;


https://38.media.tumblr.com/tumblr_mbie3ryjw71rwrnido1_r1_500.gif


ადრიანო ჩელენტანოს ფილმები ციტატებით

ადრიანო ჩელენტანო უკვე 77 წლისაა, მისი სახელი მილიონი ადამიანისათვის ასოცირდება იტალიასთან ისევე როგორც მიქელანჯელო და პიცა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მონაწილეობით ფილმი უკვე 15 წელია არ გამოსულა, მსახიობის ოქროს ფილმოგრაფია დღემდე პოპულარულია. წარმოგიდგენთ ციტატებს ფილმებიდან, რომლებიც აფორიზმებად დამკვიდრდნენ.

— მე არ შემიძლია ქალთან დავკავდე სიყვარულით, თუ მე მასზე შეყვარებული არ ვარ.
— და რამდენჯერ ყოფილხარ შეყვარებული?
— არცერთხელ.

"მე აუცილებლად დავქორწინდები შენზე, ყოველ შემთხვევაში შევხმიანდეთ".

http://static.gq.ru/iblock/392/39231f41bc5c07165f63202076dd16c8.jpg
Tags:



ცნობილი ზღაპრის კონკია ანუ Cinderella/Золушка-ს მრავალი ეკრანიზაცია და ფილმი გვინახავს ადაპტირებებული სცენარით. ჩვენთვის ცნობილი, ეს ევროპული ზღაპარი თურმე დასაბამს ძველი ეგვიპტიდან იღებს, მან მრავალჯერ განიცადა ტრანსფორმაცია, თითოეული ფილმიც ზღაპრის ახლებურ ვერსიას წარმოგვიდგენს და მაინც, არასდროს მოგვბეზრდება ამ ჯადოსნური ისტორიის ხელახლა მოსმენა. სულ მალე კი ვიხილავთ 2015 წლის ფილმს გასაოცარი სამსახიობო დასის მონაწილეობით, რომელიც ამ უძველესი ზღაპრის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური ეკრანიზაცია იქნება.

პარალელებს თუ გავავლებთ 2015 წლის ფილმსა და 1950 წლის დისნეის ცნობილ მულტფილმს შორის მრავალ მსგავსებას ვნახავთ. ველით ფილმს, რომელსაც 12 მარტიდან ვიხილავთ საქართველოს კინოთეატრებში!
Tags:

ახალგაზრდა მსახიობმა,ედი რედმეინმა სულ რამდენიმე დღის წინ მოიპოვა ოსკარი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კაცის - სტივენ ჰოკინგის როლის შესრულებისთვის.ახალ ფილმში კი ის ტრანსგენდერი ქალის - ლილი ელბის როლში მოგვევლინება.ედის პირველი ფოტო ქალის ვარცხნილობითა და მაკიაჟით პროდიუსერებმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეს,თავად ფილმის პრემიერა 2016 წელსაა დაგეგმილი,მისი სახელწოდება კი The Danish Girl იქნება.ის აინარ ვეგენერის ისტორიას მოგვითხრობს,რომელიც თითქმის ერთი საუკუნის წინ ერთ-ერთი პირველი მამაკაცი გახდა,ვისაც ქალად გარდაქმნისთვის ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარეს..ედის ფილმში პარტნიორობას მსახიობი ემბერ ჰერდი გაუწევს.
ედი რედმეინი ტრანსგენდერი ქალის როლს შეასრულებს
Tags:

http://38.media.tumblr.com/54018bfbee04edca1d10de770034be12/tumblr_njklyuVvaM1r3z1j3o1_500.gif

მომავლის ვარსკვლავი
მარგო რობი
მარტინ სკორსეზეს მუზა და ფილმ "ფოკუსის" ვარსკვლავი,
რომლის პრემიერაც 26 თებერვალს შედგა საქართველოს კინოთეატრებში


ავსტრალიელი მსახიობი მარგო რობი ამერიკის შეერთებულ შტატებში 4 წლის წინ გადავიდა და უკვე მოასწრო მარტინ სკორსეზეს ფილმში გადაღება. ის მრავალი ლამაზი ქალბატონისთვის შესაშური რეპუტაციით იკავებს პრესტიჟულ ადგილს ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის და ყველა ერთხმად აღიარებს მარგოს სამსახიობო ნიჭს. 2015 წლის "ოსკარის" წითელ ხალიჩაზე მის გამოჩენამ ყველა მოიხიბლა. სულ ცოტა ხნის წინ 24 წლის მშვენიერი ავსტრალიელი $100 მილიონი ბიუჯეტის მქონე ფილმ "ფოკუსში" მოგვევლინა, სადაც მისი ეკრანული პარტნიორი უილ სმიტი გახდა.

