;




Paper Towns / ქაღალდის ქალაქები

იხილეთ ჯონ გრინის ბესტსელერის ეკრანიზაცია
30 ივლისიდან კინოთეატრებში "რუსთაველი" და "აპოლო"


"ქაღალდის ქალაქები" ჯონ გრინის კიდე ერთი ბესტსელერის ეკრანიზაციაა, 2014 წელს მისი ცნობილი წიგნის ეკრანიზაციამ დიდი პოპულარობა მოიპოვა. "ბედის ვარსკვლავის ბრალია" გაქირავებაში 300 მილიონი დოლარის მომტანი გახდა. სწორედ ამ ფილმის სცენარისტებმა შეადგინეს ტანდემი, რომ კიდევ უფრო წარმატებულად განეხორციელებინათ მორიგი რომანის ადაპტაცია.

ახალი რომანტიული ისტორიის სიუჟეტის მიხედვით, მარგოს შეყვარებულის დასჯა უნდა ღალატის გამო, რაშიც კიუს დახმარებას სთხოვს. მთელ ღამეს ისინი ერთად ატარებენ და "დამსჯელ ოპერაციას" ერთად გეგმავენ. მეორე დღეს კი გოგონა აღარ ჩანს...

Tags:

PIXELS - თამაში მსოფლიოს გადასარჩენად

"პიქსელები" - ალბათ თავდაპირველად გაგაკვირვებთ მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ფილმის სანახევროდ-მულტიპლიკაციურ 3D ფორმატში ხილვა. აქ მსოფლიოს გადარჩენა ყოფილი გეიმერების ხელშია, კაცობრიობის მტერი კი კვლავ უცხოპლანეტელები არიან, რომლებიც ძველი კომპიუტერული თამაშების სახით გვიტევენ! ამერიკის პრეზიდენტი გადაწყვეტს მისი ბავშვობის მეგობრებს მოუხმოს არკადი-თამაშების სტატეგიით მოთამაშე მტრის გასანადგურებლად: ადამ სენდლერი, კევინ ჯეიმსი, მიშელ მონაჰენი, ეშლი ბენსონი, პიტერ დინკლეიჯი და შონ ბინი სხვა მსახიობებთან ერთად... ითამაშებენ PacMan-ის წინააღმდეგ!

ფილმი საქართველოს კინოთეატრებში
რუსთაველი, ამირანი, Cavea მსოფლიო პრემიერამდე 1 დღით ადრე:
23 ივლისიდან 3D ფორმატში

PIXELS - თამაში მსოფლიოს გადასარჩენად
Tags:

'The Revenant-ის ოფიციალური თრეილერი


ინტერნეტ სივრცე მოიცვა ლეონარდო დიკაპრიოს უახლესი ფილმის ‘The Revenant ‘-ის ოფიციალურმა ტრეილერმა, რომელმაც ლეოს ფანები და არამარტო აღაფრთოვანა. ფილმი გადაღებულია რეალურ მოვლენებზე და ეკუთვნის ოსკაროსან რეჟისორსა და ‘Birdman’-ის შემქმნელს ალეხანდრო ინარიტუს. პროექტში დიკაპრიოსთან ერთად მონაწილეობენ ბრიტანელი მსახიობი ტომ ჰარდი, დომნალ გლისონი და უილ პოლტერი.

‘The Revenant ‘-ის ოფიციალური პრემიერა ამერიკულ კინოთეატრებში შედგება 2015 წლის 25 დეკემბერს. ფილმს კრიტიკოსები უკვე დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ, ხოლო ლეონარდოს კი პირველ ოსკარს.

'The Revenant-ის ოფიციალური თრეილერი

Tags:

ბოლო დღეებია ინტერნეტ სივრცეში ცნობილმა არტისტებმა მიყოლებით წარადგინეს უახლესი მისუკალური სინგლები თუ ვიდეო რგოლები. სიახლეში წარმოგიდგნეთ : რიანას, კალვინ ჰარისის, კარლი რეი ჯეფსენის, 5 Seconds of Summer-ის, Bean-ის , სიარას, ემინემის, ლეონა ლუისი და ჰილარი დაფის ბოლოდროინდელ ნამუშევრებს სიმღერის ტექსტებით.

