;
14 იანვარი 2016      AnnLennon1     4 კომენტარი     ნანახია 3868-ჯერ
Oscar Nominations 2016 - Full List Announced! Oscar Nominations 2016 - Full List Announced!


დიდიხნის ლოდინის შემდეგ 14 იანვარს, კინოაკადემიის წარმომადგენლების მიერ საჯაროდ გახდა ცნობილი ოსკარის გრანდიოზული ცერემონიალის რიგით 88-ე დაჯილდოების თარიღი და რაც ყველაზე მთავარია ნომინანტთა სრული სია. ეს ინფორმაცია აკადემიის ოფიციალურ საიტზე განთავსდა. წლევანდელი დაჯილდოება 28 თებერვალს გაიმართება, ხოლო მის წამყვანად ცნობილი მსახიობი და კომედიანტი კრის როლი მოგვევლინება.

Oscar Nominations 2016 - Full List Announced!


Tags:
3 იანვარი 2016      anabel-li     3 კომენტარი     ნანახია 2016-ჯერ
მანამ, სანამ დემიენ რაისი ცოცხალი მუსიკის შესრულებით სახელს გაითქვამდა, იგი, როგორც სხვა უამრავი მუსიკოსი და კომპოზიტორი, პროლეტარიატის ნაწილი იყო. იგი ცხოვრობდა ირლანდიაში, სადაც 90-იანი წლების ბოლოს მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ სამარკეტო კომპანიაში. მის ერთ-ერთ ასეთ ზარს უპასუხა ახალგაზრდა ქალმა და როგორც დემიენი თავის ერთ-ერთ კონცერტზე აღნიშნავს, მათ საკმაოდ კარგი დიალოგი ქონდათ..

სწორედ ეს სატელეფონო საუბრები გახდა იმედგაცრუებული დემიენისთვის სიმღერის The Blower’s Daughter შთაგონების წყარო. სიმღერა 2004 წელს საუნდტრეკად გამოიყენეს ფილმში “Closer” ტკივილისა და დაბნეულობისთვის ხაზის გასასმელად, რომელიც სიყვარულს თან სდევს.

Tags:
7 დეკემბერი 2015      liliana     2 კომენტარი     ნანახია 2264-ჯერ
Grammy Nominations 2016 - Full List!
7 დეკემბერს ტელეკომპანია CBS-ის პირდაპირ ეთერში გამართულ პრესკონფერენციაზე 15 გრემის მფლობელმა მომღერალმა ალიშა ქისმა 2016 წლის გრემის ყველა ნომინაცია წარადგინა. წლევანდელი წელი საოცრად წარმატებული აღმოჩნდა ტეილორ სვიფტისათვის,რომელსაც წლევანდელ გრემის დაჯილდოვებაზე დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ, იგი სულ 7 ნომინაციაზეა წარდგენილი და საერთო ჯამში ერთადერთი არტისტია გრემის 58-ე დაჯილდოვებაზე რომელიც ერთდროულად 3 მთავარ ნომინაციაზეა წარდგენილი: წლის სიმღერა, წლის ალბომი და წლის ჩანაწერი. ნომინაციების რაოდენობის მიხედვით კი ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი კენდრიკ ლამარი ლიდერობს, მას სულ 11 ნომინაცია აქვს. გრემის 58-ე მუსიკალური დაჯილდოვება,რომელიც ჯერ კიდევ წამყვანის შერჩევის პერიოდში იმყოფება, 15 თებერვალს ლოს-ანჯელესში გაიმართება, რომელსაც ტელეკომპანია CBS პირდაპირ ეთერში უჩვენებს.

Tags:
27 ნოემბერი 2015      Liza-Kerr     4 კომენტარი     ნანახია 4435-ჯერ
Halsey Halsey

ეშლი ნიკოლით ფრენჯიპაინი სასცენო სახელით ცნობილი, როგორც ჰოლზი , ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორია. 2014 წელს გამოსცა EP სახელად "Room 93". 2015 წელს კი მისი პირველი ალბომი "Badlands" გამოვიდა.