"არანაირი სურვილი არ მაქვს გავხდე სექს-სიმბოლო. ძალიან მინდა, რომ ჩემი კარიერა სხვა მიმართულებით განვითარდეს და ვიმედოვნებ, რომ როგორც მსახიობი უშიშარი ვიქნები, რადგან სხვანაირად არ შეიძლება".

http://data2.whicdn.com/images/164898118/large.jpg
Tags:

25 თებერვალს ბრიტანული მუსიკის სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება - Brit Music Awards ჩატარდა.საღამოს ყველაზე დიდი გამარჯვებულები გახდნენ ედ შირანი და სემ სმიტი.იმისდა მიუხედავად,რომ დაჯილდოება ბრიტანელი მუსიკოსებისთვისაა განკუთვნილი,სტუმრების გასართობად სცენა არა ერთმა ამერიკელმა მომღერალმა დაიკავა.დასამახსოვრებელი და აიკონური პერფორმანსები ჰქონდათ ტეილორ სვიფტს,მადონასა და კანიე ვესტს.56 წლის მადონა საკუთარი გრძელი მოსასხამის წყალობით სცენაზე დაეცა,კანიეს შესრულების ნახევარზე მეტი კი ბრიტანულმა ტელევიზიამ ცენზურის არსებობის გამო დაახშო.დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ კარა დელავინი,კარლი კლოსი,რობერტ პატინსონი,ელი გულდინგი,რიტა ორა და სხვები.
Brit Awards 2015
Tags:

http://media.giphy.com/media/oGd8pyfukEZgI/giphy.gif


სკარლეტ იოჰანსონმა საკუთარი პოპ-ჯგუფი ჩამოაყალიბა
The Singles

მას შემდეგ რაც წერდა დუეტებს პიტ იორნნთან ერთად და ასრულებდა ტომ უეთსის მიერ დაწერილ სიმღერებს, მსახიობმა გადაწყვიტა სერიოზულად დაკავებულიყო მუსიკით. ამჯერად, იოჰანსონმა შეკრიბა ქალებით დაკომპლექტებული პოპ ჯგუფი The Singles. მისი პირველი ნაბიჯი ე.წ. პანკის სტილში გაკეთებული ვარცხნილობა გახდა, რომლითაც ის "ოსკარის" ცერემონიალზე მოგვევლინა.

ჯგუფის პროდუსერი არის დეიც სიტეკი, რომელსაც წარსულში ნამუშევარი აქვს მსახიობთან. პროექტის იდეა უბრალოა-შექმნან მაქსიმალურად მსუბუქი საცეკვაო პოპ მუსიკა, რომელთა შემსრულებლებიც გოგონები გახდებიან.

Tags:

26 თებერვალს საქართველოს კინოთეატრებში: რუსთაველი, ამირანი, აპოლო (ბათუმი)
შედგება ფილმ Kingsman: The Secret Service პრემიერა.

ბრიტანელი რეჟისორის, მეთიუ ვონის ამ კომედიურ-მძაფრსიუჟეტიან ფილმს ადარებენ “აგენტი 007″-ის ფილმებს. მთავარი მოქმედი გმირიც, კოლინ ფერტის შესრულებით, კლასიკური ჯეიმს ბონდია. ფილმის ერთ-ერთი მთავარი პოსტერის გამოსვლისთანავე ინტერნეტში გაიხსენეს 1981 წლის “For Your Eyes Only” -ს პოსტერი, რომელშიც მთავარ როლს როჯერ მური ასრულებდა.

