;
18 მარტი 2015      anabell))     8 კომენტარი     ნანახია 2482-ჯერ
სულ რამდენიმე დღის წინ შედგა 20 წლის ქართველი მომღერლის ნინა სუბლატის ვიდეოკლიპის პრემიერა, რომელიც ევროვიზზიის ოფიციალურ youtube channel-ზე აიტვირთა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდა ვებ-გვერდზე.

საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც 19 მაისიდან აიღებს სტარტს ვენაში, ავსტრიაში , საქართველოს წარადგენს ნინა სუბლატი სიმღერით Warrior (მებრძოლი), რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება და კარგი შეფასებები მოყვა ინტერნეტ სივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ევროვიზიას მიიჩნევს პოლიტიკურ მოტივებზე დამოკიდებულ ღონისძიებას, ქართველი არტისტი უკვე იკვეთება ფავორიტად და იმედია ქართველ ერს გაგვახარებს წარმატებით.



Tags:
18 მარტი 2015      • Angel M •     4 კომენტარი     ნანახია 6596-ჯერ
დღესდღეობით ადამიანთა უმრავლესობას საკუთარი სტილის ქონის თავისუფალი არჩევანი აქვს. ყოველი მათგანი შთაგონებას სხვადასხვაგვარად იღებს. მაგალითის ასაღებად ერთ-ერთი მარტივი გზა არის ფილმები. მნიშვნელობა არ აქვს ფილმი რომელ წელს არის გადაღებული.
მოდა ხომ ბრუნავს?! ამიტომ, გთავაზობთ 90-იანი წლების 5 გამორჩეულ ფილმს, რომლებიც დაგეხმარებათ მიიღოთ სტილის შთაგონება.

Clueless, Pretty Woman, Jawbreaker, Spice World, The Craft

90-იანების ფილმები, რომლებიც შთაგაგონებთ
Tags:
17 მარტი 2015      Ancho.     5 კომენტარი     ნანახია 3891-ჯერ


მსახიობები "Game of Throne"-დან
სერიალსა და რეალურ ცხოვრებაში


მძაფრსიუჟეტიანი ფენტეზის მეხუთე სეზონი მოახლოვდა და ის გულშემატკივრებისათვის ისეთივე მახლობელია, როგორც სტარკების გაფრთხილება "Winter is coming". ტელეარხი HBO პირველსერიას უკვე 12 აპრილს გაუშვებს ეთერში. ყოველკვირეულმა ამერიკულმა ჟურნალმა Entertainment Weekly-მ თავისი გვერდები და გარეკნები მრავალმილიონიანი გულშემატკივრების საყვარელი პერსონაჟებით დაამშვენა. ხუთწლიანი მუშაობის პერიოდში მსახიობებს ერთმანეთი არ მობეზრდათ და გადაღებების დროს "ხულიგნობასაც" ასწრებენ.

პროექტის წარმატება უკვე "საპნის ოპერების" ხარისხიან ისტორიაში დიდი ასოებით ჩაიწერა. ყოველი სეზონის საფინალო სერიის მაყურებელთა რიცხვი რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს. საგის დიდ გულშემატკივრად თვით აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა გვევლინება. ჟურნალისტის შეკითხვაზე, მიიღებდა თუ არა თეთრი სახლი ახალ სერიას მის ოფიციალურ გამოსვლამდე, მან გაიხუმრა: "დიახ! აი გავლენიანი სამყაროს უპირატესობა: შეგიძლია უყურო საყვარელ სერიალს ყველაზე ადრე!"

