20 November 2014      AnnLennon1     Views 5 417    
Category: Music / Stars

Hozier (მუსიკოსი)


Andrew Hozier-Byrne - Hozier


ენდრიუ ჰოზიერ ბარნი გახლავთ ირლანდიელი მუსიკოსი, რომელიც დაიბადა 1990 წლის 17 მარტს. მისი სასცენო სახელია უბრალოდ ჰოზიერი და მღერის ბლუზისა და როკის ჟანრის სიმღერებს. გაიზარდა მუსიკოსთა ოჯახში და ბავშვობიდან სურდა მუსიკოსი გამხდარიყო, დაეწერა სიმღერები და საკუთარი სათქმელი ამ გზით მიეწოდებინა ხალხისთვის. 2009 წელს ჩააბარა დუბლინის მუსიკალურ კოლეჯში, თუმცა სწავლა ერთი წლის შემდეგ შეწყვიტა, რათა ეთანამშრომლა ხმისჩამწერ სტუდიასთან ‘Universal Music’. 2013 წელს დაწერა სიმღერა Take Me to Church, რომელიც უმალვე გაჰიტდა და მოექცა რიგით პირველ ადგილზე ირლანდიურ და ბელგიურ ჩარტებში. მალევე მისი შემოქმედება პოპულარული გახდა ამერიკაშიც. ბენდთან ერთად მიწვეული იყო ცნობილ ამერიკულ სატელევიზიო შოუებში, მათ შორის ელენ დეჯენერასის შოუში. ‘დაახლოებით 2 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ ჩემი მუსიკის შესახებ ირლანდიის გარეთ შეიტყობდნენ ალბათ გამეცინებოდა, თუმცა ახლა მჯერა სასწაულების.’-განაცხადა 24 წლის მუსიკოსმა.

Hozier (მუსიკოსი)


ჰოზიერის პირველი სინგლი ‘Take Me to Church’ უდიდესი წარმატების მომტანი აღმოჩნდა მისთვის. ეს სიმღერა მან საკუთარი გამოცდილებიდან დაწერა და შეეცადა თავისი მესიჯი მსმენელისთვის სწორად მიეწოდებინა. ‘დავწერე მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში დიდი სიყვარული დასრულდა. ვფიქრობდი ადამიანზე, რომელიც შემიყვარდა, მაგრამ ამასთანავე სიყვარულზე და ურთიერთობებზე უფრო ფართო სპექტრში. დღესდღეობით მსოფლიოში მასიური დისკრიმინაციაა. ჩემი აზრით, ადამიანს უფლება აქვს შეიყვაროს ის ვინც მას სურს და იცხოვროს ბედნიერად.’

Hozier (მუსიკოსი)Hozier (მუსიკოსი)

Hozier (მუსიკოსი)Hozier (მუსიკოსი)


Take me to church
I'll worship like a dog at the shrine of your lies
I'll tell you my sins and you can sharpen your knife

Offer me that deathless death
Good God, let me give you my life


Read more: HOZIER - Take Me To Church Lyrics | MetroLyrics


ჰოზიერის კიდევ ერთ-ერთი ცნობილი სიმღერაა ‘From Eden’, რომელიც 2014 წელს დაწერა და შესულია მის პირველ ალბომში ‘Hozier’-ში. ჰოზიერი იხსენებს, რომ თავდაპირველად პროდიუსერებს სურდათ მისი შემოქმედება პოპის მიმართულებით წასულიყო. ‘ვიცოდი, რომ თავს არაკომფორტულად ვიგრძობდი პოპ მუსიკის ჟანრში’- აღნიშნა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.

Hozier (მუსიკოსი)Hozier (მუსიკოსი)

Hozier (მუსიკოსი)Hozier (მუსიკოსი)


დღესდღეობით, ჰოზიერი თავის ბენდთან ერთად მსოფლიო მასშტაბით მართავს საკონცერტო ტურებს და მისი შემოქმედება ძირითადად დატვირთულია ბლუზით, როკით, ინდი როკით და გოსპელით. ასევე, ცნობილი გახდა, რომ სწორედ ჰოზიერი იქნება ერთ-ერთი შემსრულებელი წლევანდელ ‘ვიქტორია სიკრეტის’ გრანდიოზულ შოუზე.

Hozier (მუსიკოსი)


ჰოზიერის რამოდენიმე ლაივ შესრულება:







Hozier (მუსიკოსი)

Hozier (მუსიკოსი)

Hozier (მუსიკოსი)

Hozier (მუსიკოსი)

Hozier (მუსიკოსი)

Hozier (მუსიკოსი)

Hozier (მუსიკოსი)
Hozier (მუსიკოსი)

Hozier (მუსიკოსი)

Hozier (მუსიკოსი)

Hozier (მუსიკოსი)Hozier (მუსიკოსი)

Hozier (მუსიკოსი)Hozier (მუსიკოსი)

Hozier (მუსიკოსი)Hozier (მუსიკოსი)

Hozier (მუსიკოსი)

Hozier (მუსიკოსი)

Hozier (მუსიკოსი)

Hozier (მუსიკოსი)

Hozier (მუსიკოსი)

Hozier (მუსიკოსი)
Hozier (მუსიკოსი)


Category: Music / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top