Halsey
Tags:
19 ნოემბერი 2015      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 2427-ჯერ


შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა ნაწილი 2
როლებში: ჯენიფერ ლოურენსი, ჯოშ ჰატჩერსონი, ლიამ ჰემსვორტი,
ელიზაბეტ ბენკსი, ნატალი დორმერი, ჯულიანა მური..

მსოფლიო ფენომენის ეპიკური დასასრული.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკანასკნელ, 76-ე შიმშლის თამაშებზე!

კეტნის ევერდინი და პიტა მელარკი ცდილობენ, კაპიტოლის წინააღმდეგ წამოწყებულ სამოქალაქო ომში გაიმარჯვონ.

მსახიობთა დასი კიდევ ერთხელ გაერთიანდა ფინალური ფილმისთვის, რომელიც სიუზან კოლინსის ტრილოგიის მიხედვით გადაღებულ ფილმთა სერიას დაასრულებს მე-4 ფილმით. მართალია წიგნის ფანებმა უკვე იციან ტრილოგიის ფინალი, თუმცა რეჟისორი ფრენსის ლოურენსი წარმოუდგენელ სანახაობას გვპირდება დიდ ეკრანებზე, ფილმი 3D ფორმატშია გადაღებული, რაც განასხვავებს მას წინა ფილმებისგან. პრემიერა 19 ნოემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში!


Tags:
11 ნოემბერი 2015      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 2762-ჯერ


არ გამოტოვოთ ბრედლი კუპერის კულინარიული მასტერ კლასები
12 ნოემბრიდან კინოთეატრებში
სეანსები და ბილეთები: kinoafisha.ge

უახლესი ფილმი-შედევრი ბრედლი კუპერის, სიენა მილერის, უმა ტურმანის და სხვა მრავალი ცნობილი მსახიობის მონაწილეობით. დაფუძნებული კულინარ მარკო პიერ ვაითის, მარკუს ვერინგის და გორდონ რემზისის პიროვნებების გავლენით და გადაღებული მათივე მასტერ კლასების ფონზე: სამზარეულოს ვირტუოზი და კულინარიული სამყაროს ყველაზე ტემპერამენტიანი შეფ-მზარეული ადამ ჯონსი ოცნებობს მიშელინის მესამე ვარსკვლავზე. მავნე ჩვევების გამო დანგრეული კარიერა და დაკარგული რესტორანი პარიზში, ცხოვრება მას მეორე შანსს აძლევს და ყველაფერს თავიდან იწყებს!

“I actually learned how much I can’t cook by doing this film. You sit through one session with Clare Smyth, and you realize this is a level of execution that’s world class. To get three Michelin stars is literally almost impossible. The level of perfection, discipline, and sacrifice is incredible.”– Bradley Cooper
Tags:
5 ნოემბერი 2015      AnnLennon1     3 კომენტარი     ნანახია 2105-ჯერ
‘The Hunger Games: Mockingjay – Part 2’-ს პრემიერა გერმანიაში


4 ნოემბერს, გერმანიამ, კერძოდ კი ბერლინმა ფილმ ‘The Hunger Games: Mockingjay – Part 2’-ს გრანდიოზულ პრემიერას უმასპინძლა. წითელ ხალიჩაზე პაპარაცების წინაშე ქასთის არაჩვეულებრივი წევრები უმშვენიერესი ჩაცმულობით იწონებდნენ თავს. ფილმის წამყვანი მსახიობები ჯენიფერ ლოურენსი, ჯოშ ჰაჩერსონი და ლიამ ჰემსვორტი უხვად არიგებდნენ ავტოფრაფებს ფანებისთვის და ინტერვიუებს ჟურნალისტებისთვის. პრემიერაზე ასევე იხილავდით სემ კლაფინს, ჯენა მალონეს, ნატალი დორმერს, ელიზაბეტ ბანკს, ჯულიანა მურს, დონალდ სატერლენდსა და სხვებს. ფილმის მთავარი გმირი ოსკაროსანი ჯენიფერ ლოურენსი როგორც ყოველთვის თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა დიორის უმშვენიერეს კაბასა და ნეილ ლეინის სამკაულებით. აქვე გეტყვით, რომ ‘The Hunger Games: Mockingjay – Part 2’-ს ოფიციალური კინოპრემიერა 2015 წლის 20 ნოემბერს შედგება.

