23 May 2015      ANGEL     Views 2 040    
Category: Films, Movies

სან ანდრეასი / San Andreas 3D

სან ანდრეასი 3D
ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი დრამა ტრილერი

San Andreas
რეჟისორი: ბრედ პეიტონი
როლებში: დუეინ ჯონსონი; ალექსანდრა დადარიო;
კაილი მინოუგი; კოლტონ ჰეინსი; იუან გრიფიტი; კარლა გუჯინო
სცენარისტი: კარლტონ კიუსი; ანდრე ფაბრიციო; ჯერემი პასმორი

ფილმი დუეინ ჯონსონის მონაწილეობით მორიგ ჰოლივუდურ ბლოკბასტერს წარმოადგენს, სადაც სტიქიური უბედურების დროს ფილმის მთავარ გმირს შვილის გადარჩენისთვის ბრძოლა უწევს სხვა მრავალ დაბრკოლებასთან ერთად. ფილმი 3D ფორმატშია და სპეც.ეფექტებითაა დატვირთული, მას ამ ჟანრის მოყვარულები დიდი ინტერესით ელიან.

ფილმი კალიფორნიაში, სან ანდრეასის რეგიონში მიწისძვრის თემას ეხება, რომელიც კატასტროფულ შედეგებს იწვევს.
ფილმის გამოსვლა ემთხვევა ნეპალის მიწისძვრის ინციდენტს, ამიტომ ფილმის მარკეტინგში გარკვეული ცვლილებები მოხდა და ახალ ტრეილერში ბრძოლის, თანაგრძნობის და იმედის თემაზე გაამახვილეს ყურადღება. ფილმის შემქმნელები ცდილობენ ხალხამდე მიიტანონ მესიჯი - თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს. ფილმის გაქირავებიდან შემოსული თანხის გარკვეულ პროცენტს კი მიწისძვრის პრევენციის ცენტრში გადარიცხავენ. კალიფორნიაში მოსალოდნელ მიწისძვრას კი რეალურად რა ხანია ვარაუდობენ, სან ანდრეასი მართლაც სეისმურად აქტიურ ზონას წარმოადგენს და მიწისქვეშა ბიძგებს გარდაუვალად მიიჩნევენ.


მსოფლიო პრემიერა 29 მაისსა დანიშნული.
ფილმი საქართველოს კინოთეატრებშიც სულ მალე იქნება ნაჩვენები.
new.kinoafisha.ge/movies/san-andreas/




ფილმში დუეინ ჯონსონის ქალიშვილის როლს თამაშობს მსახიობი ალექსანდრა დედარიო, რომელიც რეალურად დუეინზე 13 წლით უმცროსია. ყოფილი მეუღლის როლში კი კარლა გუჯინოა. სწორედ ოჯახის გაერთიანებისა და სიცოცხლისთვის ბრძოლის თემას ეხება ფილმი.











Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments
Back to Top