;

20 February 2015      slimshady     Views 2281    
Category: Music, Stars

არიანა გრანდეს ახალი ვიდეო კლიპი - "One Last Time"

გრემის ნომინანტმა,21 წლის მომღერალმა არიანა გრანდემ კიდევ ერთი მუსიკალური კლიპი გამოუშვა,სახელწოდებით - "One Last Time".სიმღერა,რომლის დაწერაში მომღერალს დევიდ გეტა დაეხმარა,არიანას მეოთხე სინგლია ახალი ალბომიდან - My Everything.წინა სამმა სინგლმა "Break Free", "Problem" და "Love Me Harder" დიდი წარმატება მოიპოვა და არიანას კიდევ მეტი პოპულარობა შესძინა.

ახალი სინგლის ვიდეო კლიპი მომღერალმა 15 თებერვალს გამოაქვეყნა.ის,სიმღერის სახელწოდებიდან გამომდინარე,აპოკალიპსს ეხება და "ნაპოვნი მასალის" სტილშია გადაღებული.კლიპში საცობში მოხვედრილი არიანა ბოიფრენდთან ერთადკომეტის დედამიწაზე ჩამოვარდნას შეესწრება,ცნობისმოყვარე არი მანქანიდან გადმოვა და ყველაფრის უკეთ დანახვას შეეცდება.ბოიფრენდი,რომელსაც მსახიობი მეტ ბენეტი თამაშობს,შეყვარებულს ვიდეო კამერით გაეკიდება.სწორედ ამ კამერით "ნაპოვნი" მასალაა გამოყენებული ვიდეოში.წყვილი არეულობაში დაშორდება და დიდხნიანი ძებნის შემდეგ კვლავ შეერთდებიან რომანტიკული კოცნით შენობის სახურავზე,კომეტის ჩამოვარდნის ფონზე.

არიანა გრანდეს ახალი ვიდეო კლიპი - "One Last Time"არიანა გრანდეს ახალი ვიდეო კლიპი - "One Last Time"
არიანა გრანდეს ახალი ვიდეო კლიპი - "One Last Time"
არიანა გრანდეს ახალი ვიდეო კლიპი - "One Last Time"
არიანა გრანდეს ახალი ვიდეო კლიპი - "One Last Time"არიანა გრანდეს ახალი ვიდეო კლიპი - "One Last Time"
არიანა გრანდეს ახალი ვიდეო კლიპი - "One Last Time"არიანა გრანდეს ახალი ვიდეო კლიპი - "One Last Time"
არიანა გრანდეს ახალი ვიდეო კლიპი - "One Last Time"
არიანა გრანდეს ახალი ვიდეო კლიპი - "One Last Time"

#OneLastTime თვითერზე მომდევნო დღეს უკვე ტრენდული ტეგი იყო,ვიდეომ იუთუბზე კი უკვე 6.6 მილიონი ნახვა მოაგროვა.თუმცა პოზიტიური შეფასებების გარდა არიანამ დიდი კრიტიკაც მიიღო.ვიდეოს გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე გავრცელდა ხმა,რომ კლიპის იდეა არიანამ ავსტრალიელი ინდი ჯგუფისგან - SAFIA-სგან გადაიღო და ამის დასამტკიცებლად კადრების შედარებებიც დაიწყეს.ამასთან დაკავშირებით ჯგუფმა თავისი ფეისბუქის საშუალებით შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა :

"ბოლო 72 საათი ძალიან უცნაური იყო და ყველაფერი ძალიან სწრაფას მოხდა არიანა გრანდეს მუსიკალურ კლიპთან დაკავშირებით.უპირველესყოვლისა,გვინდა ყველა ფანს მადლობა გადავუხადოთ,რომ ზრუნავენ ჩვენს ნაშრომებზე და შეამჩნიეს მსგავსება კლიპებს შორის.გვიხარია,რომ თქვენც ისევე ღელავთ კრეატიულობასა და ორიგინალურობაზე,როგორც ჩვენ.მიუხედავად მსგავსებისა,რომელიც ნამდვილად არსებობს ვიდეოებს შორის,ჩვენ ვერ დავამტკიცებთ იმას,რომ არიანამ იდეა გადაიღო.ეს შეიძლება უბრალო დამთხვევაც კი იყოს.

ჩვენ არ ვუჩივით არც არიანას,არც მაქსს [ვიდეოს რეჟისორს] და არც ლეიბელს,ჩვენ უბრალოდ გავახმოვანეთ იმ მსგავსების არსებობა,რომელიც ჩვენსა და არიანას კლიპებს შორის დავინახეთ.

ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ ჩვენი ნაშრომი დაცვას,ნაშრომისა,რომელსაც ჩვენ ცხოვრების ამხელა ნაწილი მივუძღვენით.თუმცა ამავდროულად მზად ვართ დავივიწყოთ ეს ამბავი.ჩვენ არ გვსურს ასე გაიგოს საზოგადოებამ ჩვენი სახელი.ჩვენ გვინდა ხალხს გავეცნოთ ჩვენი მუსიკით და არა რაღაც "სკანდალით" "

თუმცა რამდენიმე დღით ადრე ჯგუფის ფესბუქ ფეიჯზე არიანას და მისი ლეიბლის შეურაცხმყფოფელი პოსტი გამოქვეყნდა,წარწერით : Wouldn't be the first time uncreative talentless fucks from big labels and/or big film firms steal ideas from small independent creatives"

ვიდეოს რეჟისორი მაქს ლენდისი,რომელიც ფილმ "ქრონიკის" რეჟისორიც გახლავთ,გამოექომაგა არიანას და თვითერის საშუალებით გაგვიმხილა,რომ შენელებული კადრი,აპოკალიპსი,წყვილის სიკვიდილი - ეს ვიდეო კლიპების კლიშეებია და მათ უამრავ კლიპში შევხვდებით.მან ასევე განაცხადა,რომ ჯგუფ SAFIA-ს გაესაუბრა და ყველაფერი მოაგვარა,მან ჯგუფის ვიდეოც მოიწონა,მაგრამ დასძინა,რომ ისე არასდროს არაფერი მოსწონებია,რომ მოეპარა.

არიანას ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.მეტიც,მან ცხოვრება ჩვეულებრივად განაგრძო,თითქოს არაფერი მომხდარა და ინსტაგრამით ახალი ფოტოსესიის ფოტოებიც გამოაქვეყნა.

Category: Music, Stars
Tags:

Share it
Comments

Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top