;


Elite Model Look Georgia 2016
ნაციონალური კასტინგი დაიწყო!


Elite Model Look - N1 პროფესიული საერთაშორისო სამოდელო კონკურსი, უნიკალური შესაძლებლობა გახდეთ მსოფლიო მოვლენის მონაწილე და დაიკავოთ საპატიო ადგილი აღიარებულ ტოპ მოდელთა შორის.
მსურველთა ონლაინ რეგისტრაცია მიმდინარეობს ღონისძიების ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე: apps.facebook.com/elitecastingge/ ან სამოდელო სააგენტოს IC Model Managemen-ის ოფისში.

მსურველებს ვიწვევთ ნაციონალურ კასტინგზე
18 ივნისს 12:00 საათზე ისთ ფოინთში

Tags:

Victoria’s Secret-ის ენჯელი ჟოზეფინ სკრივერი The Edit-ის გამოცემისთვის სანაპიროზე პოზირებს. დანიელი მოდელი Net-A-Porter-ის კატალოგის მიერ შერჩეულ Lisa Marie Fernandez, Chloe, Bottega Veneta და Eres-ის საცურაო კოსტუმებსა და სამოსში გამოწყობილი თვალისმომჭრელად გამოიყურება. გამოცემის მთავარი თემაც სწორედ ეს არის CHIC ESCAPE.

Tags:


RESORT 2017
Louis Vuitton

დიზაინერმა Nicolas Ghesquière რიოში Niterói-ს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში წარმოადგინა Louis Vuitton-სთვის მის მიერ შექმნილი რიგით მე-3 Resort კოლექცია. გასაოცარმა ლოკაციამ 500-მდე სტუმარს უმასპინძლა, კოლექცია კი რიოში დაგეგმილ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების თემასს ეძღვნებოდა. კოლექციამ აღფრთოვანება გამოიწვია ახალგაზრდებში, ეს გამოძახილი იყო ბოლო დროის სპორტული და გრანჟ ტრენდისა, Louis Vuitton-მა გაამყარა ამ მიმდინარეობის გავლენა მოდის სფეროში. ქოლორ-ბლოქ კაბები სკუბა-დაივინგის კოსტუმების სტილში, საწვიმარები და პარკა მოსახურები დეკონსტრუირებული დეტალებით, აქსესუარები კი LV-ს ფერადი მონოგრამული პრინტით NASCAR-ის გრაფიკით თავს დაიმკვიდრებს მომავალი წლის resort კოლექციისთვის. ნიკოლასი ამბობს, რომ მას ესმის თანამედროვე ქალების, რომელთაც სურთ მეტი სპორტული-შიკი შემატონ გარდერობს.: “I think what defines our time is that women want to look sophisticated and they want casual sports clothes—those are the two big obsessions.”

Tags:

მოდელი მარიშა ურუშაძე წარმოგვიდგენს ქართული ონლაინ კატალოგის N-Duo-Concept გაზაფხულის ლუქბუქს Easy opulence. N-Duo-სთვის შერჩეული სამოსი და აქსესუარები LAURENCE DACADE, TOME, TIBI, KAYU, LELE SADOUGHI, A.W.A.K.E, SARA BATTAGLIA, ELLERY დიზაინერების კოლექციებიდან ყვავილოვანი პრინტებითა და გეომეტრიული ჭრილებით რომანტიულ და დინამიურ ლუქებს ქმნიან.


Tags:


"Warcraft: The Beginning"
ლეგენდარული ონლაინ თამაშის პირველი ეკრანიზაცია
უკვე კინოთეატრებშია, ქართულ ენაზე!

ივნისის თვის კინოპრემიერებიდან გამოვარჩევდით მძაფრსიუჟეტიან-ფანტასტიკას, ფილმი, რომელიც ამ თამაშის მოყვარულებისთვის ნამდვილი სიურპრიზია - "ვორკრაფტი" (2016). ასაკობრივი კატეგორია: PG-13 ფილმში მთავარ პერსონაჟს "სერ ანდუინ ლოტარს" განასახიერებს სერიალ Vickings-ების ვარსკვლავი ტრევის ფიმელი, "მეფე ლლეინ რინის" როლში ბრიტანელი მსახიობი დომინიკ კუპერი გვევლინება. ფილმი ადამიანებსა და ორკებს შორის დაპირისპირებაზე აკეთებს ფოკუსს, როდესაც ორკის მებრძოლები ადამიანებით დასახლებულ აზეროტის მიწაზე დაეშვებიან, რათა მოიპოვონ საცხოვრისი მიწა ორკის სამყაროს დაღუპვის შემდეგ. ბრძოლა თვითგადარჩენისთვის იწყება, თანამოსახლეობა თუ ბრძოლა მიწა-წყლისთვის.


