25 September 2015      Ancho.     Views 4 179    
Category: Films, Movies



"მიყვარს იმის შემოწმება, თუ რა შემიძლია"
როგორ "ვერ" დაიპყრო ჯეიკ ჯილენჰოლმა ევერესტი


დრამა "ევერესტი", რომელიც დღეიდან შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს კინოთეატრებში, 1996 წელს მომხდარი ტრაგიკული ექსპედიციის შესახებ გვიყვება. ჯეიკ ჯილენჰოლი ლეგენდარულ ამერიკელ ალპინისტს, სკოტ ფიშერს განასახიერებს, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე მაღალი მწვერვალი დაიპყრო და იქვე დარჩა.

Everest 1996 -- 2015

მზიანი დღე უფრო სასიამოვნო ხდება, როდესაც ვენეციის მერიოტის სასტუმროს ნომერში ჯეიკ ჯილენჰოლი შემოდის - ტანადი, კლასიკურ სამოსში, და როგორც ყოველთვის გაუპარსავი...

-შემდეგი როლისთვის ემზადებით თუ უბრალოდ არ გიყვართ გაპარსვა?
-დიახ, მე ძალიან ზარმაცი ადამიანი ვარ. ორგანიზებას და გამძლეობას მხოლოდ სამსახურში ვიჩენ. იქ შეგიძლიათ დამცინოთ, აბუჩად ამიგდოთ იმდენი რამდენიც გინდათ - სიტყვას არ ვიტყვი. სახლში აღმოჩენისტავანვე კი ვდუნდები.

Everest 1996 -- 2015

-რა გიტაცებთ?
-მიყვარს ბაზარში სიარული, ნამდვილ ბაზარში, ახალი პროდუქტების ყიდვა და მათი თავად მომზადება. შემილია გაუჩერებლად გესაუბროთ ჯანსაღი კვების უპირატესობებზე ან იმაზე თუ რას ლაპარაკობენ ამ თემაზე ცნობილი შეფ-პოვარები. მე თვითონ გამოვიყვანდი ყაბაყს და სტაფილოს, ლოს-ანჯელესში საკუთარი ბაღი რომ მქონდეს.

-საიდან ასეთი სურვილი? მამათქვენი რეჟისორი იყო, დედა - სცენარისტი. დაც წარმატებით თამაშობს ფილმებში. ყველა შოუ-ბიზნესში მუშაობს.
-ჩემს ოჯახს ოდესრაც ჰქონდა სოფელში სახლი, მაგრამ მათი გაყიდვა მოუწიათ ფინანსური მდგომარეობის გამო. ამიტომაც ჩემი გენეოლოგია არც თუ ისე კარგად ვისწავლე. შეიძლება გენებში გლეხებიც მყვდნენ. მამაჩებს შვედური ფესვები აქვს. დედის მხრიდან რუსი და პოლონელი წინაპრები მყავს, მათგან გამომყვა მიდრეკილება მელანქოლიასა და ჩაფიქრებულობაზე. და საერთოდ, ბუნება ყველა თავისი გამოვლინებით ყველაზე ლამაზია ჩვენ სამყაროში.

Everest 1996 -- 2015
Everest 1996 -- 2015

-ამიტომაც დათანხმდით "ევერესტში" მონაწილეობას? ის ხომ ზუსტადაც ბუნებაზეა..
-უფრო ზუსტად, ჩვენს უსუსურობაზე მისი დიდებულების წინაშე. ევერესტი - თვით ცხოვრების სიმბოლოა, ჩვენი შესაძლებლობებისა და საზღვრების. რომ შემძლებოდა როდესმე ევერესტზე ასვლა, ამას მე საკუთარი თავის შემოწმებისთვის გავაკეთებდი, იმიტომ, რომ სწორედ ექსტრემალურ პირობებში და საშიშ სიტუაციებში ავლენენ ადამიანები საუკეთესოდ საკუთარ თავს და აჩენენ თავიანთ ნამდვილ სახეს.





