;

26 March 2015      Liza-Kerr     Views 7978    
Category: Music, Stars



ზეინ მალიკი "One Direction"-ს ტოვებს
25 მარტს, ჩვენი დროით 7 საათისთვის,"One Direction"-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელმაც მთელი ფანდომი შოკში ჩააგდო.

საიტი იტყობინება: "ხუთი შესანიშნავი წლის შემდეგ, ზეინ მალიკმა გადაწყვიტა "One Direction"დატოვოს. ნაილი,ლუისი,ჰარი და ლიამი გააგრძელებენ მოღვაწეობას როგორც ოთხეული და დაელოდებიან შემდგომ კონცერტებს და მათი მეხუთე ალბომის გამოსვლას, რომელიც ამავე წლის ბოლოსთვის გამოვა.



ზეინმა განაცხადა: "ჩემი ცხოვრება One Direction-თან ერთად უფრო მეტი იყო ვიდრე წარმომედგინა, მაგრამ ხუთი წლის მერე ვფიქრობ რომ კარგი დროა ბენდი დავტოვო. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა ფანს ვისაც ოდესმე გული ვატკინე,მაგრამ მე უნდა ვაკეთო ის რასაც ჩემი გული სწორად მიიჩნევს. ჯგუფს ვტოვებ,რადგან მინდა ვიყო ჩვეულებრივი, ნორმალური 22 წლის ბიჭი რომელსაც აქვს საშუალება დაისვენოს და ჰქონდეს პირადი ცხოვრება. მე მყავს მეგობრები ჰარის,ლუის, ნაილის და ლიამის სახით. ვიცი ისინი გააგრძელებენ გზას და მსოფლიოს ნომერ პირველები იქნებიან."



ჯგუფის დანარჩენი წევრები ამბობენ:" ჩვენ ძალიან გვეწყინა ზეინის ამბავი,მაგრამ ყველანაირად პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას. დიდ სიყვარულს ვუგზავნით მას. ეს ხუთი წელი შესანიშნავზე უკეთესი იყო. ერთად იმდენი რამ გამოვიარეთ.. ჩვენ ყოველთვის დავრჩებით მეგობრები. ჩვენ ოთხნი გავაგრძელებთ კარიერას. სულმოუთქმელად ველით ახალი ალბომის ჩაწერას და ფანების ნახვას უახლოეს კონცერტზე."




საიმონ ქოუველი: " მე მინდა მადლობა გადავუხადო ზეინს ყველაფრისთვის რაც მან გააკეთა One Direction-სთვის. იმ დღიდან როცა მე პირველად შევხვდი ზეინს, 2010 წელს მას მერე მე მისით ვამაყობ. ვუყურებდი როგორ იზრდებოდა და იხვეჭდა ჩემს ნდობას. ძალიან საწყენია, რომ ჯგუფიდან მიდის. ლუისი,ჰარი, ნაილი და ლიამი კი აღფრთოვანებულები არიან ჯგუფის მომავლით."




ცნობილია, რომ წინა კვირას ზეინი ცოტა ხნით გამოეთიშა მსოფლიო ტურს და დაბრუნდა ბრიტანეთში, თავის საცოლე-პერისთან.



ზეინის გარშემო იყო ჭორებიც. რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ფოტო, სადაც ზეინი ეხვევა უცხო გოგონას. ამბობდნენ, რომ მან პერი მიატოვა და ახლა ამ ქალთან აქვს ურთიერთობა.



..მაგრამ ამ ჭორებს ზეინი ასე გამოეხმაურა:



ფანდომი 'გლოვობს'. მათთვის ძალიან ძნელია უყურონ საკუთარ თვალწინ როგორ იშლება ბენდი, რომელიც მათთვის უძვირფასესია. არაოფიციალური ცნობით დაახლოებით 107-მა ფანმა უკვე სცადა თვითმკვლელობა, 18 მა კი უკვე დაასრულა სიცოცხლე.






უკანასკნელი ერთობლივი ჩახუტება, უკანასკნელ ერთობლივ კონცერტზე



Category: Music, Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top