;

8 May 2015      Ancho.     Views 8483    
Category: Films, Movies

ფილმები, რომლებიც დაფუძნებულია
რეალურ სასიყვარულო ისტორიაზე


ამ კინოსურათების გადაღებისთვის, სცენარისტებს არ დასჭირვებიათ რაიმეს გამოგონება, მათ სიუჟეტი რეალური ცხოვრებიდან აიღეს. ცხოვრება მდიდარია წარმოსახვებით, ზოგიერთი ფილმი სიყვარულზე, ამას ამტკიცებს.

WALK THE LINE
2005


ეს არის "ოსკარის" მომპოვებელი ბაიოპიკი, რომელიც რომანტიკული სიყვარულის ისტორიას გვიყვება ცნობილ ქანთრი-მუსიკოსსა (ხოაკინ ფენიქსი) და გოგონას შორის (რიზ უიერსპუნი). პრობლემები ნარკოტიკებთან, ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება და საოჯახო პრობლემები-ყველაფერი ამას გადიან შეყვარებული წყვილი.









Frida
2002


2 მხატვრის სიყვარულის ისტორია-ფრიდა კალო და დიეგო რივერი, ისეთივე ნათელი და ლამაზი, როგორც მათი ნახატები. ფილმმა 2 "ოსკარი" მოიპოვა. სელმა ჰაიეკისა და ალფრედ მოლინის დუეტი მსოფლიო ეკრანზე ყველაზე დასამახსოვრებელი გახდა.









Bonnie and Clyde
1967


კლასიკური ამერიკული კრიმინალური თრილერი გვიყვება სიყვარულის ისტორიას 30-იანი წლების ცნობილ ორ ყაჩაღს შორის, დაუნდობელ ბონისა და კლაიდის შესახებ. ცხოვრებაში, თანამედროვეთა გადმოცემით, არც ისე რომანტიკულები იყვნენ, ჩადიოდნენ ბევრ მძიმე დანაშაულს, თუმცა მსოფლიო პოპ-კულტურაში შეიძინეს მომხიბვლელი რეპუტაცია, მიმზიდველი შეყვარებულების.













TOTAL ECLIPSE
1995


რთული წინააღმდეგობრივი დრამა, რომელიც დაფუძნებულია 2 ფრანგი პოეტის სიყვარულის ისტორიაზე. ესენი იყვნენ არტურ რემბო (ლეონარდო დიკაპრიო) და პოლია ვერლენა (დევიდ ტიულისი). ფილმში "ჰეფი ენდი", ისევე როგორც, რეალურ ცხოვრებაში ვერ ხდება.














THE EDGE OF LOVE
2008


კიდევ ერთი პოეტური ისტორია. პოეტი (მეთიუ რისი) ბედნიერ ქორწინებაში ცხოვრობს, მაგრამ მას შემდეგ რაც შეხვდება სკოლელ ყოფილ შეყვარებულს,, ხვდება, რომ ვერაფრით ვერ აკეთებს არჩევანს 2 ქალს შორის. სიენა მილერმა და კირა ნაიტლიმ შესანიშნავი სამსახიობო დუეტი შექმნეს, თუმცა გარეგნობით შორს იყვნენ ორიგინალებთან.
















A BEAUTIFUL MIND
2001


ბრწყინვალე მათემატიკოსის, ნობელის პრემიის ლაურეატის ჯონ ნეშის (რასელ ქროუ) რეალური ისტორია შიზოფრენიით ტანჯვისა და მისი ცოლის (ჯენიფერ კონელი) შესახებ, რომელსაც არ შეშინებია დაეკავშირებინა ცხოვრება მძიმედ ავადმყოფ ადამიანთან. თავად ჯონ ნეში დადიოდა გადასაღებ მოედანზე და კონსულტაციას უწევდა ფილმის შემქმნელებს. ფილმმა 4 ოსკარი და ბევრი სხვა პრიზი მოიპოვა.













Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top