-და რა გიშლით ხელს დაიპყროთ ევერესტი?
-გეუბნებით, ზარმაცი ვარ. ან შეიძლება ჯერ არ ვარ მზად.

-მემგონი, თქვენ არაჩვეულებრივ ფიზიკურ ფორმაში ხართ, სლ ცოტა ხნის წინ თავდაუზოგავად ვარჯიშობდით SOUTHPAW-სთვის. ახლა "ევერესტისთვის". საიდან ასეთი მიდრეკილება ექსტრემალური და ფიზიკურად დატვირთული როლებისთვის?
- SOUTHPAW-ს გადაღებებზე 5 თვე გავატარე რინგზე. დღემდე შემიძლია ბოქსიორობა. მიყვარს იმის გამოცდა, თუ რა შემიძლია. მაგრამ უფრო ღრმა თვითშემეცნებისთვის მედიტაციას ვამჯობინებ. კოლეჯში დაკავებული ვიყავი ბუდიზმით და დღემდე ვიმუშავებ ცხოვრების მიმართ ანალიტიკურ მიდგომას. მჯერა მისტიკის, რომ სამყაროში არსებობს რაღაც ძალა და ენერგია, რომელიც ჩვენი გაგებისგან დამოუკიდებლად არსებობს. ბუდიზმი საუკეთესოდ მეხმარება ისეთი შესაძლებლობების განვითარებაში, როგორებიცაა დაფიქრება, კონცენტრაცია და ანალიზი.

Everest 1996 -- 2015
Everest 1996 -- 2015

-რა იყო ყველაზე რთული "ევერესტზე" მუშაობისას?
-ფილმზე მუშაობა არ იყო რთული, უფრო რთული იყო მისი ყურება. მე არასოდეს მეშინოდა ფიზიკური გამოწვევების. როლისთვის შემიძლია რეჟისორს მივცე საშუალება მასხრად აიგდოს თავისი თავი რამდენჯერაც უნდა. მე მორჩილად გავიყინები მყინვარებზე, დავიწვები უდაბნოში, ვივარჯიშებ რინგზე დღეში 10 საათი. კინოს ყველაზე რთული ასპექტია მისი მორალური ან თუ გსურთ, ემოციური მხარე. როდესაც, მე როგორც იქნა ვუყურე მთელ ფილმს პრემიერის დროს ვენეციის კინოფესტივალზე, მე მომიწია რამდენჯერმე ტუალეტში გაქცევა, სადაც ბოლო ხმაზე ვღრიალებდი.

Everest 1996 -- 2015
Everest 1996 -- 2015

-რატომ?
-მე არ შემეძლო წყნარად მეყურებინა სცენისთვის, სადაც რობ ჰოლი - ალპინისტი ახალი ზელანდიიდან, რომელმაც უხელმძღვანელა ევერესტზე პარარელურ ექსპედიციას, უაკანსკნელად ემშვიდობება თავის ორსულ ცოლს. ის იწვა მთაზე და რაღაც სასწაულებრივი ძალით შეძლო გაყინული ხელებით რაცია აეღო და მისთვის უკანასკნელი სასიყვარულო სიტყვები ეთქვა.




-რამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ცრემლები რეალურ ცხოვრებაში?
-ცხოვრებაში მე თავშეკავებას ვცდილობ. მაგრამ, ეს არ ნიშნავს რომ შეუძლებელია ჩემი მწყობრიდან გამოყვანა. საქმე შეიძლება ცემამდეც მივიდეს. რეალურ ცხოვრებაში ყველაზე ემოციური მომენტები, რომლებსაც შეუძლიათ ჩემი ემოციების აშლა, ხდება მაშინ, როცა ჩემი მეგობრები ხდებიან მშობლები.

-ნანობთ, რომ "კარგავთ" მეგობრებს ან ოცნებობთ რომ გახდეთ მამა?
-დიახ, ალბათ, მსურს ერთხელ მამა გავხდე.