ბოლოდროინდელი მუსიკალური სიახლეები
Tags:



Unfriended - “წაშალე მეგობრები”
"პარანორმალური მოვლენების" და 'ასტრალის" შემქმნელები წამოგვიდგენენ ქართველი რეჟისორის ინოვაციურ საშინელებათა ჟანრის ჰოლივუდურ დესქტოპ-ტრილერს‬ ‪"Unfriended" 16 ივლისიდან საქართველოს კინოთეატრებში

ჟანრი: საშინელება, ტრილერი
რეჟისორი: ლევან გაბრიაძე
როლებში: შელი ჰენინგი, მოუსეს სტორმი, რენი პოლსტედი, უილიამ პელტცი

ერთ საღამოს მეგობრებს "სკაიპში" შემოუერთდა უცნობი სახელით Billy227. ყველა ფიქრობდა, რომ ეს კომპიუტერული ხარვეზი იყო, სანამ უცნობმა არ დაიწყო წერა. ბილს აინტერესებდა თუ ვინ იყო ინტერნეტში სკანდალური ვიდეოს გავრცელების ავტორი, რომელიც მათ თანაკლასელ ლორა ბარნსზე იყო, რის გამოც გოგონამ რამდენიმე წლის წინ თავი მოიკლა. მეგობრებს ეგონათ, რომ ადვილად გათიშავდნენ ჩატს, თუმცა ეს ადვილი არ აღმოჩნდა. Billy227-ს სურს გაარკვიოს, თუ ვინ გაასაჯაროვა მასალები ლორა ბარნსზე და თუ დატოვებ ჩატს - მოკვდები!

Tags:


კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ საუკეთესო კორეული სერიალების ათეულს
'დორამ'-ების ნახვა შეგიძლიათ საიტზე: www.doramatv.ru
ასევე ზოგიერთი დორამა ქართული სუბტიტრებითაცაა საიტზე:www.koreamania.ge
Tags:



Magic Mike XXL
Magic Mike
- ფილმის მეორე ნაწილი XXL ზომით...

ფილმში "Magic Mike" ჩენინგ ტატუმის სტრიპზიტიორ პერსონაჟთან ერთად კვლავ ვიხილავთ თვალწარმტაც სამსახიობო დასს: მეტ ბომერი (Ken), ჯო მანგანიელო (Big Dick Richie), კევინ ნეში (Tarzan) და ქალბატონებს: ენდი მაკდაუელი, ემბერ ჰარდი, ჯადა პინკეტ სმიტი და ელიზაბეტ ბენკსს. ფილმის პირველი ნაწილი 2012 წელს გამოვიდა, სადაც ისტორია ჩენინ ტატუმის პერსონაჟისთვის სტრიპტიზის ხელოვნების მიტოვებით დასრულდა, 2015 წლის ფილმში კი ისტორია გრძელდება, როდესაც Magic Mike-ს კვლავ მოუხმობენ სცენაზე...

Tags:



მორიგი ჰოლივუდური კომედია, რომელსაც მაყურებელი საქართველოს კინოთეატრებში მსოფლიო პრემიერამდე 1 დღით ადრე - 25 ივნისიდან იხილავს. მარკ უოლბერგი, ამანდა სეიფრიდი, ლიამ ნისონი, მორგან ფრიმენი და სეტ მაკფარლენი, რომელიც დათუნია-ტედის პერსონაჟსაც ახმოვანებს და ფილმის რეჟისორიც გახლავთ წარმოგვიდგენს ტედის ისტორიის მეორე ნაწილს. ფილმში ტედს და მის ადამიან-მეუღლეს შვილის ყოლის სურვილი გაუჩნდებათ, რისთვისაც მოუწევთ დაამტკიცონ, რომ ტედი ადამიანია და შეძლებს ბავშვის აღზრდას, მოკლედ.. ტედს ცოლი მოყავს!

სარკაზმი, მსუბუქი და უხამსი იუმორი რეჟისორის დამახასიათებელი ნიშანია, სწორედ ასეთ სტილის გამო დათანხმდა მარკ უოლბერგი ფილმის მეორე ნაწილში გადაღებას, რაც მის კინოკარიერაში პირველი შემთხვევაა.


Tags:

თავდაყირა / inside out

ოდესმე დაფიქრებულხართ - ნეტავ რა ხდება ჩვენს თავში??
სწორედ ამ თემას ეფუძნება პიქსარის ეს უნიკალური მულტფილმი. მისი პრემიერა კანის 68-ე კინოფესტივალზე შედგა და აღფრთოვანება გამოიწვია კრიტიკოსებში ამ საოცრად ახლებურმა - წარმოსახვითმა სამყარომ. შთაგონება რეჟისორ და სცენარისტ პიტ დოქტერის საკუთარ მოზარდ ქალიშვილზე დაკვირვებამ შესძინა, ფილმის შექმნის პროცესს კი 5 წელიწადზე მეტი მოანდომეს!

