლავის გახსნაზე, ჰოლივუდში.
ჯენიფერ ლოურენსი და ჯეიმს მაკევოი ‘X-Men: Apocalypse’–ის ჩვენებაზე, ლონდონში.
პაპარაცული ფოტოები: 2–9
Tags:



კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი
Captain America: Civil War

5 მაისიდან საქართველოს კინოთეატრებში!


მარველის შურისმაძიებლები მორიგ სურათში უკვე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ! მაყურებლის ორი საყვარელი გმირი რკინის კაცი და კაპიტანი ამერიკა საკუთარი მიზნების მიხედვით ერთმანეთის წინააღმდეგ გუნდებს აყალიბებენ. ფანები უკვე დიდიხანია ელიან სამოქალაქო ომის დადგომას დიდ ეკრანზე. ეს დროც დადგა!

ამდენი სუპერგმირი ერთ კადრში თქვენ ჯერ კიდევ არ გინახავთ! ლამაზი სპეცეფექტებით, გონებამახვილური იუმორითა და ფატალური სცენებით სამოქალაქო ომი კინოთეატრების დარბაზებში გელოდებათ.


Tags:


წლევანდელი Met Gala საინტერესო იყო მისი თემატიკიდან გამომდინარე, შესაბამისად მრავალი განსხვავებული, კრეატიული და ორიგინალური ლუქი ვიხილეთ. 2016 წლის Met Gala-ს თემას “Manus x Machina: მოდა ტექნოლოგიების ასაკში" რამდენიმე ვარსკვლავმა "ვოგის" აზრით, უკეთესად გაართვა თავი და სრულად წარმოადგინა თემატური კოსტუმი. დასამახსოვრებელი იყო წყვილების ლუქები, რომლებშიც "ვოგის" გადაწყვეტილებით ყველაზე გამორჩეულები KIM KARDASHIAN WEST & KANYE WEST გახდნენ. მათთვის , ვისაც აინტერესებს უფრო მეტი დეტალი წვეულებიდან იხილეთ:
Met Gala 2016-ის დეტალები:
* გამორჩეული წყვილები;
* ტრენდები წითელი ხალიჩიდან;
* საუკეთესო ვარცხნილობა & მაკიაჟი;
* Vogue-ს საუკეთესო ლუქების სია
Tags:


ნიუ-იორკის ხელოვნების მუზეუმში წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კოსტუმირებული საღამო გაიმართა. Met Gala - Costume Institute Gala 1995 წლიდან ანა ვინტური ხელმძღვანელობს. საღამოს თემისა და დამსწრე სტუმრების არჩევა "ვოგის" რედაქტორის პრეროგატივაა. ყოველწლიურად წვეულება მეტროპოლიტენის მუზეუმისთვის ფონდების მოსაძიებლად ტარდება, რეკორდულ შემოსავალს - 12 მილიონს 2015 წელს მიაღწია. 1946 წლის შემდეგ ყველაზე გამორჩეული და განსხვავებული წვეულება საინტერესოა, როგორც ვარსკვლავებისთვის, ასევე მოდის მოყვარულთათვის. კონკრეტული თემის მიღმა მოწვეული სტუმრები სხვადასხვა არჩევანს აკეთებენ და წითელი ხალიჩაც მრავალფეროვანია. შარშანდელი ჩინური კულტურის თემის შემდეგ, 2016 წლის Met Gala-ს თემაა “Manus x Machina: მოდა ტექნოლოგიების ასაკში", რაც რამდენიმე სტუმრის ლუქზე განსაკუთრებულად წარმოჩინდა. იხილეთ Met Gala 2016-ის წითელი ხალიჩის სრული სია.

Met Gala 2016
Tags:


"შავი გედის" შემქმნელები წარმოგვიდენენ
პარიზს - მაღალი მოდის სამყაროს.
გრძნობები, ფუფუნება, ღალატი და შურისძიება... ახალგაზრდა გოგონა ემმა ცდილობს თავი დაიმკვიდროს პარიზის მოდის ბიზნესში, მისი კარიერა დაბრკოლებებით და დაძაბულობითაა აღსავსე. სიმპატიურ და წარმატებულ ფოტოგრაფთან რომანი და კარიერული წარმატებაც კი გარკვეული დროის შემდეგ არაჯანსაღ აკვიატებაში გადაიზრდება.

