28 April 2015      Ancho.     Views 6 137    
Category: Films, Movies / Stars




შეიარაღებული და საშიში: პენელოპა კრუზის
ყველაზე სექსუალური როლები


პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალბატონი და ოსკაროსანი მსახიობი 41 წლისაა. ცხოვრებაში ის ამჯობინებს მაკიაჟის მინიმუმს, უბრალო მაისურებსა და ჯინსებს. თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ატარებს, ხავიერ ბარდემთან და ორ შვილთან ერთად. ეკრანზე კი შეუდარებლად განასახიერებს მდიდრულ ქალებს.






TO ROME WITH LOVE, 2012



ვუდი ალენის მიძღვნა იტალიის დედაქალაქისადმი, 4 ნოველისგან შედგება. ერთ-ერთ მათგანში პენელოპა კრუზი იტალიელ მეძავს, ანას ანსახიერებს. ის თავის კლიენტთან მიდის ნომერში, თუმცა შემთხვევით გამოუცდელ ახალგაზრდასთან მოხვდება. ის სარგებლობს შემთხვევით და "ახალგამომცხვარ" ქმარს გამოცდილებას უვითარებს, და თან პარალელურად მის ცოლსაც თამაშობს ნათესავების წინ.







PIRATES OF THE CARIBBEAN: ON STRANGER TIDES, 2011



საზღვაო ზღაპრული თავგადასავლების საგაში, კრუზმა ვნებიანი პირატი ანჟელიკა განასახიერა-თვით ჯერ ბეღურას ყოფილი საყვარელი. ყოფილ შეყვარებულებს შორის ეფექტური ბრძოლები და კომიკური სცენები იჩენს თავს.









NINE, 2009



"ცხრა"-ეს მიუზიკლ-რიმეიქია ფედერიკო ფელინის საკულტო ფილმისა "რვანახევარი". აქ კრუზი თამაშობს მარიონ კოტილიარდთან, ნიკოლ კიდმანთან, ქეით ჰადსონთან ერთად. პენელოპა ანსახიერებს მთავარი გმირის გვიდოს მანკიერ და კომიკურ საყვარელს. ეს როლი ხავიერ ბარდებს უნდა ეთამაშა, მაგრამ საბოლოოდ როლზე დენიელ დეი ლუისი აირჩა.







LOS ABRAZOS ROTOS, 2009



პედრო ალმადოვარისა და კრუზის მეოთხე საერთო ფილმში, ბევრი კრიტიკოსის აზრით, კრუზმა 100%-ით თავისი როლი მიიღო. ის ანსახიერებს ახალგაზრდა დამწყებ მსახიობს, რომელიც რომანს აბავს რეჟისორთან და ცდილობს გამოტყუოს თანხა თავის ფინანსისტ ექს-შეყვარებულს. ფილმმა მიიღო ნომინაციები "ოქროს გლობუსსა" და "ბაფტაზე".









VICKY CRISTINA BARCELONA, 2008



ვუდი ალენის ფილმებიდან, ეს ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს. მან პენელოპას ოსკარი მოუტანა საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისათვის. რომანტიკულმა კომედიამ კრუზს თავისი ცხოვრების თანამგზავრსაც შეახვედრა. ხავიერ ბარდემმა და პენელოპამ ფილმის გადაღებებზე დაიწყეს შეხვედრები.










VOLVER, 2006



მისტიკურ "დაბრუნებაში" პენელოპამ პირველად ითამაშა მთავარი როლი პედრო ალმადოვართან, რის გამოც მიიღო კანის დაჯილდოების პრიზი და მიიღო პირველი ნომინაცია ოსკარზე. კრუზის გმირი მომუშავეთა კლასიდაა, რომელიც მოულოდნელად ეფეთება გარდაცვლილ დედას.






BANDIDAS, 2006



კომედიურ ბაევიკ ვესტერნში, პენელოპა სელმა ჰაიეკთან ერთად ასრულებს მთავარ როლს. მსახიობებმა ორი გოგონა განასახიერეს აბსოლიტურად განსხვავებული ბედით, რომლებიც საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანდებიან და ყველაზე საშიში და სექსუალური ყაჩაღები ხდებიან ამერიკაში.







BLOW, 2001



"კოკაინი" დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე ამერიკელი კონტრაბადისტის ჯორჯ ჯანგის შესახებ. ამ ფილმში კრუზი მის ცოლად გვევლინება, მაცდურ კოლუმბიელად, რომელიც ნარკომანად იქცევა. კრიტიკოსებისგან აღმაფრთოვანებელი მიმოხილვები არ წამოსულა, თუმცა პენელოპა პოპულარობა საოცრად გაიზარდა.







VANILLA SKY, 2001



ფსიქოლოგიური დრამა "ვანილის ზეცა" ესპანური ფილმის "გაახილე თვალების" რიმეიქია. კრუზმა ორივე სურათში ერთი და იგივე როლი განასახიერა. მაგრამ, გულშემატკივრებს ორიგინალი ვარიანტი უფრო მოსწონთ. მართლაც, ტომ კრუზთან ერთად გადაღებული ფილმით პენელოპა სუპერვარსკვლავი გახდა.







JAMÓN, JAMÓN, 1992



პირველი და მაშინვე მთავარი როლი დიდ ეკრანზე ეს იყო "Jamon Jamon." ფილმის კასტინგზე მსახიობი 16 წლის იყო, ამიტომაც მას მოტყუება მოუწია: რეჟისორისთვის მის ასაკზე, მშობლებისთვის ფილმის შინაარსზე. პირველად ამ გადაღებებზე გაიცნო მსახიობმა ხავიერ ბარდემი.








Category: Films, Movies / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top