;

7 September 2015      Queen_1     Views 3581    
Category: Films, Movies

„გრეის ანატომია“- მეთორმეტე სეზონის დეტალები


'Grey's Anatomy' Season 12 Spoilers

სერიალის შემქმნელმა შონდა რაიმსმა, ასევე მსახიობებმა ელენ პომპეომ, კატერინა სკორსოუნმა და კელი მაკრორიმ „გრეის ანატომიის“ მეთორმეტე სეზონის შესახებ ისაუბრეს, რომელიც ეკრანებს 24 სექტემბერს დაურუნდება.

„ძალიან სხვანაირადაა ყველაფერი, ყოველთვის, როდესაც ვინმე მიდის სერიალიდან ძალიან მძიმე გადასატანია, მაგრამ შოუ უკვე ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს და ამიტომ ცვლილებებსაც უნდა შევეგუოთ, ძალიან ბევრ ცვლილებას ვიხილავთ ახალ სეზონშიც.- განაცხადა მთავარი როლის შემსრულებელმა ელენ პომპეომ ("მერედიტმა") და რა თქმა უნდა მთავარი დანაკლისის - პატრიკ დემპსის პერსონაჟის ("დერეკ შეფარდის") გარდაცვალების ფაქტი იგულისხმა.

„გრეის ანატომია“- მეთორმეტე სეზონის დეტალები„გრეის ანატომია“- მეთორმეტე სეზონის დეტალები
„გრეის ანატომია“- მეთორმეტე სეზონის დეტალები„გრეის ანატომია“- მეთორმეტე სეზონის დეტალები

რას უნდა ველოდოთ მეთორმეტე სეზონისაგან?

ის უფრო ნათელი იქნება: „წინა კვირას სცენარის კითხვის დროს მთელი ოთახი ზანზარებდა ჩვენი სიცილისაგან, არ მახსოვს არც ერთი სეზონი, რომლის დროსაც ასე გვემხიარულოს, დაქვრივებული მერედითიც კი თავისებურად მხიარული იქნება, ის შავ იუმორს შეიძენს.“-განაცხადა შონდა რაიმსმა.

უხერხული ყოფითი მომენტები: „მერედითი დედამისის სახლში დაბრუნდა თავის მულთან ამელიასა და ნახევარ დასთან მეგისთან ერთად. ეს სამი ქალი ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება, არაფერი აქვთ საერთო და ეს ძალიან სახალისოა, მერედითს ახლა მხარდაჭერა სჭირდება. ეს დაახლოებით იგივეა, როდესაც მერედითი იზისთან და ჯორჯთან ერთად ცხოვრობდა. ძალიან ბევრი უხერხული მომენტი იქნება თუმცა ეს ჩვეულებრივი ამბავია, ეს ხომ ოჯახია!“


„გრეის ანატომია“- მეთორმეტე სეზონის დეტალები


არიზონასა და კელის, ორივეს ახალი სიყვარული ეწვევა: „მე ძალიან მომწონს ისინი ერთად, თუმცა ახალ სეზონში ორივეს ახალი შეყვარებული ეყოლება, ალბათ გახსოვთ, რომ კელი ბისექსუალია, ამ სეზონში კი უფრო ჩავუღმავდებით მის გრძნობებს.“

არიზონა საკუთარი თავის პოვნას შეეცდება: „არიზონა სერიალის ყველაზე მხიარული გმირი იყო, არ ვიცით დაბრუნდება თუ არა მისი როლიკები და მუდმივი ღიმილი, იგი მარტოა და საკუთარი თავის ხელახლა პოვნაც ცდილობს.“

„გრეის ანატომია“- მეთორმეტე სეზონის დეტალები„გრეის ანატომია“- მეთორმეტე სეზონის დეტალები
„გრეის ანატომია“- მეთორმეტე სეზონის დეტალები„გრეის ანატომია“- მეთორმეტე სეზონის დეტალები

მეთორმეტე სეზონში მოქმედება ფინალიდან სამი თვის შემდეგ ხდება
, ეს საშუალებას მოგვცემს საავადმყოფოში ეიპრილიც ვნახოთ.

ეწვევა მერედითს ახალი სიყვარული?

„მეთორმეტე სეზონში ეს მთავარი თემა არ იქნება, დერეკის შემცვლელის მოძებნა კი ძალიან რთული იქნება."




მეგი თავისი არჩეული ოჯახის უკეთ გაცნობას შეეცდება. გრეის სახლში ძალიან საინტერესო მომენტები იქნება, სამი ძლიერი, ერთმანეთისაგა სრულიად განსხვავებული ქალი, რომლთაც ერთმანეთი სჭირდებათ…

ამელია მარტოხელაა და არა მკვდარი. მიუხედავად იმისა, რომ წინას ეზონში ამელიასა და ოუენს შორის ურთიერთობა თითქოს ღვივდებოდა, ამელია მაინც მარტოა, ოუენი რადიკალურად განსხვავდება იმ მამაკაცებისაგან, ვინც კი ამელიას ჰყოლია.

ამელიას რთული პერიოდი აქვს. დერეკი მას მამის მაგივრობას უწევდა, ის იყო ერთადერთი ვინც მასთან ერთად შეესწრო ტრაგედიას ბავშვობაში, ჯერ მამა, ახლა დერეკი, ამელიას მოუწევს საკუთარ თავზე ზრუნვა და ძალების მოკრებვა ყველას გარეშე.


„გრეის ანატომია“- მეთორმეტე სეზონის დეტალები„გრეის ანატომია“- მეთორმეტე სეზონის დეტალები


Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top