;




"ლაბირინთში მორბენალი: ცეცხლით გამოცდა"
საქართველოს კინოთეატრებში


შეგახსენებთ, რომ 2014 წლის შემოდგომაზე ფრენჩიზის პირველი ნაწილი გამოვიდა, რომელმაც ღირსეულად წარადგინა საკუთარი თავი გაქირავებაში და სტუდია 20th Century Fox-ს 340 მილიონი $ მოუტანა. რა თქმა უნდა, ბოევიკმა მაშინვე სიქველზე დასტური მიიღო.

ფილმის მეორე ნაწილში ლაბირინთი გავლილია, მაგრამ ტომასს, ტერეზას, მინხოს და სხვებს მოდუნება მაინც არ შეუძლიათ. საიდუმლო ორგანიზაცია ახალგაზრდებს ახალ, სასიკვდილოდ საშიშ გამოცდილებას მატებს. ყოველ ჯერზე მათ ელით შეხვედრა განუკურნებელი დაავადების მსხვერპლებთან, რომლებიც გამოირჩევიან ძალადობრივი ხასიათითა და მოულოდნელი ქმედებებით.

Tags:

Hailee Steinfeld - Love MyselfHailee Steinfeld - Love Myself

Hailee Steinfeld - Love Myself

18 წლის ამერიკელი მსახიობი ჰეილი სტენფილდი, რომელიც 13 წლის ასაკში გახლდათ ოსკარის ნომინანტი ფილმ TRUE GRIF-ში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ახლა წარმოგვიდგა, როგორც მომღერალი! ჰეილიმ სადებიუტო სიმღერა და მუსიკალური კლიპი გამოუშვა სიმღერაზე Love Myself, რომლის ავტორიც თავადაა.

სიმღერის ტექსტი მსმენელს გარკვეულწილად გაურკვეველ შეგრძნებას ტოვებს მისი სათაურიდან გამომდინარე, მომღერალმა აღნიშნა, რომ ის არ აპირებს კონკრეტული მიმართულება მოგვცეს თუ როგორ ამოვიკითხოთ ეს ფრაზა და თუ თქვენ გესმით, რომ სიმღერა საკუთარი თავის სიყვარულზე, დამოუკიდებლობაზე და მასტურბაციაზეა.. შესაძლოა არც ცდებით.


Tags:



'Grey's Anatomy' Season 12 Spoilers
სერიალის შემქმნელმა შონდა რაიმსმა, ასევე მსახიობებმა ელენ პომპეომ, კატერინა სკორსოუნმა და კელი მაკრორიმ „გრეის ანატომიის“ მეთორმეტე სეზონის შესახებ ისაუბრეს, რომელიც ეკრანებს 24 სექტემბერს დაურუნდება.

„ძალიან სხვანაირადაა ყველაფერი, ყოველთვის, როდესაც ვინმე მიდის სერიალიდან ძალიან მძიმე გადასატანია, მაგრამ შოუ უკვე ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს და ამიტომ ცვლილებებსაც უნდა შევეგუოთ, ძალიან ბევრ ცვლილებას ვიხილავთ ახალ სეზონშიც.- განაცხადა მთავარი როლის შემსრულებელმა ელენ პომპეომ.
მეთორმეტე სეზონში მოქმედება ფინალიდან სამი თვის შემდეგ ვითარდება, შეკითხვაზე ეწვევა კი მერედითს ახალი სიყვარული? გვპასუხობენ, რომ მეთორმეტე სეზონში ეს მთავარი თემა არაა და დერეკის შემცვლელის მოძებნა ძალიან რთული იქნება. აქვე გვპირდებიან, რომ სერიალი უფრო ნათელი გახდება და შავი იუმორით გახალისდება.

„გრეის ანატომია“- მეთორმეტე სეზონის დეტალები
Tags:

ფილმ ‘Equals’-ის პრემიერა 2015 ვენეციის კინოფესტივალზეფილმ ‘Equals’-ის პრემიერა 2015 ვენეციის კინოფესტივალზე


