20 April 2016      TataNakani     Views 4 653    
Category: Films, Movies


The Choice - არჩევანი
21 აპრილიდან საქართველოს კინოთეატრებში
რუსთაველი, კავეა ისთ ფოინთი და კავეა თბილისი მოლში.
2D რუსული და ქართული გახმოვანებით!
www.kinoafisha.ge

ქართველ კინო მოყვარულებს ნიკოლას სპარკსის კიდევ ერთი რომანტიკული დრამა ელით. The Choice ასე ჰქვია ფილმს, რომელშიც ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან ეტაპებზე მთავარი პერსონაჟისთვის ძირითადი კრედო არჩევანის გაკეთებაა. ახალგაზრდა ტრევისი დარწმუნებულია რომ არ სჭირდება სიყვარული, სერიოზული ურთიერთობა, ოჯახი, პასუხისმგებლობა. პერსონაჟის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც არჩევანის გაკეთება რთულია. მის მეზობლად ლამაზი გაბი გადმოდის, რომელიც მორიდებული და მოკრძალებულია. ფილმის ტრეილერიდან ნათელია, რომ რომანტიკული დრამების მოყვარულთ ნიკოლას სპარკსის კიდევ ერთი სიყვარულის ისტორია ელით, რომელიც დატვირთული იქნება ცხოვრებისეული და სასიყვარულო მომენტებით, სადაც არჩევანი ყველაზე მთავარია. ფილმის რეჟისორი როს კაცი გახლავთ. მთავარ როლებში კი ბენჟამინ უოკერი,ტერეზა პალმერი, მეგი გრეისი, ალექსანდრა დადარიო.





კინოთეატრ რუსთაველში ფილმის საპრემიერო ჩვენების პარალელურად პალიტრა-L-ის გამომცემლობამ ნიკოლას სპარკსის აღნიშნული წიგნი წარმოადგინა. რომელიც გამოცემისთანავე მსოფლიო ბესტსელერების სიაში მოექცა, პალიტრა-L წიგს უკვე ქართულ ენაზე გვთავაზობს. მთარგმნელმა ლევან ინასარიძემ აღნიშნა, თუ რა დიდი სიამოვნებით შეეჭიდა თანამედროვეობის ერთერთი გამორჩეული ავტორის წიგნის თარგმნას, მომღერალმა რეზი ქარცივაძემ კი ფილმის საუნდტრეკი სემ სმიტის "Like I Can" შეასრულა, ფილმმა კი ყველა თვალცრემლიანი და აღელვებული დატოვა. ასე რომ, რომანტიკოსებო - უყურეთ ფილმს და გაეცანით წიგნს ქართულ ენაზე.




The Choice - არჩევანი
21 აპრილიდან საქართველოს კინოთეატრებში
რუსთაველი, კავეა ისთ ფოინთი და კავეა თბილისი მოლში.
2D რუსული და ქართული გახმოვანებით!

www.kinoafisha.ge
IMDB რეიტინგი: 6.1
ასაკობრივი კატეგორია: PG-13





ნიკოლას სპარკსი ფილმის შესახებ









ნიკოლას სპარკსისთვის The Choice მეთერთმეტე წარმატებული წიგნია, რომელიც მალე გადავიდა კინოეკრანებზე.
გავიხსენოთ მისი წარმატებული და სახელგანთქმული ფილმები.












ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Films, Movies
Tags:

Related
Share it
Comments
Back to Top