Tags:

დღიურის ერთგული მკითხველებისთვის!
პროექტის შემდეგი სტუმარი "მის საქართველო" ნუკა ყარალაშვილია. "ცეკვავენ ვარსკვლავებისა" და მოდის კვირეულების შემდეგ ნუკა სამსახურს დაუბრუნდა, სამშენებლო კომპანია King David-ში ის აქტიურად განაგრძნობს მუშაობას და სხვადასხვა შემოთავაზებაზეც არ ამბობს უარს. დღიურში ნუკა გულწრფელი იყო, ჩამოაყალიბა თავისი აზრები და მკითხველს საინტერესო დღიური მოუმზადა. ჟურნალისტის მიერ დაწერილი ფრაზები თამამად შეავსო და "სანიმას" ხალათში გამოწყობილმა ფოტოსესიაც ჩვეულ რეჟიმში, თავისუფლად და კომფორტულად განაგრძო.
იხილეთ ნუკა ყარალაშვილის დღიური მხოლოდ Angel.ge-ზე!

- "მის საქართველოს" ტიტულის მთავარი ხიბლია...
- ჩემი ულამაზესი ქვეყნის "მისობა" და არა სხვა ქვეყნის.
- ყველაზე უცნაური კითხვა, რომელიც დაუსვამთ არის...
- მის საქართველო ჩააწყვე?
- ცხოვრებისეული ფრაზა, რომელიც მუდამ გონებაში მიტრიალებს...
- "იყავი ის, რაც ხარ."
Tags:


The Neon Demon

The Neon Demon-ნიკოლას ვინდინგ რეფნის მიერ გადაღებული საშინელებათა ფილმი გახლავთ, რომლის პრემიერაც კანის კინო ფესტივალზე შედგა. ტრილერში მთავარ როლეს ასრულებენ: ელე ფენინგი, ები ლი კერშაუ, კიანუ რივზი, ქრისტინა ჰენდრიკსი, ჯენა მელოუნი და სხვები. ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს დამწყებ მოდელზე, რომელიც ლოს ანჯელესში გადადის საცხოვრებლად, კარიერული წარმატების ძიების პროცესსში კი მის გარემოცვას სახიფათო კოლეგები წარმოადგენენ, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები, რათა ჰპოვონ ჯესის სილამაზე.

The Neon Demon
Tags:

Bar Refaeli covers ELLE Spain, june 2016
სამოდელო სფეროში ნამდვილად ბეიბი ბუმია. ამჯერად დედები გახდებიან: ბარ რაფაელი, ქენდის სვეინპოლი და ბეატი პრინსლუ. ებრაელმა მოდელმა ესპანური ELLE-ს ივნისის გამოცემა დაამშვენა, სადაც ცნობილი დიზაინერების სამოსში გამოწყობილი დიდი მუცლის პოზირებს. ბარ რაფაელი ფოტოგრაფმა Eyal Nevo გადაიღო, სტილისტმა Inmaculada Jimenez მას Dior, Isabel Marant, Eres და Cartier-ს სამკაულები მოარგო.

Tags:

Lily Aldridge & Rosie Huntington-Whiteley
ELLE Australia’s June issue

სუპერმოდელები როზი ჰანტინგტონ-უაითლი და ლილი ოლდრიჯი ავსტალიული ELLE-ს ივნისის გამოცემის გარეკანს ამშვენებენ. თეთრებში შემოსილი მოდელები Simon Upton-მა მალიბუს სანაპიროზე, კალიფორნიაში გადაიღო. გამოცემა Pink Hope-კამპანიას, ანუ ქალის ჯანმრთელობის თემას უჭერს მხარს, მოდელები კი ინტერვიუში თავიანთი ცხოვრების სტილზე და მეგობრობაზე საუბრობდნენ.

Tags:

პორტუგალიელი ტოპ მოდელი სარა სამპაიო ესპანური გლამურის ივნისის ნომერში მოხვდა. ამარ დევედის ფოტოებიექტივში სარა მოსკინოს, ბოტეა ვენეტას, ლაკოსტეს და სხვა ცნობილი ბრენდების საცურაო კოსტიუმებით პოზირებდა. მაისის თვეში კი სარას ფოტო Victoria's Secret-ის მოდელებთან კიდევ ერთ ესპანურ გამოცემას, VOGUE-ს ამშვენებდა: მარტა ჰანტი, სტელა მაქსველი, ჟასმინ ტუკსი, ელზა ჰოსკი, რომი სტრაიჯი და ტეილორ ჰილთი მაშინაც ზღვისპირას პოზირებდნენ.