5 სექტემბერს, ვენეციის გრანდიოზულ კინოფესტივალზე გაიმართა ფილმ ‘Equals’-ის პრემიერა. ფესტივალის წითელ ხალიჩაზე თამამად იპოზიორეს პროექტის წამყვანმა სახეებმა კრისტენ სტუარტმა და მისმა უსიმპატიურესმა კავალერმა ნიკოლას ჰოლტმა, რომლებსაც მოგვიანებით შეუერთდათ ფილმის რეჟისორი დრეიკ დორემუსი. იმავე დღეს, სასტუმრო ‘Palazzo del Casino’-ში გაიმართა ‘Equals’-ის ფოტოქოლი და პრეს კონფერენცია, სადაც მსახიობებმა ღიად ისაუბრეს თავიანთ პერსონაჟებზე. სტუარტმა გულახდილად განაცხადა, რომ ეს როლი მისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ‘თავდაპირველად ძალიან ვნერვიულობდი, რადგან რამდენადაც შეიძლება მარტივი როლი იყოს, იმდენად დიდი ემოციებითაა დატვირთული. 25 წლის ვარ და წარსულში დიდი სირთულეებიც გადამიტანია, შესაბამისად ვიცოდი, რომ ჩემთვის ეს ყოველივე მტიკვნეული იქნებოდა, თუმცა საკუთარ თავს ალბათ შევიძულებდი პროექტში რომ არ მიმეღო მონაწილეობა.’ მსახიობმა პრემიერაზე შანელის 2015 წლის ლუქი მოირგო, რომელიც უბრალო, თუმცა გლამურულ და დახვეწილ ჩაცმულობად შეაფასეს.

ფილმ ‘Equals’-ის პრემიერა 2015 ვენეციის კინოფესტივალზე

Tags:

'Black Mass'-ის პრემიერა 2015 ვენეციის კინოფესტივალზე


4 სექტემბერს, 2015 წლის ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა ფილმ ‘Black Mass’-ის გრანდიოზული პრემიერა. წითელ ხალიჩაზე შეიკრიბნენ ფილმის არაჩვეულებრივი ქასთის წევრები ჯონი დეპი თავის უმშვენიერეს მეუღლესთან ემბერ ჰარდთან ერთად, დაკოტა ჰონსონი, ჯოელ ედგერტონი და რა თქმა უნდა რეჟისორი სკოტ კუპერი. 52 წლის დეპი ფილმში ბოსტონის კრიმინალურ ავტორიტეტს ჯეიმს უაითი ბალგერს განასახიერებს, ხოლო 25 წლის დაკოტა კი მის მეგობარ გოგონას.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯონსონი და ჰარდი წითელ ხალიჩაზე თვალისმომჭრელად გამოიყურებოდნენ. დაკოტას პრადას ვარდისფერი კაბა ემოსა, რომელსაც ლუი ლიმანის ფეხსაცმელები შეუხამა, ხოლო რაც შეეხება ემბერს მანსტელა მაკარტნის შავი კაბა მოირგო, რომელსაც კრისტიან ლაბუტენის ფეხსაცმელები შეუხამა. იმავე დღეს, გაიმართა ფილმის პრესკონფერენციაც, სადაც მსახიობებმა თავიანთ პერსონაჟებზე ისაუბრეს. გთავაზობთ, ფოტომასალას წითელი ხალიჩიდან და პრეს რუმიდან.

'Black Mass'-ის პრემიერა 2015 ვენეციის კინოფესტივალზე
Tags:

''ზღვასთან ახლოს'' პირველი ოფიციალური თრეილერი!''ზღვასთან ახლოს'' პირველი ოფიციალური თრეილერი!
ინტერნეტ სივრცეში ფილმის „ზღვასთან ახლოს“ (By the Sea) პირველი თრეილერი გამოჩნდა, როგორც იცით ფილმში ანჯელინა ჯოილი და ბრედ პიტი თამაშობენ. წყვილი ამბობს, რომ თანამშრომლობა მათთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა,თუმცა ამის მიუხედავად, ვარსკვლავური წყვილი თავისივე შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილია.

„ჩხუბის სცენებში მიწევდა როგორც საკუთარი თავის, ისე ბრედის მართვა, მას ძალიან გაუჭირდა, ჩემ მიმართ აგრესიული ყოფილიყო,“- ამბობს ანჯელინა.

დრამის მოქმედება საფრანგეთში, 1970-იან წლებში ვითარდება. ჯოლის გმირი ყოფილი მოცეკვავე ვანესაა, პიტის პერსონაჟი კი ვანესას ქმარია, ამერიკელი მწერალი.ვარსკვლავური წყვილის გარდა ფილმში როლებს ფრანგი მსახიობები ასრულებენ: მელანი ლორანი, მელვილ პუპო და ნილს არესტრუპი. ფილმი კინოთეატრებში 13 ნოემბერს გამოვა.



Tags:



Paper Towns / ქაღალდის ქალაქები

იხილეთ ჯონ გრინის ბესტსელერის ეკრანიზაცია
30 ივლისიდან კინოთეატრებში "რუსთაველი" და "აპოლო"


"ქაღალდის ქალაქები" ჯონ გრინის კიდე ერთი ბესტსელერის ეკრანიზაციაა, 2014 წელს მისი ცნობილი წიგნის ეკრანიზაციამ დიდი პოპულარობა მოიპოვა. "ბედის ვარსკვლავის ბრალია" გაქირავებაში 300 მილიონი დოლარის მომტანი გახდა. სწორედ ამ ფილმის სცენარისტებმა შეადგინეს ტანდემი, რომ კიდევ უფრო წარმატებულად განეხორციელებინათ მორიგი რომანის ადაპტაცია.

