;


შარლიზ ტერონი 2015 კანის კინოფესტივალზეშარლიზ ტერონი 2015 კანის კინოფესტივალზე


14 მაისს, ოფიციალურად გაიხსნა კინომოყვარულთათვის კარგად ცნობილი კანის რიგით 68-ე კინოფესტივალი, საფრანგეთში. წლევანდელი ფესტივალის პირველივე დღეს ყველამ ერთხმად აღიარა, რომ სელებრითთა შორის გამორჩეულად მომხიბვლელი, ელეგანტური და მოდური წარმოშობით აფრიკელი ოსკაროსანი მსახიობი შარლიზ ტერონი გახლდათ. ტერონმა კანზე თავისი უახლესი ფილმი ‘Mad Max: Fury Road’ წარადგინა დანარჩენ ქასთთან ერთად. პრემიერაზე 39 წლის შარლიზი თავის ბოიფრენდთან შონ პენთთან ერთად გამოცხადდა წითელ ხალიჩაზე. მას დიორის ყვითელი კაბა ემოსა, ხოლო ფილმის ფოტოქოლზე კი მან ვალენტინოს შავი ლუქი ამჯობინა. რაც შეეხება, ‘Mad Max’-ის ოფიციალურ პრემიერას მსოფლიო კინოთეატრებში დაგეგმილია დღეს 15 მაისს.

შარლიზ ტერონი 2015 კანის კინოფესტივალზე
Tags:


68-ე კანის კინო ფესტივალი 13 მაისიდან 24 მაისამდე გაგრძელდება.
წლევანდელი ფესტივალი მიეძღვნება ჰოლივუდის ვარსკვლავს, შვედ მსახიობს ინგრიდ ბერგმანს. ფესტივალის პოსტერზე David Seymour-ის მიერ გადაღებული ფოტოა გამოსახული. ინგრიდ ბერგმანის საპატივცემულოდ ფესტივალზე ნაჩვენები იქნება მსახიობის შესახებ დოკუმენტური ფილმი.
ყოველწლიურად კინოს ვარსკვლავები ფესტივალზე იკრიბებიან
და წითელი ხალიჩისთვის საგანგებოდაც ემზადებიან.

იხილეთ ვარსკვლავების გამორჩეული ლუქები წითელ ხალიჩაზე.

Tags:



საუკეთესო მომენტები ცნობილი ფილმებიდან
მრავლისმთქმელი დიალოგები და ფრაზები ფილმებიდან,
რომლებმაც დიდი გავლენა იქონიეს და ჩაგვებეჭდა გონებაში.

Tags:

Pretty Woman-ს 25 წელი შეუსრულდა.

"კონკიას"ისტორია სხვა ინტერპრეტაციით: ჯულია რობერტსი - სექსმუშაკი, ხოლო რიჩარდ გირი კი silver-fox-ის ფინანსისტია. რომანტიკული ისტორია ამ ორ ადამიანს აკავშირებს და საბოლოოდ, "კონკიას" დასასრულით მთავრდება. ფილმი 25 წელია აქტუალურია, მას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს.
გაიგეთ 15 ფაქტი, რომელიც აქამდე ამ ფილმის შესახებ არ იცოდით.

#15 "ადამიანები მეკითხებიან ამ ფილმის შესახებ, მე კი ის არც მახსოვდა.
ეს სულელური რომანტიკული კომედიაა."
- რიჩარდ გირი.

15 ფაქტი  Pretty Woman-ის შესახებ
Tags:



ფილმები, რომლებიც დაფუძნებულია
რეალურ სასიყვარულო ისტორიაზე


ამ კინოსურათების გადაღებისთვის, სცენარისტებს არ დასჭირვებიათ რაიმეს გამოგონება, მათ სიუჟეტი რეალური ცხოვრებიდან აიღეს. ცხოვრება მდიდარია წარმოსახვებით, ზოგიერთი ფილმი სიყვარულზე, ამას ამტკიცებს.

Tags:



შეიარაღებული და საშიში: პენელოპა კრუზის
ყველაზე სექსუალური როლები


პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალბატონი და ოსკაროსანი მსახიობი 41 წლისაა. ცხოვრებაში ის ამჯობინებს მაკიაჟის მინიმუმს, უბრალო მაისურებსა და ჯინსებს. თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ატარებს, ხავიერ ბარდემთან და ორ შვილთან ერთად. ეკრანზე კი შეუდარებლად განასახიერებს მდიდრულ ქალებს.

Tags:



30 აპრილიდან პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში, ყველასათვის საყვარელი ბესტსელერების The Notebook, A Walk To Remember და Dear John ავტორი წამოგვიდგენს ამ წლის ყველაზე რომანტიულ მელოდრამას – "სიყვარულის გზა"

ნიკოლას სპარკსის ნოველის გმირი ახალგაზრდა წყვილია, რომელიც ცდილობს ურთიერთობის დარეგულირებას. ამ დროს ისინი ხვდებიან მოხუცს, რომელიც იხსენებს თავის ცოლთან ნახევარსაუკუნოვანი ურიერთობის ისტორიას. ახალი მეგობარი წყვილს ეხმარება თავის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში. ორი თაობა, ორი ისტორია, უკვდავი სიყვარული.