Tags:

ახალგაზრდა ვარსკვლავს - კრისტენ სტუარტს შეიძლება ჰოლივუდში არ აფასებდნენ,მაგრამ მან აღიარება საფრანგეთში მოიპოვა.ოსკარის ფრანგული ვერსიის,კინდოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს - სეზარის მფლობელი ამერიკელი მსახიობი არასდროს გამხდარა და ეს პატივი წელს კრისტენს ერგო.კრისტენს სამწუხაროდ ჰოლივუდში ბელა სვონის აჩრდილი მუდამ თან დასდევს და საზოგადოებას ჯერაც არ დავიწყებია "ბინდის" ბუმი ამერიკაში,ამიტომაც მსახიობს სერიოზულად კინო კრიტიკოსები ვეღარ აღიქვამენ,თუმცა სტუარტმა სეზარის მოპოვებით დაამტკიცა,რომ ის ბევრად მეტია ვიდრე ვამპირებზე თავდავიწყებით შეყვარებული გოგონა.
კრისტენ სტუარტი - პირველი ამერიკელი სეზარის მფლობელი
Tags:

http://fr.ill.in.ua/img/forall/i/2015/1424678582.jpg


ოსკარი 2015
შედეგები და მიმოხილვა

23 თებერვალს, გამთენიისას, ლოს–ანჯელესში უკვე 87–ჯერ აიღო სტარტი "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალმა. წლევანდელი კინოცერემონიალის წამყვანი ცნობილი მსახიობი ნილ პატრიკ ჰარისი გახდა. ჰარისი თითქოს გაურბოდა კოლეგების დაცინვას, მან ბოლო წლების ისტორიაში ყველაზე "ფრთხილი" ოსკარის დაჯილდოება ჩაატარა.

საღამოს გმირი ცნობილი რეჟისორი და სცენარისტი ალეჰანდრო გონსალეზ ინიარიტუ გახდა, რომელსაც კრიტიკოსები ძირითად კატეგორიებში გამარჯვებას წინასწარმეტყველებდნენ. კინოაკადემიამ თავისი სიმპატიები ფავორიტებზე არ გაანაწილა და ყველაზე პრესტიჟული ოსკარები –– საუკეთესო რეჟისორი, სცენარი და ფილმი სწორედ მექსიკელი რეჟისორის ტრაგიკომედიას Birdman-ს მიაკუთვნა.

ოსკარი 2015 მიმოხილვა
Tags:

https://38.media.tumblr.com/70a8bbb63a690bd65cd85ca42e3dab95/tumblr_njvdeugTcZ1qcpw29o4_500.gif

Kingsman: The Secret Service
საქართველოს კინოთეატრებში 26 თებერვლიდან
კოლინ ფერტის პირველი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი

მკაცრი, მაგრამ მხიარული მძაფრსიუჟეტიანი Kick-Ass-ისა და X-men-ის შემქმნელებისაგან

«Kingsman» -სთვის მებრძოლის ამპლუას ოსტატურად ირგებენ კოლინ ფერტი, სემუელ ჯექსონი, მაიკლ კეინი და მარკ სტრონგი. ფილმი სავსეა სასიამოვნო სიურპრიზებით - დაწყებული მძაფრსიუჟეტიანი ფრანშიზების სტილისთვის კბილის გაკვრით, სისტემატიური მიმართვით კვენტინ ტარანტინოსადმი და დამთავრებული კულმინაციური სცენით. დახვეწილი იუმორისა და საკმაოდ ხშირი კომედიური სიტუაციების წყალობით მაყურებელს არაერთგვაროვანი ემოციები ეუფლება. მოკლედ, ეს კლასიკური ბრიტანული ფილმია, როდესაც კომედიური ჟანრის ფილმიც კი საკმაო თავშეკავებულობითა და სერიოზულობითაა გადმოცემული.

Tags:

კინო არამარტო ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და სიამოვნებას გვანიჭებს, მას მოდის ინდუსტრიაშიც დიდი წვლილი შეაქვს.
მამაკაცებო, აღმოაჩინეთ კინოს ჯადოსნურობა. თქვენ სტილსა და წლის ტენდენციებზე არა მარტო ბრენდების რეკლამები და გემოვნებიანი ადამიანები, არამედ კინოც ახდენს გავლენას.

კინო და მოდა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ადამიანთა უმრავლესობა ვერც კი ამჩნევს, როგორ ახდენს მასზე გავლენას მისი საყვარელი კინო გმირის სტილი. მიიღეთ შთაგონების წყარო 1960-2015 წლის ფილმებიდან. წარმოგიდგენთ 25 ფილმს, რომლებმაც დიდი გარდატეხა მოახდინეს მამაკაცთა სტილზე და იქონიეს გავლენა მათ მსოფლმხედველობაზე.