Tags:

2016 წლის ივნისის პრემიერები საქართველოს კინოთეატრებში
ივნისის თვე საქართველოს კინოთეატრებისთვის ცხელი და დატვირთული პერიოდია. საშუალება მოგვეცემა რუსთაველი, ამირანი, კავეა თბილისი მოლსა და კავეა ისთ ფოინთში და აპოლოში ვიხილოთ მსოფლიო პრემიერები. სულ ახლახანს კი შედგა პრემიერები ფილმისა: "X-ადამიანები: აპოკალიფსი", "კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი", ლეგენდარული ონლაინ თამაშის ეკრანიზაცია "ვარკრაფტი" და "ალისა სარკის მიღმა" - რომელიც "ალისა საოცრებათა ქვეყანაში"-ს მეორე ნაწილს წარმოადგენს.

ველით ფილმებს: THE NICE GUYS, MONEY MONSTER, SUICIDE SQUAD. მულტიპლიკაციურ ფილმს FINDING DORY - ნემოს შემქმნელებისგან, დისნეის ახალ მულტფილმს: THE BFG. TEENAGE MUTANT NINJA TURTLES: OUT OF THE SHADOWS და THE LEGEND OF TARZAN-ს. ასევე ვიხილავთ რამდენიმე ჩვენი საყვარელი ფილმის მეორე ნაწილს: NOW YOU SEE ME 2, THE CONJURING 2, NEIGHBORS 2: sorority rising, INDEPENDENCE DAY: RESURGENCE...
ეწვიეთ კინოთეატრების ოფიციალურ საიტს მეტი ინფორმაციისთვის: www.kinoafisha.ge


Tags:

მოდელი ელზა ჰოლსკი [Elsa Holsk] წარმოადგენს
Free People’s-ის საფესტივალო კოლექციის ლუქბუს.

ქერათმიანი ლამაზმანი იდეალურად ირგებს როკ-ბოჰო-babe იმიჯს.

Tags:

The Jetset Diaries - ტანსაცმლის მწარმოებელი ლეიბლი, რომელსაც კარგად ესმის თანამედროვე ახალგაზრდა გოგოს დამოკიდებულება ცხოვრებისადმი" მოგზაურობის და თავისუფლების სიყვარული. წარმოგვიდგენს 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ლუქბუქს.

Tags:

მირანდა ქერი შარლ დე გოლის აეროპორტში დააფიქსირეს, საფრანგეთში.
ბრიტნი სპირსი და რიანა ‘2016 Billboard Music Awards–ზე, ლას ვეგასში.
კიმ კარდაშიანი და ქანიე უესტი რომის ოპერის სახლში გამართულ ივენთზე.
რაიან გოსლინგი და რასელ ქროუ ‘The Nice Guys’–ის პრემიერაზე, ლონდონში.
მარიონ კოტიარი, ვინსენტ კასელი და გასპარ ულიელი კანის კინოფესტივალზე.
კეტი პერი და ორლანდო ბლუმი ‘amfAR’s 2016 Cinema Against AIDS Gala’–ზე.
ჯესიკა ალბა და ქეით ბეკინსეილი ‘2016 Billboard Music Awards’–ზე, ლას ვეგასში.
ადრიამა ლიმა ბოიფრენდთან ერთად ‘amfAR’s 2016 Cinema Against AIDS Gala’–ზე.
კრისტენ სტუარტი საუკეთესო მეგობრთან ერთად ლაქსის აეროპორტში დააფიქსირეს.
შარლიზ ტერონი და შონ პენი ‘The Last Face’–ის პრემიერაზე კანის კინოფესტივალზე.
მონიკა ბელუჩი და კირა ნაითლი რომის ოპერის სახლში გამართულ ივენთზე, იტალიაში.
ჰეიდი კლუმი და როზი ჰეტინგტონ უაითლი ‘amfAR’s 2016 Cinema Against AIDS Gala’–ზე.
ბელა ჰადიდი, შანელ იმანი და ბარბარა პალვინი ‘amfAR’s 2016 Cinema Against AIDS Gala’–ზე.
ირინა შეიკი, ალესანდრა ამბროსიო და ტონი გარნი ‘amfAR’s 2016 Cinema Against AIDS Gala’–ზე.
კარლი კლოსი, დოუცენ კრუზი და იზაბელ გულიარტი ‘amfAR’s 2016 Cinema Against AIDS Gala’–ზე.
პაპარაცული ფოტოები: 19–23
Tags:

Amuse Society “Dazed & Amused”
spring-summer 2016 lookbook
Amuse Society-ს 2016 წლის ზაფხულის კოლექციისთვის შეირჩა სახელწოდება “Dazed & Amused”, რომელიც კარგად აღწერს ახალგაზრდულ განწყობას. ბრენდი კი საკუთარ თავს ასე ახასიათებს: "Amuse Society channels a rock muse on a beach holiday.”

Tags:
  • «
  • 1
  • ...
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • ...
  • 1033
  • »


  • Welcome to ANGEL.GE

    at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

    some articles are translated to English via google.com

    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Back to Top