;

24 October 2015      Ancho.     Views 3330    
Category: Films, Movies, Event



სიყვარული აქცენტით 2: საზღვრების გარეშე
საქართველოს კინოთეატრებში


ტელეეკრანებზე გამოვიდა სასიყვარულო ალმანახის: "სიყვარული აქცენტით" მეორე ნაწილი. პირველი ფილმი გადაღებულია საქართველოში და მისი რეჟისორი გახლდათ რეზო გიგინეიშვილი, რომელმაც ამჯერად, პროდიუსერის სკამზე გადაინაცვლა და ახალი ნაწილის რეჟისორად კარენ ოგანესიანი მოგვევლინა. ფილმის ციკლი ჩაფიქრებულია როგორც 5 ისტორია, თითოეულის მოქმედების ადგილად კი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებია შერჩეული. ამჯერად, ნოველის გმირებს კოლორიტულ სომხეთში მივყვებით. ფილმმა "სიყვარული აქცენტით: საზღვრების გარეშე" რუსული კინოს ნამდვილი ვარსკვლავები შეკრიბა. კინოსურათში თამაშობენ რეზო გიგინეიშვილის ცოლი ნადეჟდა მიხალკოვა. ფილმის ახალი რეჟისორი უკვე აღიარებულია თავისი ფილმებით.


რეზო გიგინეიშვილის საერთაშორისისო რომანტიკული კომედია
"სიყვარული აქცენტით 2: საზღვრების გარეშე"
საქართველოს კინოთეატრებში
22 ოქტომბრიდან:
www.new.kinoafisha.ge/სიყვარული აქცენტით 2: საზღვრების გარეშე




ფილმი "კავკასიური კოლორიტია" და სასიყვარულო ნოველებისგან შედგება.
მასში როლებს ყველასათვის საყვარელი მსახიობები განასახიერებენ.

ჟანრი: რომანტიკული კომედია
რეჟისორი: რეზო გიგინეიშვილი, კარენ ოგანესიანი, რომან პრიგუნოვი
როლებში: ინა ჩურიკოვა, ოლეგ ბასილაშვილი, ალექსანდ ადაბაშიანი, ანა ჩიპოვსკაია
სცენარი: რეზო გიგინეიშვილი






ფილმის პოპულარობიდან 2 წლის შემდეგ, რეზო გიგინეიშვილმა მეორე ნაწილის გადაღება წამოიწყო: ახალი ისტორიებით, ახალი სამსახიობო და სარეჟისორო ჯგუფით, მაგრამ თემა ისევ ის დარჩა - სიყვარული და ყველაფერი რაც მას უკავშირდება.

კინემატოგრაფი მთელი ისტორიის განმავლობაში ცდილობს სიყვარულის თემის გაფართოებას, თუმცა გიგინეიშვილი ამ მისიას განსაკუთრებული გულმოდგინებით მიუდგა. 2012 წელს გამოსულ ფილმში ნოველები დაკავშირებული იყო არამარტო თემით, არამეს ვიზუალის ჩამოყალიბებით-კერძოდ საქართველოს ხედებით-რომლებიც შეუდარებელი იყო და ამაზე არც სკეპტიკოსები და არც კრიტიკოსები დაობენ.












ფილმის არცერთი ნაწილი არ შეიცავს არანაირ პოლიტიკურ ქვეტექსტებს. "ჩვენ ყოველთვის მიმზიდველად ვსაუბრობთ ჩენი ქვეყნის სილამაზეებზე, მაგრამ საშუალება რომ მეგობრებს ვაჩვენოთ ის ასეთივე, ნამდვილად რთულია. ამ ფილმში მე სიყვარულში ვუტყდები საქართველოს, კარენ ოგანესიანი -სომხეთს, რომა პრიგუნოვი მოსკოვს და ვიკვეთებით აზერბაიჯანთანაც." — ყვება რეზო გიგინეიშვილი. მოქმედება მიმდინარეობს 4 ქვეყანაში, მაგრამ გმირები ჩამოდიან უკრაინიდან და ყაზახეთიდან აგრეთვე.















იმისათვის, რომ ეჩვენებინათ მოსკოვი მთელი მისი ფერადოვნებით, ფილმის შემქმნელებმა აირჩეს სათანადო ლოკაციები, მათ შორის წითელი მოედანი და სასტუმრო ქალაქზე საუკეთესო ხედით. აღსანიშნავია რეზოს სიყვარული დეტალების მიმართ, შესაბამისად ეს თვისება შეიმჩნევა კადრებში. ის ხსნის საკუთარ სასიყვარულო თემას კინოში. ვერ შეამჩნიოს ეს მაყურებელმა, შეუძლებელია.




საქართველოს კინოთეატრებში 22 ოქტომბრიდან:
www.new.kinoafisha.ge/სიყვარული აქცენტით 2: საზღვრების გარეშე

რუსთაველი
11:45 7.50-8.50 ლ - rus
18:00 10.50-11.50 ლ - rus
22:30 11.50-12.50 ლ - rus

კავეა თბილისი მოლი
12:00 7-8 ლ - rus
14:00 7-8 ლ - rus
16:00 9-10 ლ - rus
18:00 9-10 ლ - rus
20:00 11-12 ლ - rus

კავეა ისთ ფოინთი
16:00 9-10 ლ - rus
18:00 9-10 ლ - rus
22:30 11-12 ლ - rus



Category: Films, Movies, Event
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top