‘The Hunger Games: Mockingjay – Part 2’-ს პრემიერა გერმანიაში
Tags:
24 ოქტომბერი 2015      ni_nini     7 კომენტარი     ნანახია 4191-ჯერ
''By The Sea'' Featurette & New Trailer!

ახალი თრეილერი და კადრები ფილმიდან ''კადრს მიღმა''!
სულ მალე დღის შუქს იხილავს ანჯელინას ჯოლის კიდევ ერთი ნამუშევარი 'By the Sea' ,სადაც მსახიობი მთავარ როლს მეუღლესთან ბრედ პიტთან ერთად ასრულებს.მიუხედავად იმისა,რომ ფილმის მსოფლიო პრემიერა 13 ნოემბერ შედგება,მას 5ნოემბერს საპატიოდ ''AFI'' ფესტივალზე ახსენებენ. ამით ანჯელინა ერთადერთი რეჟისორი ქალი გახდება ,რომელსაც წილად ხვდა ზემოთ ხსენებული დაჯილდოება საკუთარი ნამუშევრით გაეხსნა.ამასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ფილმის ახალი თრეილერი.

რამოდენმე დღის წინ კი'' Universal Pictures-მა''გამოაქვეყნა ''კადრს მიღმა'' ვიდეო,რითაც საშუალება გვეძლევა ვნახოთ კადრები იმის შესახებ თუ როგორ მუშაობდნენ მსახიობები გადასაღებ მოედანზე.განსაკუთრებით საინტერესო გახლავთ ის ფაქტი,რომ ანჯელინა ერთდროულად ითავსებს,როგორც რეჟისორის ასევე მსახიობის ამპლუას.
''By The Sea'' Featurette & New Trailer!
Tags:
24 ოქტომბერი 2015      Ancho.     0 კომენტარი     ნანახია 3087-ჯერ

სიყვარული აქცენტით 2: საზღვრების გარეშე
საქართველოს კინოთეატრებში


ტელეეკრანებზე გამოვიდა სასიყვარულო ალმანახის: "სიყვარული აქცენტით" მეორე ნაწილი. პირველი ფილმი გადაღებულია საქართველოში და მისი რეჟისორი გახლდათ რეზო გიგინეიშვილი, რომელმაც ამჯერად, პროდიუსერის სკამზე გადაინაცვლა და ახალი ნაწილის რეჟისორად კარენ ოგანესიანი მოგვევლინა. ფილმის ციკლი ჩაფიქრებულია როგორც 5 ისტორია, თითოეულის მოქმედების ადგილად კი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებია შერჩეული. ამჯერად, ნოველის გმირებს კოლორიტულ სომხეთში მივყვებით. ფილმმა "სიყვარული აქცენტით: საზღვრების გარეშე" რუსული კინოს ნამდვილი ვარსკვლავები შეკრიბა. კინოსურათში თამაშობენ რეზო გიგინეიშვილის ცოლი ნადეჟდა მიხალკოვა. ფილმის ახალი რეჟისორი უკვე აღიარებულია თავისი ფილმებით.

ფილმის პოპულარობიდან 2 წლის შემდეგ, რეზო გიგინეიშვილმა მეორე ნაწილის გადაღება წამოიწყო: ახალი ისტორიებით, ახალი სამსახიობო და სარეჟისორო ჯგუფით, მაგრამ თემა ისევ ის დარჩა - სიყვარული და ყველაფერი რაც მას უკავშირდება.

Tags:
17 ოქტომბერი 2015      Ancho.     3 კომენტარი     ნანახია 3860-ჯერ


ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი: ჩარლი ჰანემი
კიდევ ერთი მამაკაცი ჰოლივუდის მსახიობთა ელიტაში


მსოფლიო კინოთეატრებში გამოვიდა გილერმო დელ ტოროს ახალი ფილმი "ალისფერი პიკი". ჩარლი ჰენემმა ამ რეჟისორის უკვე მეორე ფილმში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, ჯერჯერობით, 35 წლის ინგლისელს მხოლოდ სატელევიზიო დრამით "ანარქიის შვილებით" იცნობენ. "ვერ შემდგარი კრისტიან გრეი"-ასევე ერთ-ერთი წოდებაა, რომლითაც ჩარლის იხსენებენ, რადგანაც მან სწორად "ალისფერი პიკის" გამო თქვა უარი ქრისტიან გრეის როლზე. მსახიობს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ჰოლივუდი უნდა მოემზადოს 2016 წლისათვის, როცა ეკრანებზე მისი მონაწილეობით ერთდროულად ორი პერსპექტიული ფილმი გამოდის.

