The 5th Wave კინოთეატრებში!

ეკრანებზე ახალი ფანტასტიკური ბლოკბასტერი გამოვიდა, სადაც მთავარ როლზე ქლოე მორეცი გვევლინება. ის განასახიერებს სკოლის მოსწავლეს, რომელიც ცდილობს გადარჩეს სასტიკ პოსტაპოკალიფსურ სამყაროში. ამჯერად, დედამიწა უცხოპლანეტელების დასხმისგან საჭიროებს დაცვას. პირველმა ტალღამ პლანეტა ელექტროობის გარეშე დატოვა. მეორემ ცუნამით გამოწვია განადგურება. მესამემ კონტინენზე საშინელი ეპიდემია გაავრცელა. მეოთხე ჯერზე, უცხოპლანეტელები ჩვეულებრივი ადამიანების სახით მოევლინნენ დედამიწას და ხალხში გაერივნენ. ჩანაფიქრის მიხედვით, მეხუთე ტალღამ სრულად უნდა გაანადგუროს კაცობრიობა....

ქლოე: მე ძალიან მიყვარს კითხვა. მოზარდებისათვის განკუთვნილი წიგნებიდან ყველაზე მეტად როულინგის რომანი მომწონს ჰარი პოტერზე. ბავშვები და მოზარდები მოვლენათა ეპიცენტრში გადადიან და სამყაროს მათი თვალებით ვუმზერთ. ამ მიზნით მომეწონა რიკ იანსის წიგნიც "მე-5 ტალღა". ის ძალიან კინემატოგრაფიულია. ამიტომაც დავთანხმდი ამ წიგნის ეკრანიზაციაში მონაწილეობას.

Tags:



დევიდ ო'რასელმა რიგით მესამედ გააერთიანა ჯენიფერ ლოურენსი და ბრედლი კუპერი მის ფილმში, რომელმაც მსახიობებს კიდევ ერთხელ მოუტანა მრავალი ნომინაცია და ჯილდო. ჯენიფერ ლოურენსი ფილმ Joy-ს წყალობით ოსკარზე საუკეთესო მსახიობი ქალის კანდიდატურაზე ნომინაციით გახდა ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი ოსკარის ისტორიაში, რომელიც ასე ადრეულ ასაკში რიგით მე-4 ჯერ წარადგინეს ოსკარზე.

ფილმში ლოურენსი რეალურ პიროვნებას ჯოი მანგანოს განასახიერებს, გამომგონებელ ქალბატონს ამერიკულ-იტალიური ოჯახიდან. ჯენიფერმა იდეალურად გადმოსცა დიასახლისისა და ბიზნესვუმენის ქარიზმატული ხასიათი. თუმცა რეჟისორი აღნიშნავს, რომ ფილმზე მუშაობისას ის პერსონალურად არ შეხვედრია ჯოი მანგანოს, მას სურდა შეექმნა ისტორიის თავისებური ვერსია და უბრალოდ კარგი ფილმი.

Tags:

წარმოგიდგენთ 25 საინტერესო და აქამდე უცნობ ფაქტებს როკისა და მუსიკის ლეგენდის დევიდ ბოუვის შესახებ. როგორც მსოფლიო მუსიკალური სამყარო ახასიათებს ის იყო საუკუნის მოვლენა, რომლის გავლენა იქამდე იქნება, სანამ მუსიკა იარსებებს.
დავიდ ბოუვი იყო არაორდინალური, ექსპერიმენტების მოყვარული ადამიანი, ინგლისელი არა ინგლისური ტემპერამენტით. განსხვავებული ფერის თვალები, ანდროგენული სტილი, გლამ როკი, პლანეტის ერთერთი გავლენიანი მუსიკოსის ტიტული ასევე 2004 წლის ჟურნალ როლინგ სტოუნსის მიერ ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 39 ადგილის მფლობელი - ესაა მისი მცირე დახასიათება.

