;

5 May 2016      Ancho.     Views 2832    
Category: Films, Movies, Event



კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი
Captain America: Civil War

5 მაისიდან საქართველოს კინოთეატრებში!


მარველის შურისმაძიებლები მორიგ სურათში უკვე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ! მაყურებლის ორი საყვარელი გმირი რკინის კაცი და კაპიტანი ამერიკა საკუთარი მიზნების მიხედვით ერთმანეთის წინააღმდეგ გუნდებს აყალიბებენ. ფანები უკვე დიდიხანია ელიან სამოქალაქო ომის დადგომას დიდ ეკრანზე. ეს დროც დადგა!



უთანხმოება შურისმაძებლებს შორის პირადულია, თუმცა რადიკალურად ვითარდება. კაპიტანი ამერიკა თავის ამაყ პოზიციაზე დგას, რომ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს არ უნდა ენდო. ტონი სტარკს კი ესმის, რომ ასეთებს კონტროლს ვერ გაუწევ და შედეგებმა შესაძლოა წარმოშვან კატასტროფა. კაპიტანს სურს პოლიტიკოსების თავდასხმისგან იხსნას თავისი ბავშობის მეგობარი-ზამთრის ჯარისკაცი, რადგანაც მისთვის წაყენებული ბრალდებები კაპიტანისთვის უსამართლოა.



ორივე მათგანს საკუთარი რწმენა და სიმართლე აქვს. მათი მეწყვილეები კი საკუთარი შეხედულებების მიხედვით ირჩევენ ვისი მხარე დაიჭირონ: იმსახურონ და იბრძოლონ ხალხისთვის, მაგრამ მკაცრი კონტროლის ქვეშ, თუ იმოქმედონ დამოუკიდებლად და არ ეშინოდეთ, რომ დარჩებიან მოტყუებულნი. არცერთ ბანაკს არ სურს დანებება, ასე იწყება მთავარი მოქმედება-სამოქალაქო ომი.

ბილეთები

ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი, სათავგადასავლო, ფანტასტიკა
რეჟისორი: ენტონი რუსო, ჯო რუსო
როლებში: კრის ევანსი, ტომ ჰოლანდი, სკარლეტ იოჰანსონი, ელიზაბეთ ოლსენი, რობერტ დაუნი უმც, სებასტიან სტენი
სცენარი: კრისტოფერ მარკუსი, სტივენ მაკფილი, მარკ მილარი
პრემიერა საქართველოში: 05.05.2016
მსოფლიო პრემიერა: 12.04.2016
IMDB რეიტინგი: 8.3




მსოფლიო ლიდერებს სურთ სუპერგმირები თავიანთი კონტროლის ქვეშ მოაქციონ. ეს მათ შორის უთანხმოებებს იწვევს, რადგან ყველა არაა მზად უსიტყვოდ შეასრულოს სხვისი ბრძანებები. მეორე უთანხმოება ბაკი აღმოჩნდება, რომლის დაპატიმრებასაც კაპიტანი ამერიკა უშლის ხელს.



მარველის ახალ ნაწილში ახალი გმირებიც ჩნდებიან: შავ პანტერასა და ადამიან ობობას პირველად იხილავენ და შეაფასებენ მაყურებლები.










ამდენი სუპერგმირი ერთ კადრში თქვენ ჯერ კიდევ არ გინახავთ! ლამაზი სპეცეფექტებით, გონებამახვილური იუმორითა და ფატალური სცენებით სამოქალაქო ომი კინოთეატრების დარბაზებში გელოდებათ.



ვის მხარეს იჭერთ?

კაპირანი ამერიკა
რკინის კაცი

Category: Films, Movies, Event
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top