25 March 2016      Ancho.     Views 1 869    
Category: Films, Movies / Event


ბეტმენი V სუპერმენი : სამართლიანობის განთიადი
Batman v Superman: Dawn of Justice
საქართველოს კინოთეატრებში 24 მარტიდან +IMAX

ეკრანებზე წლის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფილმი გამოვიდა: ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ. დისის კომიქსების ორი ყველაზე პოპულარული სუპერგმირი ამჟამად ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვის. ამას გარდა, ეკრანებზე პირველად ჩნდება Wonder Woman.





ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი, სათავგადასავლო, ფანტასტიკა
რეჟისორი: ზაკ სნაიდერი
როლებში: ჰენრი კავილი, ბენ აფლეკი, გალ გადოტი, ჯეისონ მომოა, ემი ადამსი, ჯესი აიზენბერგი
სცენარი: კრის ტერიო, დევიდ ს. გოიერი, ბობ კეინი
მსოფლიო პრემიერა: 20.03.2016
პრემიერა საქართველოში: 24 მარტიდან
საქართველოს კინოთეატრებში, +IMAX

ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე
www.kinoafisha.ge

IMDB რეიტინგი: 9.3
ასაკობრივი კატეგორია: PG-13
აღწერა: ბეტმენი გამოდის სუპერმენის წინააღმდეგ. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი გმირი სჭირდება ქალაქს. სანამ სუპერგმირები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ჩნდება რეალური საფრთხე, რომელიც მეტროპოლისს განადგურებით ემუქრება.




ახალი ბლოკბასტერის მაყურებლები ორ ჯგუფად იყოფიან. პირველი-კომიქსების ფანები, რომლებისთვისაც სუპერმენისა და ბეტმენის კონფლიქტი უცნაური ნამდვილად არ არის. მეორემ კი იცის ბეტმენისა და სუპერმენის ძველი ფილმები და საქმის კურსშია, რომ ამჯერად ბეტმენს ბენ აფლეკი განასახიერებს. მაშ ასე, როგორ მოხვდნენ ეს ორნი ერთ კინოლენტაში? ფილმის დასაწყისი უკვე გენიალურად გადაღებული სცენით იწყება. ამ გზით შევდივართ იმ სამყაროში სადაც ბეტმენი გადაწყვიტავს სუპერმენს დაუპირისპირდეს. მიზეზი თავად შეაფასეთ.






უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ამ როლზე ჩვენ ვიხილეთ კიტონი, კილმერი, კლუნი, ბეილი... სავსებით სხვადასხვა ადამიანები. აფლეკის ბეტმენი კი მათ შორის ნამდვილად გამოირჩევა. მას აქვს როგორც შესაფერისი აღნაგობა, ისე ბრუს ვეინისთვის დამახასიათებელი ელეგანტურობაც. მას საინტერესო შეხედულებებიც აქვს: "ჩვენ დამნაშავეები ვართ და ყოველთვის დამნაშავეები ვიყავით". ის ბეტმენის ყველაზე ჩაფიქრებული ვარიაციაა. რაც შეეხება სხვა მსახიობებს, აღსანიშნავია ჯესი აიზენბერგის ფიგურა, რომლის ნიჭიც საშუალებას არ იძლევა ითამაშოს ცუდად.







ჯიმი კიმელის შოუ-ში ფილმის გამოსვლამდე წამყვანმა სასაცილო სიუჟეტი მოამზადა. ჯიმის სტუმრად ბენ აფლეკი ჰყავდა და განუცხადა, რომ ფილმიდან ის მომენტი სადაც თვითონ ჩანდა ამოეჭრათ.



Category: Films, Movies / Event
Tags:

Share it
Comments
Back to Top