Tags:
15 მარტი 2015      slimshady     7 კომენტარი     ნანახია 10170-ჯერ
2013 წლის ფენომენალური ანიმაცია Frozen ("გაყინული") არა მხოლოდ წლის კინო გაქირავების ბოქს-ოფისების მომხსნელი,არამედ კრიტიკოსების მიერ აღიარებული და ორი ოსკარის მფლობელი ფილმი გახლდათ.ახლახანს კი ვოლტ დისნეის ანიმაციურ ფილმთა კომპანიის აქციათა მფლობელების მორიგი შეხვედრის შედეგად გამოცხადდა,რომ "გაყინულს" მეორე ნაწილიც ექნება.ფილმში დაბრუნდებიან კრისტენ ბელი,იდინა მენზელი,ჯოშ გადი."Frozen 2"-ის გადაღებით დისნეი თავის დიდხნიან ტრადიციას არღვევს: ის არასდროს აკეთებს პოპულარული მულტფილმების მომდევნო ნაწილებს და ცდილობს მთელი ბიუჯეტი თუ ენერგია ახალი პერსონაჟების და ისტორიების შექმნას დაუთმოს.თუმცა რადგანაც "გაყინულმა" დისნეის ძველი დიდება და სახელი დაუბრუნა კომპანიამ გამონაკლისის გაკეთება გადაწყვიტა.სამწუხაროდ ფილმი 2018 წლამდე ეკრანებზე არ გამოჩნდება.

Tags:
15 მარტი 2015      Ancho.     5 კომენტარი     ნანახია 6101-ჯერ

ქალთა ევოლუცია კინოში
დიასახლისი, სათნო, კარიერისტი, სუპერგმირი...

რა აღარ გადაიტანეს მთავარმა გმირმა ქალებმა კინოს ისტორიის ასწლეულის განმავლობაში. მათ აცმევდნენ ლატექსს, აიძულებდნენ გაეხადათ და დაეკლოთ წონა. დღეს, როდესაც ქალებს მოპოვებული აქვთ უფლება სერიოზულ დრამატულ როლებსა და ხარისხიან კომედიებში, გავიხსენოთ გრძელი გზის ყველა ეტაპი.


პირველი მცდელობა იმისა, რომ ქალი მამაკაცის ჩრდილიდან გამოეყვანათ და ეჩვენებინათ ნამდვილი, ცოცხალი და საინტერესო პერსონაჟი, 60-იან წლებში დაფიქსირდა, როდესაც ჰაერო გაჟღენთილი იყო სექსუალური რევოლუციითა და ფემინიზმის იდეებით. გამხდარიყვნენ მთლიანად დამოუკიდებელი ქალები ჯერ ვერ შეძლეს. საზოგადოება ჯერ კიდევ არ ეგებებოდა კარიერისტებს, ამიტომაც მდიდარი ქმრის ძიება ბევრისთვის ერთადერთი ხსნა იყო შემდგარიყო ცხოვრებაში. თუ მთავარი გმირი მუშაობდა, ეს როგორც წესი გასართობ სფეროში იქნებოდა: მოცეკვავე, მომღერალი ან მსახიობი.

Tags:
14 მარტი 2015      ANGEL     10 კომენტარი     ნანახია 3322-ჯერ


საქართველოს კინოთეატრებში გაიმართა ფილმ Cinderella-ს პრემიერა,
რომელიც ჩვენი ბავშვობის დისნეის ზღაპრის ეკრანიზაციის გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენდა, მოდით ვაღიაროთ... უდიდეს მადლიერებას გამოვთქვამთ ფილმის შემქმნელებისადმი, რომ არ შეეცადნენ ფილმში თანამედროვე შტრიხებისა და შავბნელი ძალების ზემოქმედების ჩართვას, რაც ასე ხშირად ხდება ზღაპრების ეკრანიზაციისას. თურმე სწორედ ასეთი გეგმები ქონდა წინა რეჟისორს, მაგრამ Disney-ს გადაწყვეტილებით და კენეტ ბრანას ძალისხმევით, რეჟისორმა ფილმს შეუნარჩუნა ზღაპრისეული იდეალიზმი და სიკეთის რწმენა!