"გვერდიდან შესაძლოა მოეჩვენოთ, რომ "გრეის 50 ელფერში" მე დამაბნია ღია სცენების სიმრავლემ, მაგრამ თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი სცენები მაქვს ნათამაშები კარიერის დასაწყისში, როდესაც მხოლო 18 წლის ვიყავი. სიუჟეტის მიხედვით 15 წლის ბიჭს ვანსახიერებდი, ამიტომაც ბევრი მათგანი არ დაუშვა ცენზურამ, მაგრამ შიშველი სცენები მე ჯერ კიდევ მაშინ არ მაშინებდა, და მითუმეტეს არ დამაბრკოლებდა არც 16 წლის შემდეგ."

Tags:
8 ოქტომბერი 2015      AnnLennon1     4 კომენტარი     ნანახია 2032-ჯერ
ნინა დობრევი ‘The Final Girls’-ის პრემიერაზე, ჰოლივუდში ნინა დობრევი ‘The Final Girls’-ის პრემიერაზე, ჰოლივუდში


6 ოქტომბერს, ლონდონის სასტუმროში, დასავლეთ ჰოლივუდში გაიმართა საშინელებათა ჟანრის ფილმის ‘The Final Girls’-ის პრემიერა. ივენთის წითელი ხალიჩაზე პაპარაცების წინაშე თავს იწონებდნენ ფილმის წამყვანი მსახიობები: ნინა დობრევი, ტაისა ფარმიგა, ხლოი ბრიჯსი და სხვები. ფილმი მოგვითხრობს ისტორიას გოგონების შესახებ, რომლებიც მისტიური ძალის საშუალებით გადადიან 80-იან წლების საშინელებათა ფილმში.

იმავე დღეს, ყოფილი 'ვამპირის დღიურების' მსახიობი დობრევი დაესწრო ბრიტანელი წამყვანის ამერიკულ შოუს ‘The Late Late Show’, სადაც ჯეიმს კოდენმა ნინა თავის მშობლიურ ენაზე აალაპარაკა. მოგეხსენებათ, რომ ნინა წარმოშობით ბულგარეთიდან გახლავთ. გთავაზობთ, ფოტომასალას პრემიერიდან და სატელევიზიო შოუს მსვლელობიდან, პლიუს ფილმის თრეილერს.

ნინა დობრევი ‘The Final Girls’-ის პრემიერაზე, ჰოლივუდში ნინა დობრევი ‘The Final Girls’-ის პრემიერაზე, ჰოლივუდში
Tags:
6 ოქტომბერი 2015      Ancho.     1 კომენტარი     ნანახია 20790-ჯერ
The Walk/The Martian/Pan

3 ფილმის პრემიერა
გასეირნება, მარსიანელი 3D, და პენი მოგზაურობა ნევერლენდში 3D
8 ოქტომბერს საქართველოს კინოთეატრებში


რეალური ისტორია თოკზე მოსიარულე ფილიპ პეტის შესახებ, რომელმაც 1974 წელს არალეგალურად გაიარა სავაჭრო ცენტრის ტყუპ კოშკებს შორის- ეს არის რობერტ ზემეკისის მორიგი გასაოცარი ნამუშევარი.

ჰოლივუდი უკვე მესამეჯერ ცდილობს მეთ დეიმონის გადარჩენას. "მარსიანელ"-ში მსახიობი სულ მარტოდაა დარჩენილი უკაცრიელ მარსზე. ფილმი გადაღებულია ენდი უირის მეცნიერულ-ფანტასტიკური ჟანრის წიგნის მიხედვით: იწყება იმით, რომ მარსზე გრიგალის შემდეგ, კოლეგების ევაკუაციის დროს ავიწყდებათ ასტრონავტი მარკ უოტნი. უფრო სწორედ კი არ ავიწყდებათ, შეცდომით ჰგონიათ, რომ ის გარდაიცვალა.