25 მოდური ფილმი მამაკაცებისათვის
Tags:

გრემის ნომინანტმა,21 წლის მომღერალმა არიანა გრანდემ კიდევ ერთი მუსიკალური კლიპი გამოუშვა,სახელწოდებით - "One Last Time".სიმღერა,რომლის დაწერაში მომღერალს დევიდ გეტა დაეხმარა,არიანას მეოთხე სინგლია ახალი ალბომიდან - My Everything.ვიდეო,სიმღერის სახელწოდებიდან გამომდინარე,აპოკალიპსს ეხება.ის "ნაპოვნი მასალის" სტილშია გადაღებული.კლიპში არიანა ბოიფრენდთან ერთად კომეტის დედამიწაზე ჩამოვარდნას შეესწრება,წყვილი არეულობაში დაშორდება და დიდხნიანი ძებნის შემდეგ კვლავ შეერთდებიან რომანტიკული კოცნით შენობის სახურავზე,კომეტის ჩამოვარდნის ფონზე.

კლიპმა მედიის ყურადღება განსაკუთრებით იმ ფაქტით გამოიწვია,რომ არიანამ მის გამო პლაგიატის ბრალდებები მიიღო.დაკვირვებული ფანების თქმით ვიდეო ზუსტად ემთხვევა ინდი ჯგუფის SAFIA-ს მუსიკალურ კლიპს - "You Are The One".
არიანა გრანდეს ახალი ვიდეო კლიპი - "One Last Time"
Tags:

სპანჯბობი უკვე მერამდენედ გვიმტკიცებს, რომ მულტფილმები არა მხოლოდ ბავშვებისთვის იქმნება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საპრემიერო ჩვენებაზე აუდიტორიის აბსოლუტურ უმეტესობას მოზრდილები წარმოადგენდნენ, ფილმმა ამერიკაში ბილეთების გაყიდვებით ოსკარზე ნომინირებული ფილმი American Sniper უკან ჩამოიტოვა, IMDB-ზე კი ფილმის რეიტინგი Fifty Shades of Grey-ს ბევრად უსწრებს!

საბავშვო ცენტრი "მადაგასკარი" წარმოგიდგენთ:
სპანჯბობს, პატრიკს და ანტონიო ბანდერასს ფილმში "სპანჯბობი 3D"
ფილმი 19 თებერვლიდან იქნება ნაჩვენები ქართულ ენაზე!

Tags:

ოსკარის გრანდიოზულ ცერემონიამდე კიდევ ერთი,კინო სამყაროში მნიშვნელოვანი დაჯილდოება - Costume Designers Guild Awards ჩატარდა,რომელიც წლის ყველაზე გასაოცარი,შთამბეჭდავი კოსტუმების დიზაინერებს აჯილდოვებს.წლევანდელმა ღონისძიებამ განსაკუთრებული პატივი მიაგო ფილმებს "Birdman" და "The Grand Budapest Hotel".ცერემონიას ასევე დაესწრნენ მსახიობები ნაომი ვოტსი,მინდი კეილინგი,ჯენუერი ჯონსი,ემილი როსამი,პატრისია არკეტი,რიჩარდ ლინლეიტერი...

Costume Designers Guild Awards 2015
Tags:


19 თებერვლიდან კინოთეატრი "რუსთაველი" წარმოგიდგენთ გახმაურებული
საშინელებათა ჟანრის ფილმის გაგრძელებას
"ქალი შავებში 2: სიკვდილის ანგელოზი"


ფილმი წარმოადგენს 2012 წლის ფილმ The Woman in Black მეორე ნაწილს, რომელიც თავის მხრივ 1989 წლის იმავე სახელწოდების ლეგენდარულ საშინელებათა ფილმის რიმეიქს წარმოადგენდა. აღწერილია იმავე ილ მერშ სახლის ისტორია, მხოლოდ 40 წლის შემდეგ, მაგრამ იმავე აჩრდილი 'ქალი შავებში' კვლავ შურისძიებას ითხოვს!
She never forgives. She never forgets. She never left.

მთავარ როლებში არიან მსახიობები ფიბი ფოკსი და ჯერემი ირვინი; ფილმი Hammer Film Productions-ს ნაწარმს წარმოადგენს, ბრიტანული კომპანია ცნობილი გოთიკ-საშინელებათა ჟანრის ფილმების შექმნის საუკუნოვანი გამოცდილებით.

Tags:
  • «
  • 1
  • ...
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • ...
  • 92
  • »


  • Welcome to ANGEL.GE

    at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Back to Top