Tags:
13 მარტი 2015      • Angel M •     8 კომენტარი     ნანახია 9208-ჯერ


THE BEAUTY IS IN SIMPLICITY
P art II
Tags:
11 მარტი 2015      Ancho.     5 კომენტარი     ნანახია 4269-ჯერ
http://38.media.tumblr.com/647b13857b05df9c303e58ea4cf49809/tumblr_n530pg2Ycp1so5joko1_500.gif

შერონ სტოუნი 57 წლისაა

ქალი ვარსკვლავი, სექს-სიმბოლო და ინტელექტუალი

იშვიათია ქალი, რომელსაც მოზრდილობის პერიოდში არ უოცნებია გამოიყურებოდეს ისე, როგორც შერონ სტოუნი. ელეგანტური ქერა ქალბატონი ძირითადი ინსტინქტიდან (Basic Instinct) 10 მარტს 57 წლის გახდა და ის რჩება ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მსახიობად. ადამიანებს ის არამარტო ამის გამო უყვართ. კინოსაზოგადოებიდან ის უფრო შორს გადის. ეხმარება სტიქიური კატასტროფების მსხვერპლებს, ინფიცირებულებს და სხვებს, ვინც დახმარებას საჭიროებენ. ინტერვიუებში კი განიხილავს პოლიტიკას. ეს ყველაფერი ზიანს არ აყენებს კარიერაში. ამ წელს ორი ფილმი გამოდის შერონის მონაწილეობით: დრამა "ოქროს ბიჭი" (Un Ragazzo d'Oro) და მელოდრამა What About Love?

"როდესაც გამოვიდა "ძირითადი ინსტიქტი", არავის თავიდან არ უთქვამს: "მე შოკირებული ვარ იმით, რომ თქვენი პერსონაჟი მანიაკი და მკვლელია!" სამაგიეროდ, ყველა ბჭობდა იმ სცენაზე, სადაც მე დემონსტრაციულად ვაწყობ ფეხს ფეხზე, რამეთუ სიშიშვლე იყო მათ შორის. ჩემი აზრით, მთელი აზრი იმაშია, რომ მე ვანსახიერებდი ძლიერ ქალბატონს, რომელსაც მთლიანად აქვს გაცნობიერებული თავისი სექსუალურობა."

http://data2.whicdn.com/images/68720955/large.jpg
Tags:
10 მარტი 2015      AnnLennon1     2 კომენტარი     ნანახია 1597-ჯერ
Chris Jamison/კრის ჯემისონი Chris Jamison/კრის ჯემისონი


კრის ჯემისონი გახლავთ 20 წლის ამერიკელი პოპ, სოულ მომღერალი და სიმღერების ავტორი, რომელიც დაიბადა 1994 წლის 6 ივნისს ფილადელფიაში. კრისი ფართო საზოგადოებამ გაიცნო მუსიკალური კონკურსის ‘The Voice’-ის მე-7 სეზონში მონაწილეობით, სადაც ის ადამ ლევინის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კონრკუსანტი იყო. დღესდღეობით, ჯემისონი თანამშრომლობს ერთ-ერთ ხმისჩამწერ სტუდიასთან, რაშიც მას თავად ადამი და ჯესი ჯეი დაეხმარნენ და გამოსულია მისი პირველი ჰიტი ‘Velvet’. გარდა ამისა, ჰყავს საკუთარი ბენდი და მათთან ერთად კონცერტებს მართავს ამერიკის გარშემო. მოდით გავიცნოთ ახალგაზრდა და ნიჭერი მომღერალი კრის ჯემისონი, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიაში ახალი სახეა და კარიერული წინსვლისკენ იბრძვის.

