;
13 იანვარი 2017      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 3373-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები



xXx: Return of Xander Cage (2017)
გასაოცარი შესაძლებლობების მქონე, თავქარიანი აგენტი ქსანდერ ქეიჯი (ვინ დიზელის პერსონაჟი) ყველას გარდაცვლილი ეგონა. პირველი ფილმი აუდიტორიამ 2002 წელს იხილა და შეიყვარა. 2017 წელს კი ვხედავთ, რომ ქსანდერი ბრუნდება და სახელმწიფო დავალებით უპირისპირდება ბოროტმოქმედს, რომელიც ფლობს ძლევამოსილ იარაღს ცნობილს როგორც " პანდორას ყუთი". ქსანდერს დავალების შესრულებაში არა გამოცდილი მებრძოლები, არამედ თავზეხელაღებული, რისკის მოყვარული და ნიჭიერი ახალგაზრდები დაეხმარებიან.




2002 წლის ფილმის შემდგომ, სადაც ვინ დიზელს პარტნიორობას აზია არჯენტო უწევდა, 2017 წლის სექუელში მისი გუნდის თანამებრძოლი და სექსუალური ობიექტის როლში წარმოშობით ინდოელი მსახიობი დიპიკა პადუკონე გვევლინება. ფილმში ასევე მონაწილეობენ: სემუელ ელ ჯექსონი, ნინა დობრევი, ტონი კოლეტე, რუბი როუზი.

ფილმის სექუელის გადაღების შესახებ ვინ დიზელმა ჯერ კიდევ 2006 წელს გვაცნობა, შენარჩუნებულია გადაღებისა და მონტაჟის სტილი და მუსიკა. ინტერვიუში დიზელმა გაგვიმხილა, რომ Paramount-მა უკვე დაიწყო გადამღებ ჯგუფთან მოლაპარაკებები შემდგომ სერიაზე სამუშაოდ.

ფილმს 19 იანვრიდან ვიხილავთ საქართველოს კინოთეატრებში



xXx: Return of Xander Cage (2017)

ჟანრი: სათავგადასავლო, მძაფრსიუჟეტიანი, ტრილერი
რეჟისორი: დი ჯეი კარუზო
როლებში: ვინ დიზელი, ჯონი იენი, დიპიკა პადუკონი, რუბი როუზი
სცენარი: ფ. სკოტ ფრეიზერი, რიჩ უილკსი
პრემიერა საქართველოში: 12.01.2017
მსოფლიო პრემიერა: 05.01.2017
IMDB რეიტინგი: 6.7
ასაკობრივი კატეგორია: PG-13




























კატეგორია: ფილმები
Tags:

1





მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top