მისი მეუღლე შანელ იმანი ხშირად ამბობდა ინტერვიუში, რომ მიუხედავად საზოგადოებაში არსებული აზრისა დევიდის მძიმე ხასაიათთან დაკავშირებით, ის ურთიერთობაში ძალიან სასიამოვნო, მხიარული და დღესასწაულის შემქმნელი ადამიანი იყო. მათ ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი და დღეს სწორედ შანელი იღებს მეუღლის გარდაცვალების სამძიმარს.

Tags:

Oscar Nominations 2016 - Full List Announced!Oscar Nominations 2016 - Full List Announced!


დიდიხნის ლოდინის შემდეგ 14 იანვარს, კინოაკადემიის წარმომადგენლების მიერ საჯაროდ გახდა ცნობილი ოსკარის გრანდიოზული ცერემონიალის რიგით 88-ე დაჯილდოების თარიღი და რაც ყველაზე მთავარია ნომინანტთა სრული სია. ეს ინფორმაცია აკადემიის ოფიციალურ საიტზე განთავსდა. წლევანდელი დაჯილდოება 28 თებერვალს გაიმართება, ხოლო მის წამყვანად ცნობილი მსახიობი და კომედიანტი კრის როლი მოგვევლინება.

Oscar Nominations 2016 - Full List Announced!


Tags:

მანამ, სანამ დემიენ რაისი ცოცხალი მუსიკის შესრულებით სახელს გაითქვამდა, იგი, როგორც სხვა უამრავი მუსიკოსი და კომპოზიტორი, პროლეტარიატის ნაწილი იყო. იგი ცხოვრობდა ირლანდიაში, სადაც 90-იანი წლების ბოლოს მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ სამარკეტო კომპანიაში. მის ერთ-ერთ ასეთ ზარს უპასუხა ახალგაზრდა ქალმა და როგორც დემიენი თავის ერთ-ერთ კონცერტზე აღნიშნავს, მათ საკმაოდ კარგი დიალოგი ქონდათ..

სწორედ ეს სატელეფონო საუბრები გახდა იმედგაცრუებული დემიენისთვის სიმღერის The Blower’s Daughter შთაგონების წყარო. სიმღერა 2004 წელს საუნდტრეკად გამოიყენეს ფილმში “Closer” ტკივილისა და დაბნეულობისთვის ხაზის გასასმელად, რომელიც სიყვარულს თან სდევს.

Tags:

Grammy Nominations 2016 - Full List!
7 დეკემბერს ტელეკომპანია CBS-ის პირდაპირ ეთერში გამართულ პრესკონფერენციაზე 15 გრემის მფლობელმა მომღერალმა ალიშა ქისმა 2016 წლის გრემის ყველა ნომინაცია წარადგინა. წლევანდელი წელი საოცრად წარმატებული აღმოჩნდა ტეილორ სვიფტისათვის,რომელსაც წლევანდელ გრემის დაჯილდოვებაზე დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ, იგი სულ 7 ნომინაციაზეა წარდგენილი და საერთო ჯამში ერთადერთი არტისტია გრემის 58-ე დაჯილდოვებაზე რომელიც ერთდროულად 3 მთავარ ნომინაციაზეა წარდგენილი: წლის სიმღერა, წლის ალბომი და წლის ჩანაწერი. ნომინაციების რაოდენობის მიხედვით კი ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი კენდრიკ ლამარი ლიდერობს, მას სულ 11 ნომინაცია აქვს. გრემის 58-ე მუსიკალური დაჯილდოვება,რომელიც ჯერ კიდევ წამყვანის შერჩევის პერიოდში იმყოფება, 15 თებერვალს ლოს-ანჯელესში გაიმართება, რომელსაც ტელეკომპანია CBS პირდაპირ ეთერში უჩვენებს.

Tags:

HalseyHalsey

ეშლი ნიკოლით ფრენჯიპაინი სასცენო სახელით ცნობილი, როგორც ჰოლზი, ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორია. 2014 წელს გამოსცა EP სახელად "Room 93". 2015 წელს კი მისი პირველი ალბომი "Badlands" გამოვიდა.

Halsey
Tags:



შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა ნაწილი 2
როლებში: ჯენიფერ ლოურენსი, ჯოშ ჰატჩერსონი, ლიამ ჰემსვორტი,
ელიზაბეტ ბენკსი, ნატალი დორმერი, ჯულიანა მური..