Chris Jamison/კრის ჯემისონი
Tags:
9 მარტი 2015      slimshady     5 კომენტარი     ნანახია 1852-ჯერ
კარლი რეი ჯეპსენის ახალი ვიდეო კლიპი
კანადელი მომღერალი კარლი რეი ჯეპსენი,რომელიც ყველასთვის ცნობილი სიმღერით "Call Me Maybe"-ით გახდა მსოფლიო მასშტაბით ცნობილი,ახალ ალბომზე მუშაობს,რომელიც გაყიდვაში 2015 წლის ზაფხულში შემოვა.სულ ახლახანს კი კარლის მესამე ალბომიდან პირველი სინგლის ვიდეო კლიპი გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში.კლიპი სიმღერაზე - I Really Like You იუთუბზე უკვე რამდენიმე მილიონმა ადამიანმა ნახა და მან პოზიტიური შეფასებაც მიიღო.

ყველასთვის გასაკვირად,ვიდეოში ოსკარის მფლობელი მსახიობი ტომ ჰენკსი გამოჩნდა როგორც მთავარი გმირი.ტომი სიმღერის ტექსტს აყოლებდა პირს და ნიუ იორკის ქუჩებში ცეკვავდა უამრავ სხვა მოცეკვავესთან,კარლისთან და ჯასტინ ბიბერთან ერთად.ჯასტინი თავის კანადელ თანამემამულეს მხარს უჭერს და კარლის ახალ სიმღერას,მომღერლების საერთო მენეჯერის-სკუტერის დახმარებით,პრომოტირებას უწევს.
კარლი რეი ჯეპსენის ახალი ვიდეო კლიპი
Tags:
7 მარტი 2015      Ancho.     6 კომენტარი     ნანახია 9914-ჯერ


ბროლის ქოშები
"კონკიას" ფეხსაცმელების კოლექცია ცნობილი დიზაინერებისგან

Disney-მ გადაწყვიტა ყველაზე ცნობილი ზღაპრის საკუთარი ვერსია წარმოედგინა და ახალი ეკრანიზაციის გამოსვლის წინ ცნობილმა დიზაინერებმა კონკიას ბროლის ფეხსაცმლის თავისებური ვარიანტები შექმნეს. ჯიმი ჩუ, კრისტიან ლუბუატინი, მანოლო ბლანჰიკი, სტიუარტ ვეიტზმენი, სალვატორ ფერაგამო, შარლოტ ოლიმპია, ჯერომ რუსო, ნიკოლას კირკვუდი, პოლ ენდრიუ, რენე კაოვილა, ალექსანდ ბირმენი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 12 მარტს შედგება!
Tags:
6 მარტი 2015      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 2586-ჯერ

ამერიკელი სნაიპერი / American Sniper (2015)
რეჟისორი: Clint Eastwood
, მთავარ როლებში: Bradley Cooper, Sienna Miller

კლინტ ინსტვუდის ფილმის ჟანრი ომის-პერიოდის დრამას განეკუთვნება და ის აღწერს ამერიკელი სამხედრო-სნაიპერის კრის კაილის ავტობიოგრაფიულ წიგნზე American Sniper: The Autobiography of the Most Lethal Sniper in U.S. Military History დაფუძნებულ ისტორიას, სადაც სამხედრო აღწერს მის დაბრუნებას სახლში 4 საბრძოლო ტურიდან და მის მისიებს - დაკვეთილ-მკვლელობებს (ცნობილია, რომ მან შეასრულა 255 სასიკვდილო გასროლა, თუმცა აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო მათგან 160-ს ასაჯაროებს). ის მსახურობდა ამერიკის Navy SEAL და წარგზავნილი იყო ერაყის ომში, მრავალგზის დაჯილდოებული გმირული საქციელისა და თავგანწირვისთვის. აღიარებულია, როგორც
ყველაზე ლეტალური სნაიპერი ამერიკის სამხედრო ისტორიაში .
ფილმის სპეც-ჩვენება მოეწყობა კინოთეატრ ამირანსა და დიდველში 6 მარტიდან!