ფილმში მთავარ გმირს განასახიერებს მოდელი მარია პალმი, დანიელი მოდელი ფილმის გმირის მსგავსად სწავლის დასრულების შემდეგ პარიზში მოღვაწეობდა, ეს მარიასთვის სადებიუტო ფილმია. ფოტოგრაფის როლში კი მსახიობი ედ სკრეინია, რომელიც შესაძლოა გეცნობოდეთ Game of Thrones -დან დაარიოს როლით. .28 აპრილიდან კინოთეატრებში "კავეა ისთ პოინტი" და "ამირანი"


Tags:

სოფი ტერნერი ლონდონის ქუჩებში სეირნობისას დააფიქსირეს.
კაილი ჯენერი შოპინგისას დააფიქსირეს ლოს ანჟელესის ქუჩებში.
ჯენიფერ ლოპესი შოპინგისას დააფიქსირეს კალიფორნიის ქუჩებში.
მონიკა ბელუჩი რესტორნის დატოვებისას დააფიქსირეს მილანის ქუჩებში.
შეი მიტჩელი ‘AOL Build Speaker Series’–ზე დასწრებისას, ნიუ–იორკში.
ერიკ ბანა თავისი უალესი პროექტის პრომოუშენზე მიმავალი, ნიუ–იორკში.
ემა უოტსონი საქმიან შეხვედრაზე მიმავალი შენიშნეს ნიუ–იორკის ქუჩებში.
ანჯელინა ჯოლი რესტორნის დატოვებისას დააფიქსირეს ლონდონის ქუჩებში.
პრიანკა ჩოპრა ‘2016 Time 100 Gala’–ს ივენთზე დასწრებისას, ნიუ–იორკში.
ირინა შეიკი ფოტოსესიის გადასაღებ მოედანზე შენიშნეს ნიუ–იორკის ქუჩებში.
ჯესიკა ბილი ‘Baby2Baby & Tiny Prints Mother’s Day Playdate’–ის ივენთზე.
ემა სტოუნი მეგობრებთან ერთად ლანჩზე მიმავალი შენიშნეს მალიბუს ქუჩებში.
ქეით უინსლეტი ‘2016 GQ Food & Drink Awards’–ზე დასწრებისას, ლონდონში.
კიტ ჰერინგტონი, როუზ ლესლი და ნატალი დორმერი ‘Doctor Faustus gala’–ზე.
ტრევის ფიმელი ფილმ ‘Maggie’s Plan’–ის პრემიერაზე დასწრებისას, ჰოლივუდში.
ელიზაბეტ ოლსენი და ემილი ვენკამპი ‘Captain America: Civil War’–ის პრემიერაზე.
კიმ კარდაშიანი დასთან და მეგობრებთან ერთად კორტნის დაბადების დღის აღნიშნვისას.
როზი ჰანტინგტონ უაითლი ლაქსის აეროპორტის დატოვებისას დააფიქსირეს ლოს ანჟელესში.
პაპარაცული ფოტოები: 25–27
Tags:

გაზაფხულის სეზონი მოდური სიახლებით დატვირთული იყო. თბილისის მოდის კვირეულის დასრულების შემდეგ დატოვებული შთაბეჭდილებებით ერთ-ერთ გამორჩეულ ჩვენებად More is love შეგვიძლია ჩავთვალოთ. ჩვენება, რომელშიც კომბინირიებული იყო სხვადასხვა დიზაინერების სამოსი და კოლექციების წარმდგენები, რომლებიც არა მოდელები, არამედ გამორჩეული It გოგონები არიან. ჩვენებაზე მაყურებლის წინაშე წარსდგნენ რუსკა მაყაშვილი, სალომე ღვინიაშვილი, ანი ფხაკაძე, ნინო და ლალო დოლიძეები და სხვა გამორჩეული მოდური გოგონები, რომელთა სტილიც ყოველთვის საინტერესო და გამორჩეულიMore is love-ის სამოსთან ერთად. მოდის კვირეულზე ბრენდმა თავისი მოდური მომხმარებლების 2016 წლის გაზაფხული/ზაფხულის ლუქები წარადგინა, რომლებიც უკვე ონლაინ გაყიდვაშია.
Tags:

როგორ ამოვიცნოთ მოღალატე მამაკაცი
და როდის და ვის უნდა მივმართოთ საფრთხის თავიდან ასაცილებლად


ყველაფერი ერთი უბრალო, საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვით იწყება. გონივრული გაგრძლება ამ ეჭვის დადასტურება ან გაქარწყლებაა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში გარკვევას არ ვიწყებთ და თავს ვირწმუნებთ, რომ ყველაფერი კარგადაა. ხოლო როცა სიმართლის გარკვევას გადავწყვეტთ, დგება საკითხი, თუ ვის უნდა მივმართოთ დასახმარებლად?

„კერძო დეტექტივი ქალების“ კვლევის შედეგების თანახმად, დაოჯახებული მამაკაცების 49.4%-ს და ქალების 16%-ს მეუღლისთვის ერთხელ მაინც უღალატია. გამოკითხული მამაკაცების 78% და ქალების 21% ფლირტს ღალატად არ მიიჩნევს. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ღალატის გამოვლენის საუკეთესო ხერხად ქალების 69% კერძო დეტექტივს მიიჩნევს, 16% ნათელმხილველს, 15 %-ს კი ურჩევნია, სამეგობრო წრის დახმარებით გაარკვიოს სიმართლე.

Tags:
  • «
  • 1
  • ...
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • ...
  • 1033
  • »


  • Welcome to ANGEL.GE

    at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

    some articles are translated to English via google.com

    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Back to Top