18 ივნისიდან "კომედი შოუ" და "ვანოს შოუ"- ქართული გახმოვანებით
წარმოგვიდგენს სტუდია "Pixar"-ის ანიმაციურ ფილმს
"თავდაყირა" 3D ფორმატში

ფილმში წამოჭრილი თემები მულტფილმის გმირების მსგავსად ბავშვებს და მათ მშობლებს მრავალ საკითხე დააფიქრებს და გაახალისებს. მთავარი გმირი 11 წლის რაილის პერსონაჟია, მის ქცევას განსაზღვრავს ხუთი ემოცია, ხუთი პატარა არსება მის ტვინში: სიხარული, მწუხარება, შიში, რისხვა და ზიზღი. თითოეული ემოცია თავისებურად ცდილობს დაეხმაროს მას ახალ სკოლაში ადაპტირების დროს, სადაც მწუხარების ემოციამ ჩაიგდო მართვის სადავეები.

თავდაყირა / inside outთავდაყირა / inside out
თავდაყირა / inside outთავდაყირა / inside out
Tags:

სიახლეები სელენა გომესის შესახებსიახლეები სელენა გომესის შესახებ


14 ივნისს, მეხიკოში ‘Ritz-Carlton Cancun’-ში გაიმართა სელენა გომესის მორიგი ფილმის ‘Hotel Transylvania 2 ‘-ის ფოტოქოლი და პრესკონფერენცია, სადაც მსახიობი პაპარაცების წინაშე ფილმის რეჟისორთან გენდი ტარტაკოვსკისთან და ქასთის წევრებთან ადამ სენდლერთან და კევინ ჯეიმსთან ერთად გამოცხადდა. ფოტოქოლზე გომესი საკმაოდ სექსუალურად გამოიყურებოდა კეიტი ერმილიოს წითელ ზედა და ქვედა ტანსა და კრისტიან ლაბუტების ფეხსაცმელებში. ფილმი მსოფლიო კინოთეატრებს 2015 წლის 25 სექტემბრიდან დაიპყრობს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ მსახიობი და მომღერალი ცნობილი ბრენდის ‘Pantene’-ის უახლესი სახე და წარმომადგენელი გახდა. ‘უბედნიერესი ვარ ბრენდთან თანამშრობლობის დაწყებით’- განაცხადა სელენამ და ფანებს თავისი აღტაცება სოციალური ქსელების საშუალებით გაუზიარა.

სიახლეები სელენა გომესის შესახებ
Tags:



სიტყვა როგორც სკალპელი
ექიმი ჰაუსის საუკეთესო ციტატები
ბრიტანელმა მსახიობმა ჰიუ ლორმა 56-ე დაბადების დღე აღნიშნა


შესანიშნავი როლებისა და სამშობლოში წარმატებულობის მიუხედავად, ჰიუ ლორმა მსოფლიო აღიარებას ექიმ ჰაუსად გარდასახვის შემდეგ მიაღწია. პროექტი საკულტო გახდა, ცინიკოსი გრეგორი ჰაუსის რეპლიკები კი დიდიხანია აფორიზმებად იქცა.

Tags:

ძებნილი ლამაზმანები / Hot Pursuitძებნილი ლამაზმანები / Hot Pursuit

სოფია ვერგარა და რიზ უიზერსპუნი ჰოლივუდურ კომედიურ ფილმში რადიკალურად განსვავებულ პერსონაჟებს თამაშობენ, ხოლო ინსტაგრამის პერსონალურ პროფაილზე გვიზიარებენ ვიდეოებს, საიდანაც ვხედავთ, თუ როგორ დაუმეგობრდნენ ერთმანეთს კოლუმბიელი ლამაზმანი და ცნობილი ამერიკელი მსახიობი.
ფილმში პოლიციის ოფიცერი და ნარკობარონის ქვრივი გაურბიან კანონს და შეიარაღებულ მკვლელებს.