მსოფლიო ფენომენის ეპიკური დასასრული.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკანასკნელ, 76-ე შიმშლის თამაშებზე!

კეტნის ევერდინი და პიტა მელარკი ცდილობენ, კაპიტოლის წინააღმდეგ წამოწყებულ სამოქალაქო ომში გაიმარჯვონ.

მსახიობთა დასი კიდევ ერთხელ გაერთიანდა ფინალური ფილმისთვის, რომელიც სიუზან კოლინსის ტრილოგიის მიხედვით გადაღებულ ფილმთა სერიას დაასრულებს მე-4 ფილმით. მართალია წიგნის ფანებმა უკვე იციან ტრილოგიის ფინალი, თუმცა რეჟისორი ფრენსის ლოურენსი წარმოუდგენელ სანახაობას გვპირდება დიდ ეკრანებზე, ფილმი 3D ფორმატშია გადაღებული, რაც განასხვავებს მას წინა ფილმებისგან. პრემიერა 19 ნოემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში!


Tags:



არ გამოტოვოთ ბრედლი კუპერის კულინარიული მასტერ კლასები
12 ნოემბრიდან კინოთეატრებში
სეანსები და ბილეთები: kinoafisha.ge

უახლესი ფილმი-შედევრი ბრედლი კუპერის, სიენა მილერის, უმა ტურმანის და სხვა მრავალი ცნობილი მსახიობის მონაწილეობით. დაფუძნებული კულინარ მარკო პიერ ვაითის, მარკუს ვერინგის და გორდონ რემზისის პიროვნებების გავლენით და გადაღებული მათივე მასტერ კლასების ფონზე: სამზარეულოს ვირტუოზი და კულინარიული სამყაროს ყველაზე ტემპერამენტიანი შეფ-მზარეული ადამ ჯონსი ოცნებობს მიშელინის მესამე ვარსკვლავზე. მავნე ჩვევების გამო დანგრეული კარიერა და დაკარგული რესტორანი პარიზში, ცხოვრება მას მეორე შანსს აძლევს და ყველაფერს თავიდან იწყებს!

“I actually learned how much I can’t cook by doing this film. You sit through one session with Clare Smyth, and you realize this is a level of execution that’s world class. To get three Michelin stars is literally almost impossible. The level of perfection, discipline, and sacrifice is incredible.”– Bradley Cooper
Tags:

‘The Hunger Games: Mockingjay – Part 2’-ს პრემიერა გერმანიაში


4 ნოემბერს, გერმანიამ, კერძოდ კი ბერლინმა ფილმ ‘The Hunger Games: Mockingjay – Part 2’-ს გრანდიოზულ პრემიერას უმასპინძლა. წითელ ხალიჩაზე პაპარაცების წინაშე ქასთის არაჩვეულებრივი წევრები უმშვენიერესი ჩაცმულობით იწონებდნენ თავს. ფილმის წამყვანი მსახიობები ჯენიფერ ლოურენსი, ჯოშ ჰაჩერსონი და ლიამ ჰემსვორტი უხვად არიგებდნენ ავტოფრაფებს ფანებისთვის და ინტერვიუებს ჟურნალისტებისთვის. პრემიერაზე ასევე იხილავდით სემ კლაფინს, ჯენა მალონეს, ნატალი დორმერს, ელიზაბეტ ბანკს, ჯულიანა მურს, დონალდ სატერლენდსა და სხვებს. ფილმის მთავარი გმირი ოსკაროსანი ჯენიფერ ლოურენსი როგორც ყოველთვის თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა დიორის უმშვენიერეს კაბასა და ნეილ ლეინის სამკაულებით. აქვე გეტყვით, რომ ‘The Hunger Games: Mockingjay – Part 2’-ს ოფიციალური კინოპრემიერა 2015 წლის 20 ნოემბერს შედგება.

‘The Hunger Games: Mockingjay – Part 2’-ს პრემიერა გერმანიაში
Tags:
« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 136 »
Back to Top