Tags:

როგორც უკვე იცით, TBILISI JAM FEST 2015 ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე (ახალ იპოდრომთან) 24, 25 და 26 აპრილს ნონ-სტოპ რეჟიმში გაიმართება, ბილეთების შეძენა კი, როგორც ამ დღეებში ისე ფესტივალის განმავლობაშია შესაძლებელი. NO VIOLENCE! ამ დევიზით ორგანიზატორები უკვე მეოთხე წელია საერთაშორისო ფესტივალს ატარებენ და ამჯერად სამხრეთ კავკასიის როკ და მეტალ მუსიკის დედაქალაქი თბილისი იქნება, რაც ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო სიახლეა როგორც კულტურული ასევე ტურისტული თვალსაზრისით. 22 აპრილს შედგა პრესკონფერენცია სადაც ორგანიზატორებმა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი დააზუსტეს:

* მიუხედავად იმისა, რომ JAM FEST უფრო მეტად როკ და მეტალ ფესტივალის სტატუსს ატარებს, ის არანაკლებ საინტერესო და მიმზიდველია ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის, რადგან ორგანიზატორები ამ ჟანრშიც ძალიან საინტერესო ჯგუფებს და დიჯეებს გვთავაზობენ.

* გაირკვა ტრანსპორტის საკითხიც, ფესტივალის დღეებში დღის 15:00დან მთელი ღამის განმავლობაში სტუმრებს სპეციალური ტრანსპორტი მოემსახურება, რომელიც დელისის მეტროდან ძირითად ლოკაციამდე იმოძრავებს.

Getting Ready For TBILISi JAM FEST 2015
Tags:



კორეული სერიალები გასართობი სატელევიზიო ინდუსტრიის და კორეული ჰალიუს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია... დღესდღეობით კორეელი ცნობილი სახეები ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები არიან. რა თქმა უნდა ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავების შემდეგ.

კორეული სერიალის აღსანიშნავად ხშირად გამოიყენება ტერმინი "დრამა" ან "დორამა" ... შეიძლება ითქვას რომ კორეული დრამების სამყაროს რომელსაც მოყვარულები "დრამალენდს" ვუწოდებთ, არაფერი აქვს საერთო ბრაზილიურ და ლათინური ამერიკის საპნის ოპერებთან და საკმაოდ გასხვავებულია დღესდღეობით ძალიან პოპულარული ამერიკული სერიალებისგანაც. ალბათ ბევრი თქვენგანი ცოტა სკეპტიკურად უყურებს ტერმინს "კორეული სერიალი" მაგრამ აქ ყველაფერი გაცილებით მარტივადაა, დრამალენდში ნებისმიერი გემოვნებისა და აუდიტორიისთვის განკუთვნილი სერიალი არსებობს.

Tags:

Green Room-ის და დათო ლომიძის ახალი სიმღერა Afternoon

Green Room feat. Dato Lomidze მხარს უჭერს Wings for Life World Run-ს და უერთდება მსოფლიო რბენას, რომელიც 3 მაისს მსოფლიოს 33 ქვეყანაში ერთდროულად გაიმართება, მათ შორის საქართველოშიც, კერძოდ კი ლოპოტას ხეობაში. შეგახსენებთ, რომ Wings for Life-ს მსოფლიო რბენა საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და მასში მონაწილეობის საფასურის 100 % მოხმარდება ზურგის ტვინის დაზიანების მკურნალობას. სწორედ ამ ღონისძიებას ეძღვნება ახალი სიმღერის ვიდეო კლიპი.


Tags:


საჩუქარი მარველის კომიქსების გულშემატკივრებს
მსოფლიო პრემიერამდე ერთი კვირით ადრე, 23 აპრილიდან საქართველოს კინოთეტრებში პირველმა ნახეთ “შურისმაძიებლები: ალტრონის ერა” 3D-ში. გაცნობებთ, რომ სეანსზე დასასწრები ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია საქართველოს კინოთეატრებში და საიტზე: Biletebi.ge

შურისმაძიებლები: ალტრონის ერა / Avengers: Age of Ultron
ფილმი წარმოადგენს მარველის Avengers კომიქსებზე დაფუძნებული ფილმის The Avengers (2012) სექუელს ანუ მეორე ნაწილს. ამ ფილმებს შორის კი ჩვენ ვიხილეთ სპინ-ოფ ფილმები, რომლებმაც განავრცეს თითოეული პერსონაჟის ისტორია, მათ შორის: Thor: The Dark World, Iron Man 3, Captain America: The Winter Soldier