11 ივნისიდან რიზ უიზერსპუნს და სოფია ვერგარას ეძებს ყველა, როგორც პოლიცია, ასევე მაფია.
ექშენი კომედიის დიდი დოზით. საქართველოს კინოთეატრებში "ძებნილი ლამაზმანები"


Tags:

Prince Royce - Back It Up ft. Jennifer Lopez, Pitbull

რამდენიმე საათის წინ 45 წლის უსექსუალურესმა მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა ახალი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა სახელწოდებით ‘Back It Up. ვიდეოში ჯენიფერს პატნიორობას Pitbull და Prince Royce უწევენ. ვიდეო იდეალურად შეეფერება ზაფხულის ცხელ სეზონს. მიუხედავად ასაკისა ჯენიფერი იდეალურ ფორმაშია და ამჯერადაც დემონსტრირებას მის სექსუალურ ფორმებს უკეთებს. სიმღერა მელომანებისათვის სიახლეს არ წარმოადგენს , რადგან იგი მომღელებმა ჯერ კიდევ American Idol-ის სცენაზე მაისში შეასრულეს.წამოგიდგენთ უახლეს ვიდეო რგოლს და სიმღერის ტექსტს.


Tags:

საშიში ზღაპრები/Penny Dreadfulსაშიში ზღაპრები/Penny Dreadful
,,200 წლის შემდეგაც ვკითხულობთ ფრანკენშტეინს, ჩვენში კვლავ იწვევს აზრთა სხვადასხვაობას დორიან გრეი და ჯერ კიდევ გვაშინებს გრაფი დრაკულა”…


რას იტყვით, თუ ამ ლიტერატურულ პერსონაჟებს ერთ სატელევიზიო შოუში მოაქცევენ? ასეთ საინტერესო კომბინაციას გვთავაზობს ფსიქოლოგიური ტრილერი ,,საშიში ზღაპრები“. მსგავსი რამ თქვენ არასდროს გინახავთ - ვიქტორიანული ლონდონი, გოთიკური ატმოსფერო, ბევრი სისხლი, კლასიკური მონსტრები და საიდუმლოებები. ამასთან ერთად, ორიგინალური მუსიკა და შესანიშნავი კოსტუმები თავს მთლიანად რეალიზებულ სამყაროში გაგრძნობინებთ. ,,საშიში ზღაპრები“ უკვე გახდა კრიტიკოსთა რჩეული სერიალი და წელს ბაფტას სამი პრემიაც მოიპოვა, რაც სულაც არ ყოფილა მოულოდნელი ,,გლადიატორის“, ,,ავიატორისა“ და ,,ჰიუგოს“ სცენარისტის, ჯონ ლოგანისგან. მონაწილე მსახიობთა შემადგენლობა ასე გამოიყურება: ჯოშ ჰარტნეტი, ევა გრინი, ტიმოტი დალტონი, ბილი ფაიფერი, რივ კარნი და ჰარი ტრედევეი.

საშიში ზღაპრები/Penny Dreadful
Tags:

კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale

ბრიტანელმა მსახიობმა კრისტიან ბეილმა მაყურებლის სიყვარული მცირე ასაკში მოიპოვა. ის მხოლოდ 12 წლის იყო, როცა სტივენ სპილბერგმა 4 000 ახალგაზრდა კანდიდატს შორის ამოარჩია ფილმისთვის ,,მზის იმპერია“. მას შემდეგ ბეილი გენიალური შესრულებით და მრავალფეროვანი როლებით ანებივრებს მაყურებელს. 41 წლის ოსკაროსანი მსახიობი ისე ოსტატურად ახერხებს როლიდან როლში მოგზაურობას, რომ მისი ამოცნობა თითქმის შეუძლებელია, რისთვისაც მას ყველა დროის ყველაზე დიდებულ მსახიობთა შორის განიხილავენ. გაგაცნობთ კრისტიან ბეილის გამორჩეულ როლებსა და ამონარიდებს ინტერვიუებიდან.
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale

"ადამიანები არ არიან ვალდებულნი მიცნობდნენ. ინტერვიუებს იმიტომ ვთანხმდები, რომ ფილმების გაყიდვას შევუწყო ხელი და არა საკუთარი თავის."
"მსახიობი არ უნდა იყოს იმ ფილმზე უფრო დიდი, რომელშიც ის მონაწილეობს."
"ხელოვნება ისაა, რითიც უნდა იამაყო. ხელოვნება არ არის კომპრომისი."

"არასდროს მინდა ვიგრძნო, რომ უსაფრთხოდ ვთამაშობ."
კრისტიან ბეილი / christian bale
Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • ...
  • 92
  • »


  • Welcome to ANGEL.GE

    at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Back to Top