-გისმენთ და მიკვირს, რამდენად მგრძნობიარე და ემოციური ხართ. გარედან კი როგორი ცივსისხლიანი ჩანხართ! ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მედიტაციით ხართ დაკავებული შუა ინტერვიუს დროსაც.
-ასე ჩანს, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ მე ყოველთვის ფიზიკურ დატვირთვას ვიღებ. სანამ აქ მოვიდოდი 10 წუთი ვაკეთე ჩაჯდომები! ეს საოცრად ეხმარება გონების გათიშვას. და ახლა მე აქ არაფერზე ვღელავ.



ფილმი ისლანდიელი რეჟისორის ბალთაზარ კორმაკურის (Baltasar Kormakur)-ის გადაღებულია. "ევერესტი" დაფუძნებულია 1996 წლის რეალურ მოვლენებზე, როდესაც ექსპედიცია გაემგზავრა მსოფლიოს უმაღლესი წერტილისკენ და წარუმატებელი მარცხი განიცადა.




ჯეისონ კლარკი (ფილმში რობ ჰოლი): "როდესაც რობის ექსპედიციამ ევერესტზე მარცხი განიცადა, მე თეატრალურ შეჯიბრზე გამოვდიოდი სიდნეიში. მახსოვს როგორ გამოვედი კულისებიდან, მოვუკიდე სიგარეტს და ვიფიქრე: "სადღაც მწვერვალზე, კვდება ადამიანი, სანამ მიდი ცოლი მის შვილს ატარებს. როგორი გრანდიოზული და ამავე დროს უმნიშვნელო მოვლენაა!" ერთხელ უკვე მომიწია ვყოფილიყავი ბანაკში ევერესტზე, მაგრამ არასოდეს დამიგეგმავს იქ დაბრუნება. უცებ, კრისტიან ბეილმა უარი განაცხადა როლზე და ის მე გადმომაბარეს. წარმოიდგინეთ განვასახიერებდი ზუსტად იმ ადამიანს, რომლის სიკვდილიც განვიცადე თითქმის 20 წლის წინათ!"

Everest 1996 -- 2015
Everest 1996 -- 2015
Everest 1996 -- 2015

ჯოშ ბროლინი (ფილმში მოყვარული ალპინისტი ბეკ უიზერსი, ერთ-ერთი გადარჩენილი, რომელმაც წაერთვა მარჯვენა ხელი, მარცხენა მტევნის თითები და ცხვირი): "როდესაც ვესაუბრებოდი ბეკს, ვეკითხებოდი, თუ რაში სჭირდებოდა მას ევერესტზე ასვლა. მან კი მითხრა, რომ თუ ადამიანს შეუძლია ააღწიოს ასეთ სიმაღლეზე და გადარჩეს, მაშინ მან მიაღწია ცხოვრებაში იმაზე მეტს, ვიდრე დანარჩენმა 7-მა მილიარდმა ადამიანმა დედამიწაზე! მე კი უკვე მეყო გაყინვა და ტანჯვა ბანაკში, სადაც გადაღებების დროს უამრავი საათის განმავლობაში გვიწევდა გავმთბარყავით კარვებში ელექტრო-საბნებით."

Everest 1996 -- 2015
Everest 1996 -- 2015

ემილი უოტსონი (ფილმში ელენ უილტონი, ბანაკის მენეჯერი ევერესტზე): "ელენის როლი, ალბათ ყველაზე დრამატულია. სანამ დანარჩენი ექსპედიციის მონაწილეები ვარჯიშობენ და მწვერვალებს იპყრობენ, ის რჩება მარტო ერთ ადგილას და ხშირად ხდება დრამატული მოვლენების მომსწრე, თუნდაც მომაკვდავების უკანასკნელი სიტყვების მომსმენი. რამდენჯერ მოუწია მოესმინა: "მე მივდივარ მთებში და შესაძლოა იქიდან ვეღარასდროს დავბრუნდე!"





Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments
Back to Top