;

17 October 2015      Ancho.     Views 4674    
Category: Films, Movies, Stars



ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი: ჩარლი ჰანემი
კიდევ ერთი მამაკაცი ჰოლივუდის მსახიობთა ელიტაში


მსოფლიო კინოთეატრებში გამოვიდა გილერმო დელ ტოროს ახალი ფილმი "ალისფერი პიკი". ჩარლი ჰენემმა ამ რეჟისორის უკვე მეორე ფილმში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, ჯერჯერობით, 35 წლის ინგლისელს მხოლოდ სატელევიზიო დრამით "ანარქიის შვილებით" იცნობენ. "ვერ შემდგარი კრისტიან გრეი"-ასევე ერთ-ერთი წოდებაა, რომლითაც ჩარლის იხსენებენ, რადგანაც მან სწორად "ალისფერი პიკის" გამო თქვა უარი ქრისტიან გრეის როლზე. მსახიობს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.






სად ვიხილეთ ⛵

ნიუკასლში დაბადებულს, სამსახიობო კარიერა სულ შემთხვევით დაეხატა. შობის დღეებში, ერთ-ერთი ფეხსაცმლის მაღაზიაში იმყოფებოდა, სადაც ასევე აღმოჩნდა ერთ-ერთი საბავშვო გადაცემის პროდიუსერი. ამის შემდეგ, 3 წლის განმავლობაში მონაწილეობდა სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში (მათ შორის სიტკომში UNDECLARED), ლოს-ანჯელესში გადანაცვლებისას ჩარლის დებიუტი ჰქონდა კინოში90-იანი წლების დასასრულს. პირვეი დასამახსოვრებელი როლები ერთგვარ "ცუდი ბიჭის ტრილოგიას" წარმოადგენდა, დრამებში: "Cold Mountain", "Green Street Hooligans" და "Children of Men". მაგრამ იმისათვის, რომ სერიოზულად მიეღოთ, ჰენემს მოუწია დაბრუნებოდა დიდ ტელევიზიას - მიიღო მთავარი როლი სერიალში "ანარქიის შვილები", რომელიც ეხება უკანონო ბაიკერებს.



Cold Mountain



Green Street Hooligans



Children of Men







Sons of Anarchy

გულახდილობის მომენტი 🎱

"ავხორცი" მილიონერის კრისტიან გრეის როლზე, ბესტსელერის ეკრანიზაციაში "გრეის 50 ელფერი", ჰენემი 2013 წლის შემოდგომაზე დამტკიცდა, თუმცა მსახიობმა უარი განაცხადა, იმ მოტივით, რომ ზედმეტად დაკავებული იყო "ანარქიის შვილებით", და მალევე გამოჩნდა შემოთავაზება "ალისფერ პიკზე". დელ ტოროს ფავორიტი მსახიობი აქ მაინც "მეორე ვიოლინოს" თამაშობს, თუმცაღა ჰოლივუდი უნდა მოემზადოს 2016 წლისათვის, როცა ეკრანებზე მისი მონაწილეობით ერთდროულად ორი პერსპექტიული ფილმი გამოდის.

პირველი ეს იქნება "Knights of the Roundtable: King Arthur" - გაი რიჩის სათავგადასავლო ეპოსი, რომლისგანაც შემოქმედებით ჯგუფს სურთ ხანგრძლივი ფრანშიზი გამოძერწონ. ფილმში ასევე მონაწილეობენ ჯუდ ლოუ, ერიკ ბანა, დევიდ ბექჰემიც კი.



მეორე, სამხრეთ ამერიკის დეკორაციებში გადაღებული "The Lost City of Z"-ია, რომელიც არანაკლებ ინტრიგას იწვევს.



ეკრანის მიღმა 🍁

თავისი ყოფილი ცოლი, ქეთრინ ტაუნი, მსახიობი და ტიტულოვანი სცენარისტის რობერტ ტაუნის ქალიშვილი, ჰენემმა 1999 წელს გაიცნო, როცა ორივე იმყოფებოდა თინეიჯერული სერიალის "Dawson's Creek" ქასთინგზე . ჩარლი და ქეთრინი დაქორწინდნენ ლას-ვეგასში გაცნობიდან ერთი თვის შემდეგ და დაშორდნენ 3 წლის შემდეგ. მას შემდეგ მსახიობს აწერდნენ ინტრიგებს ლივ ტაილერთან და რაშიდა ჯონსთან (რომლებიც სიმბოლურად ასევე ცნობილი მამების ქალიშვილები არიან). 2007 წლიდან კი ჰენემი არ შორდება საიუვილერო მორთულობების დიზაინერს მორგან მაკნეილს. მიუხედავათ მათი გლამურული პროფესიებისა, ჩარლი და მორგანი კალიფორნიაში, ფერმაში ცხოვრობენ, ქათმების, იხვების, ვირების და უზარმზარი ბაღის გარემოცვაში.



უცნობი ფაქტი 🏯

"ანარქიის შვილებამდე" ჰენემმა მოასწრო დაეწერა და გაეყიდა სცენარი ვლად დრაკულას შესახებ. მსახიობი ასევე მუშაობს ორ სცენარზე, ერთია ბოშათა კულტურის შესახებ ბრიტანეთში, რომელზეც იმედოვნებს რომ თავად გადაიღებს.









"გვერდიდან შესაძლოა მოეჩვენოთ, რომ "გრეის 50 ელფერში" მე დამაბნია ღია სცენების სიმრავლემ, მაგრამ თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი სცენები მაქვს ნათამაშები კარიერის დასაწყისში, როდესაც მხოლო 18 წლის ვიყავი. სიუჟეტის მიხედვით 15 წლის ბიჭს ვანსახიერებდი, ამიტომაც ბევრი მათგანი არ დაუშვა ცენზურამ, მაგრამ შიშველი სცენები მე ჯერ კიდევ მაშინ არ მაშინებდა, და მითუმეტეს არ დამაბრკოლებდა არც 16 წლის შემდეგ."



ფილმი შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს კინოთეატრებში:
ალისფერი პიკი კინოთეატრებში










Category: Films, Movies, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top