Tags:
6 მარტი 2015      Ancho.     7 კომენტარი     ნანახია 7122-ჯერ
https://38.media.tumblr.com/tumblr_mbie3ryjw71rwrnido1_r1_500.gif


ადრიანო ჩელენტანოს ფილმები ციტატებით

ადრიანო ჩელენტანო უკვე 77 წლისაა, მისი სახელი მილიონი ადამიანისათვის ასოცირდება იტალიასთან ისევე როგორც მიქელანჯელო და პიცა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მონაწილეობით ფილმი უკვე 15 წელია არ გამოსულა, მსახიობის ოქროს ფილმოგრაფია დღემდე პოპულარულია. წარმოგიდგენთ ციტატებს ფილმებიდან, რომლებიც აფორიზმებად დამკვიდრდნენ.

— მე არ შემიძლია ქალთან დავკავდე სიყვარულით, თუ მე მასზე შეყვარებული არ ვარ.
— და რამდენჯერ ყოფილხარ შეყვარებული?
— არცერთხელ.

"მე აუცილებლად დავქორწინდები შენზე, ყოველ შემთხვევაში შევხმიანდეთ".

http://static.gq.ru/iblock/392/39231f41bc5c07165f63202076dd16c8.jpg
Tags:
5 მარტი 2015      ANGEL     4 კომენტარი     ნანახია 10108-ჯერ


ცნობილი ზღაპრის კონკია ანუ Cinderella/Золушка-ს მრავალი ეკრანიზაცია და ფილმი გვინახავს ადაპტირებებული სცენარით. ჩვენთვის ცნობილი, ეს ევროპული ზღაპარი თურმე დასაბამს ძველი ეგვიპტიდან იღებს, მან მრავალჯერ განიცადა ტრანსფორმაცია, თითოეული ფილმიც ზღაპრის ახლებურ ვერსიას წარმოგვიდგენს და მაინც, არასდროს მოგვბეზრდება ამ ჯადოსნური ისტორიის ხელახლა მოსმენა. სულ მალე კი ვიხილავთ 2015 წლის ფილმს გასაოცარი სამსახიობო დასის მონაწილეობით, რომელიც ამ უძველესი ზღაპრის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური ეკრანიზაცია იქნება.

პარალელებს თუ გავავლებთ 2015 წლის ფილმსა და 1950 წლის დისნეის ცნობილ მულტფილმს შორის მრავალ მსგავსებას ვნახავთ. ველით ფილმს, რომელსაც 12 მარტიდან ვიხილავთ საქართველოს კინოთეატრებში!
Tags:
28 თებერვალი 2015      slimshady     8 კომენტარი     ნანახია 5401-ჯერ
ახალგაზრდა მსახიობმა,ედი რედმეინმა სულ რამდენიმე დღის წინ მოიპოვა ოსკარი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კაცის - სტივენ ჰოკინგის როლის შესრულებისთვის.ახალ ფილმში კი ის ტრანსგენდერი ქალის - ლილი ელბის როლში მოგვევლინება.ედის პირველი ფოტო ქალის ვარცხნილობითა და მაკიაჟით პროდიუსერებმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეს,თავად ფილმის პრემიერა 2016 წელსაა დაგეგმილი,მისი სახელწოდება კი The Danish Girl იქნება.ის აინარ ვეგენერის ისტორიას მოგვითხრობს,რომელიც თითქმის ერთი საუკუნის წინ ერთ-ერთი პირველი მამაკაცი გახდა,ვისაც ქალად გარდაქმნისთვის ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარეს..ედის ფილმში პარტნიორობას მსახიობი ემბერ ჰერდი გაუწევს.
ედი რედმეინი ტრანსგენდერი ქალის როლს შეასრულებს
Tags:
  • «
  • 1
  • ...
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • ...
  • 92
  • »



  • მოგესალმებით angel.ge-ზე

    საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Instagram
    • ანუკი არეშიძის დღიური
      "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
    • თაკო ჩხეიძის დღიური
      რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
    • სოფი ვილის დღიური
      დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
    • გიორგი ცაგარელის დღიური
      რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
    Back to Top