;

14 February 2015      slimshady     Views 2930    
Category: Music, Stars

ტეილორ სვიფტის ახალი ვიდეო კლიპი - "Style"



25 წლის მეგა ვარსკვლავმა,მომღერალმა ტეილორ სვიფტმა დაპირებულზე რამდენიმე საათით ადრე გამოუშვა ახალი ვიდეო კლიპი სიმღერაზე - "Style".ვიდეოს ნაწყვეტებს ტეილორი საკუთარი ინსტაგრამის მეშვეობით აქვეყნებდა ბოლო დღეების განმავლობაში.პრემიერა კი გადაცემა "დილა მშვიდობისა ამერიკა"-ში უნდა შემდგარიყო.თუმცა ფანებისდა სასიხარულოდ,გადაცემის ვებსაიტზე კლიპი შუაღამისას დაიდო.სიმღერა,რომელიც სვიფტის ტოპ გაყიდვადი ალბომის "1989"-ის მესამე სინგლია,გავრცხელებული ხმების მიხედვით მომღერლის ყოფილ შეყვარებულს - ჰარი სტაილსს ეძღვნება.ამაზე მიგვანიშნებს ჰარის მიერ ტეილორისთვის ნაჩუქარი თვითმფრინავის ყელსაბამის წამიერი გამოჩენა ვიდეოში.თვითმფრინავის ფორმის ყელსაბამი პაპარაცებმა მომღერლების ურთიერთობის პერიოდში დააფიქსირეს,როგორც ტეილორზე,ასევე ჰარიზე.ის მათი გრძნობების სიმბოლოდ იქცა. ჰარიზეა დაწერილი სვიფტის ახალი ალბომიდან კიდევ ერთი სიმღერა - "Out Of The Woods",სადაც ასევე მოხსენებულია ეს სამკაული:

"Your necklace hanging from my neck,The night we couldn't quite forget, When we decided,To move the furniture so we could dance, Baby, like we stood a chance, Two paper airplanes flying, flying"

ტეილორ სვიფტის ახალი ვიდეო კლიპი - "Style"
თვითმფრინავის ყელსაბამი ვიდეო კლიპში

ტეილორ სვიფტის ახალი ვიდეო კლიპი - "Style"ტეილორ სვიფტის ახალი ვიდეო კლიპი - "Style"
ტეილორ სვიფტის ახალი ვიდეო კლიპი - "Style"

Style-ის ვიდეო კლიპში ტეილორის საყვარელ მამაკაცს მსახიობი დომინიკ შერვუდი ასრულებს.ტეილორმა 2014 წლის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა,რომ Style მისი საიდუმლო ფავორიტია: "იმედი მაქვს ხალხს მოეწონება.მე ის მომწონს მასში,რომ ზუსტად ისე ჟღერს,როგორც ვგრძნობდი თავს მაშინ.ის ზუსტად ეხამება იმ გრძნობას,რამაც შთამაგნა ამ სიმღერის დაწერა."

კითხვას,თუ რას ეხებოდა სიმღერის ტექსტი მომღერალმა უპასუხა,რომ "ეს იმ ურთიერთობას ეხება,რომელიც თავიდანვე განწირულია.დაშორების შემდეგ ორივე ადამიანი ცდილობს მეორის დავიწყებას და სხვებთან იწყებენ ურთიერთობას.ჩემს წინა ალბომში ასეთ რამეს არასდროს დავწერდი,წინა ალბომის ძირითადი თემა იყო : "მე მართალი ვარ,შენ შეცდი,შენ გული მატკინე...",თუმცა ახლა,როცა გავიზარდე,მივხვდი,რომ ურთიერთობებში განსაზღვრული წესები არ არის-არ არსებობს მართალი და არასწორი"

ახლახანს ტეილორმა შეიტყო,რომ 3.5 თვეში 1989 უფრო მეტი რაოდენობით გაიყიდა,ვიდრე წინა ალბომი - Red ორი წლის მანძილზე.ამისთვის მომღერალმა თავის 58 მილიონ ფანს თვითერზე მადლობა გადაუხადა.სვიფტის ახალი ალბომის წინა ორი სინგლი ჩარტის სათავეებში იყო რამდენიმე კვირის განმავლობაში,ვნახოთ თუ მიაღწევს მესამე სიმღერაც იმავე წარმატებას.



ტეილორ სვიფტის ახალი ვიდეო კლიპი - "Style"
ტეილორ სვიფტის ახალი ვიდეო კლიპი - "Style"

ტეილორ სვიფტის ახალი ვიდეო კლიპი - "Style"
ტეილორ სვიფტის ახალი ვიდეო კლიპი - "Style"
ტეილორ სვიფტის ახალი ვიდეო კლიპი - "Style"

ტეილორ სვიფტის ახალი ვიდეო კლიპი - "Style"ტეილორ სვიფტის ახალი ვიდეო კლიპი - "Style"
ტეილორ სვიფტის ახალი ვიდეო კლიპი - "Style"ტეილორ სვიფტის ახალი ვიდეო კლიპი - "Style"

ტეილორ სვიფტის ახალი ვიდეო კლიპი - "Style"
ტეილორ სვიფტის ახალი ვიდეო კლიპი - "Style"
ტეილორ სვიფტის ახალი ვიდეო კლიპი - "Style"
ტეილორ სვიფტის ახალი ვიდეო კლიპი - "Style"


Category: Music, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top