ახალი რომანტიული ისტორიის სიუჟეტის მიხედვით, მარგოს შეყვარებულის დასჯა უნდა ღალატის გამო, რაშიც კიუს დახმარებას სთხოვს. მთელ ღამეს ისინი ერთად ატარებენ და "დამსჯელ ოპერაციას" ერთად გეგმავენ. მეორე დღეს კი გოგონა აღარ ჩანს...

Tags:

PIXELS - თამაში მსოფლიოს გადასარჩენად

"პიქსელები" - ალბათ თავდაპირველად გაგაკვირვებთ მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ფილმის სანახევროდ-მულტიპლიკაციურ 3D ფორმატში ხილვა. აქ მსოფლიოს გადარჩენა ყოფილი გეიმერების ხელშია, კაცობრიობის მტერი კი კვლავ უცხოპლანეტელები არიან, რომლებიც ძველი კომპიუტერული თამაშების სახით გვიტევენ! ამერიკის პრეზიდენტი გადაწყვეტს მისი ბავშვობის მეგობრებს მოუხმოს არკადი-თამაშების სტატეგიით მოთამაშე მტრის გასანადგურებლად: ადამ სენდლერი, კევინ ჯეიმსი, მიშელ მონაჰენი, ეშლი ბენსონი, პიტერ დინკლეიჯი და შონ ბინი სხვა მსახიობებთან ერთად... ითამაშებენ PacMan-ის წინააღმდეგ!

ფილმი საქართველოს კინოთეატრებში
რუსთაველი, ამირანი, Cavea მსოფლიო პრემიერამდე 1 დღით ადრე:
23 ივლისიდან 3D ფორმატში

PIXELS - თამაში მსოფლიოს გადასარჩენად
Tags:

'The Revenant-ის ოფიციალური თრეილერი


ინტერნეტ სივრცე მოიცვა ლეონარდო დიკაპრიოს უახლესი ფილმის ‘The Revenant ‘-ის ოფიციალურმა ტრეილერმა, რომელმაც ლეოს ფანები და არამარტო აღაფრთოვანა. ფილმი გადაღებულია რეალურ მოვლენებზე და ეკუთვნის ოსკაროსან რეჟისორსა და ‘Birdman’-ის შემქმნელს ალეხანდრო ინარიტუს. პროექტში დიკაპრიოსთან ერთად მონაწილეობენ ბრიტანელი მსახიობი ტომ ჰარდი, დომნალ გლისონი და უილ პოლტერი.

‘The Revenant ‘-ის ოფიციალური პრემიერა ამერიკულ კინოთეატრებში შედგება 2015 წლის 25 დეკემბერს. ფილმს კრიტიკოსები უკვე დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ, ხოლო ლეონარდოს კი პირველ ოსკარს.

'The Revenant-ის ოფიციალური თრეილერი

Tags:

ბოლო დღეებია ინტერნეტ სივრცეში ცნობილმა არტისტებმა მიყოლებით წარადგინეს უახლესი მისუკალური სინგლები თუ ვიდეო რგოლები. სიახლეში წარმოგიდგნეთ : რიანას, კალვინ ჰარისის, კარლი რეი ჯეფსენის, 5 Seconds of Summer-ის, Bean-ის , სიარას, ემინემის, ლეონა ლუისი და ჰილარი დაფის ბოლოდროინდელ ნამუშევრებს სიმღერის ტექსტებით.

ბოლოდროინდელი მუსიკალური სიახლეები
Tags:



Unfriended - “წაშალე მეგობრები”
"პარანორმალური მოვლენების" და 'ასტრალის" შემქმნელები წამოგვიდგენენ ქართველი რეჟისორის ინოვაციურ საშინელებათა ჟანრის ჰოლივუდურ დესქტოპ-ტრილერს‬ ‪"Unfriended" 16 ივლისიდან საქართველოს კინოთეატრებში

ჟანრი: საშინელება, ტრილერი
რეჟისორი: ლევან გაბრიაძე
როლებში: შელი ჰენინგი, მოუსეს სტორმი, რენი პოლსტედი, უილიამ პელტცი

ერთ საღამოს მეგობრებს "სკაიპში" შემოუერთდა უცნობი სახელით Billy227. ყველა ფიქრობდა, რომ ეს კომპიუტერული ხარვეზი იყო, სანამ უცნობმა არ დაიწყო წერა. ბილს აინტერესებდა თუ ვინ იყო ინტერნეტში სკანდალური ვიდეოს გავრცელების ავტორი, რომელიც მათ თანაკლასელ ლორა ბარნსზე იყო, რის გამოც გოგონამ რამდენიმე წლის წინ თავი მოიკლა. მეგობრებს ეგონათ, რომ ადვილად გათიშავდნენ ჩატს, თუმცა ეს ადვილი არ აღმოჩნდა. Billy227-ს სურს გაარკვიოს, თუ ვინ გაასაჯაროვა მასალები ლორა ბარნსზე და თუ დატოვებ ჩატს - მოკვდები!