"ჰარი პოტერის" შემქმნელები წარმოგვიდგენენ პრიქველს "პიტერ პენ" -ზე-ბიჭზე რომელსაც არ სურდა გაზრდა.

The Walk/The Martian/Pan
Tags:
5 ოქტომბერი 2015      AnnLennon1     3 კომენტარი     ნანახია 2425-ჯერ
'American Horror Story: Hotel'-ის პრემიერა, ლოს ანჟელესში 'American Horror Story: Hotel'-ის პრემიერა, ლოს ანჟელესში


3 ოქტომბერს, ლოს ანჟელესის ‘Regal Cinemas’-ს დარბაზში გაიმართა ერთ-ერთი პოპულარული სატელევიზიო შოუს მეხუთე სეზონის ‘American Horror Story: Hotel’-ის გრანდიოზული პრემიერა. როგორც სერიალის ქასთის წევრები დააღმასრულებელი პროდიუსერები აცხადებენ ესაა პროექტის ყველაზე საშიში და მისტიური ნაწილი, რომლის გადაღებები მიმდინარეობდა რეალურად საიდუმლოებებით მოცულ სასტუმროში. პრემიერის წითელ ხალიჩაზე თქვენ იხილავდით შოუს წამყვან მსახიობებს: მეთ ბომერს, ნაომი კემბელს, კეტი ბეითს, ივენ პიტერს და რა თქმა უნდა პოპვარსკვლავ ლედი გაგას თავის საქმროსთან ტეილორ კინთან ერთად. დივამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: ‘დასაწყისიდანვე შოუს უდიდესი გულშემატკივარი ვიყავი და მსურდა მისი ნაწილი ვყოფილიყავი. დღეს უბედნიერესი ვარ, რადგან პირველად ვარ პრემიერაზე, როგორც მსახიობი’. გთავაზობთ, ფოტომასალას პრემიერიდან, ამონარიდებს ინტერვიუებიდან და სერიალის მეხუთე სეზონის თრეილერს.

'American Horror Story: Hotel'-ის პრემიერა, ლოს ანჟელესში


Tags:
3 ოქტომბერი 2015      Ancho.     0 კომენტარი     ნანახია 3073-ჯერ


ლეგენდარული ქალბატონები:
ფილმებსა და რეალობაში

ნაწილი მეორე

გვატყვევებს ოდრი ტატუ კოკო შანელის როლით და ჰგავს მერილ სტრიპი მარგარეტ ტეტჩერს? წარმოგიდგენთ დეტალურად შესწავლილ ქალთა კინობიოგრაფიებს, იმ მნიშვნელობით, გვანან თუ არა რეალური მსახიობები თავიანთ გმირებს, რომლებმაც გააცოცხლეს ისინი კამერის წინაშე.

Legendary women in the movies and in reality
Tags:
1 ოქტომბერი 2015      Queen_1     0 კომენტარი     ნანახია 1940-ჯერ


შემდგომის სეზონზე მრავალი ახალი ფილმის პრემიერა გველის.
წარმოგიდგენთ ტოპ-19 ფილმის ტრეილერს, რომელთაც სულმოუთმენლად ველით.

მაგალითად კიდევ ერთი ფილმი „შიმშილის თამაშების“ ფრენჩაიზიდან! რიდლი სკოტის “მარსელი”; რეჟისორ ჯო რაითი ახალ სათავგადასავლო ფილმი “პენი“, რომელიც პიტერ პენის ამბის სრულიად ახალი მიდგომაა; “სპექტრი“ - მორიგი ფილმი ჯეიმს ბონდზე!; ბრედლი კუპერის კიდევ ერთი ახალი ფილმი - “დამწვარი“; ფილმი “სტივ ჯობსი“-ს შესახებ, რომელიც მის ბნელ მხარეებს დაგვანახებს...

Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • ...
  • 92
  • »



  • მოგესალმებით angel.ge-ზე

    საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Instagram
    • ანუკი არეშიძის დღიური
      "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
    • თაკო ჩხეიძის დღიური
      რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
    • სოფი ვილის დღიური
      დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
    • გიორგი ცაგარელის დღიური
      რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
    Back to Top