Tags:

http://data1.whicdn.com/images/173242357/large.gif


კოსმიური ადგილები დედამიწაზე
სამყაროს არარეალური 7 წერტილი, რომელთა არსებობაც დაუჯერებელია

მოგზაურობა კოსმოსში
საუკეთესო ფილმები


12 აპრილი - ავიაციისა და კოსმონავტიკის დღეა. 1961 წელს, სწორედ ამ დღეს განახორციელა პირველი გაფრენა კოსმოსში იური გაგარინმა. ეს იყო ნამდვილი გადატრიალება მეცნიერებასა და ისტორიაში. ყველა ბიჭის ოცნება იყო გამხდარიყო კოსმონავტი, იმისათვის რომ შეეხედათ პლანეტისთვის სხვა მხრიდან და ეგრძნოთ თავი ნამდვილ გმირებად. თუმცა, დედამიწაზეც არსებობს ისეთი ადგილები, რომლებიც სავსებით არ არიან ამქვეყნიურნი. გაგაცნობთ ადგილებს, რომლებიც პასუხობენ შეკითხვას: "არსებობს თუ არა კოსმიური ადგილები დედამიწაზე?" და გაგახსენებთ ფილმებს, რომლებიც გვაძლევენ საშუალებას ვიმოგზაუროთ იქ.

Tags:



ფორსაჟი 7
საქართველოს კინოთეატრებში 3D ფორმატში
პოლ ოუკერის უკანასკნელი როლი, შეშლილი ტრიუკები და სისხლიანი შურისძიება ფორსაჟის ახალ ნაწილში


კინოეკრანებზე გამოსული ფილმი ატრაქციონია-ეპოქა პრინციპულ მამაკაცებზე, რომლებიც რისკავენ ექსტრემალური ტესტ-დრაივებით და ყოველ სერიაზე ანცვიფრებენ გულშემატკივარს. ამასთან, შეუძლებელია პატივი არ ვცეთ ფილმის შემქმნელებს-მათ შეძლეს შეექმნათ კინო ყველასთვის. "ფორსაჟი" როგორც მასკულტურის ელემენტი ბრწინვალედ მუშაობს-მოიწყენს მხოლოდ ის ვინც ღრმა აზრის ძებნაზე გაიტეხს ტვინს. "მე არ მყავს მეგობრები, მე მყავს ოჯახი"-ამაყობს დიზელი.

Tags:

ბრიჯსტოუნი და მისი ექსკლუზიური პარტნიორი თეგეტა მოტორსი წარმოგიდგენთ
9 აპრილიდან საქართველოს კინოთეატრებში “ფორსაჟი 7″

ბილეთები უკვე გაყიდვაშია!
ბილეთების წინასწას შეძენა შესაძლებელია
კინოთეატრების სალაროებსა და საიტზე: Biletebi.ge

ფილმის სცენარისტ კრის მორგანს პოლ უოკერის გარდაცვალების გამო სცენარში ცვლილებების შეტანა მოუწია. ჩვენთვის ცნობილია, რომ პოლს სანახევროდ ქონდა დასრულებული ფილმზე მუშაობა. რეჟისორის გადაწყვეტილებით ფილმზე მუშაობა განაგრძეს და პოლის პერსონაჟის ბრაიან ოკონორის კადრების გადასაღებად პოლის ძმები კალებ და კოდი უოკერები დაიხმარეს. სამსახიობო დასის და კინო კომპანიის გადაწყვეტილებით, ბრაიან ოკონორის პერსონაჟისთვის ეს ბოლო ფილმი იქნება, შესაძლოა მას მოგვიანებით მოყვეს გაგრძელება, თუმცა პოლ უოკერის პერსონაჟი ამ ფილმში დარჩება და განაგრძობს ბედნიერ ცხოვრებას ოჯახთან ერთად...

Tags:

2 აპრილიდან, თბილისის კინოთეატრებში რუსთაველსა და ამირანში იხილავთ რუსულ კომედიურ ფილმ “შავი და თეთრი” მერაბ ნინიძე, კახი კავსაძე და ალექსეი ჩადოვის მონაწილეობით. თემატიკიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ ფილმი განსაკუთრებით მამაკაცთა სქესის წარმომადგენლებს დააინტერესებთ. ფილმის სიუჟეტის მიხედვით ახლად გარდაცვლილი დაღესტნელი თაღლითი მფარველ ანგელოზად ევლინება ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც “ალერგია აქვს ” კავკასიელებზე.

აღნიშნული რუსული ფილმის შემდეგ კი ქართველი მსახიობი სტივენ სპილბერგის ფილმზე გადაერთო, სადაც ის ტომ ჰენკსთან ერთად ითამაშებს და საბჭოთა ჯაშუშს განასახიერებს, ფილმზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • ...
  • 92
  • »


  • Welcome to ANGEL.GE

    at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

    some articles are translated to English via google.com

    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Back to Top