Tags:


კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ საუკეთესო კორეული სერიალების ათეულს
'დორამ'-ების ნახვა შეგიძლიათ საიტზე: www.doramatv.ru
ასევე ზოგიერთი დორამა ქართული სუბტიტრებითაცაა საიტზე:www.koreamania.ge
Tags:



Magic Mike XXL
Magic Mike
- ფილმის მეორე ნაწილი XXL ზომით...

ფილმში "Magic Mike" ჩენინგ ტატუმის სტრიპზიტიორ პერსონაჟთან ერთად კვლავ ვიხილავთ თვალწარმტაც სამსახიობო დასს: მეტ ბომერი (Ken), ჯო მანგანიელო (Big Dick Richie), კევინ ნეში (Tarzan) და ქალბატონებს: ენდი მაკდაუელი, ემბერ ჰარდი, ჯადა პინკეტ სმიტი და ელიზაბეტ ბენკსს. ფილმის პირველი ნაწილი 2012 წელს გამოვიდა, სადაც ისტორია ჩენინ ტატუმის პერსონაჟისთვის სტრიპტიზის ხელოვნების მიტოვებით დასრულდა, 2015 წლის ფილმში კი ისტორია გრძელდება, როდესაც Magic Mike-ს კვლავ მოუხმობენ სცენაზე...

Tags:



მორიგი ჰოლივუდური კომედია, რომელსაც მაყურებელი საქართველოს კინოთეატრებში მსოფლიო პრემიერამდე 1 დღით ადრე - 25 ივნისიდან იხილავს. მარკ უოლბერგი, ამანდა სეიფრიდი, ლიამ ნისონი, მორგან ფრიმენი და სეტ მაკფარლენი, რომელიც დათუნია-ტედის პერსონაჟსაც ახმოვანებს და ფილმის რეჟისორიც გახლავთ წარმოგვიდგენს ტედის ისტორიის მეორე ნაწილს. ფილმში ტედს და მის ადამიან-მეუღლეს შვილის ყოლის სურვილი გაუჩნდებათ, რისთვისაც მოუწევთ დაამტკიცონ, რომ ტედი ადამიანია და შეძლებს ბავშვის აღზრდას, მოკლედ.. ტედს ცოლი მოყავს!

სარკაზმი, მსუბუქი და უხამსი იუმორი რეჟისორის დამახასიათებელი ნიშანია, სწორედ ასეთ სტილის გამო დათანხმდა მარკ უოლბერგი ფილმის მეორე ნაწილში გადაღებას, რაც მის კინოკარიერაში პირველი შემთხვევაა.


Tags:

თავდაყირა / inside out

ოდესმე დაფიქრებულხართ - ნეტავ რა ხდება ჩვენს თავში??
სწორედ ამ თემას ეფუძნება პიქსარის ეს უნიკალური მულტფილმი. მისი პრემიერა კანის 68-ე კინოფესტივალზე შედგა და აღფრთოვანება გამოიწვია კრიტიკოსებში ამ საოცრად ახლებურმა - წარმოსახვითმა სამყარომ. შთაგონება რეჟისორ და სცენარისტ პიტ დოქტერის საკუთარ მოზარდ ქალიშვილზე დაკვირვებამ შესძინა, ფილმის შექმნის პროცესს კი 5 წელიწადზე მეტი მოანდომეს!

18 ივნისიდან "კომედი შოუ" და "ვანოს შოუ"- ქართული გახმოვანებით
წარმოგვიდგენს სტუდია "Pixar"-ის ანიმაციურ ფილმს
"თავდაყირა" 3D ფორმატში

ფილმში წამოჭრილი თემები მულტფილმის გმირების მსგავსად ბავშვებს და მათ მშობლებს მრავალ საკითხე დააფიქრებს და გაახალისებს. მთავარი გმირი 11 წლის რაილის პერსონაჟია, მის ქცევას განსაზღვრავს ხუთი ემოცია, ხუთი პატარა არსება მის ტვინში: სიხარული, მწუხარება, შიში, რისხვა და ზიზღი. თითოეული ემოცია თავისებურად ცდილობს დაეხმაროს მას ახალ სკოლაში ადაპტირების დროს, სადაც მწუხარების ემოციამ ჩაიგდო მართვის სადავეები.

თავდაყირა / inside outთავდაყირა / inside out
თავდაყირა / inside outთავდაყირა / inside out
Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • ...
  • 92
  • »


  • Welcome to ANGEL.GE

    at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

    some articles are translated to English via google.com

    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Back to Top